ცხოვრება ინერციით

სხეულის თვისება – შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

 

ისეთი მეგობრები არ გყავთ, დროის შეგრძნება რომ არ აქვთ? იმას არ ვგულისხმობ, სადმე რომ აგვიანებენ, ან კიდევ 10ის ნაცვლად 11ზე რომ შემოდიან სკაიპში. ეგეთები კი არა, ისეთები_ საერთოდ რომ ვერ გრძნობენ დროს. 23 წლისები ისეთივენი რომ არიან, როგორებიც 18-ისები იყვნენ და 30ისები რომ ისეთივენი იქნებიან, როგორებიც 23-ისები იყვნენ.

მე მყავდა ერთი ეგეთი მეგობარი. მამენტ, მყავს კიდეც. სტუდენტობის წლებს ისე ატარებდა თსუ-ს ბაღში, რომ  მეგობრების სამი თაობა გამოიცვალა.  მისმა მეგობრებმა დაამთავრეს, თვითონ კი_ ვერა. რომ გავიცანი, მე პირველ კურსზე ვიყავი, ის_ მეოთხეზე. ახლა მე მესამეზე ვარ, ის კი მეორეზეა, ოღონდ სხვა სასწავლებელში  და ისევ ისეთია, როგორიც ორი წლის წინ იყო. ისევ ფიქრობს, რომ გრძელვადიანი მიზნების ქონა სისულელეა.

,,მე ვცხოვრობ აქ და ახლა”_ მითხრა ერთხელ, ძალიან მთვრალმა. გადამდგარი როკვარსკვლავივით კი გამოუვიდა, მაგრამ მაინც მომეწონა. ოღონდ ის ვეღარაფრით გავიგე, რად უნდა იურისტის დიპლომი, თუ აქ და ახლა ცხოვრობს.

ქართველ სტუდენტებს ვაკვირდები. მათი სრული უმრავლესობა ინერციით ცხოვრობს_ ინარჩუნებს უძრაობის ან თანაბარი მოძრაობის მდგომარეობას, სანამ გარეშე ძალა არ შეაჯანჯღარებს.

ისინი, ვინც ქსეროქსებით ხელში დარბიან აქეთ-იქით, არაფრით განსხვავდებიან იმათგან, ვინც უნივერსიტეტის ბაღში სხედან და ლუდს სვამენ. ერთნი თანაბრად და სწორხაზოვნად მოძრაობენ, მეორენი_ სტაბილურ უძრაობას ირჩევენ.

სმწუხაროდ, ცოტა გვიან მივხვდი, რომ კარგად სწავლა საერთოდ არაფერ შუაშია მომავლის მიზნებთან. მით უმეტეს, როცა არავინ იწუხებს თავს შენთვის იმის განსამარტად, რა საჭიროა ენის განხრის სტუდენტისათვის ლავრენტი არდაზიანის შემოქმედების ცოდნა. რაც მთავარია, სტუდენტებსაც არ უჩნდებათ კითხვები. ინერციით გადადიან კურსიდან კურსზე, საგნიდან_ საგანზე. ინერციით აგრძელებენ შეყვარებულებთან ურთიერთობას, რომლებიც თავის მხრივ, მათ ინერციით ღალატობენ სხვა გოგოებთან.

ჩემი ნება რომ იყოს, ამ ინერციას ძეგლს დავუდგამდი, თუმცა, ალბათ,  არ ღირს. რამდენიმე ეგეთი ძეგლი უკვე დგას ქალაქში_ პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაა, მეორე_ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მესამე _ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დანარჩენები ახლა არ მახსენდება.

ეს ჩვენი თაობის პრობლემა არაა მხოლოდ.  ჩვენს მშობლებს დავაკვირდეთ_  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ინერციით შექმნილ ოჯახებს, ინერციით გაჩენილ 5 გოგოს და ინერციით ნანატრ მეექვსე ბიჭებს.  ჩვენი მშობლები  ინერციით აგრძელებენ მუშაობას, ტელევიზორის ყურებას, პოლიტიკაზე საუბარს და არ არსებობს არავითარი გარეშე ძალა, რომელიც მათ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს.

