Skip to content

უწიგნ(ურ)ობა

January 4, 2011

საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა ლაშა ბუღაძეს ვემსგავსები. რა თქმა უნდა, გარეგნულად არა.  პათოსით. ვისაც ლაშას სვეტები წაუკითხავს, კარგად იცის,  რომ იგი ძირითადად იმაზე წერს, რომ მკითხველი არ არსებობს, ხალხი გაუნათლებელია და საერთოდაც, წიგნის კითხვა მხოლოდ ფორმალურად ითვლება კარგ ტონად.

მოდი და ნუ დაეთანხმები ამას, როცა უწიგნურობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები.

_მაინც რამდენი წიგნი გექნება წაკითხული?_ მეკითხება ერთი.

მე ჯერ ვიბნევი და მერე ხუმრობით ვპასუხობ: _ 20.

_ ვაჰ, ასე ცოტა? ეტყობა, სქელი წიგნები იყო.

_ კი. ყველა სქელი იყო _ ვეუბნები მე.

და ისიც იჯერებს. იჯერებს აბსურდს, რომ მხოლოდ 20 წიგნი მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ,,სქელები”.

_ მათხოვე რა რამე კაი წიგნი, ოღონდ ისეთი, ბევრი დიალოგები რომ იყოს.

_ ბატონო?

_ ჰო, რა. უცებ რომ ჩავიკითხო.

_ და ნახატებიც რომ ჰქონდეს, არა?

ხუმრობად რომ მიღირდეს, რობინზონ კრუზოს ვათხოვებდი. იკითხოს დიალოგების გარეშე, თუ კარგია.

ქართველი ყველაფერში იხდის ფულს, წიგნის გარდა.  მან წიგნი  სხვანაირად უნდა მოიპოვოს: ავტორმა აჩუქოს ან ვინმემ ათხოვოს და თან ისეთი შეურჩიოს, მის გონებრივ განვითარებას რომ მოუხდება. ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როცა  სისულელეების კეთებისგან დაიღლება,  ხელის გასაწვდენ მანძილზე ჰქონდეს საინტერესო და საჭირო წიგნები. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წაიკითხავს, მაგრამ უნდა ჰქონდეს. და რა თქმა უნდა, უფასოდ. სხვანაირად როგორ! წიგნში ფულის გადახდა ვის გაუგია!

წიგნის კითხვის ილუზიის შექმნა რეალურად კითხვაზე ადვილია. ამაში ბუკინისტების ინციდენტმა ღრმად დამარწმუნა.  რამდენი ადამიანიც ამ ამბის გამო აღშფოთდა, რეალურად მათი მკითხველი იმდენი რომ ყოფილიყო,  ბუკინისტები  კერძო მაღაზიებს გახსნიდნენ და ხელისუფლებაც აღარ შეაწუხებდათ.

იქნებ მოვეშვათ თვალთმაქცობას. თუ წიგნის კითხვა არ გვიყვარს, უბრალოდ დავემშვიდობით ,,წიგნიერი ერის მითს” და თუ არ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ, მაშინ ვიკითხოთ.

მკითხველი არაა ის, ვინც ათასში ერთხელ ფურცლავს ხელში ჩავარდნილ წიგნებს.

მკითხველი არც ისაა, ვინც მწერლებს პირადად იცნობს და მათი პიროვნებით ინტერესდება.

მკითხველი არის ის, ვინც კითხულობს

პოსტი ჩასწორებულია  მრავალგზის და ჩასწორდება მრავალგზის, სანამ არ გამოვფხილზდები

47 Comments leave one →
  1. January 4, 2011 11:57 pm

    ზუსტად!

