ლინას, რომელიც რიჟაა და ამერიკაშია
linas botebi
არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ დილის საათებში, ასე დილის 5დან 8-მდე ადამიანი სენტიმენტალური ხდება. ან იქნებ მე მჭირს მარტო. ამ დროს აუტანლად მინდება, რომ ყველას ეღვიძოს, ვინც კი ოდესმე მყვარებია. მინდება, რომ ბოდიში მოვიხადო, ცხოვრება შევცვალო და ახალი თანამგზავრები შევიძინო. მინდება ხოლმე, რომ გარეთ გავიდე, შემთხვევით ნაპოვნ ტაქსიში ჩავჯდე და აბასთუმანში წავიდე, მერე კი ობსერვატორიაში დავიძინო. ამ დროს მინდება, რომ მყავდეს პირადი უცხოპლანეტელი და ბიძაშვილი _ ნასაში. მინდება ისიც, რასაც უკვე შევეშვი, არაყი და ლუდი ერთად.. და საინტერესო თანამოსაუბრე. .. ეს აუცილებელი კომპონენტია.
გოგონებთან ვერ ვმეგობრობ. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მესმოდა მათი ბოლომდე. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქალები მარტივები არიან. პირიქით, ძალიან რთულები არიან, აუტანლად რთულებიც კი. როცა ისინი ამბობენ ,,როგორც გინდა, ისე მოიქეცი”, გულისხმობენ: ,,აბა, გაბედე და ნახავ, რაც მოგივა”. როცა ამბობენ, ,,კარგი”, გულისხმობენ: ,,იცოდე, ძალიან მაწყენინებ” და კიდევ ბევრი ასეთი. ქალები მუდმივად უნდა შიფრო, მით უმეტეს, მეგობარი ქალები და გოგონები. ბიჭების შემთხვევაში კი ვიცი, რასაც უნდა ველოდო. ბოლოსდაბოლოს, ,,კოსმოპოლიტენიდან” დაზეპირებულ ფრაზებს მაინც არ მეუბნებიან.
თუმცა, გოგონებიც არიან და გოგონებიც.. დილის 5დან 8მდე ყველა გოგო მიმზიდველი და საინტერესო ხდება. აი, მაგალითად ლინა, რომელსაც შეხვედრას ვუნიშნავდი, როგორც კი გათენდებოდა.. ასე ვუთხარი: ,,გავიდეთ და ლუდი დავლიოთ. უფრო სწორად, შენ დალიე, მე გიყურებ”. ხოდა, აღმოჩნდა, რომ ამერიკაშია, ჩემს ბლოგს კითხულობს და 9 თვეში ჩამოდის. ზუსტად 9 თვეში, გამთენიიასას ლინა უნდა ვნახო. მივჯღაბნე სადღაც, რომ არ დამავიწყდეს. ვინ იცის, იქნებ გამოვიდეს კიდეც.
მოკლედ, თუ ოდესმე მოგინდებათ, რომ გულწრფელად მესაუბროთ, დილის საათებში მომწერეთ. სხვა დროს საკმარისად შეიარაღებული ვარ ცინიზმითა და პრინციპებით.
ხოდა, კიდევ. წინა, ხმაურიანი და არაკორექტული პოსტის წაშლაც დილის საათებში გადავწყვიტე. ვის რაში სჭირდებოდა რო?
mec mase var ogond me 12dan 6mde 😀
mag dros sul sxva adamiani var, sxva shegrdznebebit da survilebit :>
amitom when it’s after 2am just go to sleep,cause the decisions you make after 2am are the wrong decisions (c) HIMYM :))
You are Welcome.
მომეწონა შენი გულწრფელობა და დავაფასე.
ეგეც წაგიშლია და ისიც, ლამაზი შიშველი ფოტოები, პლაჟებიდან
არა, ის არ წამიშლია, როგორც მახსოვს : ))
ააა, უიჰ, მე რიდერში ვნახე მარტო და მეგონა აქ არ იყო.
🙂 მე მაგ დროს ღამეს ვეძახი :)))) პრინციპში ეგრეა, მარა მე უფრო ადრე მეწყება ეგ ამბები
ლინას იცნობ???:) ვაშა!!!
მიყვარს ლინა…
kviteli boetebi ertxel mec mecva ogond 5dan-8mde ara ubralod mecva. surati gadavige zautashvlis shekvarebuls vajavrebdi.sxvatsashorsi is gogo axlac ukvars da ekontaqteba ambobs masze uketes ar arsebobso. ise 5dan -8mde sakmaod saintereso periodia biologuri tvalsazrisit. am periodshi kvelaze magalalbaturia uneblie orgazmi sizmarshi.
და მაგ დროს რატო არ მძინავს, რა დებილი ვარ : ))
შემიმჩნევია, ამიტომ 10-ზე ადრე არ ვიღვიძებ. 🙂
არ შემიმჩნევია, ვინაიდან 10-ზე ადრე არ ვიღვიძებ. 😦
დილის 5-დან 8 -მდე მძინავს და განსაკუთრებით მაგ დროს ულამაზეს სიზმრებს ვხედავ.სხვათაშორის გუშინწინ დამესიზმრე,ეს უკვე ბევრს ნიშნავს… შემოიპარე როგორც ჩანს ჩემს ეგოში 😀 ცუდია რომ გოგონებთან ვერ მეგობრობ, მე კიდევ პირიქით,ბიჭებთან ვერ ვმეგობრობ, ყველას აიიი იმ სხვა თვალით ვუყუებ თითქმის და რა ვქნა … 😀
ისე საინტერსო გოგო ხარ,და ლინა არ ვიცი, მაგრამ მე შენს ბლოგს ,ჯერ ავსტრიიდან, ახლა კი გერმანიიდან ვკითხულობ.
ერთხელ უკვე დაგპატიჟე ლუდზე…. რომ ჩამოვალ იმედია ძალაში იქნება და ..
და კიდევ, ძალიან ლამაზი იყავი ჩემს სიზმარში, ოღონდ წითური თმა გქონდა
auu utenia paemani da luudii ra magariiiaaaa!!!: SSSSSSSSSSS
auu utenia paemanii daa luuudiiii raa magaria!!!!:SSSSSSSS
dzalian sworad gadmoscem
martalia rac galebze tqvi :))))
პირიქით, ძალიან რთულები არიან, აუტანლად რთულებიც კი. როცა ისინი ამბობენ ,,როგორც გინდა, ისე მოიქეცი”, გულისხმობენ: ,,აბა, გაბედე და ნახავ, რაც მოგივა”. როცა ამბობენ, ,,კარგი”, გულისხმობენ: ,,იცოდე, ძალიან მაწყენინებ” და კიდევ ბევრი ასეთი. ქალები მუდმივად უნდა შიფრო, მით უმეტეს, მეგობარი ქალები და გოგონები. ბიჭების შემთხვევაში კი ვიცი, რასაც უნდა ველოდო. ბოლოსდაბოლოს, ,,კოსმოპოლიტენიდან” დაზეპირებულ ფრაზებს მაინც არ მეუბნებიან. eehhh 😦 arc me mesmis kalebis bolomdee … daaxl 4wlis win verc ki vitandi gogoeebsda ragac sashineleebebs vuketebdi ..:DD:DDD exla ukve kargad sheviswavle kalebis enaa DD da ukve karga sxapasxupitaac vlaparakob DD:DD