პურის რიგებში გაკეთებული თაობა

ჩვენ ორ რამეს გვატყუებდნენ ბავშვობაში: როგორ ჩნდებიან ბავშვები და ვინ აქრობს შუქს.  ორივე ამბავი დაახლოებით ერთად გაირკვა მაშინ, როცა ათიოდე წლისა ვიყავი და ამ ორ ამბავს შორისაც  იყო რაღაც იდუმალი კავშირი: როცა შუქი ქრებოდა, ხალხი ბავშვების ,,კეთებას” იწყებდა.

90-იან წლების key-word ჩემთვის უშუქობაა. მაშინ ჩვენ ყველას რაღაც პასიური აგრესია გვქონდა ამ მოვლენის მიმართ. ჩვენ არ მოგვწონდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად. რატომღაც მეგონა, რომ თუ (!) არსებობს ქვეყანა, სადაც შუქი არასდროს ქრება, ალბათ, ამ ქვეყანაში მხოლოდ გაზულუქებული ადამიანები ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ შუქი თუ გაქვს, ესე იგი, ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. და თუ ყველაფერი გაქვს, რაც გინდა, გაზულუქებულიც ხარ.

მგონი, ჩემი თაობა ყველაზე უკეთ ორიენტირებს  სიბნელეში და ადვილად არჩევს რძის ფხვნილზე დამზადებულ პროდუქტებს ნამდვილი პროდუქტებისაგან. მაგის მეტი რა ვიცით აბა.

უშუქობამ ყველას ტვინი გადაგვიტრიალა.. ხო, რა თქმა უნდა, ეგრე იყო. რაზეა საუბარი, როცა  პირველი წინადადება, რომელიც მე წარმოვთქვი, იყო: აუაიამ ჩააქრო ტააა. ანუ ,,შუქი ჩააქრო  ძაღლმა”. ეს უზარმაზარი ძაღლი  მეზობელ სახლში ცხოვრობდა და რაკი ყველაზე ძლევამოსილი ვინმე იყო, ვინც კი იმ დროისათვის მენახა, ლოგიკურია, შუქსაც სწორედ ის აქრობდა. აი, ჩემს ერთ ნაცნობს კი ატყუებდნენ, შუქს კაშჩეი ბესმერტნი აქრობსო. ამაშიც არის ირონია: მაშინ უშუქობა ისეთივე მუდმივი ეგონათ მშობლებს, როგორიც კაშჩეია. ბავშვებიც  ნელ-ნელა ეგუებოდნენ ამ ამბავს.

ჩვენ პურის რიგებში გაკეთებული თაობა ვართ. გახსოვთ ეგ რიგები? ჩვენი მშობლები იდგნენ და ელოდნენ რაღაც აუხდენელს. ჩვენ კი, ბავშვებს, სიბნელეში გვეღვიძებოდა და ვტიროდით, რადგან სახლში არავინ იყო. მგონი, პურის სიყვარულთან ერთად სწორედ მაშინ გამოუმუშავდა ქართველ ერს ფეხზე დგომის საოცარი უნარი. ხალხის ამ უნარს  დღემდე იყენებენ მავანი პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებზე.

ისე, სწორედ  ფეხზე დგომამ გადაგვარჩინა, უფრო ზუსტად კი, ნოემბერში ფეხზე დგომამ.  2003 წელს, უკვდავი კაშჩეი მოკვდა (უფრო სწორად კი, წავიდა სახ-ში)  და  ჩვენთვის ანთებული ნათურები ჩვეულებრივი ამბავი გახდა. გავზულუქდით.