  2. lobzhanidze permalink
    January 5, 2011 2:09 am

    საქართველოში მგზავრობისას (რა ბანალური დაკვირვება და ათასჯერ გაჟღერებული ფრაზაა, მაგრამ მაინც…) ხალხს უკვირს წიგნს თუ კითხულობ. ქვეყნებში კი სადაც უყვართ კითხვა, მაგალითად ბრიტანეთში, პირიქით უკვირთ თუ გზად წიგნის გარეშე გამოხვედი.
    პ.ს. ეს პოსტი იძლევა იმედს რომ ბლოგი საბოლოოდ არ გაყვითლდება. :) ბუღაძის სვეტი არ მომეწონა, ეს კი.

  3. netochka permalink
    January 5, 2011 5:40 am

    გამახსენდა,კარის მეზობელმა ახალგაზრდა ქალმა წიგნი მთხოვა:-”რომანი” რომ იყოსო…მიხვდით? მაშინვე ვიაზრე, რისი წამკითხველიც იყო…მოპასანის ნოველები ვათხოვე…
    ისე მოეწონა საერთოდ აღარ დამიბრუნა…

  4. January 5, 2011 6:48 am

    მე ასე ცუდად არ მგონია საქმე, როგორც ბუღაძეს :)
    და არ არის აუცილებელი, “წიგნიერი ერი” ვიყოთ და ყველა წიგნს კითხულობდეს. ძალით არაფერი გამოვა.
    რაც შეეხება იმას, რომ ვერ ყიდულობენ, ხშირად ეს ფინანსების გამოა – საკმაოდ ძვირი ღირს წიგნები, ასე რომ , გამომცემლებმა იფიქრონ ამაზე, უზომოდ რომ ზრდიან ფასს – ხშირად ასე ძვირი არ უჯდებათ წიგნის დაბეჭდვა.
    თუ ადამიანი ითხოვს წიგნს ან ბიბლიოთეკაში კითხულობს, ამის გამო უწიგნური არ არის და ძალიან კარგი, რომ მაინც ცდილობს წიგნის მოპოვებას, თუნდაც სისულეებისგან დაღლის შემდეგ. მთავარია, რომ კითხულობს და თავში რაღაც რჩება :)

  5. January 5, 2011 7:09 am

    ‘ძალით არაფერი გამოვა.’
    ზოგადად მართალია, მაგრამ უწიგნურობის შემთხვევაში არა. საჭირო რამეებს პროპაგანდა ჭირდება.

  6. January 5, 2011 8:52 am

    პროპაგანდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ოღონდ არა უარყოფითი შეფასებით: რომ ვინც არ კითხულობს, ცუდი ტიპია. ასე სნობების რიგები გაიზრდება და რეალურად კი არაფერი შეიცვლება. ჩვენი მშობლების თაობაშიც იყო ათასობით ადამიანი, ვინც წიგნებს ყდების ფერების მიხედვით არჩევდა – შინ ხომ წიგნის თაროები ჰქონდათ და და ერიც წიგნიერი იყო :)

    უბრალოდ, კარგი წიგნები უნდა გაპიარდეს (და არა მხოლოდ მეგობრების), ითარგმნოს… ვისაც წიგნი უყვარს, მის ყურამდე მივა ინფორმაცია, ახალი თაობაც დაინტერესდება.

    კიდევ მინდოდა მეთქვა ელექტრონულ წიგნებზე – ბევრი ადამიანი კითხულობს ასე, იქნებ სხვებზე მეტსაც. უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტი იქნება ასეთი…

  7. January 5, 2011 9:09 am

    წიგნებით დაინტერესება გახდა მოდური, წიგნი უნდა წაიკითხო და არა თაროზე შემოდო როგორც სამშვენისი.

    წიგნები მართლა ძვირია, მაგრამ თუ კითხვა გიყვარს ელექტრონული წიგნების მეტი რაა.

