წლის ბლოგერი

შარშან:

1.

შარშან ამ დროს ბლოგი არ მქონდა, რადგან მეგონა, რომ ბლოგის გაკეთება დიდი წვალება იყო, მიხედვა კი _ უფრო დიდი წვალება. ახლა მგონია, რომ ბლოგის გაკეთება ძალიან ადვილია, მიხედვაც ასევე. გაცილებით რთულია, რომ ვინმეს შენი ნაწერი წააკითხო.

2.

შარშან ამ დროს მეგონა, რომ ბლოგერები ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები იყვნენ და საიტებს ამ წარუმატებლობაზე საწუწუნოდ იყენებდნენ. ახლა მგონია, რომ ბლოგერობა არაფერ შუაშია. ზოგადად, ადამიანები არიან წარმატებულები და წარუმატებლები. თუ წარუმატებელ ადამიანს ბლოგი აქვს, რა თქმა უნდა, ბლოგზეც ამ თემას ატრიალებს, თუ წარმატებულ ადამიანს აქვს ბლოგი, მაშინ წარმატებებზე წერს. სხვა საქმეა, რომ ჩვენთან ზოგადად ცოტა ადამიანია წარმატებული თავის საქმეში.

3.

შარშან ამ დროს მეგონა, რომ მწერალს ბლოგი არ უნდა ჰქონდეს, ეს ხელს შეუშლის ლიტერატურის წერაში. ახლა კი მგონია, რომ ლიტერატურის მომავალი ინტერნეტია. როცა რომელიმე მეგობარი მწერალი იწყებს წუწუნს, სად არიან მკითხველებიო. მე ვეუბნები, რომ მკითხველები არიან ინტერნეტში: ფორუმებზე, ფეისბუქზე და სკაიპში. უბრალოდ, საჭიროა, შევქმნათ ისეთი ლიტერატურა, რომელიც ასეთ კონკურენციას გაუძლებს. სხვა შემთხვევაში, დავრჩებით 500იან ტირაჟებზე დამოკიდებულნი.

რითი ვაფასებ, ვინ არის კარგი ბლოგერი და ვინ არა?

კარგი ბლოგერია ის, ვინც კარგად წერს და არა ის, ვისაც უფრო მეტი ვიჯეტ-გაჯეტი აქვს. თუმცა, ელემენტარული წესების დაცვა საიტის კეთებისას ყველას უნდა შეეძლოს. კარგი ბლოგერია ის, ვინც გრძნობს აქტუალურ თემებს და თვითონაც საინტერესო ადამიანია. თუ ბლოგერი არ მაინტერესებს, მის ბლოგს ვერ წავიკითხავ.

მაშ ასე. ახლა დავასახელებ 3 ბლოგერს, რომლებსაც წლის განმავლობაში  აქტიურად ვკითხულობდი. დალაგებულია ,,პირველზე გასული საუკეთესოა”-ს პრინციპით.

3. კატიე

მე მომწონს კატიეს ,,ენა”. სუფთად წერს, ლოგიკურად. ყოველთვის თავისუფლად აკრიტიკებს იმას, რაც არ მოსწონს (იქნება ეს სერვისი თუ რაიმე საზოგადოებრივი ტენდენცია), კორექტულია და პოსტებსაც შესანიშნავად აფორმებს. და მაინც, ხანდახან ძალიან მინდა, რომ ცოტათი იგიჟოს, რამე მოყვეს საკუთარი თავის შესახებ, ცოტა ,,ცუდი გოგო” იყოს. ჩემთვის ის ზედმეტად დახვეწილია.

კატიეს ბლოგზე ყოველ შესვლაზე საკმაოდ დიდხანს ვჩერდები ხოლმე. ერთი ეგაა, იმდენად ამომწურავად წერს ხოლმე, რომ კომენტარის დატოვების სურვილი არ მიჩნდება.

