ახალგაზრდა ბებერი მიშა

 

მიშა მაგარია! არა, არ ვხუმრობ, მართლა მაგარია. იმიტომაა მაგარი, რომ ჩემნაირი ადამიანისთვისაც კი, პოლიტიკაზე საერთოდ რომ არ საუბრობს და  ქვეყნის გადარჩენის საკუთარი გეგმა არ აქვს, მუდმივად აქტუალურია. ძალიან მეზარება გამოთვლა, თორემ გეტყოდით, წელიწადში დაახლოებით რამდენ საათს ვუსმენ მიშას. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი ერთდროულად გაგაოცებთ და შეგაშფოთებთ. არადა ეგრეა. ვუსმენ, როგორ საუბრობს კულტურაზე, ისტორიაზე, ეკონომიკაზე, რეფორმებზე.. ვერ ვიტყვი,რომ ყველაფერი მომწონს,  მაგრამ ფაქტია, რომ ვუსმენ.

მისი გამოსვლებიდან პირველ რიგში იმის დადგენა შეიძლება, რომ მიშა ცდილობს, იყოს სახალხო. არის კიდეც. იმდენად სახალხოა, რომ ხშირად ოფიციალური გამოსვლებისას წამოსცდება ხოლმე ,,საყოფაცხოვრებო“  ფრაზები, მერე კი ბოდიშის მოხდა უხდება. მიშა უბრალო ხალხის მხარესაა და ამით ერთგვარად ემიჯნება ,,სნობურ“ დისკურსს. მას არ მოსწონს, როცა ადამიანებს რბილი ,,ლ“-ს გამო დასცინიან. მას არ მოსწონს, რომ თბილისი პრივილეგირებული ქალაქია. მიშა ყველასია. უბრალოა და ხელმისაწვდომი.

უცხოელ ჟურნალისტებს ძალიან უყვართ ხოლმე იმის აღნიშვნა, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი გვყავს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პრეზიდენტის ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, მიშა მაინც ბებერია, იმიტომ რომ მას ყველასი ესმის, ახალგაზრდების გარდა. ჩვენი მთავრობა გაცილებით მეტს ფიქრობს პენსიონერებზე, ვიდრე ახალგაზრდებზე.  არადა, ცვლილებები, რომლებიც ახლა ხდება, უმეტესად  ახალგაზრდებს ეხებათ. მათზეა დამოკიდებული, როგორი სახელმწიფო გვექნება ხვალ. მათთან მეტი საუბარია საჭირო. ძალიან ადვილია, დაასაჩუქრო წარმატებული მოსწავლეები და ყველა დანარჩენს ,,ოროსნები“ უწოდო. ძალიან ადვილია, იარლიყები მიაკერო მათ, ვისთან საუბარიც რთული გეჩვენება. არადა, ვინ იცის, იქნებ ეს ,,ოროსნები“ იწყებენ რაღაც ახალს.  დამჯერ ბავშვებს ხომ არასდროს არაფერი შეუქმნიათ. ცვლილებებს ისინი ახდენენ, ვინც არსებულით უკმაყოფილოა. მიშას ჰგონია, რომ ახალგაზრდებს მოსწონთ ,,ბონი ემისა“ და ,,მოდერნ თოქინგის“ მობერებული წევრები. უხარია, რომ ბათუმში კრის დე ბურგი სოფო ნიჟარაძესთან ერთად მღერის.  მე კი არ მჯერა, რომ ქართველი ახალგაზრდები სოფო ნიჟარაძის 80-იანი წლების ესთეტიკაში გადაწყვეტილ სიმღერებს უსმენენ. ჩვენ არ გვიყვარს რომანსები. ჩვენ  თანამედროვე, ენერგიული მუსიკა გვინდა ნახევრად მიცვალებული ვარსკვლავების ნაცვლად.

ხანდახან მგონია, რომ პრეზიდენტს უბრალოდ  არ სცალია, რომ მუსიკალური გემოვნება ჩამოიყალიბოს.  სწორედ ამის გამოა, რომ ხან რუსლანა მღერის ჩვენს სცენაზე და ხანაც_ პლასიდო დომინგო.

პრეზიდენტს არც ლიტერატურისთვის სცალია. როგორც წესი, საერთოდ არ ახსენებს ხოლმე თანამედროვე მწერლებსა და მათ შემოქმედებას, არადა, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ფავორიტი მწერალი ჰყოლოდა, აი, სოფო ნიჟარაძესავით ფავორიტი. იქნებ ადამიანებს კითხვა მაინც დაეწყოთ.