ოთხმოცდაათიანებიდან ყველას ბევრი რამ დაგვრჩა, ტეტრისებისა და ნინტენდოს დისკების გარდა. მგონი, მაშინ შეეჩვივნენ ქართველი მამები უსულო საგნებისა და მოვლენებისადმი მიმართულ გინებას: უშუქობის დედაც, ამ ლამპის დედაც, მეცხრე ბლოკის დედაც, ამ ცხოვრების დედაც.. და რაკი მამაჩემი არ იგინება, ალბათ, სწორედ მაშინ აიკიდა ნევროზი. მაშინ ვისწავლეთ, რომ არსებობს დაუსჯელი აგრესიაც. ბევრ ერს არ ჰქონია იმის ფუფუნება, რომ გამოეცადა, რას ნიშნავს, როცა იარაღგადაკიდებული გადიხარ ქუჩაში და ესვრი ყველას, ვისაც გინდა, რომ ესროლო. თანაც, ამისთვის არავინ გიჭერს. სანამ სიბნელეა, ვერც ვერავინ დაგიჭერს. მაშინ სიცოცხლის ხელყოფაც ადვილი იყო და გადარჩენაც.ჩვეული ამბავი იყო 5 ლარის ჩადება  ჯიბეში, ყოველი შემთხვევისათვის…  ვინმეს  რომ არ მოეკალი (ჩაიდე ცოტა ფული, რა იცი, ვინ დაგხვდება). თუ არავინ მოგკლავდა, საღამოს ამოიღებდი ამ ფულს და დადებდი სადმე. დილით ისევ ჩაიდებდი ჯიბეში და ასე შემდეგ. ეს ,,არმოსაკლავი” ფული იყო _ lifesaving 5 GEL.

და გაიშნიკები გახსოვთ? მოწყენილი პოლიციელები, მანკიერი სისტემის სახეები.  ახლა, ალბათ,  სახლებში სხედან, უყურებენ ანთებულ ნათურებს და ფიქრობენ: ამ შუქს ზოლიან ჯოხსა და პოლიციელის ქუდში სიამოვნებით გავცვლიდიო.

თუ ეგ ხალხი კიდევ ცოცხალია, ვინმემ აუცილებლად უნდა იზრუნოს მათ დახოცვაზე

ყველაფერ ამას გუშინ ვიხსენებდი. ვიხსნებდი უცნაური ნოსტალგიით, დაახლოებით ისე, ომის ვეტერანები რომ იხსნებენ ტყვედ ჩავარდნის ამბებს. ბოლოს კი ჩემს თანამოსაუბრეს ვუთხარი:

,,ცოტა ადრე რომ დაბადებულიყავი, ალბათ, ტყავის კურტკაში გამოწყობილი, მამაჩემს გაქურდავდი სადარბაზოსთან და ჩემს ფეხებს წაიღებდი_ არაფერიც არ ჰქონდა : ))”

ცოტა ხნის წინ შუქი ჩაქრა. სულ რამდენიმე წუთით და ვიგრძენი, როგორ ავფორიაქდი. ესეც 90იანი წლებიდან გადმოყოლილი სინდრომია. ვიფიქრე, ხომ შეიძლება, აღარასდროს აღარ მოვიდეს მეთქი, მაგრამ მოვიდა. მეც დავჯექი და ეს პოსტი დავწერე.

თქვენ რას იტყვით?

43 thoughts on “პურის რიგებში გაკეთებული თაობა

  1. ყველაფერი საოცარი სიზუსტით აღდგა , მაშნ ძალიან პატარა იყავი და მაინც როგორ კარგად გახსოვს, ყოჩაღ! :ბღავო: 😀
    P.S. ჩვენს თაობას რაღა გააკვირვებს, “პეჩენიას” ცეცხლი რომ ეკიდება, ეგ აქვს ნანახი.

    ქართველებს მოკლე მეხსიერება აქვთო, შენ –არა და ნეტავ, არც სხვებაც.

    1. 90იან წლებზე ბევრს უწერია ბევრი რამ. თუმცა, მგონია, რომ ყოველი ადამიანის მონათხრობი განსხვავებულია. არა მგონია, ამ პოსტის ნაირი იყოს რომელიმე : ))

  2. სრული რეალობაა… ახლა ისე მაღიზიანებს შუქის ჩაქრობა, როგორც მაშინ მოსვლა მახარებდა!, რომელსაც სტვენითა და ტაშის კვრით ვხვდებოდით… პურის რიგები კარგად მახსოვს და ყოველ ახალ წელს, როცა თონეებთან რიგებს ვხედავ ის დრო მახსენდება და გულს მირევს ლავაში…

  3. mokled ese chemo gemriela
    1. mixaria rom ragac normaluri dacere da sheni zveli nablogars ar gavs.
    2. 90ianebis da tbilisis (da ara saqartvelos) samxedro gadatrialeba sakmaod saintereso temaa da magaze bevri kargi ragacis dacera sheizleba. me erti kargi idea maq romelsac PM it gagandob da egeb ragac kargic gamogvivides
    3. egre gaagrzele da didi gogo gaizrdebi :*