მთავარი ისაა, რომ ჩვენ მაინც ვიმოძრაოთ ისე, როგორც გვინდა. არათანაბრად, არასწორხაზოვნად. დავუშვათ გრანდიოზული შეცდომები ხანდახან და თუნდაც იშვიათად,  გრანდიოზულ წარმატებებსაც მივაღწიოთ. თორემ ისე გამოდის, რომ  მთელი ჩვენი ინტელექტუალური რესურსები იმ ქსეროქსების დაზეპირებას ხმარდება, რომლებსაც აღარასდროს დავუბრუნდებით. მთელი ჩვენი ამბოხი მხოლოდ ფეისბუქის უწმაწურ სტატუსებში მჟღავნდება, მთელი ჩვენი კრეატიულობა_ კედებზე ფერადი ,,შნუროკების” შერჩევას სწვდება..

გოგოები, მოეშვით ინერციით კაფეებში ყავაზე ჭორაობას. ბიჭებო, მოეშვით ინერციით ,,პოკერებში” სიარულს. .. ანინა, მოეშვი ინერციით ხალხის გაღიზიანებას. და მოვიფიქროთ რამე ახალი და კოსმიური : )

 

p.s. როგორ ცხოვრობთ თქვენ?

37 thoughts on “ცხოვრება ინერციით

  1. მე მაინც მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ენის სპეციალისტი ხარ, არდაზიანი უნდა იცოდე.

    პოსტი მომეწონა, და მგონია, რომ ინერციით კი მიქრიხარ ადამიანი, მაგრამ შეგიძლია გაიხედო მარჯვნივ და მარცხნივ, პეიზაჟი წამიერად იცლება ხოლმე, საინტერესოა!

  2. ჯო ზავინული

    “ისინი, ვინც ქსეროქსებით ხელში დარბიან აქეთ-იქით, არაფრით განსხვავდებიან იმათგან, ვინც უნივერსიტეტის ბაღში სხედან და ლუდს სვამენ.”
    ამ აზრის გამო მევასები. სწორხაზოვნება კლავს! თუმცა, ჩემი აზრით შენც სწორხაზოვანი ხარ და სულ ტყუილად გამოდიხარ აქ ლოზუნგებით და მოწოდებებით. მერე რა, რომ ალტერნატივშიკი ხარ და კედები და ჯინსები და აბები და კოსმოსი და ამბავი, სწორხაზოვანი ხარ მაინც : )
    ვიაროთ ზიგზაგებით! ზიგზაგებშია ჭეშმარიტება : ))

  3. შენა.. ქაოსის თეორიაზეც დაწერე რამე. ან გადაიკითხე ქე მაინც. მე რომ მკითხო ისევ ნიუტონის კანონებით ცხოვრება მირჩევნია, თუნდაც ამას “ინერცია” ერქვას და თუნდაც “ქმედება იწვევს უკუქმედებას”. 🙂

    პ.ს. გააგრძელე ინერციით ნერვების შლა, ძალიან კარგი პოსტები გამოგდის. :ყეს:

    პ.პ.ს. აი ეს ფრაზა სუპერ ფრაზაა: “ისინი, ვინც ქსეროქსებით ხელში დარბიან აქეთ-იქით, არაფრით განსხვავდებიან იმათგან, ვინც უნივერსიტეტის ბაღში სხედან და ლუდს სვამენ. ერთნი თანაბრად და სწორხაზოვნად მოძრაობენ, მეორენი_ სტაბილურ უძრაობას ირჩევენ”

  4. როგორ არ განსხვავდებიან.
    რა განსხვავებაა გამდინარ და დამდგარ წყალს შორის?
    გამდინარი წყალი ყოველთვის აახლებს დაცემის მომენტს, დამდგარი წყალი კი აყროლებს იმ ჭურჭელს რაშიც დგას.

