ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება

არ ვიცი, თქვენ რამდენი მეგობარი გყავთ ფეისბუქზე, მაგრამ მე ბევრი მყავს. ხანდახან ეს ძალიან სასიამოვნოა. სიახლეების გავრცელება ასე უფრო ადვილია, ისევე, როგორც ინფორმაციის მოპოვება: მეტი უკუკავშირი, საინტერესო ადამიანების აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა… უფრო საინტერესო news feed-ი. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას ვუმეგობრდები, ვისაც ჩემთან მეგობრობა უნდა (უარი მხოლოდ მალხაზ გულაშვილსა და ლადო სადღობელაშვილს ვუთხარი). მგონია, რომ თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ ფეისბუქზე შემეხმიანოს, აქვს კიდეც ამის მიზეზი.

თუმცა მიზეზსაც გააჩნია. ხშირად ჩემს ჩატში და პიემში უცნაური ამბები ხდება. განსაკუთრებით დილისკენ. როგორც ჩანს, ამ დროს ყველა ,,ანძრევს” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რაც, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არაა, თუ  სხვას არ აწუხებ.

იმ მომხმარებლებს, რომლებზეც ვსაუბრობ, როგორც წესი, უცნაური სახელები ჰქვიათ: georgian mixer, kruto kliovi, ვატო კუკია და ასე შემდეგ. მათ გვერდზე რომ შედიხარ, ამჩნევ, რომ მხოლოდ 23 მეგობარი ჰყავთ. profile pictures_ 3. ამ სამიდან 2 ჯონი დეპისაა და საუკეთესო შემთხვევაში, თავისი სურათიც აქვს  ქერა ნაშასთან ერთად_ ოდნავ გადღაბნილი, უცნაურად ჩამოჭრილი. სულ მიკვირს ხოლმე, რატომ თანხმდებიან ასეთ გაუგებარ სუბიექტებს  ქერა ნაშები ფოტოს გადაღებაზე. თუმცა, ნაშები მხოლოდ ფასადია. ამ ფასადის მიღმა კი მომხმარებელთა ნამდვილი ბუნება იმალება.

არ მესმის, რატომ უნდა მოგინდეს, რომ უცნობ ადამიანს ახალი წლის დღეებში მისწერო, როგორი უაზროა ცხოვრება. ან რატომ უნდა გაბრაზდე, როცა ის სრულიად ადეკვატურ რჩევას გაძლევს. რატომ უნდა აგინო თანამოსაუბრეს და როცა მოგწერენ: ,,მეც მიყვარხარ” (ეს ჩემი პასუხია  ყველანაირ შეურაცხყოფაზე),  ისევ მგრძნობიარე ბიჭად გადაიქცე: ,,აუ, რა გეწყინა რა. მართლა გველი კი არ ხარ. ეს ისე ვთქვი. მილინკი გოგო ხარ. მოდი პივა დაგალევინო”

მათი სრული უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოში არაა. ვინ გაუშვა ეს ხალხი უცხოეთში, გაუგებარია.

აი, მაგალითად. ერთ-ერთი მწერს (სტილი შენარჩუნებულია):

,,მაინც რა საყვარელი ხარ რააა… იცი რა, მე რო რამე მინდა, მაინც ვახწევ. მართალია, ეხა არ ვარ საქართველოში, მაგრამ მაინც ხო ჩამოვალ და  შენც დაიმახსოვრე. შემხვდები შენ მაინც და ნუ დაიკლებ (:დ) ამას. მე სუსწრაფი ვარ. ხვალ შემხვდი ჰა? ხვალ მოვფრინავ და მაინც გნახავ, გოგოო.”

ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ვშლი ამ ,,სუსწრაფს” მეგობრებიდან და ცუკერბერგს ვატყობინებ, რომ კიდევ ერთ სირს გადავეყარე.

ასეთი მიმოწერის მერე სულ ვფიქრობ, რომ  სანამ მე წიგნებს ვკითხულობდი, ქვეყანაში ადამიანთა სხვა კასტა ჩამოყალიბდა. ისინი არ ცნობენ პუნქტუაციას, აქვთ საკუთარი ლექსიკური მარაგი, ხშირად იყენებენ რუსულ სიტყვებსა და ფრაზებს არაადეკვატურ სიტუაციებში, ადვილად ღიზიანდებიან და სულ რამდენიმე რეჟიმი აქვთ:

1. კომპლიმენტების:

,,შენი სურათები ვნახე და აი, ძააან საყვარელი ხარ და შენნაირი გოგო რა ვიცი რა ვთქვა”

2. ლოდინის :

