საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რელიგიურად ცხოვრობს, თუმცა რელიგიური განათლება თითქმის არავის აქვს. ქუჩაში გამვლელი 10 მოქალაქიდან 9 გეტყვის, რომ მართლმადიდებელია, მაგრამ მათგან ბიბლია შეიძლება არცერთს არ ჰქონდეს წაკითხული. რა თქმა უნდა, ბიბლიის წაკითხვას ხომ მისი ინტერპრეტაციების მოსმენა ჯობია. აბა რისთვის არსებობენ მოძღვრები! თუკი გეზარება შენი რელიგიის წმინდა წიგნის წაკითხვა, უბრალოდ აიღე მობილური ხელში, გადარეკე მოძღვართან და ჰკითხე: მამაო, შეიძლება მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმა? მამაო, ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტი ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება? მამაო, შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია? .. და ასე შემდეგ. მოძღვარი სახელდახელოდ გადაგიწყვეტს, რა არის ცოდვა და რა _ არა და ცოტა ხანში შენ, საშუალო-სტატისტიკურ მორწმუნეს ხელთ გექნება მზა რეცეპტი: არ შეიძლება იმ ოთახში გახდა, სადაც ხატებია; მარხვის დროს ,,კუპალნიკის” ჩაცმისათვის კურთხევაა საჭირო: რაც შეეხება ზიარების შემდეგ სტომატოლოგთან ვიზიტს, ალბათ, პასუხი ასეთი იქნება: ხომ შეგიძლიათ, ერთი დღე სულის ცხონებაზე ფიქრს დაუთმოთ. სტომატოლოგი მოიცდის. რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი დაზიანებული მინანქარი თუ სასუფეველი ცათა?
თუ შენს მოძღვარს მობილური არ აქვს (ისე, მე ეგეთ მღვდლებს ხშირად ვერ ვხვდები), ან მისთვის კითხვის დასმა გერიდება, შეგიძლია, რამე სხვა სცადო. მაგალითად, კვირის პალიტრის ელექტრონული გაზეთის განყოფილება: რას გვეტყვი, მამაო? . 2 დღეა ეგ გვერდი გახსნილი მაქვს და ნელ-ნელა ვაგემოვნებ. სანამ კარგად გავერკვეოდი, მხოლოდ მეცინებოდა კითხვებზე და პასუხებზე, აი, ბოლოს კი სასტიკად დავიგრუზე.
უბრალოდ გადახედეთ:
ჯერ მხოლოდ კითხვები :
უთავბოლო სანთელი
კითხვა1: ,,აქვს თუ არა სანთელს თავი ან ბოლო?”
გაცნობა-დაოჯახება
კითხვა2: ,,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, რა ლოცვები უნდა წავიკითხო სიყვარულის, მეორე ნახევრის პოვნისთვის და ბედნიერად გათხოვებისათვის?”
კითხვის ავტორი_ ზურაბ ნოღაიდელი
კითხვა3: ,,არის თუ არა ქვეყნის ღალატი ცოდვა?”
და კიდევ 2-იც
კითხვა 1: ,,თუკი ავადმყოფობა ღმერთისგან ჩვენი ცოდვებისათვის გვეძლევა, მკრეხელობა ხომ არ არის მკურნალობა ღვთისგან ბოძებული სასჯელის ასაცილებლად? ”
კითხვა2: ,,არსებობენ თუ არა მართლმადიდებელი ებრაელები?”
კიდევ კარგი, რომ მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით არ ვიქმნი წარმოდგენას, თორემ მომეჩვენებოდა, რომ ეს რელიგია კი არა, ცრურწმენებისა და შეუწყნარებლობის სავანეა.
1) წყევლა
ჩემს წინაპარს ცოდვა მიუძღვის უფლის წინაშე – ეკლესიებს ანგრევდა. მისი ცოდვის გამოსასყიდად გადაწყვეტილი მქონდა ეკლესიის აგება, მაგრამ ლტოლვილად ვიქეცი ჩემსავე სამშობლოში. ჩემი სურვილის ოდნავი კომპენსაციის მიზნით ეკლესიას შევწირე მამის ნაჩუქარი ხატი. კიდევ რით შემიძლია ვუშველო წინაპრის ცოდვას?