    უწიგნურობას რაც შეეხება, ჯერ პედაგოგებს უნდა ვაიძულოთ წაიკითხონ და მერე ვიწუწუნოთ, რომ თურმე ბავშვები არ კითხულობენ. ჩემმა მეზობელმა, რომელიც მასწავლებელია სექტემბერში მთხოვა “ტომ სოიერი” მათხოვეო, გამიკვირდა რად უნდა თქო და იცით რა მიპასუხა? კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაში ნაწყვეტია შეტანილი და ბავშვებმა, რომ მკითხონ მერე რა ხდება რა ვუპასუხო წაკითხული არ მაქვსო…

  8. January 5, 2011 10:49 am

    გეთანხმები ყველაფერში….

  9. Nimpa permalink
    January 5, 2011 11:34 am

    wignebis ar dabrunebis tradiciazec minda erti posti, aqtualuria es problema :(

  10. ლიბიკა სილვესტრის permalink
    January 5, 2011 12:07 pm

    ქართველი ყველაფერში არ იხდის ფულს :) საშუალო სტატისტიკური ქართველი არც წიგნში იხდის, არც მხატვრობაში, არც კარგი მუსიკის მოსმენაში და ა.შ. ქართველების პრიორიტეტების მიღმა რჩება ყველაფერი, რასაც ვერ ჩაიცვამ, ვერ გაიკითებ ხელზე, რაშიც ვერ ჩაჯდები და რითიც ვერავის დაკერავ.
    პ.ს. კი, ბუღაძეს ემსგავსები :)

    • January 5, 2011 12:23 pm

      კინოში იხდის ფულს და ჯაზ-კონცერტებში არამატერიალური რამეებიდან : ))

      • ლიბიკა სილვესტრის permalink
        January 5, 2011 12:33 pm

        ისიც მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ტონია ისთერნპრომოუშენის ორგანიზებული ჯაზ კონცერტი სადმე ფრონცკ კლუბში ან ზღვის პირას :) და კინოზე არაფერს ვიტყვი. ის, რაც კინოთეატრებში გადის თბილისში, კინო არაა და სადმე სხვაგან თუ დადის ეს ხალხი, მეც გამაგებინეთ :დ

  11. January 5, 2011 12:13 pm

    მე ერთი ჩვევა მაქვს, ჯერ წიგნს ვითხოვებ ხოლმე და თუ მომეწონა მერე რადაც არ უნდა დამიჯდეს ვყიდულობ :)

  12. January 5, 2011 1:27 pm

    ბუღაძის პრობლემა ის არის რომ ჰგონია მის წიგნებს იმიტომ არ კითხულობენ რომ ხალხი წიგნებს არ კითხულობს, ეგებ პრობლემა იმაშია რომ უბრალოდ ცუდ წიგნებს წერს…

    ისე კი წიგნებს არამარტო საქართველოში არამედ გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არ კითხულობს, მოკლედ გვეყო რა ტექსტები ტიპა რა ბანძები ვართ :)

    • January 5, 2011 2:01 pm

      არა. რომ ავიღოთ იმავე ზომის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მაგალითად შვედეთი და წიგნის ტირაჟებს დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ძაან ცუდად გვაქვს საქმე : )

  13. lobzhanidze permalink
    January 5, 2011 2:00 pm

    ნიკუშა, მართალი ხარ, ბუღაძის პრეტენზიული ტონი ა ლა “მე ღმერთი ვარ” მკლავს, ვიფიქრე კიდევაც კრიტიკულ პასუხს მივწერ თქო, მაგრამ გადავიფიქრე ბოლოს.

  14. ladybird permalink
    January 5, 2011 2:19 pm

    ბუღაძე სასაცილოდ მაინც წერს.
    ხალხი კი კითხულობს. საიდან მოგაქვთ ეს მუდმივი სნობური პესიმიზმი?! საკმაოდ ბევრი ადამიანი ხარჯავს წიგნში ფულს და დროს – კითხვაში.

