ეს პოსტი (მოთხრობა) რომ გაიგო, ჯერ ეს უნდა გქონდეს წაკითხული.
შიში
ჩემს ყველა ბიჭს ერთნაირი შიში სტანჯავს. ეშინიათ, რომ ერთხელაც ავდგები და დავწერ მოთხრობას, სადაც ყველას თავისი სახელითა და გვარით მოვიხსენიებ. შედეგად, საკმარისია ვინმემ ყურის ბიბილოზე მიკბინოს, რომ ამას აუცილებლად მოაყოლებს ფრაზას: ,,ოღონდ ჩვენში დარჩეს, ხო?.. არ გვინდა ბლოგი და რაღაც”. ამის მერე მეც ყველანაირი სურვილი მიქრება, რომ რამე ისეთი გავაკეთო, რის დამალვასაც აზრი ექნებოდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ ბარში მოხდა. ვუყურებდი ერთ მიმზიდველ ბიჭს, რომლის სახელიც არ მახსოვდა. ვუყურებდი თვალებში და ტუჩებზე მონაცვლეობით და ზუსტად მაშინ, როცა მისკენ გადავიხარე, მან თქვა: ,,მგონია, რომ ამას ბლოგისთვის აკეთებ“. ცოტა ხანი მის სიტყვებს ვაცნობიერებდი (მთვრალზე ეს კიდევ უფრო რთულია) და ამ დროს ტუჩებზე მისი შეხებაც ვიგრძენი. ზუსტად მაშინ, როცა მისი ენა ჩემს ენას შეეხო, მე გამახსენდა, რომ ჩემს დომეინს პრობლემები აქვს.
_ რამე მოხდა?
_ პრინციპში არაფერი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სირი ხარ.
_ რატომ?
_ შენც იცი. დეტალები შეგიძლია ჩემს ბლოგზე იხილო.
_ კარგი რა. ამას არ იზამ.
_ ვიზამ და თან ისე, რომ გეტკინება და გესიამოვნება.
_ ვიცოდი, რომ დამპალი გოგო იყავი.
_ დიდი ამბავი. ეგ ყველამ იცის.
მერე კიდევ ერთხელ ვაკოცე ტუჩებში (დაახლოებით ისე, როგორც ყოფილ შეყვარებულებს ესალმებიან ხოლმე) და არეული ნაბიჯებით გავედი საპირფარეშოში. რა ჯანდაბა მჭირს? დავიჯერო, ამიერიდან ყველა ბიჭისთვის დამჭირდება იმის განმარტება, რომ ბლოგის გარდა სხვა რამეებიც არსებობს ჩემს ცხოვრებაში? რა სისულელეა! თავს ქართველ კაცად ვგრძნობ, რომელსაც გამუდმებით სთხოვენ სექსის მერე, რომ ,,ამბავი არ გააბაზროს“. hell yeah. ვისაც ეშინია, რომ გაუბაზრებენ, სწორედ იმას უნდა გაუბაზრო. იმსახურებს. არასდროს მიცდია იმის დამალვა, რომ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ვხვდები. ზოგთან ვწევარ, ზოგთან ყავას ვსვამ, ზოგს მხოლოდ ყელში ვკოცნი და ზოგსაც მხოლოდ ჭიპს ქვემოთ. არ მეშინია, რომ ერთმანეთს გადააწყდებიან, იმიტომ რომ ამას ისედაც ვერ აიცილებ თავიდან. რა თქმა უნდა, თვითონაც იციან, რომ ერთსა და იმავე გოგოსთან აქვთ ურთიერთობა და რა თქმა უნდა, ერთმანეთსაც უბღვერენ ხოლმე. ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი არაა, საუკეთესოა. სექსი და პირველობა_ აი, რა ადარდებთ მამაკაცებს ყველაზე მეტად. მე კი ის მადარდებს, რომ ბევრი საიდუმლო მქონდეს. რა თქმა უნდა, საკუთარი კი არა, სხვისი.
გეგმები
ახალი წელი მოდის. ჩემმა ვირტუალურმა მეგობარმა ჩემ ნაცვლად და ჩემთვის გაწერა მომდევნო რამდენიმე წლის გეგმა:
2011: შევაბა ყველა ცნობილი და პატივსაცემი მამაკაცი.
2012: შევაბა ყველა ცნობილი და პატივსაცემი ქალი.
2013: დავწერო რომანი შებმულ პატივსაცემ მამაკაცებსა და ქალებზე.
2014: ავიღო რაიმე მაგარი ლიტერატურული პრემია.
2015: გავთხოვდე ვინმე კეთილსინდისიერ ფიზიკოსზე.