უფალი ხედავს ადამიანის გულისთქმას – თქვენ მთელი გულით შესწირეთ ხატი ეკლესიას. რაც შეეხება თქვენი წინაპრის დანაშაულს, ეპისკოპოსს უნდა სთხოვოთ ლოცვის წაკითხვა თქვენი ოჯახისათვის, რათა მასზე წყევლა არ იდოს.
კატეგორია – ცოდვა
2. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები
არის თუ არა ცოდვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და რამდენად სერიოზულია ეს ცოდვა?
ეს სერიოზული ცოდვაა, რადგან შეუღლების მიზანია გამრავლება და შვილების აღზრდა.
აბორტიც ცოდვაა. ამიტომაც , ნურც გაფრინდები- ნურც მოფრინდები_ ვითარებაა.
3. სცემე, ოღონდ სახის არეში არა!
ცოდვაა თუ არა გაჯიუტებული ბავშვის დატუქსვა და ცემა, თუ სხვა საშუალებებით იგი არ გვემორჩილება?
ბავშვის დასჯა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ არაფრით არ შეიძლება სახის არეში ფიზიკური შეხება. დასჯა არ უნდა ხდებოდეს მშობლის სუბიექტური გაღიზიანების მიზეზით და სამართლიანი უნდა იყოს.
სახის არეში_ არა. ისე კი, თუ სუბიექტურად გაღიზიანდით, სცემეთ, რამდენიც გინდათ : )
4. მეძავნი, მემრუშენი, ანგაჰარნი..
სიყვარულის გარეშე დავქორწინდი. ჩემს ქმარს არანაირი გრძნობა არ ჰქონდა ჩემ მიმართ. შვილების სიყვარულით ოჯახი არ დამინგრევია, მაგრამ დღემდე ჩავდივარ უმძიმეს ცოდვას – ხორციელი სიყვარულის დეფიციტს ხელცთუნებით ვინაზღაურებ. მეთვლება თუ არა ეს მრუშობის ცოდვაში?
ეს საქციელი გეთვლებათ ცოდვაში – ის თანაბარფასოვანია მრუშობისა და აუცილებლად უნდა მოინანიოთ. წმინდა წერილში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ცათა სასუფეველი შეუძლებელია დაიმკვიდრონ: «…არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არც მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰართა»
ხო. ესეც საინტერესო კითხვაა საინტერესო პასუხით. პასუხში განსაკუთრებით ჩამონათვალია საინტერესო, იმას მახსენებს: მინეტი, კარალევსკი მინეტი, იოგა, ჟონეტი..ეს ანგაჰარი რა არის, არ ვიცი.. მე პირადად ჟონეტის მკეთებლობა მგონია : ))
5. არც დაინტერესდე!
რას ნიშნავს გამომეძიებლობის ცოდვა?
ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც ღმერთი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად, სად იმყოფება ჯოჯოხეთი (და არა იმით, თუ როგორ დავიხსნათ მისგან თავი)? როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით? როგორ იქცევა ზიარებისას პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად და მისთ.
6. ნუ-უკუ-ღმართობ!
დაშვებულია თუ არა ეკლესიაში ჯვარდაწერილთათვის საქორწინო სარეცელზე ყოველგვარი ქცევა?
ქორწინება ეკლესიისგან არის კურთხეული, მაგრამ ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან ჯვარდაწერილნიც, თუ ისინი უკუღმართი სექსუალური ურთიერთობით სცოდავენ.
7. მაპატიეთ, რომ მთვრალი ვარ!
როგორ მოვიშოროთ სიმთვრალის ცოდვა?
ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად განუწყვეტლივ უნდა ევედროთ უფალს. მარხვითა და სინანულით განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ სიმთვრალის ცოდვაში ჩავარდნით, როგორ ტკივილს აყენებთ ახლობლებსა და საკუთარ თავს. გადაიხადეთ პარაკლისი წმინდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც ხელეწიფება მემთვრალეობისგან განკურნება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მემთვრალეობის სენისგან განსაკურნებლად არსებობს საგანგებო ღვთისმშობლის ხატი. შეიძინეთ ეს ხატი და სთხოვეთ დახმარება და მფარველობა, რათა განიკურნოთ.
