რას იყიდი 40 ცენტად?

ის ქართული რეკლამა გახსოვთ _ რას იყიდი 50 თეთრად?  ზოგი პურს რომ ყიდულობდა და ზოგიც 100 გრამ არაყს. ჰოდა, რაც (არ) უნდა უცნაური იყოს, ეგ სულელური რეკლამა მოპარული ყოფილა. ოღონდ ორიგინალი ათასჯერ უკეთესია, ვიდრე ქართული. არ მიკვირს. როგორც წესი, ეგრეც ხდება ხოლმე.

ძალიან მეზარება იმაზე წუწუნი, რომ ქართველებს ყველაზე მეტად ტვინისა და ტრაკის განძრევა გვეზარება. ვინც ამაზე დიდხანს წუწუნებს, ალბათ, თვითონაც არ გამოირჩევა  დიდი კრეატიულობით, თორემ უფრო კარგ საწუწუნო თემას მონახავდა. სჯობს, ყურადღება  იმ ვიდეოზე გავამახვილო, რომლითაც ქართველი ,,კრეატივშიკები” ასე მოიხიბლნენ.

შიდსის საწინააღმდეგო ორგანიზაცია ,,რედმა” ახალი პროექტის ,,ლაზარეს ეფექტის” კამპანია აფრიკაში აივ-ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად წამოიწყო. ,,ლაზარეს ეფექტი” გულისხმობს შიდსის მკურნალობას აბებით, რომელთა დღიური დოზაც 40 ცენტი ღირს.

მკურნალობა მართლაც ეფექტურია. იხილეთ ზემოთ. დაავადებული ბავშვი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყებიდან 90 დღეში.

ნებისმიერ ახალ პროდუქტს თუ კამპანიას სჭირდება  პიარი. ,,რედმა” გადაწყვიტა, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით დასამახსოვებელი ვიდეო შეექმნა. ამ სარეკლამო რგოლის მთავარი აზრია ის, რომ  40 ცენტად უფრო მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

პ.ს. მოგეწონათ?

7 thoughts on “რას იყიდი 40 ცენტად?

  1. Mr. Nomad

    ქართული ვარიანტი ჯობს😛

    ვიხუმრე, რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის, ამერიკული ბევრად უფრო კარგია😦

    რაც შეეხება ღვედის რეკლამას, ერთ–ერთი ყველაზე ხარისხიანი და კარგად გადაღებული რეკლამაა.

    ჩვენ კიდევ ბერვი გვჭირდება მაგ დონემდე

  2. Shawn

    “მაგთის რეკლამა” …

    მაგთის თანამშრომელი ვარ და შემრცხვა.

  3. ზზზ

    ეს რეკლამა გაცილებით ჯობია ქართულ ვარიანტს, მაგრამ ყურადგება მიაქციეთ ერთ ფაქტს: ეს რეკლამა 2010 წლის აპრილში გამოვიდა, მაგთის რეკლამა კი გაცილებით უფრო ადრე🙂

  4. აჰ, რა საინტერესოა, კიარადა ჩვეულებრივია.
    და ქართველების გაკეთებული რეკლამა ცუდი ნამდვილად არაა. : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s