  4. Tornike

    მთელი უბნის ერთდროული ღრიალი: “მოვიდაააააააააა!” თავისი თანმხლები ტაშით და ერთი ამბით : )) მაგრამ ეგ ცოტა გვიან იყო, მანამდე არც ელოდებოდა არავინ შუქს. მაგ ადრინდელი პერიოდის გაზეთებიც მაქვს შენახული, 1993-1995

  5. @pulpbubble. რა შუაშია ამბიციები. მე არ მითქვამს, ეს პოსტი საუკეთესოა-მეთქი. უბრალოდ, არა მგონია, ვინმეს ასე ეწეროს. სხვას სხვანაირად ეწერება. ინტერპრეტაციები ხანდახან იმდენად განსხვავდება, რომ დამოკიდებელ ფაქტებად იქცევა ხოლმე. თუნდაც, შენი ინტერპრეტაცია ავიღოთ ფრაზისა: ,,არა მგონია, ამ პოსტის ნაირი იყოს რომელიმე”. მე უბრალოდ ვიგულისხმე, არა მგონია, ამას ჰგავდეს-მეთქი. შენ კი იფიქრე: რა ამბიციურიაო : )) თუ ასეთი პოსტი სხვაც იცი, დამილინკე. ეს თემა მაინტერესებს

    1. ამბიციაა გქონდეს პრეტენზია ბანალური თემის ორიგინალურად წარმოჩენაზე… ეს იგივეა რომელიმე არქიტექტორმა თქვას, რომ სრულიად ახალი ფალოსის კულტი დადგა თბილისში და მემორიალი ისე დაარქვა :))) ნამდვილად არ დავიწყებ ეხლა მსგავსი პოსტების ძიებას, მეზარება უბრალოდ :)))) თვითონ მოიძიე :))) არ გაგიჭირდება დამიჯერე :)))

      1. ანინას ნამდვილად ახასიათებს ორიგინალური და საინტერესო გზით თუნდაც ძალინ გაცვეთილი თემის გაშლა.

        ეს პოსტი იყო საინტერესო და ირონიული, შეიძლება ბევრს უთქვამს ამის შესახებ, 90–იანები ვითომ გადაღეჭილი თემაა, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. გაივიხსენოთ… “კარვების ქალაქი” , იმავე პერსონაჟების მიერ იმავე სცენარით კიდევ ერთი ხუნტის მოწყობის მოწმენი გავხდით კინაღამ,

        ასე, რომ კიდევ და კიდევ უნდა გავიმეოროთ და გავიხსენოთ, რათა აღარ დაბრუნდეს!

      2. ara, ki ar vambob rom cudad gadmoscems da a.sh …. prosta aris es tema gadagechili da ra vqna ??? rasac vfiqrob egaa 🙂 xo kidev, zaan patetikuria mament gavixsenot da ar dabrundes … nu geshinia ar dabrundeba 😀 tu iqneba rame, uaresi iqneba 😀 amitom uaresis imedit vicxovrot da vaketot bavshvebi sinatleshi (tumca me mainc girchevt dafiqrdet da prezervativis uqonlobis gamo morigi usaqmuro ar moavlinot) 😀 😀

  6. პურის რიგი, სადაც შენ მშობლები გახსოვს, მე ჩემს თავზე მაქვს წლების მანძილზე გამოცდილი.
    10-12 წლისას ჯერ პურის ტალონების რიგში მიწევდა ჭყლეტა, მერე უკვე პურის რიგში , ჭყლეტაც და “აზაბოჩენების” ხახუნის გაპროტესტებაც. მერე, 2 შავი და 1 შუაზე გაჭრილი პურის მოპოვებაც. და ამაში რამდენი საათი იხარჯებოდა. დილის 6 საათიდან იდგა ხალხი პურის რიგში.

    2003-დან მართლა ბევრი რამე შეიცვალა. თურმე შესაძლებელი ყოფილა სხვანაირად, მონდომება იყო საჭირო და ცოტა ნაკლების “მოქაფვა”.
    თუმცა, რაღაც ამ პოსტში ისე წერ, თითქოს მართლა შუქის ანთებაა საკმარისი სრული ბედნიერებისთვის და მეტი არაფერი და უკვე გადარჩენილები და ფონს გასულები ვართ 🙂 მაქამდე ჯერ “კიდევ ბევრია გასაკეთებელი” 😉

