ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოსირდა

თუ ოდესმე შეხვედრილხართ გოგოს, რომელიც ამბობს, ჩემს ყველა ყოფილთან ვმეგობრობო, არ დაუჯეროთ. ეგეთი კარგები რომ ყოფილიყვნენ, კი არ დაშორდებოდა. მას უბრალოდ იმის თქმა სურს, რომ ყოფილებთან არ ჩხუბობს და თუ ქუჩაში გადაეყარა, თბილად მოიკითხავს. ეგ მეგობრობა არაა. მე ზუსტად ეგრე ვხვდები ჩემს ყოფილ მეზობლებსა და პარალელურ კლასელებს. რომ არ ვხვდებოდე საერთოდ, არც მაგით შევწუხდებოდი. მაგრამ თუ ყოფილის ნახვა საშინლად არ გინდა, ეს უკვე სხვა საქმეა. თუ რუსთაველზე ორიოდე ნაბიჯის გავლას თავს მხოლოდ იმიტომ არიდებ, რომ გეშინია, თვალი არ მოგკრას.. საუბარიც ზედმეტია. შენი ყოფილი შეყვარებული სირია.

როგორ წესი, ყოფილი შეყვარებულები მაშინაც სირები არიან, როცა მათი სტატუსი სიტყვა ყოფილს არ შეიცავს, მაგრამ ასეთ დროს ჩვენ საკმარისად ვართ შეიარაღებულნი სხვა არგუმენტებით, რომლებიც იწყება სიტყვით ,,სამაგიეროდ” და მთავრდება ფრაზით : ,,თან, ძალიან ვუყვარვარ”. ეს არგუმენტები ჩვენ უფრო გვჭირდება,ვიდრე სხვებს, რადგან ასე თუ ისე, არც ერთ (ჭკვიან) ქალს არ სიამოვნებს იმის აღიარება, რომ არჩევანში შეცდა. აი, მეც, სათაური რომ დავწერე, ასე ვიფიქრე. ხომ იფიქრებს ხალხი, რატომ ხვდებოდა ანინა სირსო.. იქნებ შევცვალო და ასე დავწერო: ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოშტერდა-მეთქი. მაგრამ მაშინვე დავასკვენი, რომ შტერი შესაფერისი სიტყვა არაა.

ჩვენ უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. უცნაურად გაცნობა ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომელიც ყოველთვის, როცა დაშორებას დააპირებ, თავს გახსენებს და ტვინს გიჭამს: როგორ უნდა დაშორდე ახლა. თქვენ ხომ ასე უცნაურად გაიცანით ერთმანეთი.

არადა, რატომ არაა რომანტიკული ბიჭის გაცნობა მეგობრის ქორწილში. შენ ტარხუნის ლიმონათს სვამ, ის- მოშინდისფრო ღვინოს. ბანკეტის დროინდელი კოსტიუმიდან სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდი ,,კენტი” უჩანს. შენ ფეხები მაღლებზე სიარულისგან გაქვს დაღლილი, მას_ ფეხსაცმელი უჭერს. საუბრის დაწყებაც ადვილია: თქვენ- სიძის მხრიდან ხართ თუ… არა, არა, მართალი ხართ. ეს ყველაფერი საშინლად არარომანტიკულია. სამაგიეროდ, რაც შაბლონურია, ყველაფერი მარტივია.

ის კი.. ის რთული იყო. სტუდენტები ჰყავდა ერთ-ერთ ტრაკშიპერო უნივერსიტეტში. ჩემხელა სტუდენტები. სულ ჭკუას მასწავლიდა, კოცნასაც მასწავლიდა, ცხოვრებას მასწავლიდა. ფიქრობდა, რომ განათლებულია და ნიჭიერი და ახალგაზრდაც. სინამდვილეში კი არც განათლებული იყო (მე წიგნებს ვკითხულობდი, ის აუდიოწიგნებს უსმენდა და ჩემს მონაყოლსაც გულდასმით იმახსოვრებდა). არც ნიჭიერი ეთქმოდა და არც ახალგაზრდა. ის 31 წლის იყო, მე_ 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორში ის ჩემზე წარმატებულად ითვლებოდა, მე მასზე მეტი შემოსავალი მქონდა. ხოდა, ვინც ფულს შოულობს კაფეში 2 ჭიქა ყავისათვის, წესით, წესებსაც ის უნდა ადგენდეს. მაგრამ ჩვენთან ეგრე არ იყო. ის ამომავალი გენია იყო. მე კი 18 წლისა და უკვე ჩამავალი.