ჰოდა, კიდევ.  შეუძლებელია სახელმწიფოსა და ახალგაზრდების ურთიერთობაზე ,,პატრიოტული ბანაკები“ არ გაგვახსენდეს. რაც უნდა კარგად ერთობოდნენ იქ ახალგაზრდები, მე მაინც მგონია, რომ პატრიოტიზმის სწავლება გაუმართლებელია. ნებისმიერი იდეოლოგიური აღზრდა შეიცავს საფრთხეს, რომ ის ვინც ზრდის, დიქტატორად გადაიქცევა და ის, ვინც იზრდება_ მონად. მიშასთვის ახალგაზრდები მომავალი მეომრები არიან, აღჭურვილები სათანადო პატრიოტიზმითა და მოგონებებით აფხაზეთზე.  ჩემთვის კი ახალგაზრდები არიან მომავალი მეცნიერები, მომავალი მწერლები და უბრალოდ, მომავალი პროფესიონალები _ ადამიანები თავისუფალი აზროვნებით, ჩარჩოების გარეშე.

კარგი იქნებოდა, მიშა ახალგაზრდებთან ისეთივე უშუალო ყოფილიყო, როგორიც სხვებთან არის ხოლმე. აი, მაშინ კი ნამდვილად იქნებოდა მაგარი, ამ სიტყვის ყველაზე ნაღდი გაგებით.

 

დაიბეჭდა ,,ცხელი შოკოლადის” დეკემბრის ნომერში

 

 

17 thoughts on “ახალგაზრდა ბებერი მიშა

  1. “ჩემი აზრით, მიშა მაინც ბებერია, იმიტომ რომ მას ყველასი ესმის, ახალგაზრდების გარდა”- როგორ მომწონს შენი ნაწერები :)))

  2. ყოჩაღ!

    მაშ თქვენ ვინღა ხართ! )))

    ახალგაზრდები ბებრები და პენსიონრები არ არიან, ისინი ქმნიან! ფაქტიც სახეზეა.

  3. “დამჯერ ბავშვებს ხომ არასდროს არაფერი შეუქმნიათ. ცვლილებებს ისინი ახდენენ, ვინც არსებულით უკმაყოფილოა. ”

    დასტურ !

    “კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ფავორიტი მწერალი ჰყოლოდა, აი, სოფო ნიჟარაძესავით ფავორიტი. ”

    ოო, com’oon, ეგღა გვაკლია ახლა.

  4. skiron

    ბოლოს წინა აბზაცი კარგია. იდეოლოგიურ აღზრდებზე, პატრიოტიზმზე, ხედვაზე და ა.შ.
    დანარჩენი აზრზე არ ხარ. ხშირ შემთხვევაში რაც იმპროვიზაციას მიეწერება, სცენარის ნაწილია და მეტი არაფერი. 😉

    თანამედროვე მწერლობის ციტირებაც მახსოვს ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას. გვარად კაკალაშვილი იყო ის ”პოეტი”. 😀

  5. მიშასთვის ახალგაზრდები მომავალი მეომრები არიან, აღჭურვილები სათანადო პატრიოტიზმითა და მოგონებებით აფხაზეთზე – გეთანხმები არ არის იდეალური ნიჟარაძე – დებურგის დუეტი. არც ნიჟარაძე და ვიღაც ქალის მოთქმა მომწონდა ტელევიზორში – აფხაზეთო ჩემო და – ამდაგვარი. მითუმეტეს რომ ნიჟარაძეს ძალიან სერიოზული პარტიები აქვს ნამღერი რუსათში მოღვაწეობის დროს. იცი რა მახსენდება 80-90 წლების იდეალური ახალგაზრდა ბიჭი. მამა მაყუთიანი წითელი დირექტორი, თვითონ ბლატნოი ქურდობა უნდა,გაზ 24-10 ყავს, კოკნარრს იკეთებს და მუტლებს ტყანავს. რაღაც უსირეს ისტიტუტს ამთავრებს მოსკოვში, პერიოდულად ხვდება ძაღლობაში და აბარებს 10-20 ათასიან თავანებს. აი ასეთი იყო მაშინდელი კაი ოჯახის შვილის სახე. გოგო კი დიორ–შანელ მისხმული, პისეც–სიასამურ მოსხმული, უტვინო–მაგრამ წითელდიპლომიანი დეგენერატკა-ექიმი აუცილებლად, მინეტ–ტრაკშიტყნაურა–ამ დროს ცელკა. ამ სულისკვეთებით იზრდებოდა იმ დროინდელი ახალგაზრდობა. არც ახლანდელი თავისტვინის ავთვისებიანი მართლმადიდებლობით, მარხვა–დიეტა დაცული, წურწუმია–მეფარიძე–გომართელი–და ათასი სირობა მუსიკაზე გაზრდილი, ბეგაშვილ–და სხვა ძუძუდეიდებზე ნანძრევ–ხელაბგადატყავებული, პატრულ–ნაოცნებ გახლა იოლოფრენდ–და მომავალი მანდილოზავრებ ბიჭი–გოგოები გააკეთებენ ამ ქვეყანას. და საერთოდ მთელ ამ სირობას მე ქართული დივიდი პლეიერი მირჩევნია. არც შიგნატიკებ მწერალ–დრამატურგ-სოროსგრანტისთვის ტრაკმინაცემები, არც მსახიობ–პლეიბოი–32 კბილებ დაკრეჭილ შუაქალაქ და სხვა სირობა სერიალებელები, ავანგარდისტ–ბაბუას ამოვთხრი და ვიხმარ–მთაწმინდაზე ფეხზე გავიხდი და ნასკს უსუნებ თანამედროვე მოაზროვნეები. რა გახდა ერთი დედანაკრავი ქართული დივიდი ოლეერი.

