სოცმედიის დღე, რომელსაც პიცამაც ვერ უშველა

წესით, გუშინდელი დღისადმი მიძღვნილ პოსტს ასე უნდა ვიწყებდე: გილოცავთ, სოცმედიის დღეს, ბლოგერებო და არაბლოგერებო. მრავალ სოცმედიის დღეს დავსწრებოდეთ!  სინამდვილეში კი სულ სხვა ხასიათზე ვარ ახლა, როცა გუშინდელ დღეს ვიხსენებ. ToTal Fail!

შეიძლება ამ თემაზე არც არაფერი დამეწერა, რამდენიმე ბლოგზე საოცარი პოსტი რომ არ მენახა. ამ პოსტების პათოსი ერთი და იგივე იყო:

,,აუუუუ, რა მაგარი დღე იყო, რამდენი ხალხი გავიცანიიი.. ძააან საყვარლები ხართ, ბლოგერებო.  აიი, უსაყვარლესები”.

ვნახე და გამეცინა.  თუ  ღონისძიების მიზანი ის იყო, რომ ახალბედა ბლოგერებს  ავტორიტეტული ბლოგერები გაეცნოთ, ჩახუტებოდნენ, სკაიპ-აიდები გამოერთმიათ და ფოტოები გადაეღოთ მათთან (მათთვის), მაშინ პრეტენზიაც არ მაქვს. გეგმა შესრულებულია. ოღონდაც რა აუცილებელი იყო, ეს ყველაფერი  ქართული სოცმედიის დღისთვის დაემთხვიათ.

ძალიან ბევრი მინუსი ჰქონდა გუშინდელ ამბავს:  არაორგანიზებულობა, არასწორად დასმული აქცენტები, უკულტურობა. მთავარი შეცდომა კი ის იყო,  რომ სამიზნე აუდიტორიის გარკვევაზე თავი არავის შეუწუხებია. ვერაფრით გაიგებდი, ვისთვის ლაპარაკობდნენ პრეზენტატორები. დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ხომ  დაახლოებით იგივე ცოდნა ჰქონდათ ბლოგინგის საკითხებში, რამდენიც გამომსვლელებს (ზოგს მეტიც). ყოველ შემთხვევაში, მე ერთი ადამიანიც ვერ ვნახე ისეთი, ვინც იმ დღეს გაიგო, რა არის rss ან ტვიტერი.  ვერ მივხვდი, რატომ ჩათვალეს ორგანიზატორებმა, რომ  სოცმედიის დღეზე ,,ჩაინიკები” უნდა მოსულიყვნენ.  ვინც იქ მოვიდა, მან უკვე იცოდა ანბანი და მოვიდა იმისთვის, რომ რაიმე ახალი გაეგო, მათ შორის მეც. ოღონდაც  იმის გაგება ნამდვილად არაფერში მჭირდებოდა, თუ რომელ საიტზე შეიძლება  ეშტონ კატჩერისა და დემი მურის სასიყვარულო მიმოწერის ნახვა.

სვითი, რომელმაც ისაუბრა ტვიტერზე

ამ ყველაფერს შედეგიც შესაბამისი მოჰყვა: არავითარი კითხვები ან დისკუსიები (რისი იმედიც გულუბრყვილოდ მქონდა). სამაგიეროდ დიდი დოზით იყო შიდაბლოგერული ღადაობები და რეპლიკები, რომლებიც მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ პიცის დაჭრამდე დრო როგორმე გაგვეყვანა. პიცა დაიჭრა. და როგორც კი შიმშილის ფაქტორი მოიხსნა, სულ ერთი გახდა, ვინ იდგა სცენაზე. დარბაზშიც  ყველა იმოძღვრებოდა.

გუშინდელი დღის ერთადერთი ნათელი წერტილი მართლაც საბა ლეკვეიშვილის ,,მედიაბანკის პრეზენტაცია” იყო. ძალიან მარტივი, მოკლე, ინფორმატიული. სხვა პრეზენტაციებზე ამას ვერ ვიტყვი. მაგალითად,  ერთ-ერთ პრეზენტაციას ,,უკუგება სოციალურ მედიაში” ერქვა. ამ სათაურის გაგებისთანავე დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ბევრი იბოდიალა ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორმაც და ისეთი რაღაცები თქვა, რომ გულწრფელად  დავეჭვდი, ამ ადამიანს მართლა თუ აქვს-მეთქი წიგნებთან  შეხება. გოჩა გაბოძემ მოკრძალებულად ისაუბრა სოციალური ქსელების ისტორიაზე, თუმცა მე  ვერ ვხვდები, რას ემსახურებოდა ეს მიმოხილვითი პრეზენტაცია: რომ გვახსოვდეს, ვისი გორისანი ვართ? (მირკ-მირკ). რაც შეეხება ლანდიშას პრეზენტაციას, როგორც ჩანს,  ისაჩკავა. მას ნამდვილად შეეძლო შეკრებილებისათვის რამე ისეთი ესწავლებინა, რაც მათ არ იცოდნენ. თორემ ერესესი მეც კი ვიცი 😐