  15. ევა permalink
    January 5, 2011 3:01 pm

    მე რატომღაც არ მგონია ასე საგანაშოდ იყოს საქმე, პირიქით, ვთვლი რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი კითხულობს წიგნებს და არის წიგნიერი. ან იქნებ მე ვიცნობ ნაკლებად უწიგნურებს…
    რა ვიცი… რა ვიცი…

    მე მუსიკის მაგივრადაც მოსასმენ წიგნებს ვუსმენ და…

    იკითხეთ ხალხნო…, ცოდნა ძალაა!

    ლოვ იუ ანინააა

  16. January 5, 2011 3:49 pm

    ამ მომენტამდე ვერ ვხდები რატომ აქცევენ ადამიანები ასეთ დიდ ყურადებას წიგნის “კითხვას”.მთავარი ის არაა რამდენ წიგნს წავიკითხავთ,მთავარი ისაა რამდენიდან გამოვიტანთ აზრს.
    წიგნის დანიშნულება რაა? ყველას სხადასხვა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით.
    ჩემთვის მნიშვნელოვანია რამე რეალური დავინახო,ცხოვრებაში გამოსადეგი ვისწავლო და თუ ამ კუთხით მივუდგებით შეიძლება მე ერთი წიგნი წავიკითხო და უფრო მეტი ღირებული გავიგო და გავაკეთო ვიდრე ის ვინც მკითხველია და სულ კითხულობს.
    მთავარი კითხვის პროცესი კი არაა, არამედ ის თუ რა ისწავლე რეალური,ცხოვრებისეული.

    • January 5, 2011 3:56 pm

      ,,შეიძლება მე ერთი წიგნი წავიკითხო და უფრო მეტი ღირებული გავიგო და გავაკეთო ვიდრე ის ვინც მკითხველია და სულ კითხულობს.”

      მე ამის არ მჯერა. მე ერთი ადამიანიც კი არ მინახავს ისეთი, ვინც ბევრი იკითხა და ვერაფერი ღირებული ვერ გაიგო : )

    • nini permalink
      February 11, 2011 12:51 pm

      wsoredac rom kitxvis procesia mtavari. shen etyoba ar gamogicdia ras nishnavs wigns rom martla orgazmamde mihyavxar. mapatie magram eseti xalxi mecodeba…

  17. January 5, 2011 3:49 pm

    ვერ გადამიწყვეტია, ნაკითხი მეთქმის თუ არა, მაგრამ, შემიძლია, დავიფიცო, რომ ცხოვრებაში, მაქსიმუმ, 3-ჯერ ვინათხოვრე წიგნი. დანარჩენს სულ ჩემით ვყიდულობ. მიყვარს, როცა, შემეცნების შემდეგ, მატერიალურად ისევ ჩემთან რჩება. მსგავსი შეგრძნება მაქვს ფილმებთან დაკავშირებითაც: ნახვის შემდეგ ძნელად ვშლი.

    • January 5, 2011 5:14 pm

      არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნათხოვარ წიგნს კითხულობ თუ შენსას, ბიბლიოთეკაში თუ ტრანსპორტში. მთავარია კითხვისას სიამოვნებას იღებდე და წაკითხვის შემდეგ რამე ახალს სწავლობდე. უნდა შეგეძლოს წიგნის “გულში ჩაკვრა”.

  18. January 5, 2011 4:04 pm

    mmm 15 wlis vaar … miyvars kitxva ..mitacebs psikologiurpilosopiuri janris wignebii .. samwuxarod ar mkavs mrcheveli rom exla tundac am momentshi mirchios ra wigni wavikitxo ..riti daviwko … da a,sh … ikneb mirchiot tkveni sakvareli wignebidan romelime mkitxvelebo ? : ) winaswar didi madloba..

