მოიგე წიგნი

ამ დღეებში ძალიან კეთილი ვარ:  უსინათლოებს გზის გადაკვეთაში ვეხმარები, შეყვარებულებთან დაშორებულ სიმპატიურ ბიჭებს შებმის ნაცვლად  რჩეულებთან ვარიგებ :დ, დედას ნაკლებად ვანერვიულებ და ყველა მეილს ვპასუხობ : ] მგონი, ლაიქებიც კი დავარიგე რამდენიმე კონკურსისთვის. ლამის, ფარმვილის თამაში დავიწყო და ყველას გაჩუქოთ თითო ძროხა :დ

მაგრამ თუ საუბრის სერიოზულ რეჟიმში გადავალთ, გეტყვით, რომ ძროხას მაინც წიგნი ჯობია. თუ, რა თქმა უნდა, კითხვა გიყვართ. დაახლოებით ისე, როგორც მე.. ახლა ქინდლს ვუკვეთავ  და გული ისე მიფრთხიალებს, თითქოს პირველად უნდა ვაკოცო ბიჭს.

ასეთი იდეა მაქვს: 100 სიტყვიანი თხზულებების კონკურსი მინდა მოვაწყო . ბოლოს წაკითხულ წიგნზე ვინც ყველაზე კარგ მიმოხილვას დამიწერს 100 სიტყვაში, ამ საიტიდან 40 ლარის ფარგლებში ნებისმიერ წიგნ(ებ)ს ვაჩუქებ და მერე ყავას/ჩაისაც დავლევთ, თუ სურვილი იქნება : ]

თუ ბლოგი გაქვთ, თქვენს ბლოგზე დაწერეთ (ამ პოსტის დალინკვა არ დაგავიწყდეთ). თუ ბლოგი არ გაქვთ, მეილზე გამომიგზავნეთ და ჩემს ბლოგზევე გამოვაქვეყნებ. nino.tepnadze@gmail.com

ჰოდა, თუ ვინმეს გაგიჩნდებათ კითხვა_ რატომ? გეტყვით, რომ უბრალოდ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ : ]

პ.ს.
ეს ჩემი ახალი ჩანაწერია ,,ტაბულას” ბლოგზე

ცნობადი სახეები
შეგიძლიათ, თამამად მოიწონოთ-გაიზიაროთ

პ.პ.ს
ეს კიდევ ჩემი ბლოგის გვერდია ფბ-ზე
anina’s blog


გარდა ჩემი ბლოგის ლინკებისა, აქ ჩემს საყვარელ მუსიკასა და სურათებსაც ვდებ ხოლმე : ]
გადაწყვეტილი მაქვს, კვირის ბოლომდე 2000 მკითხველი მოვაგროვო.
თუ ვერ მოვაგროვებ, არც არაფერი, თუ მოვაგროვებ, ძალიან გამიხარდება და კიდევ უფრო კეთილი გავხდები: ]