    და ბოლოს,
    “თუ ეგ ხალხი კიდევ ცოცხალია, ვინმემ აუცილებლად უნდა იზრუნოს მათ დახოცვაზე”
    ძალიან სუბიექტური და ცუდი ნათქვამია, ძალიან. ის ხალხი იმ სისტემის სახესთან ერთად მსხვერპლიც იყო. 21 ლარი რომ მაქსიმალური ხელფასი იყო, მაშინ, გზაზე გზირად დადგომის და ლეგალურად დაყაჩაღების მეტი გამოსავალიც არ ჰქონდათ.
    თევზი თავიდან ყარს. ის თავი კი დღემდე სახ(ლ)შია, კომფორტულ სახ(ლ)ში და ჯერაც ვერ მომინელებია ეგ ამბავი…

    1. ციტატა იმიტომაა, რომ ჩემი ნათქვამი არაა : ) 2კიჯასია. მეც სისასტიკედ მიმაჩნია, თუმცა, მათ სისტემის მსხვერპლად არ ვთვლი. ეგ იგივეა, რომ გაამართლო ვინმე, ბინებს იმიტომ აყაჩაღებდა, რომ უჭირდაო . გამოსავალი არც სხვებს ჰქონიათ, თუმცა, ასე დამპლურად არ მოქცეულან : ) ვისაც ართმევდნენ, იმათ გაიშნიკებზე მეტი ფული სულაც არ ჰქონდათ : )

      1. მე არ ვამართლებ, მე ვხსნი.
        როცა 2კიჯა ამბობს, დასახოციაო, ჯერ ისინი დახოცოს, ვინც ამდენი ხალხი, თავის მილიციიან-მგზავრიანად იმ დღეში ჩააგდო და იცი მასეთი რამდენია? არა ისინი, ვინც ჩანდა, არამედ ისინი პირველ რიგში, ვინც მათ უკან იდგა. ამიტომ ვთქვი, თევზი თავიდან ყარსთქო. თავის სიმყრალე გამართლება არაა, მაგრამ ახსნაა ყველაფრის.

        და კიდევ, ნურავინ დაიჩემებს გმირობას და პატიოსნებას, სანამ თვითონ არ აღმოჩნდება იგივე სიტუაციაში.
        როცა საჭმლის ფული გაქვს, ადვილია მორალის კითხვა მშიერი ადამიანისთვის როგორ “არ უნდა იპაროს”.

  7. cxeli zapxuli wavida shemodgoma modis mera agar maxsvs rogo aris mara ra mnishvneloba aqvs. 90-wlebshi gavrcelebuli iko aseve sheshsaze da naxshirze siaruli aseve chugunis pechebi romlebsac mravalsartulain saxlebis saventilacio sistemshi qondat tavi gakopili. maxsovs civi zamtrebi adealebs lursmebit rom vajedebdit dzvel komunistur xis charchoian ormag panjrebze rom ar daebera. aseve maxsovs rogor vtenidit bambas da zevidan rogo vakravdit skochs am grechoebs. maxosv rogor iparebnodne kaipshi chemi mezolebi didi bijebi pirdapir birjaze. kidev bevri cudi ram maxsovs. mara iko kargic, mashin viswavlet is rac bear grylls britanetis spec razmshi aswavels. mashin viswavelt fechze biskvitebis cxoba da tortebis keteba. mashin viswavlet mcire intensivobs shuqze gakvetilebis momzadeba. aseve mashin viswavelt rom skolis direqtorebs 11 klaselebi shiedzleba iatakidan amoglejili sovecki parketit gauswordnen. asevei is sanukvari puntushebi zevidan maliaris chotkit rom ragacas usvamdnen. bevri rame viswalvet da rac mtavaria mdgradi psiqika davkarget.

  8. ეს პოსტი ჩემთვის მაგალითია იმისა თუ რითი განსხვავდება ბლოგპოსტი მოთხრობისგან (ან ზოგადად, რამე მხატვრული ნაწარმოებისგან). ყოჩაღ, ანანა, ძალიან კარგი პერსონალური account-ია იმისა, რაც 90იანებში ხდებოდა და რასაც ჩვენი თაობის წარმომადგენლები (და არა მარტო) ხშირად ვიხსენებთ. მე პირადად ამ ყველაფერზე – უშუქობაზე, პურის რიგებზე, გაიშნიკებზე, სროლებზე – ხშირად ვუყვები ჩემს უცხოელ მეგობრებს, რომლებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ ეგზოტიკაა. მართობს ხოლმე ეს საუბრები.. შენი პოსტი ასეთი მონათხრობების (რომლებიც უამრავია) კარგად დაწერილი ვარიანტია და ალბათ ამ თაობის კოლექტიური მეხსიერების პროდუქტია. თუმცა, მაინც მონათხრობია და არა ‘მოთხრობა’ (ან ზოგადად, რამე მხატვრული ნაწარმოები).