ლანდიშა, რომელმაც ისაუბრა rss-ზე

რეალობა ასეთია: ქართველი ბლოგერების ნაწილმა მიაღწია აღიარების რაღაც დონეს და ჩათვალა, რომ უკვე შეუძლია, ექსპერტის როლშიც მოსინჯოს თავი. სამწუხაროდ, ის, რომ რაღაცის გაკეთება იცი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკვე შეგიძლია სწავლება. ამ ორ ეტაპს (როცა რაღაც იცი და როცა რაღაც შეგიძლია ასწავლო) ცოდნის დონე განასხვავებს. ბლოგერები, რომლებიც სოციალურ მედიაზე გადაყოლილები არიან,  ერთი მხარეა.  ბლოგერების მეორე  ნაწილი კი ექსკურსიებზე ყოველ კვირას დადის  და ამით იკლავს ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას.  პრინციპში, ესეც არაფრით უკავშირდება სოციალურ მედიას. შემეცნებით დატვირთვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

საოცრებაა. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ ბლოგინგზე ჩვენთან. მაგრამ ამ მხრივ მაინც  დამწყებებად ვრჩებით. ალბათ, ასეც იქნება, სანამ წავიკითხავთ ლექციებს იმაზე, თუ როგორ უნდა ვწეროთ და არ გვეცოდინება, რაზე ვწეროთ; სანამ ვისაუბრებთ დამოუკიდებელ სამოქალაქო პოზიციაზე, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროში ვივლით შეხვედრებზე  და სანამ თავი ექსპერტები გვეგონება, მაგრამ აზრის გამოხატვა გაგვიჭირდება. ვოტ ი ვსო.

62 thoughts on “სოცმედიის დღე, რომელსაც პიცამაც ვერ უშველა

  1. ჩემი ბლოგროლი სავსეა ბლოგერების თემებით, რომელიც ამ სოციალური მედიის გუშინდელ დღეს მიეძღვნა. მანამდე კი ყოველი გოჯი ბათუმური დღეებით იყო გადაჭედილი. საზეიმოდ დააგინა ყველა მონაწილემ, რომ ყველას თითო-თითო პოსტი დაეწერათ მსგავს აბსოლუტურად უინტერესო თემებზე? რა სისულელეა ამ სფეროში, რომ ვიღაც ვალდებულებას იღებს. 😀 ბლოგერობა ხომ არაა მაინცა და მაინც ფართოდ სოციალური მოვლენა, იგივე ფეისბუკისგან განსხვავებით?

    “ჩასასტავების” სუნი უდის ამ ყველაფერს. ბოლო აბზაცს პლუს ერთი.

  2. humbik

    amitom mevasebi ra 😉
    wakitxvamde nagdad ar mainteresebda ra xdeboda socmediis dgisadmi midzgvnil gonisdziebaze da metqi es rato wavikitxo, rame mosawyeni agwera iqnebatqo, magram postis wakitxvis mere, blogerebis mimart esoden indeferentuli kaci, ucbad agvshfotdi qartveli blogerebis upasuxismgeblobit da tvalshi nacris sheyris mcdelobit, rogor gamibedes metqi tweeteris da rss-is swavlebatqo! nu mere maleve davwynardi mivxvdi ra, rom naklebad mainteresebs qartuli blogosferos naklebi da pozitivebi da es “agshfoteba” mxolod kargad dawerili kritikis gamo gamichnda, magram mainc 😉
    itogshi kai postia dzmich 😉

  3. მშვენიერი პოსტია.
    სწორი შენიშვნაა სწავლება და სწავლაზე, ცოდნის გამოყენებაზე და ცოდნის გადაცემაზე.
    თუმცა ბოლო აბზაცს არ ვეთანხმები – ბევრ ქვეყანაში ბევრად უფრო მეტს ლაპარაკობენ ბლოგინგზე, ვიდრე ჩვენთან.

  4. გარკვეულწილად მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, თუმცა რაღაცები გავიგე ლანდიშასა და სვითის პრეზენტაციებიდან (რეტვიტი და ეგ სექტა არ ვიცოდი, სხვა ყველაფერი კი)..

    მოკლედ, ექსპერტობის საკითხებში გეთანხმები..

    მომხსენებლების ყოველ სიტყვაზე ბირმანის ვითომ ღადო კომენტარებზე ირონიულად მეღიმილებოდა და სულ ნეიმინგი მახსენდებოდა.. :ბოლი:

    ზოგადად, მე არ მიყვარს სიტყვა ”ექსპერტი”.

