რუსეთი <3 საქართველო. ემოციური კავშირი

,,კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში კახა ბენდუქიძემ თქვა:

რუსეთისთვის  საქართველო გართულებული ცალმხრივი სიყვარულივითაა. რადგან  საქართველოს ეს სიყვარული გაუქრა, რუსეთი შფოთავს.

საინტერესო თემაა მსჯელობისათვის არა? რომელიმე პოლიტოლოგი ამ თემას სხვანაირად შეატრიალებდა (პოლიტიკური ექსპერტი ეწოდება ადამიანს, რომელიც სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობით მინიმალურ ინფორმაციას გასცემს), მაგრამ მე ამ საკითხს ბენდუქიძესავით  მარტივად ვუყურებ. სინამდვილეში საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი კი არა, ორმხრივი ემოციური კავშირია.

წარმოიდგინეთ, გოგონა და ბიჭი ერთმანეთს ხვდებიან. დიდხანს, სტაბილურად, სექსიც აქვთ… გოგონას ჰგონია, რომ ბიჭს ის გულწრფელად უყვარს, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ  ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მას ეგონა, რომ ამგვარ ურთიერთობას მისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.  ისინი შორდებიან. ბიჭს შერიგების მცდელობები აქვს, გოგონა კი თავს ძლივს იკავებს, რომ არ შეურიგდეს. როცა პირისპირ უწევთ საუბარი, გოგონა მტკიცე და დამაჯერებელია, ამბობს, რომ მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენია. ამბობს, რომ მზადაა, ბოლოსდაბოლოს მის გარეშე იცხოვროს.. მაგრამ საკმარისია, რამე პრობლემას წააწყდეს, რომ იბნევა და დაკარგულ იდილიაზე იწყებს ფიქრს.. ჰოდა, კიდევ.. სევდა რომ შემოეძალება, ბიჭის პროფილს ათვალიერებს ფეისბუქზე და იმ სურათებს ალაიქებს, სადაც  ბიჭი ახალ გოგოსთან ერთადაა გამოსახული. თავის მხრივ, ბიჭს შელახული ღირსების აღდგენა გოგონას დაბრუნებაზე მეტად უნდა. ვერაფრით იჯერებს, რომ ის მიატოვეს..  და რატომღაც ფიქრობს, თუ გოგონას ყველა მეგობარსა და თაყვანისმცემელს ჩამოაშორებს, ისევ შერიგდებიან..

აი, ასეთი  მეჩვენება მე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ამჟამად. თითქოს, ფეხებზე გვკიდია რუსეთი, მაგრამ ბოლომდეც არ გვკიდია. ხანდახან, როცა ახალ პარტნიორთან პრობლემები გვაქვს,  ცრემლითაც ვიხსენებთ ხოლმე, როგორც გოგონები  თავიანთ ,,გამიზეზებულ” და ,,მოურჩენელ”  შეყვარებულებს:

,,აი, ხო ასეთი ჩათლახი იყო არა.. მაგრამ დაბადების დღის მოლოცვა არასდროს ავიწყდებოდა ”..

კიდევ რატომ მეჩვენება, რომ საქართველო ემოციურად ჯერაც  რუსეთზეა დამოკიდებული? უყურეთ საინფორმაციო გამოშვებებს. პუტინს რომ სურდო დაემართოს, ყოველი ქართული არხიდან სათითაოდ გაიგებთ ამ ამბავს შესაბამისი კომენტარებით : ეგრე მოუხდება, ღმერთო სჯის, აბა რა ეგონა, აგვისტოში რომ შემოდიოდა…  და ასე შემდეგ.. აი,  დღესაც  ლუჟკოვი გადააყენეს და  მოსკოველებზე მეტად ამ ამბით  ქართველი ჟურნალისტები დაინტერესდნენ. დაფაცურდნენ, პოლიტიკურ ექსპერტებს აზრი ჰკითხეს. იმათაც ჩვეული აბსურდული პასუხები დაარიგეს: როგორც ჩანს, რუსულ პოლიტიკურ წრეებში მედვედევის გავლენა ძლიერდებაო.. არავინ სვამს კითხვას: საერთოდ რატომ გვაინტერესებს ეს საკითხი? რატომ ვკითხულობთ გაფაციცებით რუსულ ნიუსებს, თუნდაც ეს ნიუსები ჩვენ არ გვეხებოდეს? იმავე მიზეზით ხომ არა, რა მიზეზითაც გოგონები ეკითხებიან ხოლმე ყოფილი შეყვარებულების ძმაკაცებს (სადმე რომ გადაეყრებიან): რას შვრება ,,ის”, ცოლი ხომ არ მოუყვანიაო… მოკლედ, ჩვენ ჯერაც ძალიან მიბმულები ვართ რუსეთზე. მისი ყველა წარმატება და წარუმატებლობა გვაღელვებს და  სანამ ეს ასე იქნება, დამოუკიდებლობაზე საუბარიც ზედმეტია.