მე კი მეგონა, სიმთვრალის ცოდვას პახმელიით ვიშორებდით : )
და ბოლოს. უკვე გავარკვიეთ, რომ არ შეიძლება უბიწოების დაკარგვა ქორწინებამდე: ნუ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ,,ჩუკენობაც”, შეიძლება ოჯახის შექმნა, მაგრამ ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქვს.. და…
8. ძილსა შინა დაცემა
რა სახის ცოდვაა «ძილსა შინა დაცემა» და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
«ძილსა შინა დაცემა» სიზმარში იმ ცოდვაში ჩავარდნაა, რაც ჩვეულებრივად მღვიძარ მდგომარეობაში მრუშობის ცოდვად ითვლება. არსებობს საგანგებო ლოცვები, «ძილსა შინა დაცემის» ცოდვის მოსანანიებლად. სიზმრად დაცემის შემდეგ უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვები, რომელიც 40 მეტანიით სრულდება, ხოლო შემდეგ კი «ძილსა შინა დაცემა» აღსარებაშიც მოინანიოთ.
არც დასიზმრება შეიძლება … სიზმრების კაგებეა : )
ჰეჰ, მომეწონა : ))))) მიყვარს ასეთი ამბები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხომ ერთ დიდ ამგვარ „საოცრებად“ იქცა, მარგალიტების უშრეტი წაროა :))))))))
მე ძილსა შინა მხოლოდ ვბორძიკობ, დაცემამდე ვერ მივედი. 😀
ლოოლ : )
სად დაიკარგე?
ქალაქში არ ვიყავი 😦 ხვალ მოვდივარ და მოვალ : )
,,კითხვის ავტორი_ ზურაბ ნოღაიდელი
კითხვა3: ,,არის თუ არა ქვეყნის ღალატი ცოდვა?” – loool 😀
,,ძილსა შინა” მრუში ვარ მეც 😀 აბა ეგ რო არა, ჩემ სადღეგრძელოს ლუდით იყოდნენ ანუ: ,,ეს იმ კაცს გაუმარჯოს, დილას ყ**-ზე ადრე რო დგებაო” 😀
სად გააძრე ეგეთი სადღეგრძელო? 😀 😀
😀 ერთერთ ლუდის მინი-ფესტივალზე :)) აწი რო იქნება მასშტაბური 2 დღიანი ფესტი, აი იქ ბევრს გავიგებ იმედია 🙂
ეს ბონიფანტე მაინც მწვერვალი იყო 😀
ერთს რამეს ვიტყვი რომ ყველას ერთ ქვაბში ეს ხელაღებით მოხარშვა არ შეიძლება
😀
ცუდი კარგში აირევა და მერე ტრაწი იცის მაგან
ჰოდა მთავარი ისა არა სცოდავ თუ არა, ანუ ყველა ცოდავს, მაგრამ ყველას ხო არ აქ სინანული? ეხლა თქენ სხვანაირად გაიგებთ და მეწყინება რა
ანჟელაა!! მორჩი მაანდ ? 5-ში ახალი კლიენტია და გადადი რა. :))
მე ვერ გავიგე… მე როგორც ვიცი სიზმრები სატანისააო ასე გამანათლა მართლმადიდებელმა ხალხმა, მე გზააბნეული კრავი, ხოდა რა ჩემი ბრალია თუ სიზმარში, როდესაც ჩემი სხეული ტვინი დაშორებულია, ეშმაკმა მძლია? :):) მთვრალზე კიდე პახმელიაზე მეტი სასჯელი რაღა უნდა მომივლინოს ღმერთმა… გამომძიებლის ცოდვა მართლა არსებობს? ეგ პირველად გავიგე… ანუ რასაც მეტყვიან იმის უნდა მჯეროდეს და ჩემი აზრი და ინტერესი არ მქონდეს? ხომ ვამბობ რა… ხალხის სამართავადაა ყველაფერი… 🙂
ბარემ ციტატა მოგეყვანა 😉
Religion is the sigh of the oppressed creature, the heart of a heartless world, and the soul of soulless conditions. It is the opium of the people. Karl Marx
http://en.wikipedia.org/wiki/Opium_of_the_people
ლოოოლ, აღსარებაში სიზმრებს რომ მოინანიებ :დ
ქორწინება ეკლესიისგან არის კურთხეული, მაგრამ ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან ჯვარდაწერილნიც, თუ ისინი უკუღმართი სექსუალური ურთიერთობით სცოდავენ. – ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი :დ
