მე ♥ ჩემი ბლოგი

ამ დროისთვის ზუსტად 3400 კომენტარი

306,156 views all-time

3,338 views on the busiest day

საშუალოდ 1,481 ჰიტი

დღეს ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა

მიყვარს ჩემი ბლოგი, რომელმაც შეძლო, რომ  1 წელიწადში   უცნობებისგან კითხვა: ,,შენ ის ანინა ხარ?” ჩვეულებრივ ამბად აქცია.

მე მიყვარს ჩემი ბლოგი, რომელმაც რამდენიმე სამსახური მაშოვნინა.. მიუხედავად იმისა, რომ მათი  სრული უმრავლესობა იმიტომ დავკარგე, რომ არაფხიზელი საერთოდ ვერ ვმუშაობ..

მე მიყვარს ჩემი ბლოგი, რომელიც შესანიშნავად პასუხობს ჩემს მზარდ პატივმოყვარეობას და ხანდახან მაგრადაც მილაწუნებს ხოლმე ორივე ლოყაში / დაახლოებით ასე: დაწერე რამე, შე ვირო!~/

მიყვარს ჩემი ბლოგი, რადგან მის გარდა არაფერზე ვზრუნავ უფასოდ : ]

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ 1 წლის სასარგებლოდ გატარებაში მომეხმარეთ_  ვინც კითხულობდით და ტოვებდით კომენტარებს, ვინც კითხულობდით, მაგრამ კომენტარებს არ ტოვებდით და რა თქმა უნდა მათაც, ვინც არ კითხულობდით, მაგრამ კომენტარებს ტოვებდით.

ეს სიმღერა გეძღვნებათ თქვენ. მე მიხარია, რომ თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ : ]

20 thoughts on “მე ♥ ჩემი ბლოგი

  1. რა სენტიმენტალიზმია ))))))))))))

    ჩემი აზრით, შენ პიონერი არ ხარ ბლოგსივრცეში, რომ მას დავაბრალოთ ეს “წარმატება”. შენ უფრო მშრომელი ადამიანის ასოცირებას ტოვებ და ეს ძალიან კარგია. შედეგი აქვს შრომას, დავაფასოთ შრომა.

    მე მიყვარს მშრომელი ხალხი

  2. ყველაზე, ყველაზე, ყველაზე! ბლოგი, ავტორი, პოსტები!
    მიყვარხარ შენც, შენც, შენც….

  3. ეს სურათი რომ აქამდე მენახა არაფერს არ დავწერდი… სასაცილო კინოა

  4. გილოცავ! შენზე მაგარი რეიტინგი მარტო მიშას აქვს!🙂 სერიოზული მიღწევაა. წარმატებებს გისურვებ!

  5. სტატისტიკის თანახმად, 25 წლამდე ადამიანიების 60%-ზე მეტი 1 წელი ბლოგავს სანამ საბოლოოდ გადაბარგდება სოცქსელებში და ბლოგს მიატოვებს.

  6. akiko

    me shens blogebs kiar vkitxuloob ,davrbivaaaaaar matshiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii … ai rogor gitxraaa dacyebuli ar amq kitxva ukve boloshii var

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s