  5. საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა მსგავსი შეხვედრები…
    ადამიანების მანიაკალური მიდრეკილება გაერთიანდნენ რაღაცის ეგიდით… ორ კაცს თუ რამე საერთო აქვს, ეგრევე ორგანიზაციას, ამხანაგობას ან კიდე ათას უბედურებას ქმნიან :))
    მაპატიეთ, მაგრამ აი ძაააააალინ დიდი სისულელეა ბლოგერების შეხვედრა და მომკალით :)))
    ეგ იგივეა Facebook-ის მომხმარებლები იკრიბებოდნენ ერთად და შემდეგ პრეზენტაციებს აკეთებდნენ Farmville-ის, მაფიის შესახებ :))
    შემდეგ ერთად დაგმონ “ოდნოკლასნიკები”, დაამცირონ “my space”, კმაყოფილები შეექცნენ ჯუმბერას “ფარმვილში” მოყვანილ კარტოფილს და სახლებში წავიდნენ :))

    1. მსგავსი ფეისბუქ კლუბი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა . რომლის ერთ ერთი მოდერატორი მეც გახლდით. მოხერხდა რამდენიმე საღამოს ორგანიზება მოვიწვიეთ სტუმრები და საკმაოდ საინტერესო დისკუსიებიც იყო უბრალოდ ერთი ნაკლი ჰქონდა არასწორ ადგლას იყო შეკრების ადგილი და მოგვიხდა დროებით კლუბის შეჩერება. დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო ფეისბუქის გვერდზე 3000 კაცი იყო გაწევრიანებული ხოლო ღონისძიებებზე 40 -50 კაცი მოდიოდა ხოლმე

  6. ihugrobots

    “სასტავობანა” ამ ქვეყნის დამღუპველი ნიშანია.
    ამ პრობლემამ ყველა სფეროში გაიდგა ფესვები.

  7. გეთანხმები რომ დამსწრე საზოგადოება დიდი კულტურულობით არ გამოირჩეოდა, შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ პრეზენტაციები დიდად არ აინტერესებდა იქ მოსულ ხალხს.
    ხო ალბათ ბევრმა ვერაფერი ახალი ვერ გაიგო, მაგრამ მე პირადად დიდი ყურადღებით მოვუსმინე რამდენიმე პრეზენტატორს. ტვიტერზე ახალი დარეგისტრირებული ვარ და მარის პრეზენტაციიდან გავიგე საინტერესო აპლიკაციები 🙂 ნაცნობი თუ უცნობი ბლოგერების ნახვაც ძალიან გამიხარდა და პიცის შეთავაზებაც კარგი იდეა იყო. არც მოველოდი რაიმე ძალიან დიიდი და მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებას ამ შეხვედრიდან.
    მიუხედავად მინუსებისა, მე მაინც ვფიქრობ რომ გაასწორა გუშინდელმა სოც.მედიის დღემ :პ

  8. კარგი პოსტი იყო 🙂
    მე ამ დღეზე გამიზნულად არ ვწერ იმიტომ რომ დასაწერი არაფერია იმ მხრივ რომ იქ არაფერი გამიგია ისეთი რაც მანამდე არ ვიცოდი 🙂
    ის ნათელი წერტილი რომ ბევრი ბლოგერი ვნახე და გავიცანი წმინდა ადამიანური და ვგონებ არავის უნდა აინტერესებდეს
    ჰოდა შესაძლოა ესეც არავის აინტერესებს მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ამ ბლოგის ავტორი ერთობ მომეწონა – კარგი გოგოა 🙂

  9. memgoni dzalian kritikulad miudeqi, gushin eseti ukmayopilo sulac ar chandi 😀

    ise, sanam amovidodi ukve vicodi, rom 6saatis nacvlad 7ze daiwyeboda, ramdenic ar unda viyiyinot, saqartveloshi 10dan 9 shemtxvevashi ase xdeba 😀 ho, kidev, dzalian bevr blogze wamikixtavs kritikuli postebi imis shesaxeb, rom xalxs ar aqvs mosmenis kultura, teatrshi, kinoshi, operashi, koncertze… gushin ki tviton analogiurad iqceodnen :D:D:D

    ho, kidev bevri ragacis gaxseneba sheidzleba, magram, os, es sapatio “pirveli cda” 😀

  10. ვისაც ტვიტერისა და ბლოგინგის შესახებ მეტის გაგება უნდა, მომავალი წლიდან თსუ-ში იხსნება ტვიტეროლოგიისა და ბლოგეროლოგიის კათედრები. მსურველების მიღება კი გაზაფხულზე იწყება.