    • January 5, 2011 4:35 pm

      გააჩნია რა გინდა. იმას გირჩევ, რაც პირველი მომივა თავში მოწონებული წიგნებიდან, ოკ?
      ნათარგმნი თანამედროვე პროზა _ დიბისი პიერი ,, ვერნონ გენიოს ლითლი”. ერლენდ ლუ ,,ნაივური სუპერი”.
      თანამედროვე ქართული პროზა: მოთხრობების კრებულები _ზურაბ ლეჟავა_ ,,ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში”. მიშა ბახსოლიანი _ ,,ყველას უყვარს მარი”.
      მეოცე საუკუნიდან: ,, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, ,,მექანიკური ფორთოხალი”
      ქართული: ქარჩხაძის რაც გინდა : ))

  19. January 5, 2011 7:20 pm

    ჰაჰაა, ამის დაწერას ვაპირებდი ზუსტად და დაგისწრია :))) შვედეთში გასაოცრად ბევრს კითხულობენ. კითხულობს ყველა – დიდიც და პატარაც, საქმიანიც და უსაქმურიც, პენსიონერიც და ბიზნესმენიც. კითხულობენ ყველგან, სადაც მოუხერხდებათ, განსაკუთრებით, კი როგორც უკვე აღინიშნა, ბრიტანეთის მსგავსად იქაც მგზავრობის დროს. შესაბამისად უამრავი წიგნი იბეჭდება და წიგნის მაღაზიაში შესვლა და ბოდიალი ერთი სიამოვნებაა ყოველ წელს იმდენი ახალი წიგნი იბეჭდება.. თან ისიც სათქმელია, რომ დიდი რაოდენობის თარგმანებს არც ადგილობრივი შვედური მწერლობა ჩამორჩება. ყოველ წელს შვედურის ლექტორების კონფერენციაზე ჩასულს გაოცებული ვბრუნდები უშველებელი სიით ხელში და მომდევნო 3 თვეს თავს ვიმტვრევ რომელი შევუკვეთო შემდეგი სასწავლო წლისთვის :P ეხ, კაია.. <3

  20. January 5, 2011 10:01 pm

    აი ჩვენ რა გვჭირდება იცით?
    შაბათის შოუში იყო უხსოვარ დროს(მაშინ ზუსტად ეს სახელი ერქვა)
    ბიბლიოთეკაში კაცი წინგს მიიტანს, დათა თუთაშხიას, ვიდეოში შევდე და არ აჩვენაო
    აი ისეთი რაღაც გვინდა რო აჩვენოს შედებული წიგნი
    თორემ ისე ვართ გაღორვირებული რომ იმის ტრაკიც აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვფურცლოთ

    ყველაფრის თავი და თავი სიზარმაცეა
    მეც ზარმაცი ვარ, შენც ზარმაცი ხარ და ყველანიც ზარმაცები ხართ
    თუნდ დილით მზეს ასწრებდეთ ადგომას
    ახალ წელს გილოცავთ
    იF

  21. January 5, 2011 10:04 pm

    იმ დღეს ვიღაცას ვაჩვენე ჩემი ახლად გადაწყობილი ოთახის სურათი და ესე მითხრა, რომ იცოდე, სადაც გძინავს იქ წიგნების კარადების დადგმა არ შეიძლებაო : )))

  22. January 6, 2011 6:46 am

    როგორ გვიყვარს ხოლმე მაგალითად სხვა ქვეყნების მოტანა – შვედეთში, ბრიტანეთში…
    იქნებ შვედების, ბრიტანელების და ჩვენი (მასების) საშუალო შემოსავალიც დაგვეტოლებინა, ა? :)

    • January 6, 2011 7:46 am

      შემოსავალი უდაოდ შედარებადაც არ ღირს… მაგრამ კომპიუტერი სახლში მგონი უკვე ყველას აქვს და ინტერნეტი ელექტრონული წიგნების უსასრულო ბიბლიოთეკაა, ასე რომ თუ კითხვა გიყვარს მაინც წაიკითხავ.