პ.ს. ჩემს პოსტში გოგონა რომ საქართველოა და ბიჭი_ რუსეთი, შემთხვევითი არაა. რუსეთი აშკარად მასკულინური ძალაა_   200 წელი გვხმარობდა და ჩვენთვის ის პირველი გრძელვადიანი პარტნიორი იყო.  ხოდა, სწორედ ესაა მიზეზი, რომ განშორება ჯერ ვერ გადავიტანეთ. გაიხსენეთ, ქართველ გოგონებს როგორ უჭირთ ხოლმე ასეთი ურთიერთობების დავიწყება . არა უშავს.

გაგვივლის

25 thoughts on “რუსეთი <3 საქართველო. ემოციური კავშირი

  1. ნიი , წარმოიდგინე დაშორების შემდეგ რომ გოგო საქართველო და ბიჭი რუსეთი ერთ ოთახიან ბინაში იძულებით ცხოვრობდნენ ერთად და გოგოს მეგობრების თვალწინ ბიჭი ისევ ტყნავდეს დღეში სამჯერ ამ გოგოს… : )) აი ეგაა : )

  2. ჭეშმარიტებას ღაღადებენ ბაგენი შენნი, კოსმოსიდან კარგად ჩანს ეტყობა ყველაფერი :დ
    საქართველოს რუსეთთან უფრო დიდი ემოციური კავშირი აქვს ვიდრე დასავლეთთან, სიძულვილიც ხო ემოცია, თან პოსტსასიყვარულო სიძულვილი ემოციაა ემოციათა შორის.
    da emociuri kavshiri yvelaze rtuli gasawyvetia, rais biznes partnioroba da samxedro tanamshromlobebi. emocia yvelaze myaria, zizgnarevi sasiyvarulo emociis xo vabshe.

  3. საქართველო რუსეთის ურთიერთობასაც + პოლიტოლოგების გაფარჩაკებასაც აქ თუ ვნახავდი არ მეგონა.

    ანინა კაი გოგო ხარ, მევასები სიმონ 😀

  4. ელიოტ როზუოტერ

    19 წლის ალტერნატივშიკმა კოსმონავტმა რომ იცის იური ლუჟკოვი ვინ არის და ბლოგპოსტს რომ წერს კახა ბენდუქიძის ინტერვიუდან ამოღებულ ფრაზაზე დაყრდნობით, ეს უკვე არანორმალურია :დ

      1. ელიოტ როზუოტერ

        ცუდია 19 წლის კოსმონავტისგან 19 წლის საზოგადო მოღვაწე თუ შეგვრჩება ხელში : )

  5. ერთადერთი, იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ რუსეთი პირველი გრძელვადიანი პარტნიორი იყო. აქამდეც გვყოლია, უბრალოდ ჩვენ არ გვინახავს, წინა ურთიერთობები როგორ და რამდენად მალე გადაიტანა, თორემ “მხმარებლების” მეტი რა გვყავდა )))))

  6. ანი

    შედარება კარგი იყო. ტო ესწ სახალისო.
    რაღაც ნაწილში გეთანხმები, მაგალითად პუტინის სურდოზე, რაც ალბათ ხანძარს განასახიერებდა 😀 იდეაში რუსეთის ხანძარი იმდენად არ უნდა გვეკიდოს, რამდენადაც მისი ეკონომიკა ზარალდება და ჩვენს ”გასაუპატიურებლად” დრო და ფული აღარ რჩება.
    ალბათ მათი ”ნიუსებით” დაინტერესებაც ამით აიხსნება – თუ რუსეთი კარგად იქნება, ჩვენ დაგვერხევა დიდი ალბათობით, თუ ცუდად იქნება, შანსი კლებულობს, რომ ჩვენთვის მოიცლის.

    თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 1:1 ემთხვევიან აიმ ”გოგოს” აღწერილობას და აჭარბებენ კიდეც – არც მალავენ, რომ ენატრებათ.
    მამენტ სადაც შევარდნაძე ენატრებათ, პატრულსა და გაის შორის განსხვავებას ვერ ხედავენ და კერასინკით გათბებიან თუ კარმით, სულერთია, რა მიკვირს, რომ ”მშვიდი, დალხენილი” საბჭოთა კავშირი მოენატროთ.

    მემგონი მანამ არ ”გაგვივლის”, სანამ ჩვენი მეხსიერება ოდნავ მაინც არ გაფართოვდება და ანალიზის და პროგნოზირების უნარი არ განუვითარდება ზოგადად ერს და საზოგადოებას და არა კონკრეტულ ინდივიდებს.

  7. Cinoza

    ისე სიტყვა “გვხმარობდა” შენ თვითონვე ახსენე ისეთი პოსტის შემდეგ როგორიცაა – “იძლევა” 🙂

    მაგ გოგოს, სარკეში ჩახედვა ეზარება და მარტივად, ჯიუტად აჯერებს თავის თავს, რომ კარგად გამოიყურება.

    ნუ მოკლედ. . . სექსნაქონი გოგოსი და ბიჭის რა მოგახსენო მაგრამ ყოველთვის დიდი სიამოვნებით “დავცინებ” ნახევარ საქართველოს (თუ მეტს არა:)) იმ საქართველოს, რომლებიც რუსებს(!) “აგინებენ”. (ასევე მარტივად) ამ ქვეყნის მოტრფიალე და თავგადაკლულ-გაგიჟებული არც მე არა ვარ, მაგრამ მე მიყვარს რუსეთი!!! მიყვარს რუსები!!! (ვისაც ვიცნობ ყოველშემთხვევაში:)) რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს ჩვენი მეზობელია და ამას ვერ შევცვლით, ვერ ავდგებით და სხვაგან ვერ წავალთ, , , არ შეიძლება ასე გაგრძელება. როდესაც ისინი ქაღალდებს აფრიალებენ და ნებისმიერი გზებით დადიან (ყველაფერზე წამსვლელნი:) არ შეიძლება ამას “სტეფანეებმა” მხარი აუბან, , , იუმორისტებმა იხუმრონ – “მეორე რუსეთი არ არსებობსო” და დედებმა შვილები რუსი მოვა და შეგიჭამსო ეგრე გაზარდნონ! მე ყველა რუსს ვეტყვი ვიზეც ენა მიმიწვდება, რომ მიყვარს! =) ..რომ მიყვარს ხალხი და მახატია ყველა ქვეყანა, პრეზიდენტი და საზღვარი ამ ჩემს გლობუსზე !

  8. stumari

    did kactan patara kacsa rodis gasvlia martalio da……. xoda xmarebas rac sheexeba yvela diidi da dzlieri “gvxmarobs” da ase ikneba…ra gansxvaveba ikneba tu chvens winaprebs rusebze eknebat nostalgia,chvens taobas e.w. dasavletze?! da danarchenebic chvens gasaketebel “sakmeebs” vaketebt jurnalistebivit…albat…

  9. Alex

    რატო მოვხვდი ამ გვერდძე მეც მიკვირს 🙂
    ისე პირველი სურათზევე მივხვდი რომ შენი სტატია იყო
    რამოდენიმე წლის წინ სადღაც გეპატიჟებოდი და სტილი დამამახსოვრდა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s