მე ვთქვი, რომ პირიქითაც შეიძლება. 2011 წელს გავთხოვდე ვინმე კეთილსინდისიერ ფიზიკოსზე და მერე შევაბა ყველა და ყველაფერი.
კეთილსინდისიერ ფიზიკოსებს ბევრს არ ვიცნობ. თუმცა, ვისაც ვიცნობ, ყველა ძალიან მომწონს. მე იმ სამყაროდან ვარ, სადაც სიტყვები ციფრებზე მეტად ფასობენ, ამიტომ მათთან ურთიერთობა ეგზოტიკურად მეჩვენება. მაგრამ იმ კონკრეტულ კეთილსინდისიერ ფიზიკოსს, რომელზეც ვწერ, ეს არ ეხება. სიტყვებზე ჭედავს, ციფრებზე_ არა. ჩვენ ურთიერთობის 1 წლის მანძილზე იმდენი მოახერხა, რომ შემაზიზღა ეტიმოლოგია და სანამ უცხო ენებსაც შემაზიზღებდა, გავაჩერე. გავაჩერე რა, ურთიერთობა სხვა რელსებზე გადავიყვანე. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ რელსებზე მოძრაობა არანაკლებ რთული აღმოჩნდა, თუმცა ნაივურობამ ბევრჯერ მიშველა.
კეთილსინდისიერ ფიზიკოსს ჩემზე არც ისე ბევრ რამეს ვუყვები. მხოლოდ ის იცის, რაც მეც მინდა, რომ იცოდეს. დარწმუნებულია, რომ ვარ ბავშვური, გამოუცდელი, მაქვს ხმაურიანი იმიჯი, რომელსაც არ შევესაბამები, მიყვარს კითხვა და ადვილად მწყინს ბევრი რამ. არ იცის სხვა ობიექტების არსებობის შესახებ, თუმცა ეჭვობს. მასაც ეშინია, რომ ბლოგზე ჩვენი ურთიერთობის შესახებ დავწერ, თუმცა კეთილგონიერება ჰყოფნის, რომ არ მაგრძნობინოს. ეს ჩვენი საიდუმლოა.
პრინცესები
სიმართლე რომ ვთქვათ, მეც მაქვს პირადი საიდუმლო. მაქვს კი არა, მყავს. როცა ძალიან ვიღლები ბიჭებთან ურთიერთობის რკვევითა და სტატიების წერით, მასთან მივდივარ. პატარა ოროთახიან ბინაში ცხოვრობს თავის 5 წლის ბიჭთან ერთად, რომლის მამის ვინაობაც არ იცის. 2 ვარიანტი აქვს. ერთი ძალიან ცნობილი პოეტია, მეორე _ ძალიან ცნობილი პროზაიკოსი. ერთდროულად ხვდებოდა ორივეს. მე ვეუბნები, რომ პოეტისაა, რადგან იმ პოეტივით წვრილი თვალები აქვს, ის კი მიმტკიცებს, რომ პროზაიკოსისაა, რადგან პროზაული ღიმილი აქვს. ბოლოს ვთანხმდებით, რომ სულ ერთია, ვისია. მთავარია, მალე დაიძინოს, რომ შეგვეძლოს, ერთმანეთს მოვეფეროთ.
_ დღეს შენ დააძინე ლუკა. მე ძაან დავიღალე სამსახურში_ ამბობს და გამომწვევად იზმორება. პატარა მკერდი ლამაზად ებურცება. ძალიან მიმზიდველია.
_ მე რომ არ მოვსულიყავი, ხო შენ უნდა დაგეძინებინა? _ ვაპროტესტებ მე.
_ შენ რომ არ მოსულიყავი, საერთოდ არ დავაძინებდი. თავისით დაიძინებდა. თუ გინდა, რომ მალე მოგეფერო, წადი, ლუკა დააძინე.
რკინის არგუმენტია. ოთახში შევდივარ და საწოლში ჩაწოლილ ლუკას ვუყურებ.
_ დედა სადაა? _ მეკითხება ოდნავ განაწყენებული.
_ არ სცალია. მე მოგიყვები ზღაპარს.
_ შენ არ იცი ზღაპრები.
_ მე მწერალი ვარ და უამრავი ზღაპრის მოფიქრება შემიძლია.
ხოდა, ვიგონებ ზღაპარს, სადაც მრავალი განსაცდელია, ბევრი გველეშაპი და მომაკვდინებელი ჯადოები. ბოლოს ზღაპრისეული ანინა ყველა დაბრკოლებას წარმატებით სძლევს, რომ ლუკამ და დედამისმა მშვიდად იცხოვრონ უზარმაზარ სასახლეში. მერე თვითონაც მათთან სახლდება და ერთი ბედნიერი ოჯახი აქვთ.