  11. ბლოგერებო მიფრთხილდით, ხვალიდან ქართული ბლოგების მიმოხილვას ვიწყებ მედია.გე-ზე და მაქსიმალურად უნდა იმას ვქნა, რა ჰქვია იმას… მოკლედ, დაელოდეთ და იგემეთ კრიტიკა აბა სულ სხვას რომ აკრიტიკებთ კარგია? :დ

  12. why so negative? 🙂

    სოც.მედიის ივენთი, ორი თუ ერთი კვირით ადრე ეკიდა ფეისბუქზე. პრეზენტაციების სახელებიც ეწერა. თუ ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია რომ პრეზენტაციაში სახელად “როგორ გამოვიწეროთ rss” ვინმესთვის(ვინც ისედაც ყველაფერი იცის ამ თემაზე) რამე იქნებოდა ახალი? რატომ იყო იმის მოლოდინი, რომ რაღაც ისეთს გაიგებდით, რაც არ იყო მოცემული სათაურებში? მე პირადად, უფრო მეტად სწორედ ბლოგერების სანახავად და მათთან ურთიერთობისთვის წავედი, ვიდრე რაიმე “ახალი ცოდნის” მისაღებად. თორემ ასე ტვიტერზეც ვიცი ყველაფერი, კორპორატიული ბლოგინგი რა არის ესეც და ისტორია საერთოდ არ მიყვარს (ჩემი პირადი ანგარიშები მაქვს ამ საგანთან).

    Tato

    საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა მსგავსი შეხვედრები…
    ადამიანების მანიაკალური მიდრეკილება გაერთიანდნენ რაღაცის ეგიდით… ორ კაცს თუ რამე საერთო აქვს, ეგრევე ორგანიზაციას, ამხანაგობას ან კიდე ათას უბედურებას ქმნიან 🙂 )
    მაპატიეთ, მაგრამ აი ძაააააალინ დიდი სისულელეა ბლოგერების შეხვედრა და მომკალით 🙂 ))
    ეგ იგივეა Facebook-ის მომხმარებლები იკრიბებოდნენ ერთად და შემდეგ პრეზენტაციებს აკეთებდნენ Farmville-ის, მაფიის შესახებ 🙂 )
    შემდეგ ერთად დაგმონ “ოდნოკლასნიკები”, დაამცირონ “my space”, კმაყოფილები შეექცნენ ჯუმბერას “ფარმვილში” მოყვანილ კარტოფილს და სახლებში წავიდნენ 🙂 )

    და რატომ არა? 🙂 რას ხედავ ცუდს ან დასაცინს მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების შეკრებაში? 🙂 ერთი და იმავე ვირტ.ადგილების ბინადრები ყოველთვის იყვნენ მიდრეკილები ურთიერთობის რეალობაში გადმოტანისკენ და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, მე ბევრად უფრო ბუნებრივად მიმაჩნია, საერთო ინტერესის მქონე ადამიანთა შეკრება, ვიდრე მსგავსი შეკრებების დაცინვა 🙂

    1. ბლოგი რომ აქვს ორ ადამიანს ეგ საერთო ინტერესი თუ არის, მაშინ facebook-იც, e-mail-იც და windows 7-იც საერთო ინტერესია :))
      მაშ შევიკრიბოთ ერთ დღეს Hotmail–ის მომხმარებლები, მეორე დღეს კი Yahoo–ს (მე ორივეზე მოვალ :)) )

      მე მიყვარს როკ მუსიკა, ფეხბურთი, ასტრონომია და ვარ ათეისტი
      მეორეს უყვარს პოპი, კრიკეტი, ასტროლოგია და არის ღრმად მორწმუნე მუსულმანი (მაგარი კაცი გამოვიდა ისე)…
      მაგრამ ორივეს გვაქვს ბლოგი! :))

      ბოლოგერების შეხვედრა ჩემი აზრით დაახლოებით იგივე ვარიანტია, ბე–ემ–ვეს პატრონები რომ შეიკრიბნონ და სპოილერებზე ისაუბრონ, მერე კი ერთმა “ბე–ემ–ვეშიკმა” მოხსენება გააკეთოს თემაზე: “გონკაობა” საღამოს და ღამის თბილისში – უბრალოდ გართობა თუ გენეტიკური დაავადება” 🙂

      1. http://www.bmwclub.ge
        http://forum.ge/?showforum=11

        🙂 ეს ისე, for fun 🙂

        დანარჩენს რაც ეხება. მერე რა? შენ შეიძლება არ იმეგობრო კრიკეტის მოყვარულ მუსულმანთან მთელი ცხოვრება, მაგრამ დიდი სიამოვნებით იჯდე მასთან ერთად 3 თვეში ერთხელ 2-3 საათი და ილაპარაკო იაჰუ მეილის თავისებურებებზე და დისკუსია გქონდეთ მისი ახალი Feature-ების კარგ და ცუდ მხარეებზე 🙂 ასე რომ, სულ ტყუილად ღადაობ 🙂 არაფერი არაბუნებრივი ამაში არ არის.

