ჯამფ! ფოტოები

ამას წინათ ბლოგერები გავიცანი. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მეზარებოდა, მაგრამ ლანდიშამ ისე სწრაფად მომიჭრა, 7-ის ნახევარზე  კუს ტბის ასასვლელთან იყავიო, რომ მიზეზების მოფიქრება ვერ მოვასწარი და დავეთანხმე.

გზაში ტაქსისტს შევუყვარდი და ფული არ გამოურთმევია, რაც შეეხება ლანდიშას, სრული 25 წუთით დააგვიანდა და ბოლოს  თეთრი პერანგით მოვიდა ( თეთრ საროჩკაში ამხედრებული პრინცი). მანამდე კი ლეონსიოს და ალუკარდის გაცნობა მოვასწარი. რაღაც მათრობელა სიგარეტს ეწეოდნენ და მომავალ ექსკურსიაზე სუბრობდნენ.

მერე კი ორივემ ფოტოაპარატი გააძრო. მდაჰ. შემეშინდა. არ მიყვარს, როცა მიღებენ, მე რომ ვიღებ, ის მიყვარს. სამწუხაროდ, ისინიც ასე ფიქრობდნენ.  მეც თან მქონდა აპარატი, მაგრამ არ გამომიჩენია.

თმა დაწნული მქონდა, მაგრამ სიცხემ რომ გადაიარა, გავიშალე და ლეონსიოც შთაგონდა.

მერე ავხტი. თავი ცოტა ხნით სალვადორ დალი მეგონა, ერთი ეგაა, კატები არავის უსროლია.

მეერე ავხტით! ოღონდ ყველა ვერა.

დგანან: ძაღლი, კატა, kate alukard.

ხტუნავენ: ლანდიშა, კასმანავტკა და ზურა ბალანჩივაძე

leonsioს  ი-იმხელა ფოტოაპარატი ჰქონდა, რომ მეგონა, მიზანში ვყავდი ბოროტმოქმედს ამოღებული, მით უმეტეს, რომ ალუკარდი ტყვიამფრქვევივით იცინოდა : ) საბედნიეროდ, ამ  საომარ ვითარებას უვნებლად დავუძვერი.

მერე მე და ზურა სადღაც ავძვერით:

ახლო ხედი: (ძვ.

ქართულად_ კრუპნიპლანი)

მერე დავიშალეთ. ლანდიშა, რომელიც წუწუნებდა, სახლში მაგვიანდებაო, დაშლის შემდეგ ძმაკაცს გადაეყარა და იმ ძმაკაცმა ასე უთხრა, ქართულ ბლოგებს არ ვკითხულობ, მხოლოდ ანინას ბლოგსო :ამაყ:
ლანდიშამ ეგრევე მესიჯი აფრინა ჩემთან. მოკლედ, დღის ბოლოსაც მშვენიერ ხასიათზე ვიყავი.

ველოდები შემდეგ ჯამფს : )

18 thoughts on “ჯამფ! ფოტოები

  1. jaba

    შემდეგ ძმაკაცს გადაეყარა და იმ ძმაკაცმა ასე უთხრა, ქართულ ბლოგებს არ ვკითხულობ, მხოლოდ ანინას ბლოგსო
    es raxan “landishas” mesijit gaige, ese igi shansia rom mogatyua da sheni gulis mgoebas ecada 😀
    sxva mxriv, nametani sayvareli postia : ) yochaaaaaaag

  2. ლეონსიოს არ ვიცნობ (სახელი მახსოვს ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი სერიალიდან), მაგრამ პირველი სამი ფოტო: სუპერ! 🙂

  3. მდაჰ… კარგია რომ არ დაგაზარებინა ლანდიშამ 🙂 შუენიერი ფოტოებია და ბლოღერებიც გაიცანი, აწი აღარც დაგეზარება ხოლმე 🙂

    1. და თუ შენც შემოგვიერთდები, გამიხარდება. სულ თითზე ჩამოსათვლელ ბლოგერებს ვიცნობ და არ მინდა ისინიც დამავიწყდეს : )

      1. სამაგიეროდ ჩემს ბლოგს კითხულობენ დიასახლისები. ადრე ხაზის რადიოს უსმენდნენ კუხნაში და ახლა ჩემს ბლოგს კითხულობენ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s