ai exla ki magrad miqarav raa 😦
samwuxaroa rom mmk-s emociebisgan jer kidev ver gatavisufldi. imedia dro imoqmedebs da gagivlis:)
სიზმრების კაგებე მომეწონაა :))) საინტერესო პოსტია 🙂
სიზმარზე კი კასმანავტკას არ უნდა სჭირდებოდეს ჩემი შეხსენება, რომ ფროიდის, იუნგისა და სხვათა მრავალთა შრომების მიხედვით სიზმარ-ცხადი მჭიდროდაა გადაბმული და ძირითადად, რასაც ხედავ სიფხიზლეში, ის დაგესიზმრება. ანუ ყველა დღე ათვალიერე პლეიბოი და მოგიწევს გასხმა ასე კვირაში სამჯერ მაინც, წესიერი ცხოვრებისას კი მაქსიმუმ თვეში ერთხელ. რაა გაუგებარი, გეუბნებიან ბევრი არ ანძრიოთო რა, და არაფერი ცუდი არაა მაგ მოწოდებაში 😀
ნწ. მეგობარო. რასაც ვერ ხედავ, ის გესიზმრება 😀
ძალიან მწყდება გული, როცა ჩემი ტოლი ახალგაზრდები ასე აგდებულად უყურებთ მართლმადიდებლობას. არადა ვიცი არაერთი ადამიანი, რომლებიც საერთოდაც არ არიან ქრისტიანები, მაგრამ მაინც ძალიან დიდ პატივს სცემენ იმ რელიგიას, რომლის გარეშე ელემენტარულად საქართველო ვერც კი იარსებებდა!
რელიგიისადმი აგდებული დამოკიდებულება სად ნახე : )))
სად? : ) წინამდებარე პოსტსა და კომენტარებში.
ძალიან ვიხალისე და გავერთე. საღოლ, ანინა :*:*:*
რაც შეეხება მაღლივოლოგის სინანულს, ახალგაზრდების რელიგიისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო, ერთს ვიტყვი: ეს თუ რელიგია გგონიათ, სხვა ამბავია, ესაა ცრურწმენების თაიგული და ყველანაირი რელიგიისგან შორსაა. ეგ მღვდელი საერთოდცალკე განსახილველია, თურმე, ბავშვის ცემა შეიძლება, ოღონდ სახის არეში არაო :)))))))))
ცრურწმენა? ამას შენ ფიქრობ. უამრავი სასწაული მოწმობს იმას, რომ მართლმადიდებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ცრურწმენა. შენ თუ არ გწამს ამ რელიგიის, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს ნამდვილად არავის აძლევს იმის უფლებას, რომ მის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება ჰქონდეს და ასე აგდებულად მოიხსენიოს!
აქ რელიგიისადმი აგდებული ლაპარაკი არ არის. აგდებული ლაპარაკი არის იმ ზოგიერთი წესის მიმართ რომელიც ჩემი აზრით უბრალოდ სისულელეა. შორს რომ არ წავიდეთ ამ ბლოგშივეა ზოგიერთი სისულელის მაგალითები. “სცემე ოღონდ სახეში არა”
ანდაც წინაპრის ცოდვების მონანიება. ჩემი აზით ეს თემები სერიოზულ დამოკიდებულებას არც იმსახურებენ
BISEY
აგდებულ დამოკიდებულებას ვერ ხედავ? ახლა პოსტის და კომენტარების თავიდან წაკითხვის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რომ იქიდან ციტატები მოვიყვანო, მაგრამ რამაც მგონი ყველაზე მეტად დამწყვიტა გული, რომ ჩემს რელიგიას “სიზმრების კაგებედ” და “ცრურწმენების თაიგულად” მოიხესნიებენ. შენი აზრით, ეს არაა სარწმუნოებისადმი ირონიული ხედვა?
მართლმადიდებლობას არავინ ეხება, დამშვიდდი. საერთოდაც, რელიგიის რომელიმე მახინჯი გამოვლინების კრიტიკა რელიგიის კრიტიკა არაა. უფრო იმის სურვილია, რომ ყველაფერი გამოსწორდე. გადახედე, როგორ ვიწყებ პოსტს. მორწმუნეები ბიბლიას არ კითხულობენ -მეთქი. ეს არის მერე მთელი ამ მარაზმის საფუძველი.