      2. ვიცი, რომ არაბუნებრივი არ არის და ზუსტად რომ ადამიანის ხასიათში და გენეტიკაში ზის ყოველ ჯერზე რაღაც საზოგადოებებში, ამხანაგობებში, სამეგობროებში და სხვადასხვა წრეებში გაერთიანდეს, თუკი თუნდაც ვინმეს მსგავსი მანქანა ჰყავს 🙂 და მაგას დავცინი ზუსტად 🙂

      3. ადამიანი სოციალური ცხოველია 🙂 ყველაზე მწვავე ინდივიდუალისტ და “მეთვითონ” ადამიანებიც კი ეძებენ საზოგადოებას, სადაც შეიძლება თავისი თანამოაზრე იპოვოს 🙂

        ხოდა, რა ვიცი 🙂 მეც მეცინება ადამიანის ბევრ თვისებაზე 🙂 აღარ ჩავუღრმავდები ამ თემას 🙂

      4. რა თქმა უნდა სოციალური ცხოველია და მას სჭირდება სხვა ადამიანები, რათა გაუზიაროს მათ საკუთარი მოსაზრება, ტკივილი, სიხარული, თუ უბრალოდ აღიარება მიიღოს მათგან, მაგრამ ჩემი აზრით პრინციპულად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამოაზრის რაობას.
        როდესაც ერთიანდებიან რაიმე იდეის გარშემო, ეგ მისაღები და გასაგებია, მაგრამ ერთნაირი საქონლის ქონის გამო გაერთიანება მე სისულელედ მიმაჩნია 🙂

  13. knuti

    1.”თუ ღონისძიების მიზანი ის იყო, რომ ახალბედა ბლოგერებს ავტორიტეტული ბლოგერები გაეცნოთ, ჩახუტებოდნენ, სკაიპ-აიდები გამოერთმიათ და ფოტოები გადაეღოთ მათთან (მათთვის)…”

    არა, მიზანი ეგ არ იყო. კარგად არ წაგიკითხავს ეტყობა ღონისძიების გვერდზე რა ეწერა ფბ-ზე.
    ვინც გვინდოდა ისედაც ვიცნობდით, ვინც არ გვინდოდა, არ გავგვიცნია 🙂

    2.”რატომ ჩათვალეს ორგანიზატორებმა, რომ სოცმედიის დღეზე ,,ჩაინიკები” უნდა მოსულიყვნენ. ვინც იქ მოვიდა, მან უკვე იცოდა ანბანი და მოვიდა იმისთვის, რომ რაიმე ახალი გაეგო, მათ შორის მეც”

    კიდევ ერტხელ ვიტყვი, რომ, ალბათ, არ წგაიკითხავს ღონისძიების შესახებ რა ეწერა ფბ-ზე 🙂 თუ პრეტენზია გქონდა, რომ ყველაფერი იცოდი, არ მოსულიყავი, თუ მით უმეტეს, არავის გაცნობა არ გსურდა 🙂

    3.”არავითარი კითხვები ან დისკუსიები (რისი იმედიც გულუბრყვილოდ მქონდა)…”

    დაგესვა შენ, პირზე ხელი აგაფარეს? 🙂 ან გეთქვა იქვე, რომ შენ ეს ყველაფერი იცოდი, ახალი მომაწოდეთიო 🙂

    4.”სამწუხაროდ, ის, რომ რაღაცის გაკეთება იცი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკვე შეგიძლია სწავლება.”

    გეთანხმები სრულად.

    5.”ბლოგერების მეორე ნაწილი კი ექსკურსიებზე ყოველ კვირას დადის და ამით იკლავს ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას. ”

    შებ თუ გგონია, ადამიანთან რთიერთობის მოთხოვნილება გვაქვს და მხოლოდ ამიტომ მივდივართ ექსკურსიებზე… მარტივად რომ ვთქვა,შენივე სიტყვებით ToTal Fail!

    თუ გაინტერესებს აზრი, მიზანი და კონკრეტული მოთხოვნები რისთვის მივდოვ ართ ხოლმე, შემიძლია
    ცალკე ჩამოვაყალიბო, ისედაც გრძელი კომენტარი გამომივიდა

    1. @ნატოშა.
      რატომ იყო იმის მოლოდინი, რომ რაღაც ისეთს გაიგებდით, რაც არ იყო მოცემული სათაურებში
      ამაზე მეტად მე ის მაინტერესებს, რატომ ჩათვალეს, რომ პრეზენტაციები ამ თემებზე უნდა გამართულიყო. რისი მოცემა შეეძლო მაგალითად გაბოს პრეზენტაციას? მირკი ვიცით, მაი სფეისიც ვიცით, ფეისბუქიც ხო ვიცით და ვიცით. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ და როდის შექმნა ეს სოციალური ქსელები? დარწმუნებული ხართ, რომ ამაზე უნდა გვესაუბრა სოციალური მედიის დღეს?

