მე ♥ ჩემი ბლოგი

ამ დროისთვის ზუსტად 3400 კომენტარი

306,156 views all-time

3,338 views on the busiest day

საშუალოდ 1,481 ჰიტი

დღეს ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა

მიყვარს ჩემი ბლოგი, რომელმაც შეძლო, რომ  1 წელიწადში   უცნობებისგან კითხვა: ,,შენ ის ანინა ხარ?” ჩვეულებრივ ამბად აქცია.

მე მიყვარს ჩემი ბლოგი, რომელმაც რამდენიმე სამსახური მაშოვნინა.. მიუხედავად იმისა, რომ მათი  სრული უმრავლესობა იმიტომ დავკარგე, რომ არაფხიზელი საერთოდ ვერ ვმუშაობ..

მე მიყვარს ჩემი ბლოგი, რომელიც შესანიშნავად პასუხობს ჩემს მზარდ პატივმოყვარეობას და ხანდახან მაგრადაც მილაწუნებს ხოლმე ორივე ლოყაში / დაახლოებით ასე: დაწერე რამე, შე ვირო!~/

მიყვარს ჩემი ბლოგი, რადგან მის გარდა არაფერზე ვზრუნავ უფასოდ : ]

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ 1 წლის სასარგებლოდ გატარებაში მომეხმარეთ_  ვინც კითხულობდით და ტოვებდით კომენტარებს, ვინც კითხულობდით, მაგრამ კომენტარებს არ ტოვებდით და რა თქმა უნდა მათაც, ვინც არ კითხულობდით, მაგრამ კომენტარებს ტოვებდით.

ეს სიმღერა გეძღვნებათ თქვენ. მე მიხარია, რომ თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ : ]

20 thoughts on “მე ♥ ჩემი ბლოგი

  1. რა სენტიმენტალიზმია ))))))))))))

    ჩემი აზრით, შენ პიონერი არ ხარ ბლოგსივრცეში, რომ მას დავაბრალოთ ეს “წარმატება”. შენ უფრო მშრომელი ადამიანის ასოცირებას ტოვებ და ეს ძალიან კარგია. შედეგი აქვს შრომას, დავაფასოთ შრომა.

    მე მიყვარს მშრომელი ხალხი

  2. გილოცავ! შენზე მაგარი რეიტინგი მარტო მიშას აქვს! 🙂 სერიოზული მიღწევაა. წარმატებებს გისურვებ!

  3. სტატისტიკის თანახმად, 25 წლამდე ადამიანიების 60%-ზე მეტი 1 წელი ბლოგავს სანამ საბოლოოდ გადაბარგდება სოცქსელებში და ბლოგს მიატოვებს.

Leave a reply to anna კომენტარის გაუქმება