რაც მართალია, მართალია. ჩემთვის არ უღალატია. დავშორდი იმიტომ, რომ მისი მბრძანებლობა ყელში ამომივიდა. ამის შემდეგ კვირაში ერთხელ სტაბილურად მწერდა ,,მომენატრეს” და თვეში ერთხელ მთხოვდა, 50 ლარი მასესხე ხელფასამდეო. თუ კარგ ხასიათზე ვიყავი, ვაძლევდი კიდეც (ფულს). ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით, როგორც თვითონ ამბობდა.

მერე ისე მოხდა, რომ ერთდროულად ჩემი ყველა ნაცნობის შებმა დაიწყო. იქნებოდა ეს ნათლიაჩემის ახალგაზრდა დაქალი, რომელიც ერთხელ ქუჩაში შეგვხვდა და მერე ფეისბუქზე დაიმატა თუ ჩემი ამჟამინდელი შეყვარებულის ნათესავი, რომელსაც სურათზე დავუწერე, რა ლამაზი გოგო ხარ-მეთქი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ძალიან უნდოდა, ამ გოგონების შებმაში მე დავხმარებოდი.


_ უთხარი რა, რომ ჭკვიანი ვარ.

_უთხარი, ძალიანაც კარგი, რომ გაიცანი-თქო.

ჯერ თავაზიანად ვპასუხობდი, თვითონ მიხედე თავს-მეთქი და ვგულისხმობდი, თუ გოგოებს ვერ აბამ, დაანძრიე-მეთქი. ბოლოს კი მთლად აღვშფოთდი და ხმამაღლა გავეპასუხე: სულ გამოსირდი-მეთქი.

_ რომ მხვდებოდი, მაშინ სირი არ ვიყავიო? _ ღმერთმანი, ხანდახან რა ლოგიკურია ხოლმე.

_ ალბათ, იყავი.

_ მაგ ლოგიკით, შენც სირი გამოდიხარ_ ამბობს და ელოდება, რომ უკან დავიხევ, ვეტყვი, რომ არა, სირი არაა. უბრალოდ, ზედმეტი მომივიდა.

მე კი ვპასუხობ: შეიძლება ეგრეა. მაგრამ შენ რომ სირი ხარ, მაგას წყალი არ გაუვა.

შევთანხმდით, ორივე სირები ვართ.

და უცებ- თვის ბოლომდე 50 ლარი მასესხე რა?

_ გაჩუქებ. ოღონდ შენთან შეხვედრა რომ არ დამჭირდეს, გადმოგირიცხავ. გქონდეს და ცხოვრებაში აღარ მომწერო. _ ვეუბნები და ვხვდები, რომ ეს ისაა, რაც ჩემგან ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

სულ გამოსირდა.

ისე, კვირას დაქალის ქორწილში ვარ დაპატიჟებული. იქნებიან სიძის მხრიდან ბიჭები, ალბათ..

52 thoughts on “ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოსირდა

  1. ბოლო აბზაცმა დაგლიჯა 😀

    კოცნასაც მასწავლიდა

    ამაზე ძალიან დიდი ლოლ : ))
    ჭკუის და სხვა რამის რა მოგახსენო, მარა ეს დანამდვილებით ვიცი, რომ სხვისგან არ გესწავლება : ))

  2. zaba

    სანამ მეოთხე აბზაცს წავიკითხავდი კინაღამ გულ გამიჩერდა, მაგრამ მერე გამეცინა :დ
    (ისე ეს ნაწერიც ანინას მემუარების ციკლიდანაა და მე მგონი მართლა დაბერდი 😉 )

  3. ვიცინე, ვიცინე, ვიცინე…
    სულ რამდენი შეყვარებული გყავდა?
    საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ამდენივე (თუ ცოტა მეტი არა!!!!) საინტერესო პოსტი გამოცხვება.
    და სააერთოდ, გააკეთე რუბრიკა “ჩემი შეყვარებულები და სხვა ცხოველები”. 😀

  4. “ისე, კვირას დაქალის ქორწილში ვარ დაპატიჟებული. იქნებიან სიძის მხრიდან ბიჭები, ალბათ..”
    ეს მაგარი იყო 😀

    არაჩვეულებრივად წასაკითხი პოსტია. ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე.

    სირებს რაც შეეხება, ყველას ჩვენი გვყავს მართლა, როგორც თაკამ თქვა. 😀
    ხოდა კაცი ფულს შეყვარებულს რომ სთხოვს, რავიცი რავიცი.