დროებით

49 thoughts on “მოიგე წიგნი

  1. ჩემი ყოფილი ცოლი ძალიან კარგი მზარეულია. იმის გარდა რომ ის ლამაზია, საოცრად გამოსდის კერძების მომზადება. რატომაც არა, მოკლედ ჩამოგითვლით ჩემს ყოველდღიურ მენიუს. ცოლის შერთვამდე ყოველ დილით ყავას მივირთმევდი, იშვიათად ტოსტს თუ მივატანდი და სამსახურში მივდიოდი. ვსადილობდი კაფეში. მიყვარდა ტომატოს კატლეტები პიურესთან ერთად, კი სწორედ ასე ერქვა კაფეს, მაგრამ ალბათ უფრო ბუფეტს გავდა იქაურობა. ხშირად მივირთმევდი მოხარშულ სოსისს საწებლთან და კვერცხთან ერთად. ვახშამს კი სახლში გეახლებოდით ხოლმე. დიდი ვერაფერი, შემწვარი კვერცხი ან გამზადებული კერძები საკონდიქროდან. საღამოობით ხშირად ვსტუმრობდი ჩემს დას და ვცდილობდი არაოფიციალური შეხვედრები საღამოობით დამენიშნა ხოლმე. მაგრამ მას შემდეგ რაც ცოლი, შევირთე ყველაფერი შეიცვალა. პატარა ბავშვივით ამეკრძალა გარეთ ჭამა. ამას მოჰყვა ლექციები სხვა და სხვა დაავადებებისა და ბაქტერიების შესახებ. ანატომიის გაკვეთილები კუჭზე და ა.შ. დილდილაობით დამენიშნა ვაშლის წვენი და ფუნთუშა ნამცხვრები, ხანდახან ვუთავსებდით რძესაც, თურმე კალციუმი აუცილებელი ყოფილა ორგანიზმისთვის. სადილად ჩემი ცოლის გამომცხვარ პეჩენიებს და შემწვარ ხორცს მივირთევდი კარტოფილთან ერთად. დრო და დრო დამეტყო, როგორც ჩემი ცოლი იტყოდა, ეკოლოგიურიად სუფთა საკვები მუცელზეც და სახეზეც. სახეზე მომიხდა, შემევსო ლოყები და სურათებშიც უკეთ გამოვიოდი, როცა ჩემი ცოლის ნათესავებთან წვეულებებზე ვიღებდით ხოლმე. მაგრამ მუცელი ცოტა ხელს მიშლიდა ზოგიერთი ცოლ-ქმრული ვადებულების შესრულებისას. მაგრამ ჩემი ცოლი უტვინო ქალი არ იყო, მან გამოიგონა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია პირველად მისგან გავიგე ამ დიეტის შესახებ და სიმართლე გითხრათ იმოქმედა.
    მალე დიეტა შიმშილის გრძნობამ ჩაანაცვლა, ცოლი გამეყარა. ქალის მიზეზს ვერ გაიგებ, მაგრამ ასე გამომიცხადა, რომ გაჭირვებაში ცხოვრება არ შეუძლია. გაუჭირდებოდა აბა რა იქნებოდა მთელ შემოსავალს კვებას ახარჯავდა. თავი ხანდახან აურელიანო ბუენდია მეგონა ჩვენს დიეტურ რიტუალებს რომ ვიხსენებდი, მაგრამ ახლა დიდად არც ვდარდობ. სიმართლე რომ გითხრათ, კარგი საკვები კი მომენატრა. ცოლთან გაყრის შემდეგ სამსახურიდან გამომიშვეს. ასეა, ემთხვევა ხოლმე მოვლენები ერთმანეთს. ჩემი ბოლო წიგნი რომელი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ბოლო დროს კულინარიით დავინტერესდი. სხვა რა გითხრათ, რომელიმე რეცეპტს თუ მომთხოვთ მზად ვარ ჩაგაწერინოთ.

    არითმეტიკაში ხეირიანი ნიშანი არასოდეს მიიღია და სიმართლე გითხრა ასამდეც არასოდე დამითვლია

      1. შენი პოსტი 1-შია გამოქვეყნებული, ჩემი კი უკვე ორში, თუმცა არა აქვს მნიშვნელობა.

  2. კინდლს ალბათ შტატებიდან იწერ… საქმე იმაშია, რომ თურმე იმისთვის რომ ყველა ის წიგნი ჩაიტვირთოს რაც მოყვება აუცილებლად პირველად შტატებში უნდა ჩაირთოს 🙂 წინააღმდეგ შემთხევაში პრობლემები იქმნებაო 😦 ჩემს ნაცნობს დაემართა ეგრე…

  3. აუ არადა როგორ მინდა აკა მორჩილაძის “მისის დიქსლის მდუმარე ყუთი”. :(((

    მაგრამ ვიცი, რომ ვერ მოვიგებ და აზრი არ აქვს.

