დღეს მომინდა უბრალოდ ბოლო დროის random shot-ები დამედო ბლოგზე. ისეთი სახით, როგორითაც გადავიღე.
1. აგურის სახლი. მე მაქვს აგურის სახლი სოფელში და იქიდან ჩანს მთები. იმ მთებიდან კი ჩემი სახლი არ ჩანს. მთები იმდენად შორსაა და ხედი იმდენად უცვლელია, რომ ხანდახან მგონია, უზარმაზარ პოსტერს ვუყურებ. მეშლება ნერვები და ვბრუნდები ოთახში. სოფელში მხოლოდ ყავას ვსვამ.
2. კოსმონავტი ცაში. კოსმონავტი ხარ, თუ შენი გვარია გაგარინი, სულ ერთია, შოთა გქვია თუ იური. მთავარია, გამბედაობა გეყოს და ეშმაკის ბორბალზე აძვრე ისე, რომ ცალ ხელში მეგაფონი გეჭიროს, მერე კი იქიდან კონკურსის გამარჯვებულები დაასახელო. რომ ჩამოხვალ, ხელი გეტკიება, შარვალი დასვრილი გექნება, მაგრამ გაიღიმებ და იტყვი: მერე რა, კოსმონავტი ცაში უნდა იყოს : )
3. უცნობი გოგონა ჩემს ფოტოაპარატში. ნიკოს ფოტოაპარატი რამდენჯერმე ვათხოვე, ერთხელაც დამიბრუნდა და ფოტოაპარატში ულამაზესი გოგოს სურათი აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, არ წამიშლია. ჯერ ერთი ნიკომ გადაიღო, მეორეც, ჩემი ფოტოაპარატით გადაიღო და მესამეც, რა მაგარი ვინმე გადაიღო..
4. არ იტირო, ენე!. ელენე ჩემი ბარტყია, 4 წლისაა. ჩემი დისშვილია, დედიკოს გარეგნობით დიდად არ ჰგავს, სამაგიეროდ, დედასავით იცის გრძელი წინადადებების დაწყობა. ძალიან მგრძნობიარეა. ხოდა, ამ ბავშვს თუ ეთამაშებით ფეხბურთს, ბურთი არ წაართვათ, თორემ ვერ გაიგებს, რომ საფეხბურთო ტრიუკი გააკეთეთ და ეგონება, რომ მისი გაბრაზება გინდოდათ. ენე, ჩვენ გავიტანთ გოლს : )
5. თსუ-კადრი. თსუ-ში სურათებს ნაკლებად ვიღებ, ისეთი კადრები არ მხვდება, როგორის გადაღებაც მინდა: გოგონები ქსეროქსებით ხელში, ბიჭები უკანა ჯიბეში ჩაკეცილი რვეულებით, ლექტორები დაღლილი სახეებით. ნწ. ესენი არ მიზიდავს, აი, ამ გოგომ კი დაიმსახურა ფოტოს გადაღება. თქვენ რას ფიქრობთ?
6. ფერები. კოლოკვიუმს ვწერდი, როცა წინ მჯდომის ფეხსაცმელებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ლექტორისაგან სულ 2 წუთი ვითხოვე, ამოვიღე ფოტოაპარატი და ჩხაკ! გოგონამ არც იცოდა, რას ვიღებდი და თმების სწორება დაიწყო. მერე კი, ადგილზე რომ დავბრუნდი, გაოცებულმა მკითხა, რა გადაიღეო? შენი ფეხები_ ვუპასუხე მე.
7. (ს)აბო თბილელი. ჰერმან საბო მაგარი ბიჭია: მაშინაც კი სიმპატიურია, როცა ტემპერატურა ყოველგვარ ასატან ზღვარს სცილდება. სულ ისეთი თავდაჯერებულია, როგორიც სურათში. მით უმეტეს, რომ არ იცოდა, რომ ვუღებდი. მისთვის აქამდე არაფერი გადამიღია, არადა, დიდი ხანია მინდოდა. გოუ, გოუ, გო-გა!
პ.ს. ერეკლეს სიმართლის დროს ვუყურებდი და პოსტის დადება დამიგვიანდა. ეკო ისევ პაბეგშია, ოღონდ არა იმიტომ, რომ მტრები სდევნიან, ახლა უკვე მეგობრები ვსდევნით. 4000 აქვს ჯიბეზე : ))
აუ რა მაგარი გოგოა…
მაგრად მომეწონა.
წავიღებ რა ბლოგზე…
წაიღე : )
მომეწონა შენი ჩხაკები !!!
აუ, ეგ უცნობი გოგონა მეც მინდა ჩემს ფოტოაპარატში (მინიმუმ) 😦 თბილისში სად ნახეს ეგეთი? ვსიო, შეყვარებული ვარ დღეიდან 😀
ფერადი ზონრები მომეწონა.
“გაოცებულმა მკითხა, რა გადაიღეო? შენი ფეხები_ ვუპასუხე მე.”
ძალიან კარგია
ძალიან მომეწონა ”აგურის სახლი”. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პოსტია, რაც დაგიწერია.