,,კიდევ კარგი, რომ მართლმადიდებლობაზე მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით არ ვიქმნი წარმოდგენას, თორემ მომეჩვენებოდა, რომ ეს რელიგია კი არა, ცრურწმენებისა და შეუწყნარებლობის სავანეა”
ციტატის პირველი 2 ხაზი ყურადღებით წაიკითხე!!!!!
აჰ, უკვე ჩემ მიმართაც წამოვიდა ირონიულ–აგრესიული დამოკიდებულება. : ) გმადლობ შეხსენებისთვის, მაგრამ კითხვა შორეულ ბავშვობაში ვისწავლე. მაშინ, თუ ამ სარწმუნოენის მიმართ ირონიული დამოკიდებულება არ გაქვს (შენი პოსტი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს), მოდი სიმართლე მითხარი, ხარ თუ არა მართლმადიდებელი და რა დამოკიდებულება გაქვს ამ რელიგიასთან სინამდვილეში?
ვისაც გვწამს,გაგვატარეთ!
და საერთოდაც, განა სულ ცხრა არ არის, სხვა რას ფიქრობს, უფლის რწმენა ხომ ყველაზე პირადული რამ არის?!…
აი, როდესმე დადგება წამი შენს ცხოვრებაში და დაიკიდებ პატარ-პატარა წვრილმან კითხვებს ,,კვირის პალიტრიდან”, ახლა რომ გაწუხებს ან საღადაოდ გეჩვენება…..
p.s. ისე, იური გაგარინის პირველი სიტყვები კოსმოსიდან იცი რა იყო?
_ ,,ვიჟუ ბოგა”!
და სტრელკასი?
სტრელკასი რაღაც ამ პონტში იქნებოდა… “ხაჩუ კოსტაჩკუ”… მერედა მართლა დაინახა გაგარინმა ღმერთი?
ვიჟუ კი არა, ვიყავი და ვერსად ვერ ვნახე ღმერთიო
ამიტომ არ მევაება რელიგია რა… ყველაფერი ცოდვაა, ცნობისმოყვარეობაც და საერთოდ რომ არსებობ ეგეც… ტაბუების დოგმების და ცრურწმენების გროვა.
ქვეკატეგორიებიც არის? “ძილსა შინა დაცემა” ცოლთან, “ძილსა შინა დაცემა” კონტრაცეპტივებით, “ძილსა შინა დაცემა” უსიყვარულოდ ოღონდ ბავშვების სიყვარულით :))))))))
😀 ცოლთან ძილსა შინა დაცემა მოსული პონტია კონტრაცეპტივებიც არ არის საჭირო… ანუ მინუს ერთი ცოდვა კიდე. 🙂
ვაჰ, ეგ როგორ ეხლა, სიზმარში კონტრაცეპტივით თუ შვები ცოლთან, როგორ არაა ცოდვა? 😀
უნდა დაარწმუნო ცოლი რომ სიზმარია და არ არის კონტრაცეპტივები საჭირო. მერე დავეცეთ რამდენიც გვინდა “ძილსა შინა” 😀
😀 😀 ააჰაა
ტყულად ნუ დაიმედდებით… სიზმარს და რეალობას ვერ არცჰევს ადამიანი სიზმრის დროს… რამდენჯერ ვცადე რაც მინდოდა ის გამეკეთებინა სიზმარში… დაწოლის წინ ვგრუზავდი ჩემ თავს რომ რაც ახლა მოხდება სიზმარი იქნება თქო… ასე რომ ცოდვა ცოდვად რჩება…
კონტრაცეპტივებზე გამახსენდა… აბა თუ გამოიცნობთ, თუ აბორტი მკვლელობაა, მაშინ რა არის პრეზერვატივი?
გენოციდი :).
რაც შეეხება სიზმარს. მე ორჯერ მქონდა სიზმარი რომელშიც მივხვდი რომ სიზმარში ვიყავი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ერთერთში გადავწყვიტე რომ სიმაღლიდან გადმოვმხტარიყავი მაგრამ რომ დავაპირე მაშინ შევეჭვდი 🙂
საღოლ შენ… შენ უნდა თქვა მეცნიერების დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების მრავალწლიანი შედეგი უარვყავიო… და თუ იცოდი რომ სიმზარში იყავი რატომ არ გადმოხტი?