      • January 6, 2011 8:14 am

        რა თქმა უნდა, ასეა და ბევრი ადამიანი კითხულობს ელექტრონულად.
        უბრალოდ, თანამედროვე ავტორების წიგნები რომ ვერ ხდება ბესტსელერები, მერე იწყებენ წუწუნს ზოგადად ერის უწიგნურობაზე. გვყავს წიგნის მკითხველები, ამის თქმა მინდა. ჩემ გარშემო სანთლით საძებარი არ არის, ყოველ შემთხვევაში : )

    • January 9, 2011 8:36 am

      ჰო… მაგაზე მეც ვწერდი ადრე.
      მალხაზ ხარბედიას წერილი იყო წიგნებსა და “მწიგნობრებზე” და მაშინ დავწერე, რომ ჩვენი სტატისტიკა ტყუის – არ ითვალისწინებს ზოგადად ელექტრონული წიგნების რაოდენობას.
      მაგალითად მე ქინდლით ნამდვილად ვკითხულობ ბევრად მეტს, ვიდრე ვკითხულობდი ეს პოლო წლები, მაგრამ ამავე დროს ბევრად ნაკლებ ფულს ცხარჯავ წიგნების შეძენაში. :)

    • January 9, 2011 8:47 am

      შემოსავალი აქ არაფერშუაშია.. საბავშვო ლიტერატურას თუ ავიღებთ კი, ნამდვილად ძვირი ღირს აქაც და იქაც, მაგრამ აი, არა საბავშვო ლიტერატურა ნამდვილად გაცილებით უფრო იაფი ღირს იქ, ვიდრე აქ. მაგალითად ერთი ბოლო დროის ბესტსელლერი ფოქეთის ფორმატში მაქსიმუმ 60-დან 100 კრონამდე ღირს საშუალოდ. ეს თანხა დაახლოებით 6- 10 ევროს კი უდრის და ქართული რეალობისთვის 10 ევრო ძალიან ძვირია, მაგრამ შვედეთისთვის 100 ევრო ავტობუსით 4-5ჯერ მგზავრობას უდრის დაახლოებით (ჩვენებურად დაახლოებით 3 ლარს), ხოდა თქვენ განსაჯეთ ახლა – შემოსავლის “ბრალია” ეგ, თუ უბრალოდ სურვილისა წიგნი ვიკითხოთ :))

      ხოდა კიდევ, შვედეთში თუ ვინმეს ფული არა აქვს ან წიგნში მიცემა ენანება, ბიბლიოთეკები სავსეა ყველანაირი ლიტერატურით, სრულიად უფასოდ :) და არც ბიბლიოთეკებს აკლია ხალხი, თუ მენდობით :))

      ხოდა ერთი რამ კიდევ – მოთხოვნა მიწოდების მარტივი პრინციპი წიგნების სფეროშიც ისევე მუშაობს, როგორც საკვები პროდუქტების :) არის მოთხოვნა, არის მიწოდებაც, ჩვენათ ალბათ არც მოთხოვნაა და შესაბამისად არც წიგნი იბეჭდება საჭირო რაოდენობინს და ფასის :) ხოდა, ეგ რე, დანარცენს მერე გეტყვით :)

  23. January 6, 2011 10:03 am

    da kote jandieri?

  24. January 6, 2011 2:15 pm

    მე ვარ ერთერთი უწიგნურთაგანი და რომ მახსენდება ერთ დროს როგორ მინდოდა ყველა წიგნი ერთბაშად წამეკითხა, როგორ ვმალავდი უჯრაში მეცადინეობის დროს აი მაგ სქელ ქიგნებს და როგორ მიკვირდა, დედაჩემი რომ მეუბნებოდა, რაც წავიკითხე, სკოლის პერიოდშიო. ვფიქრობდი – რა სისულელეათქო, რა უნდა მოხდეს, წიგნების კითხვა დამეზაროსთქო.
    ჰოდა, გავიზარდე, დავბერდი და დამეზარა :) ახლა შენს პოსტებს თუ წავიკითხავ, ისიც ძალიან გრძელი თუ არაა :D კომპიუტერში წიგნს ვერ წავიკითხავ და კომპიუტერის გარეშე კიდე ისეთ ცოტა დროს ვატარებ, აბა როდისღა წავიკითხო?
    ჰოდა, + ისაა, რომ არ ვიტყუები მაინც და გაზეპირებულ სათაურებს არ ვარახუნებ :D მთლად უარესი, რაც 9ჯერ წამიკითხავს, შეიძლება იმის სათაური, ავტორი ს დაპერსონაჟის სახელებიც ამერიოს ჩემი მეხსიერების პატრონს :(