აუ მე კიდე ის ბიჭი მომეწონა, ბოლოში როა :)) ძაან საყვარელია :D:D:D გოგო რო ვიყო მივცემდი, ბიჭიც რო ვიყო მაინც მივცემდი D:D:D და კიდე ის გოგო მიყვარს :((
ძალიან მომენატრა სწორედ ეგ აგურებიანი სახლი თავისი ხედით, შიმშილს ვგრძნობ და სუნთქვა მიჭირს , ისე მომენატრა. ხედი არ მბეზრდება ყავასთან ერთად! :)))
ჩათვლებზე და ამდაგვარ მოვლენებზე რასაც ყველაზე ნაკლებად ვაკვრდები სხვა სტუდენტების ფეხებია… აი მათ ტესტებში შემოხაზულ პასუხებს კი ძალიან დიდი დაკვირვებით და გულდასმით ვუყურებ ხოლმე… 🙂
ხო ისე საღოლ ფეხები მომეწონა… და რა თქმა გოგოც… და არ მიყვარს ყავისფერფილტრიანი სიგარეტები… 🙂
ლამაზი ფერის თვალები აქვს.
მანდ კი ფეხები კი არა ბოტასები გადაიღე. ფეხების გადაღება სხვანაირად ხდება 🙂
მაგარი ბოტასებია.
თუ მთლიანობაშიც ეგეთი ფერადი გემოვნება აქვს კაია.
თორემ კვლავ ძალიან შავია ჩვენი სამხრეთული და მზიანი ქალაქი.
კომენტარებმა გაქაჩეს 😛
vai rom arc is gogoa ucnobi… 😀 ki arada naxevari tbilissi mag gogoze laparakobsda raga ucnobi ? 😀 😀 😀
gagarni ra gagarinulia tu ragac…. dzalian kargi potoa 0_o
ცისფერთვალა გოგო!!! :-* მგონი სლავია, მაგრამ თან ქართული რაღაცაც აქვს და საბოლოოდ, მმმმმ 🙂
ქართველია სრულიად : ))
მე დაჟე სახელი დამიკომენტა ვიღაცამ 🙂
და სად სწავლობს :)))
ვიღაცამო? 🙂
იმ გოგოს ისეთი ნაზი სახე აქვს გეგონება ოდნავაც რო შეეხო დაიფშვნებაო 😀
mainc slavuri ier saxe ra ajiotajs iwvevs xalxshi. ara da ashkarad gruzinkaa ubralod bebo yavda poloneli albat.
აუ რა აღტაცება წავიდა რა ღმერთო ჩემო :O
დიდი არაფერია ეს ბავშვი სინამდვილეში, ობრაზი აქვს პროსტა რაღაცნაირი და თვალი კიდევ ლურჯი თუ ცისფერი თუ რაცაა 😐
მე თუ უკეთესი გოგო არ მომწონდეს უნამუსო ვიყო და არ დამადებინოთ ახლა ფოტო 😀
@Lord Vader – :)) ხალხს ვიტყუებ ჩემთან კაცო 🙂
ჰოდა მეც დავინტერესდი.
მარა მაგ წყაროს ვერ ვენდობი. კარგად ვიცნობ.
იმ გოგოს რა ლამაზი თვალები აქვს და როგორი გამოხედვა…
შავგვრემან შავთვალება გოგოებს არაფერი მირჩევნია. 🙂
შავი თვალები ბუნებაში არ არსებობს,,, დამტკიცებული ფაქტია… 🙂
მაშინ მაპატიეთ. შავგვრემანი გოგოები მომწონს ისეთი თვალებით თითქოს შავი როა მაგრამ შავი რომ არაა. (იმიტომ რომ შავი თვალები თურმე არ არსებობს) 😀
P.S. მაგრამ იმაში ცდებოდი რო თქვი სიზმარში ვერ მიხვდები რო სიზმარია დამტკიცებულიაო. 😛
შავი თვალები რომ არ არსებობს მაგის არცოდნა გეპატიება… და სიზმრის შესახებაც მეეჭვება რატომღაც… http://www.krugosvet.ru/enc/medicina/SON.html აჰა წაიკითხე საინტერესოა…
არა სიზმრის შესახებ ნამდვილად ცდები. სხვისგანაც ვიცი. სხვა რო არაფერი ვამბობ მქონდა თქო და ხო არ მოვიტყუები ამხელა კაცი. 🙂
მართლა მქონდა უნამუსო ვიყო 🙂
kargi… sityvaze gendobi… ise ra kargia eg ro icode ro sizmarSi ro xar… ramden rames shedzlebda kaci…
5. თსუ-კადრი _ tu arvcdebi,es is gogoa,”mzeze” raghac gatamasheba ro miyavs. xo kidev, gogoebis gadagheba tu mogindeba xerox-ebit xelshi,magas egre versad waawydebi 😛
3. უცნობი გოგონა shეnს ფოტოაპარატში _ momwons (sun),dzalian momwons!!!
ძალიან ლამაზი პოსტია 🙂
ra aris es ha?
gogo rom sigarets mowevs eg evroviziazec gava 😐
eg gogo waiyvanet eg satanistka ega…
wadi sheyvarebuls chaexute martladamartla….
xelmowera: MMK
http://www.facebook.com/video/video.php?v=1478041880475
აქ რომ ბოლოში გოგოა, ეგ არ არის?
5. foto surati მაგარი გოგოა 🙂 ძაან მაგარი ფრხები და მკერდი აქვს სახეც მაგარი აქვს :დ