  5. „ისინი, ვინც ქსეროქსებით ხელში დარბიან აქეთ-იქით, არაფრით განსხვავდებიან იმათგან, ვინც უნივერსიტეტის ბაღში სხედან და ლუდს სვამენ. ერთნი თანაბრად და სწორხაზოვნად მოძრაობენ, მეორენი_ სტაბილურ უძრაობას ირჩევენ“ – ამაში ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პირველნი მოძრაობენ, თუნდაც სწორხაზოვნად, მეორენი კი უძრავად არიან. მოძრავებს უფრო მეტი წინაღობა შეხვდებათ, ვიდრე უძრავებს და მეტი შანსია საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ მაინც.

    პ.ს. პოსტი ძალიან მომეწონა.

  6. “ქართველ სტუდენტებს ვაკვირდები”

    საინტერესოა.

    ჩემი აზრით, აქ მთავარი პრობლემა სწავლების მეთოდია.
    არა და ეს ასე არ უნდა იყოს.
    რატომ უნდა იყოს სწავლა დაზომბებასთან ასოცირებული?.. პირიქით, სწავლა არ უნდა აზომბირებდეს. ის უნდა ათავისუფლებდეს.

    ჩემი აზრით, არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ჩვენი სტუდენტები ზომბირდებიან.
    პირველ რიგში, ისინი ადრეულ ასაკში ცდილობენ პროფესიული განათლების მიღებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ან შენი მშობლის გამო აბარებ, ან შენი მეგობრის გამო, ან საყვერელი მომღერლის გამო… ყოველ შემთხვევაში, ხშირად ისინი ამ გადაწყვეტილების მისაღებად მოუმზადებლები არიან.. აქაც ორად იყოფა გზა.
    1) შენ ძალდატანებით ან თხოვნით აბარებ.
    2) გინდა, შენი სფრეოა, ჩააბარებ, მაგრამ ხვდები რომ სხვაგან მოხვდი. (ეს ქვეცნობიერად იმით აიხსნება, რომ საყვარელი მომღერლის გამო ჩააბარე, შემდეგ კი სხვა შეგიყვარდა, ან მიხვდით, რომ მის გამო ჩააბარე).

    პირველი კატეგორია თავიდანვე ზომბია, რადგან ის თავის ცხოვრებას სხვას ჩუქნის. მაგრამ ის ამას არ/ვერ აანალიზებს. სწავლობს ან ყველაფერს სირზე იკიდებს, ფულისტია.

    მეორე კატეგორია პირველთან შედარებით უკეთესია, ის თავისი გადაწყვეტილებით აბარებს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით გვგონია ასე. რომ ჩაუღრმავდე, მიხვდები, რომ მან თავისი საყვარელი მომღერლის გამო ჩააბარა ამ საგანზე. ეს ადამიანის ზომბია, რადგან თავისი აზრი არც მას გააჩნია. ის შეიძლება არ იყოს ფულისტი.

    ჩემი აზრით, მთავარია იყო პიროვნება, დამოუკიდებელი ადამიანი (ფინანსურად დამოუკიდებელიც). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აირჩიო პროფესია.

    ახლა კი ჩვენი მსჯელობა გავაგრძელოთ. მე უნდა გითხრათ, მეორე მიზეზი, რატომაც ჩვენი სტუდენტები ზომბირდებიან.
    ესაა საოცრად დაბალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორების ბრალი. ესაა სწავლების მეთოდი, რომელიც შენ დამოუკიდებელი აზროვნების უნარს გიკლავს. გასწავლიან ფორმულებს, არ გასწავლიან არც მათ გამოყვანას და არც ახალი ფორმულების წერას. პირიქით, ახალ ფორმულებს ვერ იტანენ!

    ახლა მე გამიჩნდა ასეთი კითხვა, ნუთუ არ შეიძლება ადამიანმა თან ისწავლოს, თან პიროვნებად ჩამოყალიბდეს? ეს შესაძლებელია, წესით ეგრეც უნდა იყოს. მაგრამ რთულია ქართულ რეალობაში, ზემოაღნიშნული და სხვა მიზეზების გამო.

