კიდევ ერთი გამოცანა ლოგოებზე

ახლახან მოვრჩი მოთხრობის წერას და ბევრის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ მინდა, რამდენიმე ლოგო გაჩვენოთ, რომლებიც დაფარულ მინიშნებებს შეიცავენ.

თქვენ კი ეს მინიშნებები უნდა ამოხსნათ:

1) რომელი ქვეყნის სახელი დავფარე მე?

2) აღმოაჩინეთ დაფარული მესიჯი ამაზონის ლოგოზე.

3) აღმოჩინეთ დაფარული ფიგურა ფედექსის ლოგოზე

ნაყინზე დავპატიჟებ გამარჯვებულს, სასურველია, სიმპატიური იყოს : ))

25 thoughts on “კიდევ ერთი გამოცანა ლოგოებზე

  1. სწორ პასუხებს დროებით ვმალავ, დაე, სამივე გამოიცნონ : ) ზოგი ერთს იცნობს, ზოგიც ორს. ხოდა, სამივე დაწერეთ : )

  2. სამივე ერთად მხოლოდ ნატროშვილმა გამოიცნო. ბრავო, გიო : ) გინდა ხვალ ნაყინი? : ) პ.ს. დანარჩენი პასუხები დამალული იყო, ანუ თქვენგან არ გადმოუკოპირებია : )

  3. მდაა…
    იოგას ლოგოზე ავსტრალიის კონტინენტის გამოსახულებაა
    ამაზონის ლოგოზე ისარია, რომელიც მოემართება A-დან Z-მდე. არ ვიცი რისი თქმა უნდოდა ლოგოს ავტორს, მაგრამ ალბათ იმის, რომ ამაზონზე აბსოლუტურად ყველაფერიაო, ”ანიდან ჰოემდე” (თუ ზეტამდე) 😀
    ისარია დამალული FedEx-ის ლოგოშიც. როგორც ვიცი, დიზაინერებმა სპეციალური ფონტიც კი შექმნეს ამ ლოგოსთვის, რომ E და x შორის ისრის გამოსახულება კარგად ჩამჯდარიყო. ლოგოს ავტორის თქმით კი ეს ისარი კომპანიის მუდმივი განვითარებისა და წინსწრაფვის სურვილისკენ მიუთიტებს.

    პ.ს. კარამელიანი ნაყინი მიყვარს 😛

  4. კარგი, რახან ყველამ უპასუხა, ახლა დავამატებ – ამაზონს 2 მესიჯი აქვს, ისარი რაც აორტიმენტის სიმდიდრეზე მიანიშნებს, – ეს მართალია, მაგრამ ისარი უბრალოდ ისარი არ არის – ღიმილია. 🙂

    ეგ კი იმაზე მიუთითებს, რომ “ამერიკელ კლიენტთა კმაყოფილების ინდექსი”-ს მიხედვით ამაზონი ლიდერია და სტაბილურად უჭირავს 1-2 ადგილი.

    განსხვავებით ფედექსისგან, სადაც ისარს ძალიან ცოტა ამჩნევს – და რასაც ვერ ხედავენ, ის არ არსებობს 🙂 ამაზონის ორივე მესიჯი იოლად იკითხება.
    ამიტომაა ეგ ლოგო ძალიან მაგარი.
    ისევე, როგორც თავად ამაზონი.

    P.S.
    აუ, ბეზოსი კითხულობდეს ნეტა ახლა ამას…

  5. gagarinchik

    [4:46:39 PM] Shota Digmelashvili: nakinic movige
    [4:46:49 PM] Shota Digmelashvili: 1. avstralia, im gogos fexs da xels shoris
    [4:46:54 PM] Shota Digmelashvili: meore from a to z
    [4:46:58 PM] – anina: iq ar dagiweria
    [4:47:02 PM] – anina: 🙂
    [4:47:03 PM] Shota Digmelashvili: mesame fed-ex
    [4:47:08 PM] Shota Digmelashvili: ogond tiris gareshe
    [4:47:12 PM] Shota Digmelashvili: srazu dastavimo albat
    [4:47:16 PM] Shota Digmelashvili: without –
    [4:47:22 PM] Shota Digmelashvili: axla davcer

Leave a reply to GiorgiN კომენტარის გაუქმება