ბოლოს შემეშინდა. მაგას მართლა არ ვიგონებ. ვიცოდი რომ სიზმარი იყო. ძალიან უცნაური შეგრძნებაა. განსაკუთრებით გაღვიძების შემდეგ.
არადა რა კარგია რაღაც ცუდი რომ მოგივა სიზმარში და მერე რომ გაგეღვიძება და მიხვდები რომ სიზმარი იყო… 🙂 გულზე გეშვება…
ხო ძალიან კარგია მაგრამ მე საწინააღმდეგოც მქონია. მაგარ კაი ამბავში რომ ხარ და მერე რომ გაგეღვიძება. ( რა კარგ ამბავში ვიყავი აღარ დავკონკრეტდები) 🙂
შენ კიდე რაღა ცუდს იხსენებ ისეთი გაიხსენე როცა გამოღვიძება გაგხარებია… არადა ისე რა ცუდია ხოლმე… 🙂
anina
ეს როგორ გავიგო, თანამდებობის ბოროტად გამოყენება? ასე მოქცევა არ შეიძლება! თავიდან სულ სხვა რაღაც მომწერე, რაზეც გიპასუხე. მერე edit გაუკეთე, აბსოლუტურად შეცვალე შენი წინა მესიჯის შინაარსი და შექმენი იმის ილუზია, რომ მე არაადეკვატური პასუხი გაგეცი. წინა კომენტარში შენ დაეთანხმე კიდეც იმას, რომ შენი და სხვათა ნათქვამი მართლმადიდებლობის მიმართ შეიძლება ჩაითვალოს კიდეც მის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებად, თუმცა ეს განახლებულ კომენტარში ამოაგდე, მერე ჩემდამი გამოხატული ირონიულ–აგრესიული დამოკიდებულებაც „ამოჭერი“ და ამას გარდა არ პასუხობ პირდაპირ დასმულ შეკითხვას – ხარ თუ არა მართლმადიდებელი და თუ ამ სარწმუნოების მიმართ ირონიული დამოკიდებულება არ გაქვს (შენი პოსტი კი საწინააღმდეგოს მეტყველებს), მაშინ რა მოსაზრება გაგაჩნია ამ რელიგიასთან დაკავშირებით? (იმედია ამ მესიჯს მაინც არ გაუკეთებ კორექტირებას)
“სცემე, ოღონდ სახის არეში არა!” _ მარტივი სიბრძნეა, თირკმლის მიდამოში თუ გატისკავ ადამიანს, გარეგნულად არ დაეტყობა არაფერი, ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპარმა “ძაღლებმაც” და როგორც ჩანს არ ივიწყებენ ტრადიციებს ჩვენი თანამედროვე მღვდლები და მორწმუნეები 🙂
ახლა რაც შეეხება ზოგადად პოსტს:
მე ვარ ქრისტიანი, მართლმადიდებელი და ამ პოსტს არანაირი შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის თუნდაც იმიტომ, რომ აქ არც ქრისტეზე ღადაობაა და არც არაფერ იმაზე, რაც მე მწამს : ) ეს მე მგონი მარტივი გასაგებია. გასაკიცხი უნდა გაიკიცხოს (არა აქვს მნიშვნელობა ათეისტის თუ მორწმუნის მხრიდან) და დასაგმობი უნდა დაიგმოს.
ზემოთ მოყვანილი რჩევები ქრისტეს რომ წაეკითხა, გადაწყვეტდა ალბათ, რომ თავი დაენებებინა თავისი მოძღვრებისთვის 😐 რას წარმოიდგენდა აბა, თუ ასეთ პათოლოგიურ სახეს მიიღებდა ოდესმე ქრისტიანობა 😐
ეჰ ჯაბა, წერ მართლმადიდებელი ვარო, არადა შენს სიტყვებშიც შეიმჩნეოდა ღვთისმგმობელური დამოკიდებულება (მაგ: დაშვება იმის შესახებ, რომ ქრისტე ცდება). მაგრამ მგონი რამდენიც არ უნდა ვისაუბრო, მაინც აზრი არა აქვს, მაინც ანტიქრისტიანულ აზრებს გამოხატავენ და მერე უარყოფენ, არა როდის ვგმობთო და შემდეგ ისევ იმავეს ან კიდევ უარესს წერენ.