  5. “თუ ოდესმე შეხვედრილხართ გოგოს, რომელიც ამბობს, ჩემს ყველა ყოფილთან ვმეგობრობო, არ დაუჯეროთ. ეგეთი კარგები რომ ყოფილიყვნენ, კი არ დაშორდებოდა. მას უბრალოდ იმის თქმა სურს, რომ ყოფილებთან არ ჩხუბობს და თუ ქუჩაში გადაეყარა, თბილად მოიკითხავს. ეგ მეგობრობა არაა. ”

    – 😀 დამიჯერეთ. არ ვჩხუბობ, დაშორების შემდეგ, კინოშიც ვიყავით, რამდენჯერმე მეგობრულად შევხვდით, გვაქვს მიმოწერა, თბილადაც ვიკითხავთ ერთმანეთს. :)) მეორესთან კი ნამდვილად ვმეგობრობ. :))))

    1. ვეთანხმები ანინას… ყოფილებთან მეგობრობა სისულელეა და არ არსებოს. :))) ნუ ხანდახან მესიჯით მოკითხვას არ ვგულისხმობ და ქუჩაში შეხვდა და გემრიელად მიიკითხ მოიკითხას.
      აი ასე ინტიმურ დონეზე მეგობრობა, ანუ ერთი ერთზე არ გამოვა… შანსი არაა…. ნუ მაშნ ან ის იყო გადაცდომა რაც მანამდე გქონდათ, ან ეს რაც ახლა….

  6. მეტს არაფერს დავწერ, გარდა ერთისა: ეგეთებზე უარესებს კიდევ ბლომად გადაეყრები, უარესებსაც გაგიკეთებენ და მოგთხოვენ და მოდი, შენს თავს შენ თვითონვე უწოდე, რაც გინდა ის. თუნდ აქ, თუნდ შენს გულში :*

    პ.ს. ბოლო დროს საშინლად მინდა ხაჭაპურის არაოფიციალურ ვითარებაში ჭამა და სადმე არ გავიდეთ?

  7. სულ მიკვირდა ასეთი ტიპების არსებობა. სად პოულობთ?
    ნუ მეგობრის ქორწილების გარდა… საერთოდ ტიპი რომ ქალსიგან ფულს სესხულობს ეს უკვე არ მომწონს. შეიძლება ძველი ვარ, აზიატი, და მურტალი ქართული ,,ტრადიციული” მენტალიტეტი მაწუხებს, მაგრამ, ტიპი ქალისგან ფულს არ უნდა სესხულობდეს. ეს ფაქტია. ამ წვრილმანებისგან შედგება სირობა ადამიანობის საზღვარი.

    1. boroti aspiti

      გოგონა რომელიც გოიმური ნაწარმოების გმირია. ქართული შხამიანი ხელოვნების თესლის ნაყოფი.
      რატომ იკლავ თავს?
      ან თქვენ?..

      დეპრესიაში ჩაგაგდებს ეს ყოველივე!
      თავს შეგაზიზღებს!
      გაგაგიჟებს!

  8. im dges bidzachemma gamomiara, magar adgilas unda cagikvanoo dzaano da magrad gamixarda, mivxvdi ukve sadac mivyavdi… tvalebi daxucheo da davujere patara bavshvivit.. 20 wutshi mivedit manqanit, mere sadgac matara da matara.. davrwmundi egaa tqo! eg! eg xom miyruebul adgilshi unda iyos! xeli mtaca ucbad bidzam da ragac rbilze damsva..mec magas velodi..xelebis paturi daviwye da tedzoebis standartuli magistvis sachiro modzraoba cin-ukan… magars visworebdi.. ukve vyvirodi, vxneshdi, opls vgvridi wyalivit! … – ras shvebi valer?! -gaocebit idzaxis bidzachemi – gaaxile tvalebi!.. da mec gavaxile.. bidzachemma sachukari gamiketa.. gamomitala xis cxeni, romelic kanaobda… da me mag cxenze shishveli vijeki… mere momerida bidzachemis, buchkebshi davimale da evas davabrale yvelaperi… magis mere davkacdi da gavizarde… srulyopileba davkarge da imitom.. imis mere ganvvitardi radgan mizani momeca – dabruneba srulyopilebis… imis mere vjdebi xis cxenebze da is xis cxenebi ukve eva aris…

  9. ა)დავიწყოთ იქიდან რომ ბევრისგან განსხვავებით საერთოდ არ მომწონხარ.
    ეს თავშივე მინდა იცოდე, რომ შესაბამისად განეწყო ამ დანატოვარის წასაკითხად.
    ბ)ვეცდები ტექსტში ნახსენები სიტყვებითვე გესაუბრო და თემასთან დაკავშირებითაც რაღაცებს დაგიწერ.