2. ლინგვისტუსი

loool
loool

ხშირად ვკითხულობ მის ბლოგს. რატომღაც ადრე მეგონა, რომ  ავტორი გოგო იყო :დ მომწონს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი: ჩემი აზრით, რაც ლინგვისტუსის ბლოგს აკლია,  უშუალობაა. მეჩვენება, რომ ავტორი არ მეგობრობს მკითხველთან და თავისას ,,აწვება”.  ვერ ვიტყვი, რომ ეს ცალსახად უარყოფითი მოვლენაა.  სწორედ ამ თვისების გამო ახერხებს ვახო, რომ  საკუთარი სტილი და თემატიკა შეინარჩუნოს. რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ წერა სიამოვნებას ანიჭებს. მის ბლოგზე თითქმის ყოველთვის ვხვდები  რამე ისეთს, რაც აქამდეც უნდა მცოდნოდა. ოღონდ ერთ ჯერზე 2 პოსტზე მეტს ვერ ვკითხულობ. მაკომპლექსებს.

და…..

1. დოდკა

ვიცი, რასაც იტყვით. რომ წელს სულ აიღო ხელი ბლოგერობაზე, ბევრი არაფერი დაუწერია და ასე შემდეგ. ეს დიდი მინუსი დოდკას, მაგრამ მოდი და პლუსად ნუ ჩაუთვლი, რომ მისი ძველი პოსტებიც ძალიან კარგად იკითხება. წერა იცის და, როგორც წესი, საინტერესო თვალთახედვის კუთხე აქვს (ძალიან ვეცადე, point of view არ გამომეყენებინა) . გარდა ამისა, შეუძლია, რომ საკუთარ ამბავს ანალიზიც მოაყოლოს. სხვაგვარად რომ ვთქვა, აქვს იმის უნარი, რომ ამბავი, რომელიც მხოლოდ მას ეხება, აქციოს ამბად, რომელიც ბევრს ეხება.

ჰოდა. ახლა უნდა ვთქვა, თუ რატომ დავწერე ყველაფერი ეს. მინდა, რომ ყველამ ერთად წლის ბლოგერი გამოვავლინოთ. მინდა, რომ სამივე ბლოგერმა, ვინც დავლინკე (ვახოს იმედი ნაკლებად მაქვს) საკუთარი სამეული დაასახელოს. იმ სამეულმა კიდევ სამი და ასე შემდეგ.  თუმცა, ვეჭვობ, სახელები განმეორდება. ასე რომ,  კარგი იქნება, თუ- ვინც არ დამილინკავს, ისინიც დაწერენ  ამ თემაზე პოსტს. საბოლოოდ კი შედეგები შევაჯამოთ. გთხოვთ, თქვენი პოსტის ლინკები კომენტარებში მიუთითეთ,  რამე რომ არ გამომრჩეს. თქვენი შრომისმოყვარეობის იმედი მაქვს.

გილოცავთ ახალ წელს. ანინა

38 thoughts on “წლის ბლოგერი

  1. wow ! გავწითლდი :blush: :)))
    არ ველოდი, მართლა :)))) მადლობა, გამიხარდა და გეთანხმები შენიშვნების ნაწილში :))

    ვაი რა შარში ვარ, ახლა ვინ ავარჩიო, 3 ცოტაა :))))

  2. სულხანი, მხოლოდ მკითხველი (ჰაჰა, სხვათაშორის ფიზიკოსი, ბოლო დროს აქტუალურია)

    შენ ამ ერთ წელში იმდენი შეძელი რასაც სხვებმა წლები შეალიეს (სკანდალურ პოპულარობას ვგულისხმობ). იმსახურებ თუ არა ამისთვის წლის ბლოგერის ტიტულს? არ ვიცი. ისე, მე სიამოვნებით ვკითხულობ : დოინჯის, ლინგვისტუსს, ლიტერატორს, ვასასის, ჰექსეს, კატიეს, კეიტ4იოუს, გრინმარის, გოლდენს, ლაშარელას, გორგილაძეს, ყვავას, სვითის, დოდკას და ა.შ. ბევრნი ხართ და ყველა თავისებურად კარგები ხართ. ნუ დაატოლებთ რა ვის უფრო დიდი გაქვთ.