    სულ ესა არაა რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ახლა საოცრად მომაბეზრებელი შეიქმნა ჩემთვის წერა, ამიტომ აქ შევწყვეტ. ცოტა მოწოდებასავით გამოვიდა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია…

  7. ბუბა

    ეგენი ინერციული გიჟები არიან და საკუთარ საგიჟეთში საკუთარი კანონების ეშინიათ. ეხლა შევამჩნიე, თუ განსხვავებული ტანისამოსი არ გაცვია და ჩვეულებრივად იქცევი ოღონდ შენ საქმეს აკეთებ რაც გიყვარს, ექსპერიმენტის არ გეშინია და შეცდომებსაც უშვებ, კათარზისი აუცილებლად გარანტირებული გაქვს, ოღონდ ესენი ვერ გამჩნევენ და ეგ არის სასაცილო … აგინებენ ერთმანეთს და სირცხვილისგან დახარეს თავები , მერე მიეჩვივნენ ესე სიარულს..ერთხანს ცას იმიტომ უყურებდნენ რომ ამინდი მაინც გაეოთ, მერე ეგეც დაავიწყდათ.. მოკლედ ცხოვრობენ ვირთხებივით სოროებში და არიან რა..

  8. დავფიქრდი: რა გამიკეთებია ცხოვრებაში ინერციით? მგონი არაფერი, მაგრამ ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოიძებნება ინერციით გადადგმული ნაბიჯი.

  9. gvantsa

    დასანანია არა, როცა ასე ფეთქებად და ენერგიით სავსე ასაკში ინერციით მოძრაობ (სტუდენტებს ვგულისხმობ, ახალგაზრდებს), თითქოს პირიქით უნდა იყოს და აფეთქების მუხტიც იქ უნდა დაიბადოს…
    არ ვიცი ანინა, საგონებელში ჩამაგდო შენმა პოსტებმა (ძალიან მომეწონა) და როგორ ვცხოვრობ მე:
    მე ვცხოვრობ ინერციით (უმეტესწილად), თუმცა დრო და დრო ჩემზე ზემოქმედებს გარეშე ძალა (მაგალითად ასეთი საინტერესო პოსტი) და მეც ვიცვლი ტრაექტორიას (პირველად ვპასუხობ პოსტზე ცხოვრებაში) ან სიჩქარეს, ან ადგილს, ვაკეთებ რაღაცას ჩემთვის უჩვეულოს და “ახალს” და ერთი სახის ინერციული მოძრაობიდან გადავდივარ მეორეში. იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე რომ ეს ძალა შინაგანია (თუმცა ეს უფრო გვეჩვენება, რომ ასეა) ანუ, ფიზიკის ენაზე პოტენციური ენერგიის ხარჯზე იწყებს სხეული მოძრაობას და ასეთი მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩვენს ფიზიკურ სამყაროში თავისუფალი ვარდნაა, ზემოდან ქვემოთ და თანაბარი აჩქარებით, დაცემა მტკივნეული…როგორც შენი პოსტი.
    თუმცა, არსებობს ალბათ ისეთი ენერგიაც რომელის პირდაპირ კოსმოსში გვისვრის, ოგონდ ეგ ის კოსმოსი არ იქნება რაკეტებით რომ მიფრინავენ 🙂

  10. ამბოხებული კაცი.
    მეორეს მხრივ, ყველა ინერციით ცხოვრობს, ისიც კი, ვინც ფიქრობს, რომ არ ცხოვრობს ინერციით. იმიტომ რომ, ბოლოს… ბოლოს კი არადა მალე, ყველა ბუნტი ხდება მოდა და მეინს-სტრიმი და გუშინდელი ბემაბოხე უცებ კონფორმისტების სათავეში აღმოაჩენ თავს.
    ყველა ახალგაზრდულ მოძრაობას ეს დაემართა. იგივე მოდას.
    ჯინსი თავიდან იყო გამოწვევა – დღეს კი საოფისე მოდის ნაწილი გახდა.