qriste cdebatqo ar mitqvams arsad da arc vityodi tundac imitom, rom me mwams da miyvars qriste : )
qristeze iyo mxolod xumroba da isic bodishi, qristezes “dasacinad” ki ara, aramed im xalxis dasacinad, visac qristes saxeli privatizebuli aqvs da cxvirwin gviqnevs, chemtvis, rogorc qristeholikistvis, esaa sheuracxmyofeli 😉
ashkarad bevri socialuri porblema gvakqvs.
is qali shemoecoda qmari rom ar akmakofilebs.
aborti tu mkvlelobaa mashin “Cukenoba” anu ndzreva genocidia xalxo….
magaria.
მე თავად ათეისტი ვარ. მაგრამ მართლმადიდებლობისადმი თქვენი აგდებული დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს.”ღმერთი მწამს”, “ბიბლია წაიკითხე”, “პატრიარქს არ ვენდობი” და ა.შ. მართლმადიდებლობას არ ნიშნავს. ან ყველაფერს იღებ ისე როგორც არის, ან არადა, ან არ გაიზიარო და ჩუმად იყავი. თუ საკუთარი ვარიაციები გაქვს – ვინ დაგიშალა კიდევ ერთი (სხვა ათასში) სექტა ან მიმართულება შექმნა. თუნდაც “ან(ინა)უსმადიდებლობა” დაარქვი.
ხოლო მხოლოდ კრიტიკა და თანაც აგდებული ტონით – მიუღებელია (მაღლივოლოგს ვეთანხმები). ისე არც მუჰამედი, ბუდა, იეჰოვა და სხვებიც არ დაივიწყოთ.
ასე საინტერესოდ ანინა და ანუსი ჯერ არავის დაუკავშირებია : ) ლოლ .
აი, ჯერ ვინც ესეთ კითხვებს სვამს და მერე ვინც ამაზე ესე პასუხობს… ყველა უნდა დაგუდო… –))))))
საქართველოში ათეიზმი მოდაშია? ნათქვამია “რაც არ მესმის არ მომწონსო”, ასე რომ ძალიანაც ნუ განსჯით ჩვენს მოდურ საზოგადოებას. მათ უბრალოდ არ ესმით.. არა ანინ? 🙂
ან კარგად ესმით რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უფრო სწორად მისი არ არსებობის შემთხვევაშია ადვილი, ასე ხომ უამრავ ცოდვას ჩაიდენ ადამინი და პასუხსაც არავინ არ მოგთხოვს.. ან მოგთხოვს.. ვნახოთ..
ღმერთის გარეშე ცხოვრებაა უფრო მარტივი? რას ამბობ, ეგ ყველაზე რთული და დამღლელი რამეა. ეს ღმერთით ცხოვრებაა იოლი და კომფორტული.
ეს “sxva me” აშკარად მალხაზ გულაშვილი იყო ან ის მაღლივოლოგი თვითონ,ისე მალხაზს უყვარს ხოლმე ასეთი “სარკაზმი” მას შემდეგ რაც იუმორინაზე წარუმატებლობა ჰპოვა დაიბოღმა.აქ განხილვის თემა ქრისტიანობა კი არა მისი ადამინაის მიერ დამახინჯებულ ნაწილზე იყო საუბარი.აბა წარმოიდგინეთ რომ ქრისტე ამას წერდა–ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან ჯვარდაწერილნიც, თუ ისინი უკუღმართი სექსუალური ურთიერთობით სცოდავენ,ბავშვის დასჯა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ არაფრით არ შეიძლება სახის არეში ფიზიკური შეხება.ცოტა იაზროვნეთ და მოძღვარს კერპად ნუ აქცევთ იკიტხეტ ბიბლია.