_ ამ ზღაპარში პრინცი სადაა? -ეჭვით მიყურებს ლუკა.
_ ამ ზღაპარში პრინცი არაა. მხოლოდ პრინცესები არიან.
ლუკა გაოცებულია და მე ვხვდები, რომ დედა სულ ისეთ ზღაპრებს უყვებოდა, რომლებშიც პრინცესები პრინცებზე ქორწინდებიან. დასანანია.
ოთახიდან გამოსულს თათია სავარძელში ფეხებმოკეცილი მხვდება. ერთ ხელში ყავის ჭიქა უჭირავს, მეორეში_ სიგარეტი. აცვია ხალათი, რომელიც შიშველ მკერდს ნახევრად უფარავს. მაკიაჟი ოდნავ გადღაბნილი აქვს. რაღაცნაირად გაბრუებულია. ალბათ, უძილობის ბრალია.
_ დაიძინა?
_ დაიძინა.
_ ხო კარგად აფარია?
_ კი, კარგად აფარია.
_ მოდი აქ, _ ამბობს თათია და ყავის ჭიქას ძირს დებს.
მე ვუახლოვდები და სანამ ვაკოცებ, თათია მეკითხება:
_ ბევრ რამეს მატყუებ?
მე ვიბნევი:
_ რატო მეკითხები?
ამ კითხვას დროის მოსაგებად ვსვამ. გონება საოცარი სისწრაფით მუშაობს. ვინმესთან ერთად დამინახა? ვისთან ერთად.. ან სად…
_ რატომ არ მითხარი შენი ბლოგის შესახებ?
თათიას ინტერნეტი არ აქვს. იცის, რომ მწერალი ვარ. იცის, რომ ანინა ვარ. მაგრამ ჩემი ბლოგი აქამდე არ უნახავს. მე თვითონ გადავწყვიტე ასე.
_ საჭიროდ არ ჩავთვალე, _ ვპასუხობ ჩუმად.
_ დღეს ვუყვებოდი თანამშრომელს შენს ერთ-ერთ მოთხრობას და მითხრა, ანინას ბლოგზე მაქვს წაკითხულიო. გამოდის, ეგ ბლოგი ჩემ გარდა ყველამ იცოდა. ასე რატო მექცევი?
მე მინდა ავუხსნა, რატომ დავუმალე ბლოგის ამბავი. მინდა ვუთხრა, რომ მეშინია, იმ ბიჭებს არ დაემსგავსოს, რომლებსაც ასე აშინებთ ჩემს ბლოგზე მოხვედრის პერსპექტივა. კიდევ მინდა დავარწმუნო, რომ რაც ბლოგზე მიწერია, ყველაფერი მართალი არაა. მაგრამ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. არ დამიჯერებს.
ახსნის ნაცვლად ვეკითხები:
_ ყველაფერი წაიკითხე?
_ კი, ყველაფერი წავიკითხე და გაოცებული ვარ. მარტო ბიჭებზე წერ. უფროსებზე, თანატოლებზე, ყოფილებზე.. ერთადერთი გოგო, რომელსაც ახსნებ, მილა იოვოვიჩია. ვერ გავიგე, დამცინი?
_ არა. არა. უბრალოდ ასეა საჭირო. მანდ თითქმის არაფერია მართალი. და საერთოდაც, არც ერთი ბიჭი არ ღირს შენთან ურთიერთობის გაფუჭებად, _ ვეუბნები და სახეზე ვეფერები.
_ ანუ სხვა ბიჭები არ არსებობენ?_ თვალებში მიყურებს და ჩემგან თანხმობას ელოდება.
წამით თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, დამაჯერებლად მოვიტყუო.
_ არა.
სახლში მოსული ჩემს ბლოგს ყურადღებით ვკითხულობ და ვცდილობ, ყველაფერს თათიას თვალით შევხედო. მეღიმება მის ეჭვიანობაზე და მივდივარ დასკვნამდე, რომ ქალებს პირველობა არ ადარდებთ, მათ უბრალოდ სურთ, რომ ერთადერთები იყვნენ.
ბელგიური შოკოლადი
მეორე დღეს კეთილსინდისიერი ფიზიკოსი მირეკავს. ერთად ვაპირებთ წინასაახალწლო წვეულებაზე წასვლას. უეცრად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ საახალწლოდ რაიმე ვაჩუქო. შოკოლადს ვირჩევ. ნეიტრალური საჩუქარია. არანაირ მინიშნებებს არ შეიცავს და თითქმის ყველას უყვარს.