      @კნუტი
      1) ვიცოდი, რომ მიზანი ეგ არ იყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ეგ გამოვიდა კარგად.
      2)ყველაფრის ცოდნაზე არაა საუბარი, ანბანის ცოდნა წერია მანდ. ანბანი ვიცი. ანბანი კი სწორედ რსს და ტვიტერია.
      3) თემები არ იყოისეთი, რაზეც დისკუსია შეიძლება წამოჭრილიყო. დაესვათ მაგალითად ასეთი საკითხი: რას ნიშნავს ,,მოსაზრებების გაზიარება, თუ როგორ შეუძლია მთავრობას სოციალური მედიის გამოყენება. რეკომენდაციები”. ხომ არის ეს სადავო საკითხი.
      4) ოკ
      5) ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნილებაა, აბა რა. ყოველკვირას ექსკურსიებზე სიარული და ყოველ საღამოს ლუდის სმა. ბლოგერები ყველაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ წერონ. კატასტროფაა.

      1. knuti

        კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ალბათ რაღაცამ შეგისალა ხელი და ვერ წაიკითხე რა დავწერე : )
        თუ შენ მეტზე გქონდა პრეტენზია, ხედავდი ღონისძიების გვერდზე (ხაზს ვუსვამ, ღონისძიების გვერდი და არა ივენთის ფეიჯი : დ ) რას გვთვაზობდნენ და შეგეძლო შენ მეტი შეგეთავზებინა, საAშუალ;ება ნამდვილად იყო, დამეთანხმები აბათ : )
        , ამავდროულად. შენ არ გქონდა სურვილი არცერთი, ‘(არც “კარგი” თუ “ცნობილი” ბლოგერების გაცნობისა და არც შენთვის უკვე ცნობილი თემების შესახებ პრეზენტაციების მოსმენისა) რატომ მოხვედი იქ? : )

        ნუ ღელავ, ჩვენ არ განივცდით ადამიანური ურთიერთობების სიმცირეს, ვენ უბრალოდ მეგობრები ვრთ, რომლებსაც ც სიამოვნებთ ერთად ლუდის სმა და ექსურსიაზე წასვლაც : ) თუ ეს შენთვის უცნობი რამაა? და თუ რატოაა ეს “ლუდის სმა” და “ექსკურსიები” ღია, შემიძლია კიდევ ცალკე განმარტო : ) ერთხელ დაწერილის აღქმა გიჭირს, როგორც ჩანს : )

  14. მოკლედ ჯერ ის , რომ ინცესტის გამო ნახევრად შევიცვალე 🙂
    მერე ის, რომ იქნებ ჩამორჩენილი ვარ(ალბათ ასეა 🙂 ), მაგრამ რა ბლოგი, რის ბლოგი:)
    ანინას კი – ფრენა უკეთესია ვიდრე რეალობა:) ჯერ პენსია შორია , უკან კოსმოსში ! 🙂

  15. მე არასდროს მიტყდება იმის აღიარება, რომ ბევრი არაფერი ვიცი ბლოგის ამბებში. ანუ, მე თვითონ ვერ გავაკეთებდი პრეზენტაციას. იქ კი მხოლოდ მაგის შეთავაზება შეიძლებოდა. მე კიდევ რამის გაკეთება კი არა, მოსმენა მინდოდა. მომავალ წელს წავიკითხავ, რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში, ვნახავ, რომ პრეზენტაციის თემაა, როგორ დავრეკოთ სკაიპით. ხოდა, ალბათ აღარ მივალ. თუ მართლა ამდენი რამე იციან ამ ცნობილმა ბლოგერებმა, არ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასცენ?
    ხოდა, რაც შეეხევა გაცნობას. ასეთი ივენთების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს, რომ ბლოგერები ერთმანეთს გააცნოს (მეტიც, საერთოდ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას, ისედაც პოსტების 60 პროცენტი ამ ერთობლივი შეკრებების გაშუქებას მიაქვს). ვიმეორებ, მთავარი მიზანი არ უნდა იყოს ეგ. თორემ ზოგადად, რატომაც არა. იყოს გვერდითი მხარე. და გუშინდელი დღის მთავარი მიზანი რა იყო? მართლა ტვიტერზე და ერესესზე საუბარი? თუ პიცის ჭამა და მონატრებული ხალხის ნახვა. გასაგებია, არც ეგაა ცუდი,მაგრამ სოცმედიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

  16. respect.
    მომეწონა, სულ ცოტა იმიტომ, რომ ძლივს ერთ ბლოგზე ვნახე კარგი ფოტოები, ნორმალური ხარისხი და ადამიანებიც კარგად გამოიყურებიან და არააა არჩეული ყველაზე უარესი გამაბანძებელი კადრი 🙂

    პ.ს. და ლანდიშამ ისაჩკავა აბა რა, სწორად გათვალა მთავარია ბლანჟე და სათვალე ჰქონდა და თეთრი “სოროჩი”, + ერთ–ორს გაიღიმებდა და “როგოოოორ” და აბა მეტი რაღა ჭირდებოდა პრეზენტატორს წარმატებისთვის ;)))