,,აი, გელოდები რა. უბრალოდ მაინტერესებს როდის მომწერ. როდემდე გაძლებ, რო არ მომწერო”

3. შეურაცხყოფის (მას შემდეგ, რაც მათ უბრალოდ არ პასუხობ):

,,ფუ, როგორ მეზიზღები. აააა. შე ბოზო. გცემ გცემ. აი, ვიცი, რო ახლა კითხულობ და იცოდე, რო ვერ გადარჩები”

4. დამშვიდების:

(როცა მისწერ, რომ უბრალოდ მუშაობდი და მათი მოწერილი ვერ ნახე :დ)

,,ააა. ხო დაიკიდე მაშინ რაც მოგწერე. უზდელი არ ვარ. ვიცი გოგოებთან ლაპარაკი, ჩესტნა. კაი, იმუშავე. აღარ გაწუხებ. გილოცავ ახალ წელს…”

ბინძურ ფრაზებსა და შემოთავაზებებზე არაფერს ვიტყვი.   ეგ სიტუაციას არ ცვლის.

სულ მაინტერესებს ხოლმე, ამ ყველაფერში დამნაშავე ჩემი ბლოგია თუ ყველა გოგოს ასე სწერენ?   რა უნდათ საერთოდ ამ ადამიანებს ინტერნეტში და ფეისბუქზე?  როგორ მოახერხეს, რომ ზრდასრულ ასაკში ურთიერთობებისთვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვევებიც კი არ აქვთ და საერთოდაც, რატომ იხდიან ინტერნეტის ფულს?  წავიდნენ რა ბოზებში.

პ.ს. საინტერესო ისაა, რომ ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ ეს ადამიანები მართლა არსებობენ. რეალურად მე არავინ მინახავს, ვინც ასე საუბრობს, ასეთი სპეციფიკური ლექსიკა აქვს და ასეთი დებილია.  იქნებ ჯინეტის ვირუსია რამე, ჰა?

48 thoughts on “ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება

  1. Naino

    არა მგონი ბლოგი არაფერ შუაში :დ ეგეთებმა ბლოგი რა არი მგონი არ იციან :დ

    მე ლექსად მომწერეს ერთხელ :დ

    “დავლევ ღვინოს მოვტყნავ ნინოს და და ვურკრავ პიანინოს”

    შემოთავაზებაა უარს ვერ იტყვი ნამდვილად :დ

    თან მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე, როგორც მერე აღმოვაჩნე, დალაიქებული მქონია ფეიჯი სექსი და ვუდუს ხუმრობით გახსნილი გრუფი ჩვენ გვინდა ტყნაური :დ

  2. ჯინეტის ვირუსი. ყველაზე “თანამედროვე” ვირუსი, მხოლოდ ჩვენთან. დაამატეთ დღესვე…

  3. სწორედ ეგენი არიან, სერჩებში ასეთი სიტყვებით რომ მივარდებიან: ”პატარა პატარა გოგოს პორნო”, ”გოგო და ბიჭი სექს რო აკეტებენ”, ”ორსული ქალის სექსი” და ა.შ. ”სკაიპში” კიდევ საუბარს ასე რომ იწყებებ: ”რა უბნელი ხარ?” და ”შენი პარამეტრები მომწერე” და უარის შემთხვევაში რომ მოგწერენ: ”გოგო, შენ თავი ვინ გგონია” და ა.შ.
    ცენზურას ვიცავ🙂
    ლექსიკური მარაგი არაა დიდი შეღავათი🙂 გუშინ ტელეფონით ისე დახვეწილად მოსაუბრე სირს გადავეყარე, რომ სულ სიცილ-ხარხარითა და დახვეწილი ლანძღვით დავემშვიდობე.
    ჯინეტის ვირუსი რა შუაშია! უბრალოდ, სირები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან…

  4. აქ 4 ვარიანტია:
    1. ასეთი ტიპები “პატარა ბიჭები” არიან და ამ გზით (ანუ სიტყვიერად) მასტურბირებენ; “სიტყვიერი ონანიზმის” მიმდევრები არიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სხვა პონტი არ აქვთ.
    2. ზრდასრული ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ , არავირტუალურ ცხოვრებაში დაიღალნენ ნიღბის ტარებით;
    3. უზრდელი გოგონები არიან, რომელთაც ძალიან უჭირთ სხვისი კარგი ყოფის ცქერა შორიდან და ცდილობენ შხამიანი წვეთების შემოშხეფებას;
    4. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები გახდებიან ბოლოს.