თათიას ვურეკავ. ექსპერტია შოკოლადის საქმეში:
_ თათ, საახალწლოდ შოკოლადის ყიდვა მინდა. გუდვილში ვარ. რომელს მირჩევ?
_ ბელგიური იყიდე, თუ მაგდენი ფული გაქვს, _ მეუბნება თათია და ხმაზე ეტყობა, რომ იღიმის.
მე ვყიდულობ და გარეთ ვდგები ფიზიკოსის მანქანის მოლოდინში. იგვიანებს. თითები მეყინება. ჯიბეში შოკოლადი მიდევს და ხელის ადგილი აღარაა.
აი. ბოლოს და ბოლოს, ისიც მოდის. ვცდილობ, არ შემეტყოს, როგორ გავითოშე. ხალისიანი ღიმილით ვუჯდები წინ და ტრადიციული მისალმების შემდეგ შოკოლადს ვაწვდი.
_ ეს შენ, ჩემი საშობაო საჩუქარი.. ალბათ, მანამდე ვეღარ გნახავ და…
გაკვირვებული მიყურებს. კიდევ უფრო გულუბრყვილო ვგონივარ, ვიდრე ვარ.
წვეულებაზე მივდივართ. როგორც ყოველთვის, უამრავ ნაცნობს ვხვდები. ფლირტით რომ ვიღლები, ერთ ადგილას ვჯდები და ბიჭების მოგერიებას ვიწყებ. ფიზიკოსი ძველ ნაცნობებთან საუბრით ერთობა. ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. რაღაც სხვა მინდა, რაც არ მაქვს.
მერე…
მერე სხვა ადგილას მივდივართ. ფიზიკოსს ყველას დასანახად ვეფლირტავები, ისეთი დაღლილი ვარ მისი პასიურობით. ბოლოს ასევე ყველას დასანახად ვკოცნი. მგონი, ისინიც ხედავენ, ვისაც მასავით აქვს პრეტენზია პირველობაზე. რაც მთავარია, ყველაზე მთავარ მომენტში არ ამბობს: ,,ბლოგზე ხომ არ დაწერ ამას?“. გასაპარს წვერს კიდევ აიტანს ადამიანი.
სახლში მისული ,,ფუტურამას“ რამდენიმე სერიას ვუყურებ და ტანსაცმლიანს მეძინება ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე.
31
31 დეკემბერი რთული დღეა. მისი გატარება ჩემს ყველა ბიჭს ჩემთან სურს. მე კი უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ 12 საათის შემდეგ თათიას გავუვლი. ლუკას ეძინება. ჩვენ ფეხაკრეფით გამოვიპარებით სასტუმრო ოთახში და იქ პირდაპირ იატაკზე გვექნება სექსი.
საღამოს თათიას ვურეკავ, მაგრამ ის ზარზე არ მპასუხობს. მერე კიდევ ვურეკავ. პასუხი ისევ არაა. ასე 11 საათისთვის კი მწერს: ,,სახლში ინტერნეტი ჩამირთეს და პირველი რაც წავიკითხე, შენ შესახებ დაწერილი პოსტი იყო. ბელგიურ შოკოლადზე. სამწუხაროა, რომ ტყუილს ვერ გადაგაჩვიე. მიყვარხარ, მაგრამ ჩემთან ნუღარ მოხვალ. გილოცავ 2011 წელს“.
მე თავბრუ მეხვევა. სასწრაფოდ ფიზიკოსის ბლოგზე შევდივარ და ბოლო პოსტის პირველი რამდენიმე წინადადებიდანაც კი ვხვდები, რომ მან ყველაფერი დაფქვა: კოცნაც, შოკოლადის ამბავიც.. ყველაფერი.. ზუსტად ისე მომექცა, როგორც მე ვექცეოდი ხოლმე ჩემს ბიჭებს. მეჩვენება, რომ ტვინი ფეთქვას იწყებს. თავი დროზე ამყავს ხელში და ვცდილობ, ვითარებაში გავერკვე.
2011 წელი: როგორმე შევურიგდე თათიას. 2012 წელი: როგორმე შევურიგდე თათიას.. 2013 წელი: როგორმე შევურიგდე…
უეცრად ვხვდები, რატომ ღელავდნენ ბიჭები, სანამ ჩემთან რაიმე ურთიერთობას წამოიწყებდნენ. ვხვდები, რომ უკეთესი იქნებოდა, კოცნის შემდეგ მეც მეჩურჩულა ყურში ფიზიკოსისთვის, ეს ამბავი ჩვენში დარჩეს-მეთქი…
უკვე გვიანია. გარეთ ფეირვერკები სკდება. მე კიდევ ვზივარ და ვსვამ ცივ და მწარ ყავას, რომელსაც ბელგიური შოკოლადი ალბათ ძალიან მოუხდებოდა.