  4. ისედაც ვაპირებდი დაწერას ბოლოს წაკითხულ წიგნზე და ალხა ორმაგად დავწერ : ) როდის არის ბოლო ვადა 🙂

  5. გამოხმაურება: თხზულება ანინასთვის. ახალი ცხოვრება. ორჰან პამუკი « Gia Grio

  6. ძროხას მაინც წიგნი ჯობია

    და ვითომ რითი?
    ძროხა გვაძლევს რძეს, ხორცს, ტყავს.
    რა სარგებლობა მოაქვს წიგნს?

    ხოლო თუ საუბრის სერიოზულ რეჟიმში გადავალთ, წიგნი წიგნად და იმ დღეს რაღაც უფრო ორიგინალური სასაჩუქრე ვარიანტები განიხილებოდა ასე მახსოვს 🙂

  7. მიუხედავად იმისა, რომ კონკუსები არ მიყვარს, კონკურსის ავტორის სპეციფიკის გამო თუ რაღაც, დავფიქრდი მონაწილეობაზე : )))
    ისე, კიდევ ერთი სამომავლო კონკურსი როგორი შეიძლება მოაწყო, იცი? – ტვიტერ-კონკურსი, ანუ მომხმარებლებს შესთავაზო თემა/კონცეფცია, რომელიც 140 ასო-ნიშანში უნდა ჩაატიონ.
    : ) “პინგვინმა” მოაწყო მსგავსი – რომელიმე, თუ არ ვცდები, კლასიკა აიღეთ და 140 ასო-ნიშანში გადმოეცითო.

  8. გამოხმაურება: 100 სიტყვა « Litterator's Blog

  9. ა, და კიდევ: ამას წინათ რაღაც არა-ქართული ლიტერატურული ივენთისთვის სახელის დარქმევა დამჭირდა, ჰოდა, ეხლა უცებ ვიფიქრე, რო შენ ლიტერატურას შეიძლება მოუხდეს ეს ჩემი სახელი, რომელიც ასე ჟღერს: “ლოლიტერატურა” : )) რას იტყვი?! მე მომწონს, იდეაში, და თუ შენც მოგეწონება და გამოიყენებ, გამიხარდება : ) (არ გეგონოს, წიგნის ხელში ჩაგდების იოლ გზებს ვეჩალიჩებოდე:>>>)
    ისე, ამ ივენთის სათაურებიდან ერთი, ოღონდ არა-ჩემი (და არა-შენთვის) სახელიც მომეწონა: “კლიტერატურა” : ))))

      1. : ) ეგ იგულისხმება, ცხადია. უბრალოდ “კლიტ” – ინგლისურენოვანი გავრცელებული შემოკლებაა. მოკლედ, ორი ვერსიაა: ან “კლიტორი” უნდა “დავამახინჯოთ” მცირედად (“კლიტერ-ატურა”) ან – “ლიტერატურა” (“კ-ლიტორატურა”) . : )))

      2. უბრალოდ ქართულად სიტყვა კლიტე-ც რომ არსებობს, დამაბნეველია.
        ამიტომ კლიტორატურა სჯობს, იმჰო. 🙂

        არ დაადო კლიტე კლიტორს

  10. მოკლედ, შთამაგონებელი გამოდგა შენი პოსტი-შემოთავაზება.:) თუმცა, ეს კონკურსგარეშე..

