ყვარელში მივდივარ. ტბაზე. ლიტერატურულ კონკურს ,,შემოდგომის ლეგენდის” ფინალში მონაწილეობის მისაღებად: მათთვის, ვინც არ იცის: ეს სტუდენტური ლიტერატურული კონკურსია, თსუ-ს სტუდენტებისათვის. იქ ფინალისტებმა (სულ 10ნი ვართ) განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა დავწეროთ მოთხრობა შემოთავაზებულ თემაზე, მერე კი 5კაციანი ჟიური გადაწყვეტს, რა და როგორ. იმედი მაქვს, ტბა იქნება ლამაზი, ამინდი- კარგი, თემა_ ჩემთვის საინტერესო და უძილობა ამ ერთხელ მაინც არ შემაწუხებს.
ფოტოაპარატი თან მიმაქვს, ასე რომ, ფოტოებს მრავლად ჩამოვიტან.
ის,რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ:
1. ფინალში გავედი მოთხრობით, რომელიც სწორედ ამ ბლოგისათვის დაიწერა და რომელიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აქტუალობა დაკარგა.
2. ლიბერალი.გე-სთვის წერა დავიწყე და თუ გეგმები არ შემეცვალა, კვირაში ერთხელ იქაც შეგიძლიათ ჩემი პოსტი იხილოთ. გუშინ პირველი ჩანაწერი დაიდო _ ,,უფროსი ძმა”, რომელიც ძმების მიერ უმცროსი დების კონტროლს ეხება. გამიხარდება, თუ წაიკითხავთ, მოიწონებთ*, სხვებს გაუზიარებთ* და ასე შემდეგ..
მოწონება _ აქ: დალაიქება
გაზიარება_ აქ: დაშეარება
3. შეგიძლიათ, სანამ აქ არ ვიქნები, წაიკითხოთ ჩემი ნოუთი ფეისბუქზე, რომელიც ბლოგზე იმიტომ არ გადმომაქვს, რომ ჩემი აზრით, ბლოგის სპეციფიკაში ვერ ჯდება. ეს ჩანაწერი ან ძალიან მოსწონთ, ან_ საერთოდ არა. რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ საინტერესო რამეა.
4. დღეს 28 ოქტომბერია ხო?
მაშინ ეს პოსტერი დაგაინტერესებთ. ეს პოსტერი იუწყება, რომ მეორედ მოსვლა 1892 წლის 28 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო. პოსტერი კემბრიჯში გამოიკრა და გვარიანად დააფრთხო ადგილობრივები.
5. არ იცელქოთ და ასანთით არ ითამაშოთ : )
წარმატებებს გისურვებ და თუ რამეა (მოგებას ვგულისხმობ), ერთი ზარი ახლობელთან, ჩამოვალთ და იქიდან ერთად წამოვალთ გზებზე ქეიფით …. 😀 გკოცნი 🙂
P.S. ერთი მაინტერესებს, შეკვეთით* როგორ დაწერ!
შეკვეთა – აქ: წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე მუშაობა! 😀
P.P.S.” თუ მეორე ადგილი აიღე” , ჩათვალე, რომ წააგე და აღარ დაგინახო. (გეცნობა სიტყვები იმედია:))))
awrmatebebiii da mere dagvxundzle new ambebit:P:))))))
warmateba unda damewera:D:D:D:D
წარმატებები ნინ
წარმატებებს გისურვებ.:*
მე უმცროსი და არ მყავს და ვერავის ვაკონტროლებ. 😦
დავიჩაგრე. 😦
shooks
ah