  17. `ანინა, ნუ, ზოგადად, მე პირადად ვთვლი, რომ დროა, მსგავს შეკრებებზე სხვა თემებზე ვილაპარაკოთ და არა ანბანზე 🙂 თუმცა ჩემი პრობლემაც ისაა, რომ მე არ ვიცი რაზე.
    ზოგადად სიტუაცია ისეთი იყო, რომ “მოდი სოც.მედიის დღეს ჩვენც შევიკრიბოთ და ვინმეს რამის გაკეთება თუ უნდა, გააკეთოს”. ანუ, არ იყო რაიმე კონტროლი თემებზე, პრეზენტაციებზე და იმაზე, ვინ წაიკითხავდა ამ პრეზენტაციებს, იმიტომ რომ თავიდანვე შეკრების მიზანი უფრო მეტად იყო ბლოგერების შეკრება, ერთმანეთის ნახვა, დღის აღნიშვნა და ნუ, ვინმეს რამის გაკეთება თუ გინდათ, გააკეთეთო, გვითხრეს.

    მე ბლოგზე მიწერია კიდევაც, რომ იმჰო, ასეთი თემების პრეზენტირებას, ისევ ჩიზები ვჭამოთ ერთად სჯობს. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც. თუნდაც ის, რომ იყო ხალხი, რომლებმაც რაღაც მაინც გაიგეს ტვიტერის ან რსს-ის შესახებ ახალი. ან უბრალოდ პოზიტიური ემოციები ერთმანეთის ნახვისგან.

    რაც შეეხება, რეალურად პროდუქტიულ შეკრებებს. მაგალითად, ოქტომბერში, ნიუ მედია ფორუმზე, მართლა კარგი ლექტორები იყვნენ და ბევრი რაღაც გავიგე, იმის მიუხედავად, რომ 2.5 ბლოგერი ვიყავი უკვე. მოკლედ, არც ისე უიმედოდაა საქმე. უბრალოდ მე თავიდანვე არ ველოდი ამ შეკრებისგან რამე სერიოზულს.

    ძალიან ვიბოდიალე, იმედი მაქვს აზრი გამოტანადია 🙂

  18. კატიე, შენ ლამაზი სურათი გადაგიღე ერთი, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე ატვირთვა არ მინდა. და აქაც არ დავდე, მერე მოგაშტერდებოდნენ და პოსტს ვინღა წაიკითხავდა : )

    1. lol
      შენც იცი უკვე ჩემი ნებართვის გარეშე სურათის დადებაზე რეაქციების შესახებ, თუ ყველასგან განსხვავებით, ერთადერთი ხარ ვინც იცავს თავაზიანობას, უფრო სწორად ეთიკას ამ მხრივ? :)) თუ ასეა, respect 2 მაშინ :))

      ფბ–ზე გამომიგზავნე აბა :)))

  19. გამოხმაურება: Social Media Day Tbilisi 2010 « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

  20. ბლოგერები, რომლებიც სოციალურ მედიაზე გადაყოლილები არიან, ერთი მხარეა. ბლოგერების მეორე ნაწილი კი ექსკურსიებზე ყოველ კვირას დადის და ამით იკლავს ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას. პრინციპში, ესეც არაფრით უკავშირდება სოციალურ მედიას. შემეცნებით დატვირთვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

    სწორედაც.

    სოციალური მედია მარტო ბლოგერობას არ ნიშნავს 🙂

  21. ანინა დავიწყოთ იმით რომ ორ კვირაში მოხერხდა ამ დღის ორგანიზება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას რომ უცხოელი ტრენერებისა და სოც მედია ექსპერტების მოწვევა შეუძლებელი იქნებოდა. ფნანსურადაც ვერ მოხერხდებოდა ალბათ. მეორე არავის არ ქონდა ამბიცია რომ ვინმეს ვინმესთვის რაიმე ესწავლებინა უბრალოდ გვსურდა ეს პრეზენტაციები ერთგვარი საბაბი ყოფილიყო ბლოგერების და სოციალური მედიით დაინტერესებული ადამიანების შეკრების ამ დღის აღნიშვნის და ერთმანეთთან დაახლოებისთვის. ეს არ იყო არც ტრენინგი და არც რაიმე ოფიციალური ღონისძიება მკაცრად გაწერილი გრაფიკით . იყო დღე უშუალო გარემოში ერთმანეთისთვის ასე ვთქვათ “პროფესიული დღის ” მილოცვის . მგონი ცუდი ფაქტი არაა რომ საქართველოც პირველი იქნება იმ ქვეყნებს შორის სადაც ეს დღე აღინიშნა . თუ რა თქმა უნდა ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველწლიური სახე მიიღო.

  22. anonime

    ველოდები პოსტს “სექსი კოსმოსში”.
    ანინა არ აპირებს ეტყობა “სპეციალობით” მუშაობას.
    და ძვირფასო ბლოგერებო, იქნებ თქვენ მაინც შეისმინოთ ვედრება.