  3. წლის ბლოგერი? კარგი კითხვაა? ვინაა? ნეტავ ის ვინც ბევრი დაწერა თუ ის ვინც 2 დაწერა, მაგრამ ბომბა? შენ ბლოგს ყოველთვის ვკითხულობ, კიდევ გავიმეორებ რომ ფოლკნერს გამსგავსებ. ლინგვისტუსი ცალკე თემაა. ის სერიოზულია და შენ დაგესესხები “თავისას აწვება”. ჩემი აზრით წლის ბლოგერი იქნება ის ვინც ყველაზე მაგარ პოსტს დაწერს შერჩეულ თემაზე. სწორად გამიგეთ, ყველა თავისებურად მაგარი ხართ. ავირჩიოთ თემა და მერე შევაჯამოთ. ვინ და რამდენი ვიქნებით ეს გასარკვევია. თუმცა ზოგიერთები ამას სერიოზულად არ ჩათვლიან და “უბერავსო” იფიქრებენ. თუ იქნება ძალიან კარგი. თუ არა, მაშინ … მე პასი.

  4. მშვენიერი წამოწყებაა :))
    და მართლაც მშვენიერი ბლოგერები შეარჩიე 🙂

    და რაც შეეხება შენს შეხედულებებს შარშან ამ დროს ზუსტად ემთხვევა ჩემს შეხედულებებს შარშან ამ დროს

  5. ანინა შენი ბლოგი იყო ძალიან კარგი, მართალია შემდგომ ცოტათი ხარისხნმა მოიკლო მაგრამ “ნიჭი” მაინც დარჩა 🙂

    დოდკა ქართული ბლოგოსფეროს ოპრა უინფრია, შეიძლება არ მომგწონდეს, მოგწონდეს, მაგრამ აქვს ე.წ კლასი რაც საკმარისია შეინარჩუნოს მისი მკითხველები(მათ შორის მეც, როდესაც მოვხდბეი ხოლმე სიამოვნებით ვკითხულობ)

    მაგრამ არსებობს ერთი ბლოგი რომელიც შარშან განსაკუთრებით საკაიფო გახდა, http://lobzhanidze.wordpress.com ნეპოტიზმია მაგრამ მიხარია რომ ავტორი ჩემი ახლო მეგობარი და რა გასაკვირია რომ თანამოაზრეცაა 🙂

  6. “წლის ბლოგერის” შესარჩევად, რამე უფრო ორიგინალური აქტივობის მოფიქრება უკეთესი იქნება. მაგალითად, რამდენიმე ნომინაცია იქნას დასახელებული. სისტემატიურად ვკითხულობ რამდენიმე ბლოგს (ერთ-ერთი უპირველესი კი შენია) და ვფიქრობ, თითოეული თავისებურად იმსახურებს ამ ტიტულის მოპოვებას სხვადასხვა ნომინაციაში…

    შენ თავისუფლად გეკუთვნის “წლის ბლოგერის” სტატუსი თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნისა და დოგმათა ჯაჭვის გამომწვევად მსხვრევაში! 😉

    სალომეას – სხვადასხვა საინტერესო მწერლების შემოქმედების მიმოხილვაში;

    დოდკას – სოცილური მედიის განვითარების თვალსაზრისით;

    ხელოვნების მახეს – ხლოგის მემახის აზრების მახეში გამახულების გამო;

    Lobzhanidze’s Blog -ს – საქართველოში მთავარი მოვლენების კრიტიკის თვალსაზრისით და ა.შ. (კიდევ ბევრ ბლოგერზე შეიძლება საუბარი)

    პ.ს. თქვენ (თითებზე ჩამოსათვლელი ბლოგერები) მთლიანობაში ერთად ავსებთ ქართულ ბლოგოსფეროს! 😉