ძალიან მაგარი პოსტია.. სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ზუსტად ასეთი მარაზმებით უფასურდება მართლმადიდებლობა. არადა, მართლმადიდებლობა საერთოდ სხვა ღირებულებებზე დგას და ეს ინტერპრეტაცია არის კლასიკური მუსიკის პაპსად გადაქცევის ტოლფასი 😦
გურჯისტანში რელიგია ყველაფერია რელიგიის და სარწმუნოების გარდა : )
ამას წინათ მეც დავწერე პოსტი ამაზე და ნუ ასეთი ამბავი არ მოჰყოლია კიდევ კარგი მაგრამ მაინც რელიგია ყურაზე დგას გურჯისტანში , არა უფრო სწორია მართლმადიდებლობა თორე სხვა რელიგიის მიმდევვრები კი არიან საკაიფოდ თავისთვის : )))
დაანებეთ ქართულ რწმენის ნარჩენს თავი, ცოდოა 😦
საერთოდ ეს პოსტი მარაზია ჩემი აზრით. კომენტარსაც კი ვერ ვტოვებ ისეთი აღშფოთება გამოიწვია ჩემში როგორც პოსტმა ასევე კომენტარებმა. და ამის შემდეგ თქვნ პრეტენზია გაქვთ რომ ხართ მართლმადიდებლები? იქნებ წაგეკითხათ ბიბლია და ცოტათი მაინც შეგექმნათ წარმოდგნა იმაზე რაზეც ამდენს “ბჭობთ”?
ჰაჰაჰა )))
გავერთე. კარგი იყო.
am komentarebis gamo ghirda postis dadeba (tu dawera : D).
da es kiTxvaa kidev zaan aqtualuri “mamao marxva shemomergva da ra unda vqna?” arada am sityvaze “Semorgveva “sul sxva emociuri veli modis:DD:D:D:D:D:D
angahari ras nishnavs?
ლოლ,მე სპეციალურად შევდივარ მაგ საიტზე,რომ გუნება გამოვიკეთო :დ ისე,სიმღერაც ციდვაა,ცეკვაც,ოცნებაც,ფიქრიც და ბევრი სხვა რამეც…იქ,მაცხოვნებელ რელიგიაში! :დ
mamachemi samebashi iyo stiqarosani,shemdeg mgvdlad akurtxes da iqve darchena shestavazes..man uari tqva..jer chargalshi msaxurobda,axla gortan axlos 4 soflis mgvdelia..6 wlis win rom ertma tavisma mrevlma fanriani nokia achuqa dgesac imas xmarobs,,ra iyo xalxo mgvdlebs rom telefoni hqondet ar sheidzleba? an ra aris amxela nihilizmi da gaunatlebloba..dzilshi utvalavjer rom ecemit da kisers itext icit eg risi bralia? seqsualurad ver iokebt tavebs..ai magis.mamachems arc manqana hyavs da arc ganatleba aklia..geofizikosia specialobit da istoria,filosofia,teologia da dogmatikac safudzvlianad aqvs sheswavlili..tqven ra komunisti cenzorebivit marto stereotipul,diakvani elefteris msgavs mamaoebze laparakobt? kargis danaxva tqven ar gindat..kargs marto sasqeso organota gafetishebashi xedavt..wels abiturienti gavxdi..pirvel prioritetad iliauni mewera magram sandiegos universitetidan mowveva mivige,chemi qulebis gamo srulad damifinanses 30000$..axla vrwmundebi rom namdvilad ar girda mag yvelafrit ukmayofilo,sasacilo da ubadruk garemoshi moxvedra..sadac pradvinutobaze daxamebul tipebs jer kidev hgoniat,rom religiuri grdznobebi fanatikosta sentimentaluri bodvaa,.ateizmi ki avtomaturad warmogachens inteleqtualad sazogadoebis tvalshi..aba narkotikebs,ugemovno musikas da ubadruk fsedomwerlebs swirdebodet mxarshi dgoma..mowinave falangisatvis shesashuri daudgromlobit gamocvivdebian studentebi da umowyalod daicaven sazogadoebriv-socialur-mentalur-etikur-moralur-fsikiuri biomasis leqs..nagavs..yvelafers uaress..ori dgea qartuli blogerebis namogvawaris civilur wakitxvas vcdilob magram onanizmis,seqsis da gulisamrevi dauokeblobis mets verafers gadavawydi…partniorebis “platokebivit” cvla da yvela gamvlelisatvis fexebis tavdadebuli farchxva rom sidzvaa amis gasarkvevad ra sawiroa sasuliero pirtan kitxva-pasuxis rejimshi mimowera chemamde ar dadis..da dzalian gtxovt namdvil siyvarulze da msgavs sentimentebze ar damiwyot saubari..siyvarulsa da chemi didi bebiis dzroxis axurebas shoris udidesi gansxvavebaa..tumca rogorc shevamchnie zogiertebi ver chaswvdnen jerjerobit amas…