    შეიძლება, რაღაც ვარიანტი გამომრჩა ან ჩამოთვლილი პუნქტების რომელიმე ქვეპუნტის დაკონკრეტება დამავიწყდა.

    თუმცა რომელი შემთხვევაც არ უნდა იყოს აქ, ძალიან მარტივად გული უნდა გაიგრილო და დაივიწყო შარშანდელი თოვლივით.

    ჩემს ახალგაზრდობაში “ეგეთები” საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უკან მომეტუზებოდნენ და “ფხაკურობდნენ”, განმგმირავი მზერით მიპასუხია და ხანდახან სიტყვიერადაც შემიმკია. :)))))) ზოგიერთი ქუჩაშიც გამომკიდებია თხოვნით – “ოღონდ ხელი მოკიდე” . მაგრამ ახლა “ტკბილად მაგონდება”.😀😀😀😀 ხოდა, ამ კომენტარით ტკბილ მოგონებებს გაუმარჯიოს :))))))

  5. შენ ჩემები უნდა ნახო . ისე ერთხელ მეც გამოვაჭენებ ამათ😀 რელიგიურად თუ სექსუალურად მგზნებარე PM ებს რომ მწერენ სქესისა და ასაკის განურჩევლად

  6. Gio

    ჩემი პირველი კომენტარია როგორც ამ ბლოგზე ისე ზოგადად, ძალიან მოკლედ ვიტყვი.
    1. მომწონს რასაც წერ და როგორც წერ, რამდენიმე დღის წინ შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე. ჩემი თქმა ალბათ არ გჭირდება მაგრამ გააგრძელე.
    2. ამ კონკრეტულ სტატიაზე – ასეთი ადამიანები მეჩვენებიან არიან ევოლუციურად ჩამორჩენილები, რომლებიც სამწუხაროდ რაღაც დოზით მუდამ იარსებებენ ჩვენს გარშემო.

  7. didi xania me amas vikvlev..

    usaqmuroba, usaqmuroba da ugemovnoba! marto amas ver vityvit… es, ra tqma unda, fsiqikuri problemaa, romelic realobam gamoicvia…
    uwin xalxi shavebze werda, dges vulgarul cxovrebaze wers.. egeti martivi da banaluri axsna aqvs am yvelafers.

    ise me didi siamovnebit viqnebodi shen adgilas. anonimi avtoroba da msgavsi ram shevdzeli, magram magari nashoba ar gamomivida ))) amitom cudad vicnob meore mxares..

    saintereso postia…

  8. baraka

    ფეისბუკზე გვერდი საერთოდ არ მაქ. ნეტა ჩამოვრჩი სამყაროს :)))))

  9. ქვეყანა სავსეა *ლეებით. შესაბამისად, ფეისბუქიც გაივსო. სამწუხაროდ მე რეალურადაც მინახავს ასეთი “უზრდელი კი არ ვარ, ვიცი გოგოებს როგორ ველაპარაკო” ვაკაცებით. გული მერევა.

  10. Mr. Nomad

    გამიმართლა, ასეთ ხალხს არც ვიცნობ და არც ფეისბუქზე ვიმატებ😀

    მაგრამ ამას ერთი ნაკლიც აქვს, მათზე ვერ ვიღადავებ🙂

  11. შესაძლოა, წერის შენეული თამამი სტილი სექსუალურად დამშეულ და ბევრ-წიგნ-ჩამორჩენილ მოზარდებს საფუძველმოკლებულ იმედებს უღვივებს (უბრალოდ, სხვანაირი აღქმის უნარი ეგეთებს არ აქვთ), რასაც შემდგომ შენთან საუბრისას მდაბიო ენითა და აზრებით ამჟღავნებენ…

  12. პაკ ჩალანიკი

    დღეს ჩემს ბიძაშვილს მიწერა ვიღაცამ:

    “მაგარი ბანზი გოგო ხარ, აი ეგ შავტუხა ყლე რო გევასება!
    თვალები არ გაქვს?
    მე არ ვჯობივარ?”