  7. The 6th element

    წლის ბლოგერობა გინდა? მერე რაღას ელოდები, დადე საკუთარი ფოტო, თუ როგორ მასტურბირებ, ან ვიდეო, თუნდაც ხმის ჩანაწერი, გვაინტერესებს რა ხმაზე ათავებ ხოლმე :)))))))))) . აი, მაშინ გექნება რეიტინგი ნუ კლიანუს რა :)))))))))))))))

    1. მე არ მინდა, თორემ ჩემს თავს დავასახელებდი. რეიტინგი კი ისედაც მაქვს გათავების ჩანაწერების გარეშე : )) გმადლობ კეთილი სურვილებისთვის. მეც მიყვარხარ

      1. The 6th element

        მეც მიყვარხარ:* კარგი სვლა გაქვს, პორნო საიტი ლიტერატურის აქსესუარებით მორთული, სხვანაირად როგორ უნდა გაგექაჩა ? :))))))))) მართლა ვაფასებ შენს გონებაგამჭრიახობას :))))))))))

  8. tatatatuli
    სალომეას – სხვადასხვა საინტერესო მწერლების შემოქმედების მიმოხილვაში

    მადლობა:) ახალ წელს გილოცავ:)

  9. M.Z

    რამდენიმე თვეა რაც, ა ნი(ნო) ნას ამ ბლოგს ვკითხულობ ხოლმე ხან და ხან და ისე შემთხვევითობის წყალობით და ასე ვთქვათ ” ჩერ ეზ ” facebook_ის წყალობით. ხო და

  10. M.Z

    ხო და …..
    პირველ რიგში მინდა ვთვა, რომ ძალიან საიტერესოდ წერს ნონო ამ ანინას დღიურს. მომწონს და ვკითხულობ ხოლმე კიდეც, როგორც ზემოთ აღვნიშნე ისე.
    მაგრამ,
    ამ ყველაფრის გაყვითლების საშიშროებას ვხედავ და ამას, იმის გამო ვამბობ, რომ მომწონს და არ მინდა ეს ფერისცვალება. ეს ერთჯერადობა ( ნინ ) ( ო )
    მომწონს
    მომწონს
    მომწონს
    და
    არ მინდა რომ იყოს თუნდაც ჩემთვის, ეს ველაფერი მხოლოდ ერთჯერადობა და მხოლოდ ბლოგი და
    შენ
    რა შეგიძლია?
    გააკეთო ამისთვის?

  11. M.Z

    წერ ბლოგს .
    ხარ ბლოგერი
    და
    რას ელოდები აქედან ?
    რა გინდა რომ მოგიტანოს ამ ყველაფერმა ….
    მე ვხედავ, რომ კარგად ან ძალიან კარგად წერ და ვხედავ როგორ ვითარდები ა რიალურად და რ იალურად და სხვა?
    სხვა რა გინდა დავინახო აქ?
    მე
    როგორც სჰენმა ერთ ერთ მა მკითხველმა..
    ?
    :
    )

  12. lobzhanidze

    მადლობა მათ ვინც დამასახელა. გამიკვიდა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ბლოგი მეორე წელია მაქვს, მეტ ნაკლებად სერიოზულად სულ ალბათ ნახევარი წელია რაც მოვეკიდე სერიოზულად, ამიტომაც ამგვარი დაფასება ჩემთვის ერთგვარი სტიმულია და წელს წერას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდები.
    რაც შეეხება ჩემს ფავორიტებს რამდენიმეა (სხვების ბლოგების აქტიურ კითხვას ცოტა ხანია რაც შევეჩვიე), ერთი ნამდვილად არაა, ასე რომ თავს შევიკავებ კონკრეტულის დასახელებისგან. ისე კი, იდეა კარგია, შეიძლება მომავალში უფრო მაშტაბური “დაჯილდოვების” მაგვარის ჩატარება, ნომინაციების იდეაც მშვენიერია. 🙂