    • January 6, 2011 2:16 pm

      ვაიმე, რა გაუმართავად და ტავტოლოგიებით დამიწერია. სირცხვილი მე :D

  25. January 6, 2011 5:03 pm

    madloba anina :*

  26. January 6, 2011 7:56 pm

    daa me19-20 saukunis mweralta gamorcheuli wignebidan ras mirchevt ? tanamedroveebs mainc mermistvis gadavdeb D

  27. გაგა დარსალია permalink
    January 8, 2011 11:14 pm

    ვერ გავიგე რისი თქმა გინდა მთელი ამ პატარა სტატიით. მთელი სტატია ამბობ ვინ არ არის მკითხველი. ჯერ ეს ერთი მწერლებს რომ იცნობდე და მათი პიროვნებით ინტერესდებოდე ეგ კონტრადიქტორული არაა მკითხველობისადმი. არასაკმარისი პირობა უდაოდაა. მაგრამ “მკითხველის” ცნების განმარტებას გაურბიხარ თავქუდმოგლეჯილი, თან თითქოს აი, აი უნდა ეწეროს და არ წერია.

    ან ამ გლობალიზაციის საუკუნეში ერისთვის სტეროტიპული შეხედულების მირტყმით და ამით აპელირებით, მაშინ როდესაც საქმე ეხება ცალკეული პიროვნებების ურთიერთობას ისეთ ინდივიდუალურ და ინტერაქტიულ სხეულთან, როგორიც წიგნია, რას ნიშნავს..

    შეიძლება ისაუბრო იმაზე, რომ წიგნის ბიზნესს რთული პერიოდი უდგას და კიდევ უფრო გართლდება უახლოეს დეკადებში აუცილებლად (სხვათაშორის ეს ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ არის). შეიძლება იმაზეც ისაუბრო ბუკინისტებს როგორ მოეპყრნენ, აღშფოთება გამოთქვა ამის შესახებ. მაგრამ აი, ეს – “რამდენი ადამიანიც ამ ამბის გამო აღშფოთდა, რეალურად მათი მკითხველი იმდენი რომ ყოფილიყო, ბუკინისტები კერძო მაღაზიებს გახსნიდნენ და ხელისუფლებაც აღარ შეაწუხებდათ.” – არაფერს არ ამბობს გარდა იმისა, რომ ბუკინისტებს საკუთარი მაღაზია არ აქვთ იმის გამო, რომ ხალხი მათთან წიგნებს არ ყიდულობს. ბუკინისტებისგან წიგნის არ ყიდვა კი სავსებითაც არ განაპირობებს, რომ კონკრეტული პიროვნება არ არის მკითხველი. მგონი კვანტორების ლოგიკის მოშველება არ არის საჭირო ამის სადემონსტრაციოდ.

  28. January 10, 2011 5:12 pm

    cool

  29. January 14, 2011 12:32 pm

    წიგნის კითხვას,რომ ვიწყებ ნუ ყველა არ ჯდება ხომ ჩემს გემოვნებაში,მაგრამ ასე ვთქვათ ძალით ჩამიმთავრებია რაც არ უნდა სქელი ყოფილიყო ) მხოლოდ იმიტომ,რომ არ მინდა უწიგნური მერქვას ზუსტად :) ეს ცოტა ისე ნათქვამია,უმეტეს წილად წიგნს ინტერესის გამო ვკითხულობ ხოლმე : ) და იგივე შემთხვევებს ხშირად შევსწრებივარ,წიგნს რომ არჩევენ :)