ვა, ჩამითრია თქვენმა დუეტმა :))))))
ნამდვილი ამბავითით მიდის, ჩაის დაყოლებაც კი არ უნდა
momwons 🙂 gilocav 2011-s da pirvel komentars vtoveb shens blogze, xandaxan gogoebs pirvelobac uyvart 😉
აი, მესმის , წლის პირველი პოსტი შესანიშნავია!!! ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით მას მერე, რაც შესავალი პოსტები წავიკითხე მეზობელ ბლოგზე. :))))) მოუთმენლად ველი გაგრძელებას, სადაც გინდა და როგორც გინდა.
P.S. “გავთხოვდე კეთილსინდისიერ ფიზიკოსზე”– შესაშური გეგმააა, მაგას მე დავწერ, როგორ უნდა მოახერხო. :)))) მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ!!!
bugaga
compliments from D
კარგია, ძალიან კარგი. შენს ასაკს უხდება 🙂
რა კარგი იქნება..მმ..გახდე;);)
ისეთი ლამაზი სახე გაქვს და…
იფ იფ მერე მეტად მოგიხდებოდნენ შენივე პოსტები..
მეც მომინდებოდი და ბევრ სხვა გოგოსაც ამის მერე,ახლა–ნწ,იმიტომ რომ ..იმიტომ:)
გკოცნი:*
Bullshit.
Pardon my french
როგორ დაგაოკოთ :))))))))))))))) თქვენთვის ერთი დიდი … ვერ მოიძებნა, რა , ბაბრავკა გაქვთ ნაჭამი თუ რა ხდება შვილო? :)))))))))))))))))))) სახის სილამაზეზე რა მოგახსენო : p ., მაგრამ ფუმფულა ტაკო კი ექნება :))))))))))))) ( რამ დააცოფა ეს ხალხი ერთიანად :)))))))) )
ჩემი “თათია” მინდა 😦
მეც მომეცით ვინმემ…
ააააა, ძალიან მაგარია ! 😀
რაღაც ახალი ტალღაა ე.წ. ქართულ ბლოგოსფეროში არა და 2-3 ბლოგზე კი. ტაკ ძერჟაწ !
არც კი მიფიქრია, რომ ახალ წელს ასეთ რამეს წავიკითხავდი. მაგარი ხარ ანინა :*
ჰო აი ეს უკვე კარგი იყო. იქაც და აქაც. ))
kargi iyo,magram frtxilad anaina rame sharshi ar gaexvio…tavs gaufrtxilidi 🙂 miyvars sheni blogii :))
ვახ, ასეთი პოსტით როცა დაიწყებ წელს,წინ დარწმუნებული ვარ მხოლოდ საუკეთესოები გვლის….! ძალიან კარგია და რა ვიცი…
დაიკიდე თათა და მოდი ჩემთან, წერე რამდენიც გინდა ბლოგზე და გააკეთე ის რაც გსურს,
შეხვდი ვისაც გიდა ჩემს გარდა, მაგრამ როცა ჩემთან იქნები,მაგრძნობინე რომ მხოლოდ მე მეკუთვნი :*
I love u
მე ვეუბნები, რომ პოეტისაა, რადგან იმ პოეტივით წვრილი თვალები აქვს, ის კი მიმტკიცებს, რომ პროზაიკოსისაა, რადგან პროზაული ღიმილი აქვს. ბოლოს ვთანხმდებით, რომ სულ ერთია, ვისია. მთავარია, მალე დაიძინოს, რომ შეგვეძლოს, ერთმანეთს მოვეფეროთ. – ოპააც… მომეწონა 🙂
მომეწონა.
სათაურიდან დაწყებული :):)
ისე კი “გაგება” არ უხდება შენ პოსტებს.
გაგება არ უნდა. კეჟერძისა არ იყოს ან დაგბურძგლავს ან არა.
sagol…magaria…
ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ “ფუტურამა”ს ძებნისას რამე ესეტს ვიპოვიდი
ae ra swert xalxno gagijdit
sheni usaqmuri fufu
ra yle qala vigaca xar
ისტპრია მომეწონა მაგრად !!! თვითნ ნაწერი უკეთესიც ბერვი წამიკითხავს ამ ბლოგზე :((
გაგრძელება სადაა?ინწერესნა
რაღაცნაირად დამაფიქრე..