  23. აქ რაც წერია თუ სიმართლეა მაშინ ტყუილად დამწყვეტია გული რომ ვერ წამოვედი. პიცის საწმელად არამგონია ბომბორაში ასვლა იყოს საჭირო. მაგრამ მაინც მგონია რომ ბევრ კარგ რამეს გავიგებდი და ბევრი დავკარგე 😐

  24. აი ამიტომ ხარ კარგი!!! ანინა… რომ იცი, მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ პირდაპირობას არ ერიდები.

    სოცმედიის დღეზე სამწუხაროდ ვერ მოვედი, ამიტომ, შეფასებას ვერ გავაკეთებ…

  25. ......

    “….სანამ წავიკითხავთ ლექციებს იმაზე, თუ როგორ უნდა ვწეროთ და არ გვეცოდინება, რაზე ვწეროთ; სანამ ვისაუბრებთ დამოუკიდებელ სამოქალაქო პოზიციაზე, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროში ვივლით შეხვედრებზე და სანამ თავი ექსპერტები გვეგონება, მაგრამ აზრის გამოხატვა გაგვიჭირდება.” +111111

    ბლოგიგნგს განავითარებს რეკლამების მოზიდვა ბლოგებზე. ეს რომ მოხდეს ეკონომიკა უნდა განვითარდეს. ეკონომიკა რომ განვითარდეს, მდგრადი განვითარების სამინისტრო ნაკლებად უნდა ჩაერიოს მდგრად განვითარებაში, არამარტო ბლოგინგის მდგრად განვითარებაში.

  26. პირველად ჩატარდა სოციალური მედიის დღე და არც ველოდი, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნებოდა. იმედია მომავალში გაუმჯობესდება მდგომარეობა.

  27. როგორც იქნა ვნახე პოსტი, რომელმაც სწორი აქცენტები დასვა, აბსოლუტურად გეთანხმები, სწორედ ამიტომ რამდენიმე რესპონდენტის ჩაწერის შემდეგ ატრაქციონებზე გადავინაცვლეთ :)) ამ ხალხის შეკრების მიზანი გაურკვეველი დამრჩა

  28. გამოხმაურება: Tweets that mention სოცმედიის დღე, რომელსაც პიცამაც ვერ უშველა « Anina's Blog -- Topsy.com

  29. შენ იმას ითხოვ ამ ღონისძიებისაგან, რაც მეც ძალიან მინდოდა. არ მყავს მე ბლოგერთა სანაცნობო და ამიტომაც იქ არც მქონია ეგ მომენტი – ანუ მეგობრების ნახვა.

    დისკუსია და საინტერესო დიალოგი უფრო საინტერესო ადგილას უნდა გაიმართოს უფრო სხვანაირ გახსნილ ხალხში. აქ ზედმეტად დაჯგუფებული იყო ხალხი. ცალ-ცალკე გაფანტული. მოდი, მარტო ორგანიზატორებსაც ნუ დავაბრალებთ. აუდიტორიაც არ იყო ადსაკვეხნი 🙂 რაც არ უნდა არ მოგწონდეს პრეზენტაცია, მცირედი ზრდილობა მაინც უნდა გამოიჩინო.

  30. ”ბევრი იბოდიალა ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორმაც და ისეთი რაღაცები თქვა, რომ გულწრფელად დავეჭვდი, ამ ადამიანს მართლა თუ აქვს-მეთქი წიგნებთან შეხება”.

    🙂

    მიყვარს ასეთი შეფასებები 🙂

    ამ პოსტის საპასუხოდ არაჩვეულებრივი პოსტი დაიდო ლანდიშ.გე-ზე

    1. სხვათაშორის, ლანდიშასგან უფრო ძლიერ კონტრარგუმენტებს მოველოდი.
      მთელი პოსტის აგება ქართველი ბლოგერებისა და ლელა წურწუმიას შედარებაზე ძალიან მესუსტა

  31. არა და ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორის პრეზენტაცია ძალიან მომეწონა. იგივე მარის ტვიტერიც. შეიძლება იცი რა არის ტვიტერი და რსს, როგორ გამოიყენო და ა.შ მაგრამ უფრო მეტი ინფრომაცია არავისთვის არის ცუდი. აუდიტორია ვერ გათვალესო რომ ამბობ, როგორ უნდა გაეთვალათ? იქ ხომ ყველა იყოს ვინც ბლოგერია და ვინც ამ სოციალურ ქსელებშია??? მე ტვიტერზე იმ დღეს დავრეგისტრირდი და ძალიანაც დამაინტერესა. ასევე რსს–მა. უბრალოდ მაინც გულგრილად ვარ ამ რსს–სთან. მედია ბანკის რა მოგეწონა? ეს აიტის პრეზენტაცია იყო. გასაკეთებელი და საშრომი არაფერი იყო/ ანუ სულ სხვა სტილის პრეზენტაცია იყო.

  32. შენ ხარ ოპერის მომღერალი, რომელმაც მაღალი ნოტები დაკარგა, ესტრადაზე გადავიდა და იქაურ მომღერლებს აჯვამს :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s