    1. “თუ ოდესმე შეხვედრილხართ გოგოს, რომელიც ამბობს, ჩემს ყველა ყოფილთან ვმეგობრობო, არ დაუჯეროთ. ეგეთი კარგები რომ ყოფილიყვნენ, კი არ დაშორდებოდა.”
    -ძალიან მცდარი წარმოდგენა გაქვს შეყვარებულების დაშორებაზე. შენ და შენი ყოფილები თუ ლანძღვა-გინებით და წყევლა კრულვით შორდებით ერთმანეთს ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველასთან მსგავსი შემთხვევაა. დაშორების მიზეზი მაინც და მაინც ჩხუბი და აურზაური რატომ უნდა იყოს ვერ ვხვდები. ძალიან ცივილიზებულად, ყოველგვარი სკანდალების გარეშე შეიძლება დასრულდეს სიყვარულობანა.
    ან კიდე: ვიმე ვინმეს თუ დაშორდა ეს იმიტომ მოხდა რომ ის სირი აღმოჩნდა? არა! შეგნებული ადამინი, საღად მოაზროვნე, პაემანზე მეორე ნახვაზე არ ზასაობს და მერე დაქალებთან არ ახმაურებს ფეიერვერკს მაგარი ბიჭის ნახვით “აღფრთოვანებული. ისე, ამ შემთხვევაში რომელი უფრო სირია: ის გოგო რომელსაც გონია რომ მას “მაგარი ბიჭი” ჰყვარობს თუ ის “მაგარი ბიჭი”, რომელიც ძმაკაცებთან იქადნის რო ერთ გოგოსთან საზაობით სკდება. არც ერთი არაა ერთმანეთზე ნაკლები მე თუ მკითხავ.
    ისე ამ შენს წინადადებაში რატომაა გამორიცხული ბიჭის მხრიდან დაშორების ინიციატივის გამოჩენა ეგეც გაურკვეველია.

    2.”როგორ წესი, ყოფილი შეყვარებულები მაშინაც სირები არიან, როცა მათი სტატუსი სიტყვა ყოფილს არ შეიცავს, მაგრამ ასეთ დროს ჩვენ საკმარისად ვართ შეიარაღებულნი სხვა არგუმენტებით, რომლებიც იწყება სიტყვით ,,სამაგიეროდ” და მთავრდება ფრაზით : ,,თან, ძალიან ვუყვარვარ”.”
    -ერთი რა მაინტერესებს: შენა ეგ რომელი წესის თანახმადაა ეგრე?
    მერე კიდე მეორე: სირი მხოლოდ ის ბიჭი არაა , არანაკლები კალიბრისაა ის გოგოც, რადგან მისთვის საკუთარი მე ბევრად დაბლაა ვიდრე ვიღაცის ემოცია. ყველასთან იყოს მაშინ ვისაც მის მიმართ სიყვარული ამოძრავებს, არა? შენი ლოგიკით კი.

    3.საკმაოდ უარყოფითად ახასიათებ შენს ყოფილს. მასთან შედარებით კი საკუთარი თავი ცამდე თუ არა მთის მწვერვალზე მაინც აგყავს. ვეჭვობ მკითხველის თვალში შთაბეჭდილებები პირიქით არ იქმნებოდეს. რა გგონია, რაც უფრო ცუდად დაახასიათებ მას, მით უფრო ცუდი შეიძლება გამოჩნდე შენც. თქვენ ხო ოდესღაც სასიყვარულო ისრით იყავით განგმირულნი.
    ისე, შენი მეგობრები თუ ფიქრობენ იმაზე რომ ოდესმე შესაძლოა (ნამდვილად არ გისურვებ ცუდს!) რამე ნიტო მოხდეს თქვენ შორის და მეგობრები აღარ იყოთ. ნეტა მათ როგორ მოიხსენიებდი ასეთ შემთხვევაში?

    4.”შევთანხმდით, ორივე სირები ვართ.” იცი რა? სულ არ მაინტერესებს შენს ბლოგზე რას დაწერ საკუთარ თავზე. არც ის მაინტერესებს მასეთი თვითშეფასებით ანგრევ თუ არა სტერეოტიბებს? შეიძლება გინდა მარგინალიც იყო. ერთი ოდნავ მაინც დაფიქრდი ვინც ასეთ რამეს კითხულობს შენზე, წერს რომ პოსტი ძალიან მაგარი იყო, ბევრი იხალისა და “ნიჭიც” შეგიქო, რეალურად რა შეიძლება იფიქრონ მათ? (არავის კონკრეტულად არ ვგულისხმობ). შენ რა გგონია ყველა ღიმილი ღიმილია? დაფიქრდი რას წერ და იქნებ ჯობდეს საკუთარ თავს სცე პირველ რიგში პატივი.

    5.”ისე, კვირას დაქალის ქორწილში ვარ დაპატიჟებული. იქნებიან სიძის მხრიდან ბიჭები, ალბათ..”
    -ამდენი წერე ქორწილში გაცნობილ ბიჭზე, სულ სირი ეძახე, მიწასთან გაასწორე მამენტ. და ისევ წერ რომ ქორწილში მიდიხარ და ბიჭების ყოფნის იმედიც გაქვს.
    რავიცი დასკვნა შენით გამოიტანე.

  10. ჩემს ბლოგზე ნუღარ შემოხვალ თუ ნერვები გეშლება : ) კარგი?
    მით უმეტეს, რომ ასე ამბობ:
    ,,სულ არ მაინტერესებს შენს ბლოგზე რას დაწერ საკუთარ თავზე..ო”

    მიხარია, რომ წაიკითხე, აზრი გამოთქვი და ასე შემდეგ..

    და კდიევ ის.. ნუ ეცდები, ყველაფერი დაიჯერო, რასაც ამ ბლოგზე ნახავ : ) ეგრე მარტივადაც არაა ხოლმე საქმე : )
    მიყვარხარ

      1. Dave

        ნიკსოლოგ ბრატუხ თავიდან მეგონა “კონკურენციის” შეგეშინდა და ანინას მიწასთან გასწორება გქონდა განზახული, აბა ამდენს კლავიატურას არ აწვალებდი რაღაც ღირებულება რომ არ გააჩნდეს ამ ჩვენს ყვერება ანინას, მაარა შენი პოსტზე ემოციები ვერდავმალე, აეგრეუნდა შეყლეო ჰაჰა ეეგრე თქო! სწორს ბაზრობ, ანინაც ყვერი არსებაა და შენც წაუყლევე ეხა რომ არ დაიკიდე მარა რავი, მე ორივე მევასებით, განა იმიტო რო მემგავხართ,(ჰო, ეგეთი ყლე არსებებიხართ თქვე ყლეგოისტებო, რაც თქვენთან ახლოა ისგევასებათ, ვიღაცისთვის ანინას წერის მანერა საკუთარი იდეალური წერის სქილების პიკის მომენტია, ამიტომ არიქა ანინა, უნდამოგტყნა, ბავშვიმინდა შენგან და რაავი, ანინასპასუხიან კომენტარს დავუწყე ძებნა ეგრევე, ვიღაცის მაინდბლოუინგ ქომენთი არდაევასება და მიაჯვავს თქო, თქვენიბრალია, ლეღვები რომ ხართ ყველანი ვინცაკომენტარებთ!) პროსტა მისწორდება ორ ლეღვ არსება მაინცაა, ვისთან შედარებითაც იდიოტი არ ვარ…
        ფუ რა ყლეხარ, ეეს ამხელა სმს ბოლომდე რამწაგაგითხა, შეგეცი დედიან ბუდიანად! ჰო, ჰო შენგეუბნები, ვისეძებ?!

  11. უცნობი

    მშვენიერი პატარა მოთხრობაა, რა გამოძიებები მოაწყეთ აქა.
    უბრალოდ, სიტყვა სირი იმდენჯერ იყო ნახმარი, რომ ცოტა ყურს მჭრიდა. მარა, ამასაც აიტანს კაცი როგორმე…

  12. Nazgha

    “სინამდვილეში კი არც განათლებული იყო (მე წიგნებს ვკითხულობდი, ის აუდიოწიგნებს უსმენდა…)”

    მკითხველი მსმენელთან შედარებით აპრიორი განათლებული რატომ არის? 🙂

  13. amdremari amperi

    :D:D:D hehe. sasacilodaa dawerili mara anina minda erti rcheva mogce da gaval. jobia gadaechvio aset postebs da saertod iset cxovrebas rac me am nawerebidan da postebidan gamovitane shens shesaxeb (imedia vcdebi), torem ertxelac iqneba gatxoveba mogindeba da … INANEB :D.

