უძილობა, დილის 6

რისი გაკეთება შეიძლება დილის საათებში..რა თქმა უნდა, იმისაც, რაც ახლა გაიფიქრეთ, მაგრამ მაგაზე არ ვამბობ. აი, 6 საათია, ჩემს ყველა ღამურა მეგობარს სძინავს. მშობლებს კლავიატურის ხმა აღვიძებთ, ამიტომ წერა დილის საათებში მეკრძალება, თუ რა თქმა უნდა, ჰაიკუს დაწერას არ ვაპირებ. ამიტომ ვიღებ ჩემს ძველ დღიურს და ვიწყებ საკუთარ თავზე კაიფს. მერე დასკვნებს ბოლო გვერდზე ვწერ.. აი, ეგეთ დასკვნებს: ,,ამ პერიოდში როგორც ჩანს, უფრო მეტს ვფიქრობდი ბიჭებზე, ვიდრე ახლა ვფიქრობ, გარდა ამისა, პრობლემები მქონდა ოჯახში და პავიჩს ვკითხულობდი :))” … გუშინაც ეგრე ვქენი, თუმცა, ეს ბრაით აიდეა ეგრევე არ მომსვლია თავში. მანამდე წიგნების კარადასთან მივედი და დიდხანს ვუყურე წიგნებს, მერე კიდევ ,,ულისე” გამოვიღე  (ჯოისის ,,ელისო”, როგორც ჩემი ძმა ეძახის). რა მოწყენილი უნდა იყო, ეგ რომ გააკეთო დილის 6 საათზე. მით უმეტეს, თუ უკვე 2ჯერ გაქვს წაკითხული.

არაფერმა რომ არ მიშველა, მერე მივხედე დღიურს.

15-16 წლისა ყველაზე მეტს რელიგიურ თემაზე ვწერდი, როგორც ჩანს:

,,თუ არსებობს პარალელური სამყაროები, უნდა არსებობდნენ პარალელური ღმერთებიც”

,,რელიგიის მიზანი უნდა იყოს, მიაღწიოს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას შუამავლების გარეშე. ეკლესიის იდეალური იერარქიისა და ავტორიტეტების გარეშე” ( თავს დავდებ, ამ დროს მამარდაშვილი მიყვარდა)

,,მთელი სირთულე მორწმუნეობისა, არის ის, რომ რელიგიაში ნათლადაა განსაზღვრული ის, თუ რა  არ უნდა ქნა და ბუნდოვნად ის, თუ რა უნდა ქნა”

ერთადერთი ფრაზა გავხაზე წითლად: ,,45 ვერცხლად ერთნახევარ ქრისტეს იყიდი” გვერდით მივაწერე: ტრიპაჩობა, 16 წელი.

და 2 ფრაზა მომეწონა: ,,რად უნდოდა მუჰამედს მთა..?

რას აკეთებდა ღმერთი, სანამ სამყაროს შექმნიდა.. ”

მერე მობილურში სუდოკუ ვითამაშე, ახალი მოთხრობა გადავაკეთე და თვალები დახუჭული მქონდა დილის 9მდე. ცხელოდა.

35 thoughts on “უძილობა, დილის 6

  1. რას აკეთებდა ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა… ეგ კითხვა დიდი ხანია მაწუხებს.. და პასუხს ვერ ვცემ, იქნებ გამცეთ ვინმემ? 😦

  2. ,,მთელი სირთულე მორწმუნეობისა, არის ის, რომ რელიგიაში ნათლადაა განსაზღვრული ის, თუ რა არ უნდა ქნა და ბუნდოვნად ის, თუ რა უნდა ქნა” – ეს მომეწონა.

    ”რელიგიის მიზანი უნდა იყოს, მიაღწიოს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას შუამავლების გარეშე. ეკლესიის იდეალური იერარქიისა და ავტორიტეტების გარეშე” – პროტესტანტებს არ ჰყავთ შუამავალი ღმერთთან 🙂

  3. ერთადერთი ფრაზა გავხაზე წითლად: ,,45 ვერცხლად ერთნახევარ ქრისტეს იყიდი”

    dzaan gamichirda tavis shekaveba, gavagvidzebdi xarxarit sastavs :)))))))))))))))))))))) super.

  4. “რას აკეთებდა ღმერთი, სანამ სამყაროს შექმნიდა?.. ”

    თქვენ ღადაობთ და ძალიან სერიოზული თეოლოგიური კითხვაა. ამ თემაზე მთელი ტრაქტატებია შექმნილი.

  5. Suigetsu Hōzuki

    ის დილის 6ზე გადაღებული სურათია? :დ

    ,,რელიგიის მიზანი უნდა იყოს, მიაღწიოს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობას შუამავლების გარეშე. ეკლესიის იდეალური იერარქიისა და ავტორიტეტების გარეშე”

    მომეწონა

    ,,მთელი სირთულე მორწმუნეობისა, არის ის, რომ რელიგიაში ნათლადაა განსაზღვრული ის, თუ რა არ უნდა ქნა და ბუნდოვნად ის, თუ რა უნდა ქნა”

    ესეც

    ,,45 ვერცხლად ერთნახევარ ქრისტეს იყიდი”

    ,,რად უნდოდა მუჰამედს მთა..?

    ლოლ

    რას აკეთებდა ღმერთი, სანამ სამყაროს შექმნიდა.. ”

    გვირილას პუტავდა: შევქმნა, არ შევქმნა, შევქმნა, არ შევქმნა..

  6. ლევან'

    ე.ი ანინ სანამ სამყაროს შექმნიდა ჯერ გვირილა შექმნა და გვირილამდე არ ვიცი ნამდვილად 🙂

  7. მომეწონა – განსაკუთრებით ფრაზები: “45 ვერცხლად ერთ ნახევარ ქრისტეს იყიდი” და “რას აკეთებდა ღმერთი, სანამ სამყაროს შექმნიდა.. ”
    სანამ ღმერთი სამყაროს შექმნიდა ალბათ მოწყენილობით კვდებოდა :)))

  8. ღრმა და დაინტერესო ხარ.

    მეც ძაან ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო დროს და ამასწინათ 1998 წლიდან მოყოლებული ნაწერი დღიურები გადმოვალაგე და მთელი ჩემი 12 წლიანი ცხოვრება გადავიკითხე ისეთი ინტერესით თიქოს იმას რაც იქ ეწერა სხვა წერდა 🙂

    საინტერესოა შენ თავს რომ ხვდები 12 წლის მერე.

    შენ ჯერ პატარა ხარ 🙂

  9. ,,მთელი სირთულე მორწმუნეობისა, არის ის, რომ რელიგიაში ნათლადაა განსაზღვრული ის, თუ რა არ უნდა ქნა და ბუნდოვნად ის, თუ რა უნდა ქნა”

    es fraza dzalian magaria :*

  10. “რას აკეთებდა ღმერთი, სანამ სამყაროს შექმნიდა” ამ ფრაზამ შთამაგონა :)))

    ანინა იმედია პოსტის სათაურის გამო კოპირაითი არ დავარღვიე :)))

    http://michaelimages.wordpress.com/2010/07/18/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7/

  11. upiratesi

    ,,მთელი სირთულე მორწმუნეობისა, არის ის, რომ რელიგიაში ნათლადაა განსაზღვრული ის, თუ რა არ უნდა ქნა და ბუნდოვნად ის, თუ რა უნდა ქნა”

    ეს, მგონი, მორწმუნეობას მარტივს უფრო ხდის 🙂
    ფრაზა დღიურიდანაა ამოწერილი, ახლა თუ მიაგენი პასუხს? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s