  30. January 15, 2011 11:49 am

    ბუკინისტებზე გამახსენდა… მეზობელი მყავდა… მთელი ცხოვრება უიშვიათეს წიგნებს აგროვებდა.. უამრავ ფულს იხდიდა ძველ გამოცემებში და სახლი სავსე ჰქონდა წიგნებით.. თუმცა რომ გეკითხა რჩევა რომელიმე წიგნზე.. პირდაპირ აცხადებდა… “წიგნებს მხოლოდ ვაგროვებ, თორემ კითხვის დრო სად მაქვსო…”

  31. Pel permalink
    January 22, 2011 11:27 pm

    Ar Vambob 20 Wigni MAq Wakitxuli TAn Sqelitqo :)
    ARc Arasdros VItyvi Ar Mchirdeba Aravis Motyueba Da Imitom . Chem Tavs ARasdros Movityueb . Arasdros ARcerti Wigni Ar Wamikitxia . Ertaderti Shexspiris Sonetebi MAq BOlomde Wakitxuli Meti Araperi Ar MAq Wakitxuli Coxvrebashi Da Mere Ra ? Uwignuri Var ? Mxolod Imitom RO Wigni AR Maq Wakitxuli ? hah :)
    RAtqmaunda Kargia ROca Wignis KItxva GIyvars . Ginda Da KItxulob Magram tu 1000 Wigni Gaq Wakitxuli TAN SQELI NU ITyvi Ro Visc ARaperi AR Aq Wakitxuli Imaze Ganatlebuli Xar :)

    • gosti permalink
      March 6, 2011 3:56 am

      თუ წიგნი არ გაქვს წაკითხული უწიგნური ხარ Pel აბა რა ხარ. არა ძაან წიგნიერი ხარ, პირდაპირ წიგნის ჭია ხარ რა :D

  32. da - makratela permalink
    March 9, 2011 10:36 pm

    mkitxvelia is vinc kitxulobs da gaiazrebs da ara is vinc kitxulobs – gadaikitxavs, da saertod tsignebis cifrebit gamosaxva vis mouvida tavshi?

  33. May 7, 2011 5:01 pm

    ”mkitxvelia is vinc kitxulobs da gaiazrebs…” კარგია.
    კითხვის კულტურა გამიზნულმა ხმაურმა ჩაანაცვლა… ზედაპირულ შეფასებებეს თავისი ნააზრევიც, რომ დააადევნოს ”მკითხველმა” ურიგო არ იქნება. აზრი კი, შეფიქრიანების გარეშე არ იბადება…

  34. makuna permalink
    June 23, 2011 3:39 pm

    ანინას დავეთანხმები, 25 წლის ვარ და ჩემი ტოლს იშვიათად დავლაპარაკებივარ წიგნებზე, იმ უბრალო მიზეზით რომ ვერ მყვებოდნენ, ბოლოს კი ნიცშე შემარქვეს ზოგიერთებმა ქილიკით, მე არც ზეკაცობაზე მაქვს პრეტენზია და არც ზემოდან ვინმეზე ყურების მურამი მაქვს, უბრალოდ ზოგჯერ მოგენატრება ასეთ თემებზე საუბარი, ამ დროს კი დიდ მეგობრებთან ვაბამ მუსაიფს, ანინა ერთი წიგნით ნამდვილად ვერავინ გაიგებს ვერაფერს გეთანხმენი, მე აღვფრთოვანდი “ტრამალის მგელით”, მაგრამ თუ ბევრი რამ არ გაქვს წაკითხული უბრალოდ ამ წიგნიდან იმდენს ვერ გაიგებ, რამდენსაც წიგნიერი, აი ესაა განსხვავება! მადლობა ამ პოსტისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,352 other followers

%d bloggers like this: