გუშინ მეგობართან ვიყავი სტუმრად. 11 წლის და ჰყავს, ლამაზი გოგოა. ლიზა ჰქვია. მასაც, ისევე როგორც პატარა დების სრულ უმრავლესობას, მოსწონს, როცა უფროს დას მეგობრები სტუმრობენ. მას რომ ვაკვირდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. ჩემი და იმხელა იყო, რამხელაც ახლა მე ვარ.. და მე აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი დის მეგობრებით, რომლებიც ხმარობდნენ მაკიაჟს, ბევრ უცხოურ სიტყვას და ჩუმ-ჩუმად სიგარეტსაც ეწეოდნენ ხოლმე. ლიზამ კეთილგანწყობა და გულახდილობა რომ შემამჩნია, არც მეტი, არც ნაკლები, მკითხა, ბიჭები როგორ უნდა შევაბაო.. ოდესმე გაგიციათ ასეთი შეკითხვისთვის პასუხი? მე _ კი, თუმცა 11 წლის გოგოსთან არა. მე ვუთხარი, რომ ბიჭების შებმა საერთოდაც არაა აუცილებელი და რომ ისინი თვითონვე შეებმებიან, როცა ლიზა დიდი და ჭკვიანი გოგო გახდება. მოტყუება აზრადაც არ მომსვლია, მგონი, უბრალოდ წავიოცნებე ისეთ სამყაროზე, სადაც ბიჭები ჭკუას კარგავენ ჭკვიან გოგოებზე. სინამდვილეში, ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: ))
შებმის კონკრეტული რეცეპტები მე არ მაქვს. მგონი, არც სხვებს. ასეთი რამეები ყვითელი პრესის ჟურნალისტებს უნდა ჰკითხოთ. უამრავი სტატია მაქვს წაკითხული ასეთი სათაურებით: როგორ მოვიქცეთ პაემანზე; როგორ შევაყვაროთ ბიჭს თავი; როგორ გავიგოთ, ბიჭი, რომელიც მოგვწონს, მეგობრულად გვიყურებს თუ არა და ასე შემდეგ..
სულ მინდება ხოლმე მათი ნახვა, ვინც ასეთ სტატიებს წერს. ვინ არიან ეს გოგოები თუ ქალები.. ცნობილი გულთამპყრობელები? ფსიქოლოგები? სოციალური მედიის ექსპერტები? (ლოლ) მგონი, არც მეტი, არც ნაკლები, ონანისტები არიან (თუმცა, ეს სოციალური მედიის ექსპერტობას ხელს სულაც არ უშლის). რეალური ურთიერთობები არასდროს ჰქონიათ, სამაგიეროდ, ზეპირად იციან არარსეული ურთიერთობების ყველა ეტაპი. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ გოგო რაც უფრო მაღლა დადგება და თავს არავის ,,გაუყადრებს”, მით უფრო მიმზიდველი ექნება. სჯერათ, რომ
,,კოცნა მხოლოდ დიდი და შეურყეველი სიყვარულის შედეგი უნდა იყოს, რომელსაც არ ინანებ და ეს ”პირველი კოცნა ” უნდა გაგყვეს ცხოვრების ბოლომდე იმავე ადამიანთან ერთად, ვინც გაკოცა”.. სჯერათ, რომ ბიჭებს გოგონებში ლოყაზე გაჩენილი ფოსოები მოსწონთ.
არადა, კითხვა, როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს, სრული უაზრობაა. გააჩნია ბიჭს, გააჩნია ქვეყანას, გააჩნია, დილაა თუ საღამოა, გააჩნია, როგორ ხასიათზეა და იმასაც გააჩნია, როგორ ეძინა წინა ღამეს. გააჩნია, როგორ გამოიყურებოდა მისი პირველი ქალი; გააჩნია, როგორ ზრდიდა დედა და როგორი საძმაკაცო ჰყავს.. ხოდა, კიდევ… გააჩნია, რამდენ საათს ატარებს პორნოს ყურებაში. ახლა კიდევ გჯერათ, რომ არსებობს რაიმე ზოგადი რეცეპტი ბიჭის შებმისათვის?
აბა, ბიჭებს ჰკითხეთ, მიაჩნიათ თუ არა თავი ისე მარტივებად, რომ მათი შებმა ჟურნალებიდან ამოკითხული რჩევებით შეიძლებოდეს.. თუმცა, მათზე რას ვამბობ.. ქალების შესახებ ბიჭების ცოდნაც მხოლოდ სტერეოტიპებით შემოიფარგლება.. ამ სტერეოტიპების შესახებ შემდგომ. ახლა წავედი, ყავა დავადგა და პელევინს ჩავუჯდე.. ასე თუ ისე, ლიზას ჭკვიანი გოგო ვგონივარ.
ზუსტი ხარ.
ლოყაზე ნაკეცები ყველა ბიჭს მოწონს 😉
აჰა, მორიგ სტერეოტიპში ჩაგვსვეს.
ლოყაზე ნაკეცი ღიპი და მოდუნებული ხორცი მთელს სხეულზე უბრალოდ აგიჟებს ბიჭებს. ცელულითიც თუ გექნება ყველა შესაძლო ადგილას სხეულზე (ამას ქართველები ახერხებენ) ეგეც ძალიან მიმზიდველია.
100%
ხო, კიდევ ერთს დავამატებდი: გააჩნია ბიჭი რა თვალზე შემოგხედავს. მაგათ დეეფსოთ თვალები:)))))
ნაწყვეტი ერთი ანეკდოტიდან:
_ როგორ შევაბათ კაცი?
_ გაიხადეთ…
ეგეც მოსულა, მარა გააჩნია შებმას რას ეძახი 🙂
კაცის შებმაზე ადვილი არაფერია… მერე შენარჩუნებაა ძნელი 😉
mmm… posti chems daze….:D xoda warmoidgine am dawyevlil blogosferoshi rom agmochndes mere ra iqneba : (
I love Thai girls.
რა კარგია როცა ხედავ, რომ კიდევ ერთით მეტ ადამიანს არ სჯერა და ეღიმება სოციალური მედიის (ზოგიერთებმა მომიტევოს და) შტერი ექსპერტების ნაბოდვარზე…
არ არსებობს ცხოვრების რეცეპტები და სტერეოტიპები, იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით, გქონდეთ დამოუკიდებელი აზრი, მითუმეტეს იმ საზოგადოებაში სადაც ტყუპებიც კი იშვიათად გვანან ერთმანეთს!
ჰოდა ან გაგიმართლებთ და ან არა, ან “შეაბამთ” და ან არა, ეს ცხოვრებაა და შეეგუეთ!!!
თათა 1 რაღაცას გეტყვი ტყუპების მსგავსება ათაში ერთია და ეს ითვლება როგორც გამონაკლისი შეგიძლია წაიკითხო 9 კლასის ბიოლოგიის წიგნი გაერკვევი ბევრ რამეში და შდარებასაც ისწავლი რა რას უნდა შეადარო… უბრალოდ იმიტომ მოგწერე რომ ისეთი სისულელე აღარ დაწერო რაც ეხა დაწერე
სტერეოტიპებით გატენილი პოსტია. რას ნიშნავს შებმა? ანუ რაღაცაზე გინდათ დაიყოლიოთ ადამიანი. გააჩნია ეს რაღაც რა არის.
თუ ეს რაღაცსექსია, ამას არ უნდა სტატიების კითხვა, უბრალოდ უთხარით და დაგთანხმდებიან.
თუ ეს რაღაც სიყვარულია. აზრი არ აქვს ძალად არ იქნება.
ხოლო, თუ გინდა რომ ოჯახი შექმნას შენთან ერთად, მაშინ პირველ კიცნაზე 6 თვე ახვეწნინე და ქორწილამდე არ მისცე. კიდევ თავის ჩაღუნვა და ხაჭაპურის ცხობა ისწავლე.
სტერეოტიპებბით გატენილი კომენტარია : )) სკირონ. ეს პოსტი დაცინვაა სტერეოტიპებისა : ) თუმცა, მასშიც არის სტერეოტიპები, იმედია, მიხვდები, რომ ირონიული. მაგალითად: ,,სინამდვილეში, ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: ))” შებმა კი შებმაა, ყოვლად განუსაზღვრელი და მაინც ყველასთვის გასაგები…
skiron ბოლო სამი წინადადება ცვეტში ეგრეა რა :)))) პრაქტიკულად არის დადასტურებული :)))))
სრულიად მართალი ხარ გეთანხმები 100%
რეცეპტი ბუნებაში არ არსებობს 🙂 🙂 🙂 თვით ყველაზე გამოცდილი ქალის რჩევაც თავის მოტყუებაა ეს იმდენად ინდივიდუალურია 🙂
ზოგს ეს არ მოსწონს ზოგს ის, ან დღეს მოსწონხარ ხვალ არა
GOOD FOR YOU ANINA :***
ჰო და კიდევ ოდესმე ხომ უნდა სეიგნოთ რომ ის ფულის დახარჯება კი არ არის, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა.
აი ყოველ კვირა ბაზარში პამიდვრის ყიდვა რომ ძვირი გიჯდება და თან უხარისხო რომაა და რომ გადაწყვეტ საკუთარი ბოსტანი გააშენო რომელსაც თავიდან ფული და ძალისხმევა სჭირდება. სამაგიეროდ მთელი ზაფხული უფასოდ მიირთმევ სალათს.
ასე თუ შეხადევთ, შესაძლებელი გახდება გამოთვალოთ რამდენი დაგახარჯათ თავის დროზე მოქმედმა პარტნიორმა და გააკეთოთ პროგნოზი დაახლოებით რამდენ ხანს გასტანს თქვენი ურთიერთობა, ანუ როდის გავა ინვესტორი მოგებაზე.
საწყენად არ მითქვამს ნნ. 🙂 :* ხომ იცი შენი ფანი ვარ, ისევე როგორც სრულიად საქართველოს, შეგნებული ნაწილის, აბსოლუტური უმრავლესობა. 😛
რაო რას უნდა ჩაუჯდეო ? 😉
ზუსტად. გეთანხმები ყველაფერში.
ჩემი სათქმელი გადმოეცი.
“ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: ))” – ოოო ანინა, ამას შენგან არ მოველოდი… არადა, როგორც მივხვდი პოსტი სწორედ “რეცეპტების” წინააღმდეგ იყო 😀
ხოდა, მეთოდები თუ გაინტერესებთ, იმდენივე მეთოდის მოფიქრება შეიძლება, რამდენი მოსაწონი თუ მომწონებელი… მოკლედ, რამდენი შემბმელი თუ შესაბმელი ობიექტიც დადის დედამიწაზე 🙂
ზემოთ წაიკითხე. ჩემი კომენტარი და მიხვდები: ეს პოსტი დაცინვაა სტერეოტიპებისა : ) თუმცა, მასშიც არის სტერეოტიპები, იმედია, მიხვდები, რომ ირონიული. მაგალითად: ,,სინამდვილეში, ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: ))”
haha, posti momecona, magram me unikaluri recepti vici gogoebis shesabmelad…
ამ რეცეპტის სახელი კი ბ-ზე იწყება და აწარით გრძელდება… : ))
oghonC, gogo unda iyos susti… sust bichebzec cava… 😀
saqarTveloSi 7 qalze 1 kaci modis, ase rom amugameT priomebi 🙂
გულიანად გამაცინე:)მართალი გითრა,მე პირადად არასდროს გამჩენია სურვილი წამეკითხა მსგავსი რამ,თუ როგორ შევაბა ბიჭი?:D მაგრამ,იმდენჯერ დამინახავს,ტრანსპორტშიც კი,გადაუშლიათ “თბილისელები”და ჩაჰკირკიტებენ ათასგვარ სისულელეებს:D ჩემო ნინიკო,საქმეც ისაა,რომ კაცებს უჭკუო გოგოები ხიბლავთ და ფულსაც მათთვის ხარჯავენ:Dდღეს ასეთ გოგოებს,”ჭკ. ნაროდი” ჰქვიაა:D
tbiliselebshi saintereso detektivebic ibechdeboda ert dros, axla, naghdad ar vici, magram yvelas ert kvabshi nu moxarshav… : P
me ar mevaseba shteri gogoebi…
მე თქვენი საუკეთესო პოსტის მკითხველი გავხდი. გილოცავთ პერსპექტიულო ახალგაზრდა.
“გააჩნია, როგორ გამოიყურებოდა მისი პირველი ქალი; გააჩნია, როგორ ზრდიდა დედა და როგორი საძმაკაცო ჰყავს” – ეს სრული ჭეშმარიტებაა. ჩემმა მეგობარმა იცის ხოლმე თქმა, – როგორც ყოველი ფიფქი განსხვავდება ერთმანეთისგან, ისე ადამიანები განსხვავდებიან. თუმცა სიმრავლეები და ქვესიმრავლეები არ უნდა დაგვავიწყდესო…
საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ქალთა განვითარება, ავტომატურად, კაცთა სქესის განვითარებას გამოიწვევს. კაცი იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც ქალი მოითხოვს.
სრულიად გედანხმებით, საერთოდაც არაა საჭირო მსგავსი სტატიების წერა და კითვა. როცა ამას აკეთებ, ავტომატურად აღიარებ სტერეოტიპებს.
getanxmebi,martali xar sruliad….
me piradad arasdros shemibavs bichi…ubralod yoveltvis bunebrivad viqcevi…ar miyvars sharvlidan rom vadebian “lijbi” bichi sheaban…ertaderti jobia iyo is rac xar….da gaigeb rogor bichebs izidav 😀
ყვითელ პრესას არ ვკითხულობ, მანდ დიდი წარმოსახვის მქონე ჟურნალისტები ჰყავთ რომლებიც იგონებენ და იგონებენ სასწაულებს, თუმცა რამდენიმე სტერეოტოპი მართლა არსებობს, რომელიც ყველანაირ კაცს დააბამს: ქალი კარგი ხასიათების, თბილი და მხიარული უნდა იყოს(არა ზედმეტად რა თქმა უნდა), ხშირ შემთხვევაში კაცებს ის უყვართ ვინც ართობს მათ, ხოლო ქალებს არ უყვართ ის ვისაც ართობენ. ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, თავისუფლად იქცეოდეს ისე თითქოს კაცები დიდად არ აღელვებდეს(კაცებს ამაზე ნერვები ეშლებათ). კაცი თუ წაება ამ რაღაცეებზე, ნუ მერე უკვე უნდა იმოქმედო . როგორ? არ ვიცი. :))
aeiouf…. 😀 😀 😀
arc shen uchivi maincdamainc carmosaxvas… : )) : P : *
xo, ise martali xar. fantazias ar vuchivi. jurnalistad rom memushava bevrs vizgaprebdi. 🙂
კაი პოსტია, მომეწონა :))
როგორ შევაბათ მამრი, რომელიც მთელი ცხოვრება ხაჭაპურის ცომში თავჩაღუნულს გამყოფებს :)))))))
😐
რა პონტია ისე ეს შებმა 😐
საერთოდ არსებობს რაღა თვისებები “გამოხტომები” რაც ყველა ბიჭს სიამოვნებს და გამოიყენება “სებმის” დროს. (ალბათ)
და საერთოდაც, წინასწარ განზრახული გეგმით ვერასოდეს შეაბავთ ბიჭს
,,შებმა” ალბათ იგივეა რაც დაბმა-მიბმა , ჩალიჩი. მათზე ამდენი დროის დაკარგვა არ ღირს. თვითონ თუ აქვთ დრო მოახმარონ ქალებს და ქალებიც სიამოვნებით მიიღოებენ მათ ყურადღებას. 🙂
საერთოდაც რატომ უნდა შეაბა ვინმე?
შებმით დაწყებული ურთიერთობა სავარაუდოდ დაბმით დასრულდება…
პოსტი მომეწონა, თავის სტერეოტიპებიანად:)
სტერეოტიპი თითქმის ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში იხმარება ხოლმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სტერეოტიპი სიმართლის მარცვალსაც შეიცავს და კიდევ აქვს თავისი დადებითი მხარეებიც.
და რაც არ უნდა სტერეოტიპული იყოს, ჩემი აზრით, ნებისმიერი ბიჭის შებმისთვის შეიძლება გამოიძებნოს ხერხი. ნებისმიერი თუ არა 90 %ითვის მაინც.
სხვადასხვა ასაკის ბიჭები სხვადასხვანაირად იხსნებიან და იბნევიან…. 😛
ki martaliaaa
აბსოლუტურად მართალი ხარ! 🙂 მომეწონა შენი პოსტი
ჰოდა ერთი რეცეპტი არ არსებობს, არც შეიძლება არსებობდეს იმიტომ რომ ყველანი ინდივიდუალურები ვართ და როგორც მედიცინაში ესე ზალიან გვიყვარს თქმა–ყველა პაციენტთან ინდივიდუალირი მიდგომაა ყველასთან საჭირო იგივე ფლირტში, “შებმაში” და მთელს ცხოვრებაში ზოგადად 🙂
me mimushavia eget yvitel jurnalebshi da vici, rogor gamoiyurebian qalebi, vinc aset statiebs weren. chveulebrivi qalebi arian, da ubralod, meqanikurad targmnian (amokleben) ucxour jurnalebshi daweril statiebs “shebmis”, “bednieri qorwinebis” da a.sh. temebze. weren, xelfasis misagebad da eg aris sul. in kitxulobs da ujerebs, eg agar vici… mec mikvirs, transportshi rom daminaxavs da kitxuloben.
eg ki ara, xshirad mkitxvelis werilebs, vitom rom rchevebs itxoven da ragac sasiyvarulo situaciebs agweren, (“daqalma an zizam qmari wamartva” da aset rameebs) aseve, honoraris gulistvis, erti jurnalisti igonebs, mere tvitonve urchevs, da aris aset ambavshi. ra knas, gverdi miyavs, xelfass igebss. da xalxi martla kitxulobs…
latatie გეთანხმები.აი მე მაგალითად 20 და 21 წლის ბიჭებს მაგრად ვეწყობი და მისამოვნებს მათთან საუბარი.ნუ ეხლა ცოტა შებმასაც აქვს ხოლმე ადგილი მარა გულახდილობა მთავარია ბიჭთან ურთიერთობაში…
erti urkevi kanonis arsebobashi darcmunebuli skesis ganurchevlad:
utxari is, risi gagonebac surs.
ai, mase ise sheibmeba gogo ikneba tu bichi, rom mere imasac moismens, risi tkmac shen ginda. ogond mtavaria gaigo, risi mosmena unda
me miyvars erti bichi magram ver auxseni siyvarulii
mec miyvars bichiiii.mas nika qvia ,is agar miyvars magram sxva shemiyvarda ———–levani gamrekelashvili cekvadze gavicani…memgoni masac vuyvarvar.onoebi maqvs.mivwere ,rom shen albat ar micnob tqo,,man mipasuxa”;;gicnob da vici rom chemtan megobroba gindao..es ertia ..meore deidachemis magaziastan axlos gavicani,is damimegobrda,,mepatxalimeba xolme magram bevri cudi gavige masze,rom tulme avadmyofiaoo….chemtan cekvadze ki erti bichia dzalian magali da mas dglardzos edzaxian..iman kompshi momwera momwonxaro,,miyvarxaro da sxva….amis mere sul miyurebs xolme da unda rom ragaca mitxras..mec minda xolme..,ragac grdznoba dameuflaaaa,raaa?mas memgoni siyvaruli hqvia TAMUNA ara?
kiiiiii .isev me var
me shemidzlia vtkva rom eseti kitxvebi ar maxasiatebs, radgan arasdros ar damchirvebia magram dgevandel cxovrebashi siyvarulze metad mamakacebs qalis garegnoba da tinkicuri saqcieli xiblavs!!!
xar kidevac chkviani gogo, liza ar cdeba 🙂 momwons sheni naazrevi 🙂
ანინა უნიჭიერესი ადამიანი ხარ…მომწონხარ,თუმცა ჯერ არ მიყვარხარ…ჯერ,იმიტომ არ მიყვარხარ,რომ მაგრად წერ,,მარტივად,რასაც სხვები ვფიქრობთ და ვერ ვამბობ,შენ იმას წერ…აი სიყვარულით კი,იმიტომ არ მიყვახარ,რომ სიყვარულზე არაფერს თუ ვერაფერს წერ?დავიჯერო,მხოლოდ ზედაპირულია შენი გრძნობები,სიზმრები და ფიქრები?არაფერი,აარასდროს არ გიგრძვნია,ისეთი,რომ ნამდვილ,გულწრფელ სიყვარულზე დაგეწერა??
anina magari chkviani gogona xar……………momwonxarr magrad.
:D:D:D:D seqsi gqonia anina
გოგო უნდა იყოს გამხდარი და იგი გამოჩნდება სექსუალურად
sagoll admin kai iyo momewonaa ………………..martali xar 1000%
😀 dakide 😀 pirvelrigshi bichs gogoebi unda moswondes daa pedi ariyos 😀