  11. annette

    viziareb shens azrs anina, getanxmebi absoluturad… inerciit mcxovrebi adamianebis ragac nacili acnobierebs amas, ro inerciit cxovrobs da es moswons.. arian isetebi, vinc ver an ar acnobiereben amas. faqtia. da chven mogvcons tu ar mogvcons, mainc verafers shevcvlit sakutari cxovrebis garda. 🙂 good luck! momcons sheni blogi 🙂

  12. nati

    cxovrobde inerciis gareshe sheudzlebelia, isis ki, vinc absolituri umravlesobisgan mkvetrad gansxvavdeba, inerciit cxovrobs, mati cxovrebac inerciulia, ogond gansxvavebulad inerciuli. saqme sazogadoebis mkvetr ertgvarovnebashia da ara imashi rom zogni axerxeben inerciis gareshe cxovrebas da umetesni ki ver.

    shen albat imis tqma gindoda, rom sakutari azri ar gagvachnia da rasac vismendit mteli chveni cxovreba imas vemorchilebit da mivyvebit gaucnobiereblad. ho, rtulia gaeqce amas da imis tqmit, rom modi nu vacxovrebt inerciit, viyot gansxvavebulebi sxvebisgan, davushvat grandiozuli shecdomebi da a.sh. didi pasuxismgeblobaa da dzalian unda iyo darcmunebuli sakutar tavshi amas rom ambob, es kargia, ra tqma unda, magram yvelas xom ar sheudzlia iyos aseti? tuki shen shedzeli sazogadoebashi gabatonebuli stereotipebis dadzleva, es imas ar nishnavs, rom danarchenebsac sheudzliat.

    yvelaferi pirobitia da am postit satqmelis gamoxatvac arafers moitans, esaa zgvashi cveti, shennairad atobit adamianic rom fiqrobdes mainc araferi sheicvleba, sanam ar moxdeba dzireuli gardatexa momaval taobashi, es ki shesadzlebelia ideologiis shecvlit. rogor unda sheicvalos dzveli ideologia? mxolod saganmanatleblo sistemashi cvlilebebis shetanit? ar vici, ragac ar mgonia rom mxolod aman ushvelos saqmes, aba, ra vqnat? iset adamianad chamoyalibeba, romelic ar emorchileba sazogadoebis mier dadgenil sulelur stereitipebs sakmaod rtulia da aq adamianis cxovrebis titoeul nabijs gadamcyveti mnishvneloba aqvs, ara mxolod ganatlebas, aramed cres, romelshic is cxovrobs, ojaxs, shemtxvevit shexvedril adamians, romelmac tavisi monologit shesadzloa gadamwyveti roli sheasrulos, xolo kargiske tu cudiske es sxva saqmes da a.sh. da a.sh…

    memgoni im sazogadoebashi cxovreba ufri rtulia, romelic cdilobs sxvebisgan gansxvavdebodes da sasacilo mibadzvis meti araferi gamosdis. sulac araa aucilebeli, rom meotxe kursze ketebi gecvas da jinsi iyos sheni ganushorebeli tansacmeli, an ragac sascaulebrivad chreli maisuri chaicva, an makiaji ar gaiketo protesnis nishnad-me sxvebisgan ganvsxvavdebio, an halstuxi shemoixvio yelze sharfivit da a.sh. mtavaria shinaganad modiodes gansxvavebuloba ertferovani masisgan da ara garegnulad.

    me vcxovrob tu ara ise rogorc sxvebi? ar vici. meotxe kursec ise viqcevi, rogorc pirvelze, isev ise macvia, isev msgavsi agqma maqvs samyarosi, magram, bevri ram sheicvala, ragaceebi viscavle, ragaceebi damavicyda, vigaceebi gavicani, vigaceebs davshordi, sxva faseulobebi gachnda chems cxovrebashi, dzveli faseulobebi ki gaqrnen. bevri ram rac girebuli da mnishvnelovani megona, sruli absurdi agmochnda, magram es yvelaferi ar chans, me vici es, shinaganad gardaviqmeni, 4 wlis winandel natiastan saerto mxolod erti maqvs: samyaros ukiduresad emociuri agqma. garegnulad ki araferi shecvlila.

