მეძავთა ლოცვა გაფრენისათვის

ა)

ქალაქის ცაზე  ვარსკვლავები არ ჩანს. ეს ლოგიკურია, ჩვენი ლამპიონები  მძლავრად ანათებენ. ან ვის რად უნდა ვარსკვლავები, პატარა, ფეხშიშველა  ანტიკური ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ზეცის რუკები ვხატოთ.. ნეტავ ვარსკვლავებმა თუ იციან, რომ ნიუ-იორკში ისინი საერთოდ არ არსებობენ, თბილისში კი_ იშვიათად..

ბ)

ოდესმე ყველა მეძავი დაიმსახურებს კოსმოსში გაფრენას. ისინი საკმარისად დაღლილნი იქნებიან დედამიწისაგან და აუცილებლად გაფრინდებიან. და თუ თან მხოლოდ 1 კლიენტის წაყვანის უფლება ექნებათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, ყველა მეძავი იმ კლიენტს აირჩევს, რომელსაც სიმთვრალის გამო არ აუდგა და  მთელი ღამე ვარსკვლავებზე ლაპარაკობდა.

გ)

ოდესმე ყველა დაიმსახურებს კოსმოსში გაფრენას. ჯორჯ ბუშიც კი, რომელიც მარსზე სტაბილური დემოკრატიის დამყარებაზე იჩალიჩებს _ ისეთი დემოკრატიისა, რომელიც  ამ რეგიონში სხვა პლანეტებისათვის სამაგალითო გახდება.   როცა ერთი შესრუტვა ვარსკვლავური მტვერი ძალიან გაძვირდება, ამერიკელები პრეზიდენტად რესპუბლიკელს აირჩევენ და  იგი წამოიწყებს ,,ომს მშვიდობისათვის”  კოსმიურ ერაყში.

დ)

ოდესმე ჩვენ ყველანი, მოწყენილნი საკუთარი უსუსურობის გამო და უსუსურნი საკუთარი მოწყენილობის გამო, დავიმსახურებთ კოსმოსში გაფრენას. მივატოვებთ ჩვენს კეთილმოწყობილ სახლებს კეთილმოუწყობელ უბნებში,მივატოვებთ განვადებით გამოტანილ მანქანებს, მივატოვებთ  1000 ნაყიდ ესემესს მობილურზე, მივატოვებთ პორნოებით სავსე ე-დისკებსა და კარადაში შეჩურთულ ბავშვობის სათამაშოებს, მივატოვებთ საწოლის უკან გადაცვენილ კალმებსა და ფაიფურის სპილოებს პიანინოს თავზე, მივატოვებთ დაუკმაყოფილებელ ცოლებს, ეჭვიან ქმრებს და ყველაფერს და  გავალთ კოსმოსში. გაგარინი იქ საბოლოოდ გახსნის ოულტ უიტმენის ქუჩას და  ჩვენ ყველანი ამ ყველაზე სირულ ქუჩაზე ვიცხოვრებთ.

ე)

თუკი რომელიმე მეძავი რომელიმე ბინძური ოტელის რომელიმე ბინძური ოთახის  ღია ფანჯრიდან ცას უყურებს, ეს ნიშნავს, რომ მას ბოლო კლიენტი შეუყვარდა. აი, ის_ სიმთვრალის გამო რომ არ აუდგა და მთელი ღამე ვარსკვლავებზე ლაპარაკობდა.

14 thoughts on “მეძავთა ლოცვა გაფრენისათვის

  1. ფართოდ გახსენი საზღვრები! ეს მომწონს!
    მაქსიმალური წარმოსახვის უნარი, ყველაფრის დაშვების მაღალი ხარისხი და დროთა განმავლობაში იდეალურად მოაზროვნე პიროვნება უკვე საკუთარი დაწესებული საზღვრებითა და ჩარჩოთი.
    პატივისცემით მე

  2. უცნობი

    კარგია… განსაკუთრებით ის, რომ სმა არ დაგიწყია.
    ისე კი თუ ბუშის ფრაგმენტს გაასწორებ ან ამოიღებ, ეს პოსტი საუკუნეებს გაუძლებს. 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s