    გამოვყლევდი :დ

  13. ეგ რა არის, გუშინ ვიღაცამ შემომთავაზა მეგობრობა. მისი სახელი იყო “პუტკუნას გავიცნობ”. მის ფენდებსი კი სულ მსუქანი ხალხი იყო ჩამწკრივებული. რა თქმა უნდა, ნახუიზე გავუშვი :დ ხო, თან სქესად “კაცი” ჰქონდა მითიტებული. ამის შემდეგ სულაც არ მიკვირს, რომ გოგოებს ეგეთ რამეებს გწერენ :დ

    1. თაზოოო😀
      რატო არ დაიფრენდე :D:D:D ჩემთან გამოუშვი😀 არ მაკლია წონა😀

  14. ა ბატონო, სულ ცხელ-ცხელი გიჟი სკაიპიდან :
    “[1/2/11 3:05:39 PM] NikITOOO: Tqven
    [1/2/11 3:05:39 PM] NikITOOO: xar
    [1/2/11 3:05:43 PM] NikITOOO: xarT?
    [1/2/11 3:05:49 PM] NikITOOO: anas
    [1/2/11 3:05:51 PM] NikITOOO: deda
    [1/2/11 3:05:52 PM] NikITOOO: xart?
    [1/2/11 4:37:31 PM] Ekateriné:😀
    [1/2/11 4:37:32 PM] Ekateriné: არა
    [1/2/11 4:42:18 PM] NikITOOO: ra
    [1/2/11 4:42:20 PM] NikITOOO: gacinebs
    [1/2/11 4:42:22 PM] NikITOOO: oe
    [1/2/11 4:42:37 PM] NikITOOO: Ginda saxe agadzro?
    [1/2/11 4:42:41 PM] Ekateriné: batono ?
    [1/2/11 4:42:44 PM] Ekateriné: xo ar gajrialebs?
    [1/2/11 4:42:54 PM] Ekateriné: ara-tko gipasuxe da davai exla akedan, sxvas ekachave vinmes
    [1/2/11 4:42:55 PM] Ekateriné: idioti
    [1/2/11 4:43:01 PM] NikITOOO:🙂
    [1/2/11 4:43:03 PM] NikITOOO: xoo?
    [1/2/11 4:43:06 PM] NikITOOO: damiwere
    [1/2/11 4:43:07 PM] NikITOOO: nomer
    [1/2/11 4:43:08 PM] Ekateriné: xo, da droulad
    [1/2/11 4:43:15 PM] NikITOOO: nomeri damiwere
    [1/2/11 4:43:17 PM] NikITOOO: tqo
    [1/2/11 4:43:18 PM] NikITOOO: an
    [1/2/11 4:43:18 PM] NikITOOO: ubani
    [1/2/11 4:43:30 PM] NikITOOO: agaxev saxes
    [1/2/11 4:43:32 PM] NikITOOO: gogo
    [1/2/11 4:43:34 PM] NikITOOO: vinca
    [1/2/11 4:43:34 PM] Ekateriné: midi midi gaiare, sakme naxe, sxvagan daxarje energia
    [1/2/11 4:43:34 PM] NikITOOO: xar
    [1/2/11 4:43:41 PM] Ekateriné: sarkeshi chaixede da aixie :)”

    და ა.შ. ბოლოს მისამართი ვუთხარი, მაგრამ არ მოსულა😀
    მაინც ვერ გავიგე, რა უნდოდა😀

  15. ისე, ვეცადე გამეხსენებინა და მე ასეთები იშვიათად მხვდებიან, ძირითადად სკაიპში, სადაც ანონიმურობას ინარჩუნებენ.
    ერთხელ ფბ-ზე მლანძღა ტიპმა, შენ აფერისტი ქალი ხარო, რატო მატყუებ, ხო გყავდა ქმარი და გაშორდიო😀 ვერ დავაჯერე რო არ ვატყუებდი და ქმარი არ მყოლია, ბოლოს დავსკრინე და გამოვჭიმე ფბ-ზე, ძმასაც მივწერე (ვირტუალურად ვიცნობდი) და ბოდიშები ვახდევინე😀

    ძირითადად ასეთები მწერენ:
    http://katiee.ge/skypeshi-momdgari-bedi/
    და
    http://katiee.ge/jekandro-odnoklasnikebidan/

  16. -is tavistvis atrakebs shen shentvis?
    😉 says: demokratia gaqvt?
    (me)- demokratia😀 ara
    😉 says:😀
    (me)- liberalizmi

    -;) says: itokshi mero viyo sheni qmari raa
    – 😉 says: pirveli aq arc shemogasuninebdi
    (me)- says:😀
    (me)- says: xoda magitomac ar gavyvebodi colad shennairs
    _ 😉 says: meore ai am saqcielis gamo rasac exa chven vshvebit xo magars gagtiskavdi
    _ 😉 says:😀
    _ 😉 says: ratqmaunda sityvebit

    es gamaxsenda am postze: ))) ar vicnob da mase momcera: ))) da rom vutxari kmari myavs da ragac, tipma gaheda😀 rogor sheidzleba kmrian kals FB kondes : ))) da ai sxva vinmes tu xma gasca magrad gatiskavda : )))))))))) (rasac chven vshvebito tipma:P ))