    100

    ადრე იყო მარტო 3 გოჭი, 4 ოთახი, ფიფქია და 7 ჯუჯა. 8-ნახევარი მერე იყო და მანამდე – 9-თავიანი დევი. 10 მცნება იყო სულ, 12 სკამი – ხანდახან. 18 წლამდე რაღაცები აკრძალული იყო. “20 წლის შემდეგ”-ის ბევრად შემდეგ იყო “28 დღის შემდეგ”, რის შემდეგაც იყო “28 კვირის შემდეგ” და სულ ახლახანს “127 საათიც” გამოვიდა. იყო “რექსონა” ან “ლეიდი სპიდ სტიკი” – 24 საათი დღე-ღამეში კვირაში 7 დღე, მერე 27 წლის როკ-სტარები. 29 თებერვალი 4 წელიწადში ერთხელ იყო, 32 კბილი – იშვიათად. იყო ჯგუფი 33ა, მერე ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ობამა, საათში კი 60 წუთი იყო და პოლ მაკარტნი 64 წლის რომ გახდა, კონსპირაცია ჩაფლავდა. 69 სულ იყო (10 მცნებასავით). 101 მარტო დალმატინი იყო, 212 – კაროლინა ჰერერა. 300 არაგველამდე 300 სპარტანელი იყო, წელიწადში – 365 დღე. იყო 1000 ყ*ეობა და 1001 ღამე.
    ყველაფერი კი იქედან დაიწყო, როცა ფეისბუქში 2011 ადამიანი დაგიმეგობრდა…

  11. გამოხმაურება: ჩემი პირველი პოსტი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ბლოგი

  12. ana

    ჯეიმზ ჯოისის „ულისემ“ ფაქტობრივად ახალი სიტყვა შემოიტანა მე-20 საუკუნის მწერლობაში და დასაბამი მისცა წერის ახალი სტილის განვითარებას.
    მკითხველს წიგნის დაწყებისას არ უნდა გაუჩნდეს იმის პრეტენზია რომ წაიკითხავს რიგით რომანს. ჯოისი არ გვთავაზობს სტანდარტულ სქემატურ წყობილებას – დასაწყისს, კვანძის შეკვრას და გახსნას, კულმინაციასა და დასკვნას.
    ავტორი სწორედ ამით განსხვავდება ტრადიციული რომანტიკოსებისაგან.
    წიგნი დატვირტულია ვრცელი მონოლოგებით, რომლებიც ცალკეული პერსონაჟების ფიქრი, აზროვნება, გონებრიობა და მსჯელობაა.
    ჯეიმზის ყველა მოქმედი პირი დგას ავტორის მიერ განგებ შექმნილ ფსიქოლოგიური გარემოების წინააღმდეგობების პირისპირ.
    ნაწარმოებში არ არის ერთი კონკრეტული აზრის თხრობა, არც მხოლოდ ერთ კომფლიქტურ სიტუაციაზე არ არის აგებული სიუჟეტი. პირიქით, ყველა თავში მკითხველი იპოვის პრობლემას, რომელსაც განსხვავებული გონებრივი აქტივობის მქონე პერსონაჟები სხვადასხვანაირად ებრძვიან.
    წიგნში ფარულად ვხვდებით რელიგიურ, მითოლოგიურ და სოციალურ თემებზე აზრებსა და ციტატებს.
    მკითხველისთვი „ულისე“ უცხო ხილია, ამიტომაც იგი წიგნის დაწყებისთანახე მიჯაჭვული ხდება მასზე.

    1. ჯეიმზ ჯოისის „ულისემ“ ფაქტობრივად ახალი სიტყვა შემოიტანა მე-20 საუკუნის მწერლობაში და დასაბამი მისცა წერის ახალი სტილის განვითარებას.

      სკოლაში რომ თემებს გვაწერინებდნენ ის გამახსენდა: “ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებს, წითელ ხაზად გასდევს მისი სიყვარული და თავდადება სამშობლოსადმი”…

      🙂
      ნეტავ კიდევ აწერინებენ მსგავს თემებს სკოლაში? 🙂

  13. გამოხმაურება: სომერსეტ მოემის “ადამიანური რამ”– 100 სიტყვაში « Phantom

  14. გამოხმაურება: | ექსპერიმენტი

  15. გამოხმაურება: 100 სიტყვა « Litterator's Blog

Leave a reply to about us კომენტარის გაუქმება