  9. ჩემი ორი წლის წინანდელი პოსტი მსგავს თემაზე 🙂
    http://ketigzirishvili.blogspot.com/2008/07/blog-post_5251.html

    ბევრი რამ მახსოვს იმ დროიდან, მაგრამ თითქოს არც არსებობს – თუ იძულებული არ ვარ გავიხსენო, იმ ამბებზე არ ვფიქრობ. უსიამოვნოა ძალიან.

  10. იმას ვიტყვი, ნინიჩკა, რომ კარგი გოგო ხარ 🙂
    90-იანი წლები ყველასთვის რაღცას ნიშნავს. მაგ დროს მე უკვე “დიდი ბიჭი” ვიყავი და პურის რიგშიც ვიდექი ხოლმე ტალონით ხელში, რომლის მიხედვითაც 7 სულიან ოჯახს 5 პური ერგებოდა, ისიც დღეგამოშვებით.

  11. ჯამში კარგია, მაგრამ რაღაც მარილი აკლია და ეგეც ვიცი რანაირი მარილია. შენ ამბობ 10 წლის ვიყავიო და მაგ ასაკში არ იგრძნობა ეგ გემო და ამიტომ ვერც აქ გადმოიტანდი. აი 22-23 ის რომ ხარ და კარიერის პირველ ნაბიჯებზევე დაგაბიჯებს ეგეთი მომენტი, მაშინ სულ სხვა სიმლაშე აქვს.
    ამის გათვალისწინებით საკმაოდ კარგია 🙂

  12. და ჩემი სრული მხარდაჭერა კატიეს კომენტარს მაგ პერიოდში ვინც ეგრე იქცეოდა, წყობის პრინციპებში ჩადებულ, ხალხის ფსიქიკის შეგნებულ დამახინჯებაზე არაფერი რომ არ ვთქვათ, არ უნდა განსაჯო მშიერი მისი საქციელისთვის, თუ ხანგრძლივი პერიოდით არ გიგრძვნია მუდმივი საჭმლის უკმარისობა, ისევე როგორც შეშინებული, თუ ერთხელ მაინც არ მოხვედრილხარ სიტუაციაში, როდესაც დანამდვილებით იცი რომ ვიღაცეები რომ ისვრიან, ცდილობენ შენ გაგარტყან.
    ამას სანამ არ გაივლი ჩათვალე შენ თავს არ იცნობ და ყველას გისურვებთ არც გაგეცნოთ ამ მიმართულებებით.

  13. უცნობი

    აბა 60-იან წლებში გაკეთებულებს გვკითხე.
    ჩვენთვის 90-იანებიც და 2000-იანებიც ერთი სირია. და ის შუქიც იმან ჩაგიქრო, ეხლა ვინც გინთებს.

  14. აუ ამ ხალხის გულს ხომ ვერ მოიგებ. ძალიან კარგი პოსტია, კარგად დაწერილი, ყველა თემა გადაღეჭილია დედამიწაზე, ყველაფერზე ყველას უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი უნდა ვწეროთ.

    60-იანების წარმომადგენელ უცნობ კომენტატორს კი, რომლისთვისაც 90-იანი წლებიც იგივეა, რაც 2000-იანი, ვუსურვებდი 90-იანებში 3 დღით დაბრუნებას. მეტი არა, მასეთი ბოროტიც არ ვარ.

    1. უცნობი

      ჰოო …. ვაჟა-ფშაველასაც არ უცხოვრია ალბათ, რადგან სანთელიც არ ჰქონდა და ბუხრის შუქზე წერდა. პურზე აღარაფერს ვამბობ.

