,, თითოეული გარდამავალი მდგომარეობა ხიდია, რომელმაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში უნდა გადაგვიყვანოს. ჩემთვის კი ხიდი არასდროს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ადგილები, რომელთაც ხიდი აერთებს.. ” _ რომ გავიღვიძე, ეს მესიჯი დამხვდა მობილურზე. უცხო ნომრიდან იყო გამოგზავნილი, არადა, ჩემს დაწერილს ჰგავდა. და არა მხოლოდ ჰგავდა. ჩემი დაწერილი იყო. სახეზე წყალი შევისხი და მერეღა გამახსენდა, რომ ეს მესიჯი სხვისი მობილურიდან გავუგზავნე საკუთარ თავს, სანამ ასოების აკრეფა შემეძლო. როგორც ჩანს, გარდამავალ მდგომარეობაში ვიყავი_ ანუ საკმარისად მთვრალი იმისთვის, რომ გენიალურობაზე პრეტენზია მქონოდა და საკმარისად ფხიზელი იმისთვის, რომ მართლა მომეფიქრებინა რამე გენიალური.
გამოფხიზლება სირობაა. ამ დროს რატომღაც გეჩვენება, რომ ადამიანის უმაღლესი მისია სწორედ სიფხიზლეა და მაქსიმალურად ცდილობ, ამ მისიისკენ იმოძრავო, მაგრამ ფეხი გერევა და შენს თავზე ბრაზდები.. თან თავი გტკივა და აშკარად გირჩევნია, მთვრალი და ბედნიერი იყო, ვიდრე ნახევრადმთვრალი და უბედური. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ვესწრაფვით კონკრეტულ მდგომარეობებს და როცა სისხლში საკმარისი ალკოჰოლი არაა, გვინდა, რომ ვიყოთ აბსოლუტურად მთვრალები, ან აბსოლუტურად ფხიზლები. გარდამავლობის დედაც.
არადა, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ეს გარდამავლობა გეჩხირება თვალში. გარდამავალი პერიოდი საზოგადოების ცნობიერებაში, გარდამავალი პერიოდი ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, გარდამავალი პერიოდი კულტურაში. ჩქარა მივიდეთ რა იქ, სადაც მივდივართ. თორემ თავს მართლა ბრიტნი სპირსივით ვგრძნობ, რომელიც გოგო აღარაა, მაგრამ ჯერ არც ქალია 😀 I’m not a girl, not yet a womaaan…
p.s საერთოდაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრება გვარიანად დასამონტაჟებელია და ყველაფერს მონტაჟის თვალით რომ რომ ვუყურებდეთ, გარდამავალ ეპიზოდებს უპრობლემოდ დავიკიდებდით. ასევე ამოვჭრიდით ყველა კოლოკვიუმსა და იმედგაცრუებას სამსახურში. მთავარია ბევრი კოცნა იყოს და ბევრი დიალოგები :დ
აი ეგ გარდამავალი პერიოდები მკლავს :((((( სიმთვრალე მაინც შველოდეს ვერ ვამუღამებ ამ გრადუსს და მომკალი 😐 უბრალოდ თავბრუ მეხვევა და ერთი სული მაქვს როდის დავიძინებ ხოლმე :ფიქრ: ალბათ სათანადოდ არ დავმთვრალვარ :ფიქრ: აი ორ თვეში დალევა რომ შემეძლება ერთი უნდა გავსინჯო როგორია ნამდვილი სიმთვრალე.. მე როგორც წესი ან ძალიან ვთვრები ისე რომ ვითიშები ან იმდენად ცოტას ვსვავ რომ ვერ ვგრძნობ 😀 დალევის უფლების გარდა ამ პერიოდის გადასვლასაც ველოდები და ასე ვარ ლოდინში მთელი ცხოვრებაა ^^
ise sanam aq vart sul gardamavali periodi iqneba chvens cxovrebashii::(:(mgoni
რა ჯანდაბაა ეს “ზადნით” სიარული, რით ვერ მიაჯექი კედელს ? . . 😀
daskvna. cotati orsuli ver iqnebi. an xar an ara. 😉
ისა და რა შუაშია, მაგრამ, ყველაზე ნაკითხი სტუდენტი ხარ საზ. მაუსათვის?
ტელევიზორში როდის გნახოთ?
tkven gonieri adamiani xart da male mixvdebit (tu ukve ar icit) rom mteli cxovreba gardamavali periodia – adamianis da mteli kacobriobis arseboba yovel mocemul momentshi mis carsulsa da momavals shoris mozraobaa. sinamdvileshi, (yovel shemtxvevashi chemi gamocdilebit) arasdros ar geufleba shegrzenab “ai rogorc ikna movedi”. magram, da vici amis gagoneba aravis unda, “xibli” am mudmiv svlashia, romelsac adamianebis didi nacili ver itavisebs. magalitad bevr qartvels unda rom rac sheizleba male morches scavlas, male gatxovdes, miyolebit gaachinos shvilebi da ase shemdeg, rom es ragac periodebi gadalaxon da rac sheizleba male miagcion ragac carmosaxvit da idiliur homeostazs. mere am yvelafers “gadalaxaven” da gamodian: uscavlelebi, kretini qmrebit da uzneo shvilebit da xelshi rchebat ragac ubiografio cxovreba. amis magivrad mat sheuzliat iscavlon im dros da imdeni rom azri qondes, shvilebic mashin gaachinon roca bavshvebtan urtiertoba esiamovnebat da saertod tavi aaridon cxovrebis “standartul ganrigs” da sheizleba rame sainteresoc gamouvidet. ufro konkretulad imis tkma minda, (da mtavari es aris) rom adamianis cxovreba originaluri da gansakutrebuli mxolod am shualedur, liminalur etapebshia, xolo yvela homeostazi titkmis ertmanetis identuria.
ტელევიზორში ძალიან ლამაზი იყავი. იმდენად ლამაზი, რომ არცერთი შენი სიტყვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. 🙂
ისევ გარდამავალი პერიოდი??? “გარდამავალდი” რა ახალ პოსტზე
ჩვენ ვართ გარდამავალნი და, მაშასადამე, ტრაგიკულნი (ც) ლადიოტანტი
cuxel simari vnaxe -anina shentan vikavi saxlshi, arada ar gicnob. tumca sheni sadarbazo, kibeebi (me3-ze cxovrob?) otaxic mecnoboda, taroebic – cignebit damdzimebuli… ratomgac samebashi mepatijebodi…
1 tvea shen blogze ar vkofilvar da ukve mesizmrebi 🙂
SAmNI
yochag!!!