  14. iazva

    მართლაც ძალინ ძნელია აღიარო რომ ხანდახან შეიძლება შეცდე ადამიანში, მთავარია დროზე მიხვდე და გაწყვიტო ურთიერთობა
    სიყვარულით, გამოსირებული EX-ს მფლობელი :დ

  15. dato

    რა დედამ შობა და რა ოჯახში აღიზარდა ის მართლა სირი შენისთანა კახპასთან რომ ქონდა ურთიერთობა. – „ იქნებ შევცვალო და ასე დავწერო: ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოშტერდა-მეთქი. მაგრამ მაშინვე დავასკვენი, რომ შტერი შესაფერისი სიტყვა არაა.“ არავითარი იქნებ – კახპა! ამაზე უფრო რბილი სიტყვა ( ძუკნა მაგ.) სრულად ვერ გამოხატავს შენ არსს.
    გავეცანი შენს ლიტშედევრს აქ გამოფენილს, სხვა ბევრიც გექნება. თავს იწონებ ! გიწონებენ სხვები ამ ქმედებას, შენც პატივისცემის ნიშნად მოუწონებ, ნაღრძობი გონების ნაშრომს და იკვრება ასე წრე გახარებულთა.
    ასეთი, რომ ხარ ეს შენი მშობლების ბრალია და ასეთი ვისაც მოსწონხარ ეს იმათი მშობლების ბრალია – ჰო-ი-და თქვენს მშობლებს შესცეს სამყაროს ყველა სულდგმულმა!!!

  16. anagabrieli

    მეც მყავდა მასეთი )) და სხვთაშორის საბოლოოდ რომ დავშორდით მომიტრიალდა და 10 ლარი არ გაქვს შაურმა ვიყიდოვოო?? აი მაშინ …:D

  17. john

    ეს ჩემი მოწმობის კარგი საქმეა, რომელიც ჩემი მეუღლის დაბრუნებაში დამეხმარა ჩემი სახელია ჯონი და მე ვარ კანდაში. ჩემი ცხოვრება დაბრუნდა !!! 8 წლის ქორწინების შემდეგ, ჩემი მეუღლე ჩემს შვილთან ერთად დატოვა. ვიგრძენი, რომ ჩემი სიცოცხლე დამთავრდა და ეს არღვევს. მადლობა ჯადოსნური სახელი Schamberc, მე ონლაინში. ერთ დღეს, როდესაც ინტერნეტით ვსწავლობდი, ვეძებდი კარგ პრობლემას, რომელსაც შეეძლო ჩემი პრობლემების მოგვარება. მე მაქვს რამდენიმე მიმოხილვა ამ კონკრეტულ მართლწერის. ზოგიერთმა აჩვენა, რომ ის თავის ფქვილს აგროვებდა. ზოგიერთი ამტკიცებდა ოსტატის აღდგენას; ზოგი აჩვენა, რომ მას შეუძლია ჯადოსნური ჯოჯოხეთი შეაჩეროს და მიიღოს იგი. კერძოდ, ვნახე, რომ ის იყო ჟელატინის ქალი, მან აჩვენა, რომ სააკრედოტი თავის ქმარს 72 საათის განმავლობაში დააბრუნებს და მისი ჩვენების დასასრული ელ-ფოსტის დასასრულია. ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე დღისით გამოვცადე. ეუბნება მას ელ-ფოსტით და განმარტა, რომ ჩემი პრობლემა მასთან. სულ რაღაც 3 დღის წინ დავბრუნდი. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პრობლემები და ჩვენ უფრო ბედნიერები ვართ, ვიდრე ადრე. მართლაც, ნიჭიერი და ნიჭიერი ჰიინგზე უნდა ჩაიცვი და შეუძლებელი ვარ, რადგან ის მშვენიერი პიროვნებაა … თუ პრობლემა გაქვთ და ეძებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად მჯდომარე და ჭეშმარიტი ამომრთველებით. გაირკვეს დიდი დღე დღე; ეს შეიძლება იყოს პასუხი თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით. აქ არის მისი საკონტაქტო პირი: ელფოსტა chamberc564@yahoo.com
    whatapp ნომერი +234 808 877 7194

Leave a reply to 124 კომენტარის გაუქმება