  17. kokrochina

    მე ძალიან ბევრი მხვდება სკაიპში ამდაგვარი ადამიანი,ადრე სულ ვაგინებდი და ვბლოკავდი მაგარამ ეხლა მატზე ვგადაობ😀 ცოდოები არიან : D მათ ქმედებაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ხოლმე: წადი ცოლი მოიყვანე😀 ეტყობა ქალი მართლა უჭირთ და სკაიპში ანძრევენ სხვა გზა არ აქვთ😀😀

  18. როგორ უნდა დავწერო სმაილიკით “ბუჰეჰეჰე”? ანუ ასეთი რეაქცია მქონდა რჩევაზე “თავი მოიკალი” რომ პასუხობს “გველი ხარ”😀 ერთი ჩემი ძმაქალი ასეთ შემთხვევაში პასუხობდა “მრავალს დაესწარიო” – იგივე პასუხი ქონდა, როდესაც გვერდით ჩავლილი ბიჭები, ვითომდა ნახე რა მაგრები ვართო და “ჩემი დედა %^$#..”-ით იწყებდნენ რამე ფრაზას.🙂

    თავი მოიკალი.😀😀😀 შესანიშნავია!😀

  19. ლოგიკურია, ამ დროს ფურთხის სუნი გეცეს? არაფერი იფიქროთ, კბილები ახლახან გამოვიხეხე :დ

  20. დიდი ხანია არავის გადავყრილვარ, ადრე მაილრუს ჩათში მოიპოვებოდნენ ხოლმე ასეთები, სკაიპშიც არავინ მაწუხებს, ეტყობა ჩემი ბუნებრივი ასოციალურობის ბრალია🙂
    უი გამახსენდა ვიღაცამ ფუტ ფეტიში და ორალი ერთად შემომთავაზა :დ ისიც პიემში ჩათს იშვიათად ვხსნი ხოლმე.
    ბლოგზე მლანძღავდა კიდევ ვიღაც.
    გუშინ გვიან მომიწია სახლში დაბრუნება, თან ფეხით და დავაფიქსირე, ქალაქი სავსეა ქალს მოშიებული მამაკაცებით, თვალებიდან რო სპერმა ასხამთ..

  21. რას იზამთ, ადამიანები ბევრნაერი არიან. უბრალოდ ცხოვრებაში მათ ვხედავთ და ვერიდებით. ვირტუალურ სამყაროში კი ურთიერთობებიც უფრო სხვანაერია.

  22. teji

    აი რატომ არ ვიმატებ ყველას და “ყველაფერს” facebook-ში :))

  23. ამიტომაც არ ვიმატებ ფეისბუქზე იმათ ვისაც არ ვიცნობ. შეარინგისთვის თვითერს ვიყენებ ^_^

  24. ანი

    არ დაიმატო ყველა, ვინც გთხოვს, პრობლემაც მოგვარდება და შენი ბლოგიც უფრო საინტერესო თემებს დაეთმობა🙂
    ფორუმისგან განსხვავებით(სადაც ძაღლი და ღორი გწერს და პირველი პიემის წაკითხვა მაინც გიწევს, სანამ დაბლოკავ) აქ შეგიძლია გაფილტრო.

  25. ალექსი

    აბა, გოიმებს შეეშვი, თუარა გაეროს ადამიანების უფლებებს არღვევ, ყველა ადამიანს ააქვს უფლება იყოს გოიმი, ყყყყყ…ე და იდიოტი ერთდროულად. შენ თუ შეგეხო კიდე ეგრევე გულაშვილთან ცხინვალის გავლით… ან პირდაპირ გუანტანამოში…

  26. Pel

    Shen lichnad ARaper Shuashi xar . Da ARc VIrusis Bralia Rame🙂 Es Sazogadoebaa Ase Dashvebuli Dzirs :)) … Ps Bichi Var Me Egetebi IShviatad TU Mawuxeben xD

  27. saliome

    ამ პოსტში აღწერილი .ლეები ძალიან ბევრნი არიან რელობაში ….. მარტო ,,ფაცეთი”, ,,ოდნოთი” და ,,სკიპეთი” ვერ კმაყოფილდებიან ეგ .ირები :):) ფუ :&:&:&

  28. facebookze mxolod imat vimateb visac liveshe an virtualurad vicnob da uaxloes momavalshi aucileblad gavicnob..shearingistvis ki twitters viyeneb.
    p.s.skypes adrindeli funqcia skype me mxolod ertxel davayene da ise gavilandzge vinane)))
    sad maqvs ganuvitarebeli adamianis gadzlebis nervebi.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s