  13. dato

    ნუ, სულ არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვკითხულობ ორ ინგლისურენოვან ბლოგს – http://peripateticpedagogue.wordpress.com/ ალბათ ყველამ უკვე კარგად იცის ეს ინგლისურის ამერიკელი მასწავლებელი. ასევე ძალიან სასიამოვნო წასაკითხია http://pasumonok.blogspot.com/

    ასევე ვაფასებ “მეამბოხე სულის” ბლოგებს, მათ შორის ამ ბლოგს 🙂

  14. გამოხმაურება: წლის ბლოგერი « Siyvarulovna's Blog

  15. _ არ ესროლოთ, ეს ანინაა, წლის ბლოერი!
    _სწორედ წლის ბლოგერი რომაა, მაგიტომაც უნდა ვესროლოთ!
    ბრდგშცცცც!….

    ეპიტაფია: “ვისთვის ნინო იყავი, ვისთვის ქართული მწერლობის იმედი. ზოგი მნძრეველა ბლოგერს გეძახდა, ზოგიც ბოზს. ბევრისთვის შენი ნაწერები დღიური სააზროვნო ძალა იყო. მრავალი და მრავალი Top.Ge-ზე ბრაზერზით დასისხლიანებული თვალებით გპოულობდნენ ქართული პორნოს იმედით და შემდეგ მარად შენი ლიტერატურული ორგაზმის ტყვეობაში ექცეოდნენ. ბევრი ყოფილა, ვისი მზერაც შენს ძუძუსთავებზე ტყდებოდა. ბევრსაც უტყდებოდა, რომ შენ შენს თავს არ მალავდი. ახლა კი ამ ყველაფერს მიწა დამალავს. ქვაზე კი მხოლოდ ეს და ღია და დახურული ფრჩხილი დარჩება შესაბამისი რიცხვებითურთდ. დეფისით შუაში. ასე იავნად წარმატებული არ უნდა ყოფილიყავი ამ ცალფეხა, პუტანკის სუნად აყროლებულ ქართულ ბლოგოსფეროში, ანინა…”

    Error 404: Anina Not Found………………

  16. მე ვერა და ვერ მოვიფიქრე ვინ უნდა გამოვარჩიო, 3 ალბათ ცოტაა :)) თან ობიექტურობაც რომ მეტნაკლებად შევინარჩუნო, თან ერთფეროვანი სამეული არ გამომივიდეს :))))
    მოკლედ, ჩემი პოსტი coming soon :)))))

  17. გამოხმაურება: წლის ბლოგერი plus დახასიათება ბონუსად . . . « Litterator's Blog

  18. გამოხმაურება: წლის ბლოგერი! • Landish.Ge

  19. გამოხმაურება: “წლის ბლოგერი” | ეგოისტი

  20. გამოხმაურება: წლის ბლოგერი ანუ უბრალოდ უსურათოდ « 1 YEAR

  21. saliome

    ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებულ პოსტებს ბევრ ბლოგზე ვკითხულობ და ყველგან სხვადასხვანაირი ,,ნაკრებები” სახელდება, მაგრამ ყველგან არის ერთი ბლოგერი დასახელებული. ჩემი აზრითაც მისი ბლოგი ცოტა ,,რუხი”, რომ არ იყოს (დიზაინს ვგულისხმობ) ბევრად საინტერესო იქნებოდა, თუმცა მისი ნებისმიერი პოსტი იმდენად საინტერესოა, რომ დიზაინს საერთდ ვეღარ ამჩნევ. ამიტომ როოგრც უბრალო მკითხველს მიმაჩნია, რომ თუ ერთი დასახელდება ამ ,,ნომინაციაში” ,,წლის ბლოგერი” უმეტესობის აზრით მაინც ლინგვისტუსი უნდა დასახელდეს !!!!!!!!!!

  22. გამოხმაურება: "წლის ბლოგერი"

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s