  15. სტრანნო. მე არც იმას მატყუებდნენ ბავშვები როგორ ჩნდება, პრინციპში ეგ კითხვა არ გამჩენია პატარას და არც იმას, რატომ ქრება შუქი. ყველამ იცოდა ისედაც, მეცხრე ბლოკი, მეცხრე ბლოკიო. და ვაფშეტა არაფერს მატყუებდნენ მგონი )))) ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

    ხოდა კიდე ერთია სტრანნი, ეს შენი აღქმები ამ უშუქობის. მე მიხაროდა ხოლმე ცვეტში. და დღესაც მიხარია. იმიტო რო ყოველთვის უფრო ახლოვდებიან ადამიანები ასეთ დროს, როცა ზედმეტი რამეები არაა, ტელევიზორი, გასაკეთებელი საქმეები და რაღაცები. ამ დროს უნდა იჯდე და ილაპარაკო უბრალოდ ))

    და კიდევ ერთია სტანნი, იმ დროზე შენი ასაკის ადამიანი რო ასე წერს )

  16. ამ პერიოდმა ჩემზე ძაალიან ღრმა კვალი დატოვა. პურის რიგშიც არ გავკეთებულვარ, ვიდექი თავად და რამდენადა მახსოვს, იქ ბავშვის კეთების შანსი არ იყო 🙂

    1. რას ამბობ, როგორ არ იყო, თუ მარჯვედ არ იქნებოდი, ისეთი ვისივისაში გაიჩითებოდა 😀
      რაც მაგ პერიოდში პურის რიგებში და მეტროს ჭყლეტაში ანანისტები მყავს დაფრენილი 😀

  17. 2კიჯა

    ასეთი პოსტები მომავალში განმეორების პრევენციაა და დღეში 40 რომ იყოს ყველა უნდა დაალაიქო :დ ჰოლოკოსტისავითაა :დ

    კატიე დახოცვას რაც შეეხება მკვლელობა ბიბლიის მიხედვით ცოდვაა და სსკ მიხედვით როგორც მოგეხსენებათ დანაშაული :დ აგრესიულიხუმრობა კი ზემოთხსენებული პრევენციის უმტკივნეულო ფორმა :მზე:

  18. მგონი, პურის სიყვარულთან ერთად სწორედ მაშინ გამოუმუშავდა ქართველ ერს ფეხზე დგომის საოცარი უნარი. <<< ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები ანინა, საკმარისია (ესეც საყოფია, სხვა თუ არაფერი) ვლადიმერ სოროკინის ,,რიგს'' გადაავლო თვალი და დარწმუნდები, თუ როდის ისწავლა ქართველმა ერმა ,,ჭინთვა''.
    როცა შუქი ქრებოდა, ხალხი ბავშვების ,,კეთებას” იწყებდა.<<<< სად არიან მერე, ასე ცოტანი ვართ კი მარა? დემოგრაფიული ფაქტორის ,,ასაწევად'' დავანგრიოთ ენგურჰესი.
    პ.ს პოსტი ძალიან მომეწონა, ლაშა ბუღაძის მსგავსად იცი თხრობა.

  19. sophie27

    ეს თემა არ გადაღეჭილია და ვთვლი რომ არც ბევრი დაწერილა – უფრო მეტად ვცდილობთ არ გავიხსენოთ. ან მხოლოდ ვიხსენებთ მხოლოდ ცალკეულ მბებს და ამბების დონეზე – ანალიზს არ ვუკეთებთ მაშინდელ მოვლენებს. არადა რამდენს წაგვერთვა ბავშვიბა, ცხოვრება და რავიცი კიდევ რაც კი რამ გაგვაჩნდა. პირადად ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – რაც იოლად არ გადამიტანია. კარგია თუ ხშირად გავიხსენებთ და მივხვდებით რამ და ვინ მიგვიყვანა იქამდე.
    მე არ მინდა ჩემმა შვილმა იგივე გადაიტანოს, რაც მე!
    იმ ყველაფერში 98% დამნაშავე რუსეთი იყო თუ მეტი არა! ამიტომაც მძულს!

  20. ,,პურის სიყვარულთან ერთად სწორედ მაშინ გამოუმუშავდა ქართველ ერს ფეხზე დგომის საოცარი უნარი. ხალხის ამ უნარს დღემდე იყენებენ მავანი პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებზე.”

    სამწუხაროდ ასეა:|

  21. Doloress

    მეტირება იმ ფოტოზე, კაცი რომ არის, პურით ხელში.

    შუქზე მეც იგივე მჭირს.
    გაიშნიკებზე არ გეთანხმები, ეგენი კი არა, ვინც ეგენი ეგეთებად აქცია, ისინი არიან დასახოცები.
    მე მახსოვს, როგორ ემათხოვრებოდნენ მამაჩემს, 2 ლარი მაინც მოგვეციო, პური მივიტანოთ სახლშიო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s