  6. ალექსი

    დოიაშვილ მემანისვილის გეი პიდარასტების დუეტი… ფსევდო წარმატებული სნობების გენოციდი. … შეიძვება სიფათი ავულეწო ამ დაყ…ლ ხალხს? ესაა ჩემი კომენტარი. მე ის დავწერე, რაც ყველას, მათ შორის ანინას ფსევდოინტელექტუალურ ლესბო კოსმოსურ ტვინშია. და არ წერს.. ანინა, ან გააგრძელებ დერზკი წერას, ან ბლოგს ხურავ, ოუკეი???

  7. თათული

    კიდევ კარგი ანინა ეს სტატია დაწერე,რამდენ ადამიანს მიეცი ბოღმის ამონთხევის და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება,მე რომ მაგარი პრეზიდენტის ადგილას ვიყო ნამდვილად მოგცემდი ერთ ღირსების ორდენს.მართალია ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად უკანასკნელი კომენტარის აზრს ვერ ჩავწვდი,მაგრამ მაინც ვეცდები ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა მასთან დაკავშირებით და გირჩიოთ რომ ისაუბროთ რამე ახალზე,ათასჯერ გადაღეჭილის თავიდან გადაღეჭვის ნაცვლად,თუ ვინმეს არსებული სიტუაცია არ მოსწონს შეუძლია ათას ერთნაირ ფორუმზე თუ ბლოგზე წუწუნის ნაცვლად რამე ისეთი გააკეთოს რაც ერისთვის თუ არა მისთვის მაინც თუნდაც ოდნავ გამოასწორებს სიტუაცია,მაშინ არც დედის გინების დრო ექნება და არც სხვისი “ფსევდოინტელექტუალურ ლესბო კოსმოსურ ტვინის” გარჩევის პ.ს ვერ ვხვდები რატომ აწუხებთ ადამიანებს ვიღაცეების სექსუალური თუ ყოვედლღიური ცხოვრება,”მინეტ–ტრაკშიტყნაურ”ი ან “10-20 ათასიან თავანები”.ის რაც ხდებოდა,ხდება და მოხდება საზოგადოების თითოეული წევრის დამსახურებაა და აჯობებს სხვების კრიტიკის ნაცვლად საკუთარ თავში ვეძებოთ და გამოვასწოროთ ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები.როცა ყველა დაკავდება საკუთარი ცხოვრების წარმართვით,როცა ყველა საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებს და სხვის შიდასამზარეულოში არ დაიწყებს ქექვას მაშინ გვეშველება,საბოლოოდ თუ არა შედარებით მაინც.”მამამაყუთიანი უსირეს ისტიტუტ დამთავრებული ბიჭები და დიორ–შანელ მისხმული, პისეც–სიასამურ მოსხმული, უტვინო გოგოები” ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან და მე თუ მკითხავ ამით არც მაშინ დაქცეულა ქვეყანა და არც ახლა დაიქცევა.ყოველთვის გამოჩნდება ვინმე “არსებულით უკმაყოფილო” (ები იმედი მაქვს) და გააკეთებს (ებენ) რაღაც ღირებულს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s