    rac sheexeba megobrebtan chais tu yavis ams, amas inerciit ki ara, siyvarulit vaketeb da titoeul nabijze megobrebtan urtiertobisgan ragac axals da mnishvnelovans vigeb.

    uuf, ramxela komentari gamomivida, nu, yvelaferi ver vtqvi, magram, ai, davicale mainc :))

      1. ახლა შემთხვევით ვნახე და ძალიან ვიცინე ჩემს ძველ კომენტარზე :დ

  13. mariami

    vaimeeee DD:DDDD magito var ese mileuli da gamolenchebulii DD:DD kvela roinerciit cxovrobs irgvliv (matshoris ratkmaunda mec) da umodzraobas rodaumonebiat es axalgazrda xalxii egaa problema da tavidatavi :SS skolashi vswavlob da ise amovikdaa yelshiiii da gadavida imiss iketroooo :SSS:Sss xoda chakvda chemshi da miilia es meamboxee da mchkepare suliii imitoro ver vipoove veravin chemnairi wams rosheacherebda da misit isiamovnebdaa … xooodaa vzivar exla gonemixdili gakvetilebzee :S vusmeen am ucodinar maswavleblebs ,landzgvis emts roarapers aketeben DD da uprosworad chem dakalebs vusmen romlebic taviant gamoulev da uricxv shekvarebulebze laparakobeen da esee gamkavs droo .. SS ise gadamgala da gamompita am umodzraobam rogamopituli dabneuli da ugunebo gavxdi … velodeebi rodis aporiakdebian chem irgvlivmkopebi ! D:DDDD

  14. mariami

    uuf natii 100iani xar : ))) inercia kacobriobas tavistavad mosdgams …amas veravin da veraperi shecvlis ..koveltvis arsebobs masa da arseboben calke mdgomebic … kvela ertnairad da kvela gansxvavebulad cxovrobs … kvela ertnairad da kvela gansxvavebulad pikrobs … kvela tavistavadertnairia da kvela tavistavad gansxvavebuli … da saertod samkaro iseti unda ikos rogoric aris : ) da roca shenshi didia protesti,,roca maximalurad ilashkreb inerciis winaagmdeg ,igivea ganudge kacobriobas da iyo iseti gankenebuli rogoricaa hermann hesses hari haleri : D da saertod roca ickeb samkaros agkmas …rodesac tavs gabezrebs inerciuli cxovreba,ertperovneba ..brbo masa da a.sh 2 archevani gakvs …sikvdili an sicocxle … tu sikvdili agirchevia da kovletvis ukmakopilo xar amshin adeki damokvdi xolo tu sicocxle.maximalurad unda gamoikeno igi da isiamovno msigan : ) cocxalmkvdari adamiani codoa …iseve rogorc umizno usicocxlo da urwmuno adamiani : ) ravici me jer chemi mwiri da moumwipebeli cnobierebit am daskvnamde mivedi DD

  15. teji

    სმწუხაროდ, ცოტა გვიან მივხვდი, რომ კარგად სწავლა საერთოდ არაფერ შუაშია მომავლის მიზნებთან. >> ჰო, სამწუხაროდ ამას მეც გვიან მივხვდი.. თუმცა “სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო” გამიგია :))

    რაც შეეხება ბლოგს, ძალიან მომწონს.. საინტერესო თემებია, და რაც მთავარია კარგად არის გადმოცემული =)) ავტორს წარმატებას ვუსურვებ

  16. კოსმიურად თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად ყველაფერი და ყველა მოვლენა დიდი აფეთქების შედეგად გამოწვეული მოძრაობის ინერციაა. არა? 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s