Buffalo ’66 _ ფილმი ძილისწინ

თუ ახლა ზიხართ კომპიუტერთან (და ნამდვილად ზიხართ, ან წევხართ, რაკი ამას კითხულობთ) დროდადრო ფეისბუქის გვერდს არეფრეშებთ და ფიქრობთ, რა გააკეთოთ ძილისწინ, მაშინ ალბათ, სჯობს, Buffalo ’66-ს  უყუროთ. ეს არის ფილმი მთელი ცხოვრებისათვის და იმ ტიპის ფილმებს მიეკუთვნება, რომელთა შინაარსი და სახელი არასდროს ავიწყდებათ ხოლმე.

რეჟისორი: ვინსენტ გალო

სცენარის ავტორი: ვინსენტ გალო

მთავარ როლშიც: ვინსენტ გალო.

საბედნიეროდ, ვინსენტ გალო საკმარისად ნიჭიერია ამ სამივე სფეროში.

გალოს კომპანიონი კრისტინა რიჩია, რომელიც ფილმის დასაწყისში დიდად არ მომწონდა, არც გარეგნულად და არც ისე, ფილმის ბოლოსკენ კი მისმა ბავშვურმა სახემ, სექსუალურმა ფორმებმა და გულუბრყვილობამ ლამის  ჭკუა დამაკარგვინა. ესეც საინტერესო ჩანაფიქრია.

ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ციხეში გატარებული 5 წლის შემდეგ ბილი ბრაუნი ძველ ცხოვრებასა და თავის ,,შეშლილ” ოჯახს უბრუნდება: დედას, (რომელიც ბილის ვერ პატიობს, რომ სწორედ იმიტომ, რომ მას აჩენდა, 1966 წელს საყვარელი გუნდის ისტორიული თამაშს ვერ დაესწრო ) და მამას, რომელიც შეუმდგარი მომღერალი და ნერვოზული ვინმეა.  გზად ბილი მძევლად აიყვანს მოცეკვავე გოგონას, რომელსაც მშობლებს საკუთარ მეუღლედ გააცნობს. ისე, მძევალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. კრისტინა რიჩი თავიდანვე მოხიბლულია გალოს უხეშობითა და სიცივით და საერთოდ არ ცდილობს გაქცევას. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი პერსონაჟების ამოხსნას ცდილობს. როგორც კი ეს მოხერხდება, ფილმიც სრულდება.

ფილმის წამყვანი თემები: ნერვოზი, დეპრესია, ,,ლუზერობა”.. ურთიერთობები

ფილმის ღირსებები:

იუმორი: გალოს აქვს იუმორი, რომელიც მას სხვა რეჟისორებისაგან გამოარჩევს. ასეთი კიდევ 2  რეჟისორი ვიცი: ვუდი ალენი და კვენტინ ტარანტინო.

პერსონაჟები: თავიდან სავსებით აბსურდულია ბილი ბრაუნისა და ლაილას ერთად ყოფნა. ბოლოს კი ვფიქრობდი, აბა როგორი გოგო უნდა ჰყოლოდა-მეთქი გვერდით ვისნენტ გალოს გმირს? ასე რომ, პერსონაჟები ნამდვილად იქცევენ ყურადღებას. ფილმის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, რომ ბილი ბრაუნს, რომელთანაც რეალურად 5 წუთზე მეტს მე ვერ გავძლებდი (უხეში, აგრესიული, ცინიკური, ცივი, ბრაზიანი), 110 წუთი ისე დავუთმე, რომ ვერც კი შევამჩნიე. ღრმა პერსონაჟია, განსხვავებით კრისტინა რიჩის გმირისაგან, რომელიც უფრო ზედაპირულია. თუმცა რაც არის, იმას რიჩი შესანიშნავად ასრულებს.

სცენები: ფილმში რამდენიმე საოცარი სცენაა:

1) ბილი ბრაუნის მამა როგორ მღერის სინატრას ხმაზე.

2) როგორ ცეკვავს კრისტინა რიჩი ბოულინგ-ცენტრში

3) როგორ იღებენ ბილი ბრაუნი და მისი გოგო სურათებს ფოტო-კაბინაში. 2 წუთის განმავლობაში 10მდე საოცარი სახე იქმნება.

3) რიჩისა და გალოს გამომშვიდობება და ზოგადად, ფინალი.

ფილმის სუსტი მხარეეები:

1) ფილმი პრედსკაზუემია (თუმცა, არც იმდენად, რომ ყურებას აზრი არ ჰქონდეს).

2)ფილმი ეგოისტურია. ფილმის ბოლოს გალოს შესახებ ყველაფერი ვიცით, ლაილას შესახებ კი_ თითქმის არაფერი.

3) ეს არაა ფილმი, რომელსაც ბევრჯერ ნახავდით. უნდა უყურო ერთხელ და დიდხანს დაიმახსოვრო.

ალტერნატივა: The Brown Bunny

შეფასება: 8/10

14 thoughts on “Buffalo ’66 _ ფილმი ძილისწინ

  1. ამ პოსტმა ერთი კონტრ-პოსტის დაწერისკენ მიბიძგა : )
    უფრო სწორად “იმ” პოსტის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, ჯასთ ეს რომ, ვნახე გამახსენდა და დავწერ მალე “იმასაც” 😀

  2. max14characters

    3. Guy Ritchie. თუმცა იუმორი მის ფილმებში არა მისი, არამედ ინგლისის დამსახურებაა, მაგრამ მაინც

  3. Duda

    kinos autsileblad vuyureb (ise saertod postebze ar vtser xolme komentarebs magram pirvelma tsinadadebam gadamatsyvetina dametsera) da pirveli tsinadadeba zustia exa zustad fb-ze var paralelurad da tan aq vizavar da amas vkitxulob

  4. კითხვისას შევჩერდი ამ ადგილას: “ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია”. ჯერ ვუყურებ და მერე გავაგრძელებ. ასე უფრო საინტერესო არ იქნება?:)

  5. კარგი ფილმია. რომ უყურებ ახდენ აბსტრაგირებას შენი ყველაფრისგან და უბრალოდ… ხარ თვალი. არ ვიტყოდი რომ ბევრი ემოცია მოდის ან ჩნდება მაგრამ მაინც რაღაცა დევს ისეთი რაც ტოვებს ამ ფილმს შენში და გახსოვს. პს. რატომღაც კრისტინა რიჩის ცეკვა მახსოვს… ისეთი ინდიფერენტული სათნო და განწირული(?)…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s