ამ პოსტს წესით სულ სხვა სახელი უნდა რქმეოდა და სხვა რამეზე ყოფილიყო. კერძოდ, აქსელ ერლანდსონზე, რომელმაც შექმნა ,,ხეების ცირკი” (tree circus) , 1964 წელს კი ისე გარდაიცვალა, რომ არავისთვის უთქვამს, როგორ ახერხებდა ხეების მოთვინიერებას ასე:
მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან ალექსა გამახსენდა. ალექსა შარშან ერთი კონკურსის ფინალში გავიდა ლექსით : ,,ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესი”.
ბევრს ვკაიფობდით ამ სათაურზე. ერთხელ, სადღაც ბუნებაში ვსვამდით და ალექსა რამდენიმე წუთით სადღაც გაქრა. მე ვიკითხე, სადაა -მეთქი და მითხრეს, ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესი აქვსო, ლუდის მერე იცის ხოლმეო 😀 ასე თუ მივუდგებით საკითხს, ძაღლები საუკეთესოდ აცნობიერებენ ხესთან იდენტობას. საკმარისია, მხოლოდ უკანა ფეხი ასწიონ და …
მერე ელიას კანეტი გამახსენდა: გერმანიის ეროვნულ სიმბოლოზე საუბრისას ის ამბობს:
,,ჯარი გერმანიისათვის ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ჯარს. ეს იყო მარშით მიმავალი ტყე”.
მარშში ხომ ადამიანის იდენტობა ზუსტად ისევე იკარგება, როგორც ხის იდენტობა _ უღრან ტყეში. ყველა ხე ერთნაირია, სანამ ჩვენ არ გამოვარჩევთ მას სხვებისაგან და გამოვარჩევთ იმით, რომ ჩვენს სახელს ვტოვებთ მასზე. ესეც ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესია… ყველა ადამიანიც ერთნაირია ხანდახან, მაგალითად, მიტინგზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველას დროშა უჭირავს და ფეხს არავინ იცვლის. ეს მართლაც ტყეა, დროშები კი ფერადი ფოთლებია, მით უმეტეს, რომ დროშის ტარები ხისაა. მიტინგი არის ტყე, რომელიც ყვირის…
ახლა ათამდე წიგნი და ფილმი მახსენდება, სადაც ხეებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთია ლეღვის ხე ბიბლიიდან: მისი ფოთლები მალავენ ცოდვას (ადამი და ევა), მისი ტოტები კი სახრჩობელაა იუდასათვის. ზეთისხილის ხე ბიბლიიდან, ნატვრის ხე ლეონიძიდან, ხმელი წიფელი ვაჟადან.. ხო და კიდევ. ,,მუმლი და მუხა”, ბრწყინვალე ამონაწერი ერის ქვეცნობიერიდან. ერმა გააცნობიერა იდენტობა ხესთან : )
ხანდახან მგონია, რომ ავტორისთვისაც მეტს ნიშნავენ ხეები, ვიდრე ადამიანები. ხეებს არასდროს ექცევიან ავტორები ისე სასტიკად, როგორც პერსონაჟებს.
გახსოვთ თვითმკვლელი ქალიშვილები და სესილია? ხეში სესილია აგრძელებს სიცოცხლეს: ეს აზრი რეფრენივით გასდევს მთელ ფილმს.
და ბოლოს, ჩვენ ხომ ტყუილად არ ვრგავთ საფლავზე ხეს. ოდესმე ყველა სასაფლაო იქცევა ტყედ და ადამიანთა სხეულები გაქრება ფესვებს შორის. ხოლო სახელები, ბავშვობაში რომ ხეზე ვკაწრავდით, ჩვენზე დიდხანს იცოცხლებენ.
ესეც ალექსას ლექსი:
ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესი
ქალაქის ხეების პორტრეტები იწვევენ განცდას,
რომ ჩვენი იდენტური მდგომარეობები,
უბრალოდ საჭიროებენ გაცნობიერებას.
ამის შედეგად ჩემში დაიწყება
საკუთარ თავთან დაბრუნების თანდათანობითი პროცესი.
მინდა ვფიქრობდე, რომ მეც ისევე ბუნებრივი ვარ,
როგორც ეს აყვავებული ხე.
ჩემი ფიქსირებული ადგილი, ამ კონკრეტულ წამს
არაფრით არ განსხვავდება მისგან.
* * *
შორისდებულები სარეცელსა და სარეველას შორის
იქნებ ქრებიან და იწყება
ურთიერთობების ხსოვნაში გადასვლის ისტორია,
რომელიც განაპირობებს უწყვეტი კავშირების მოშლას
და ეს გაგრძელდება მანამდე სანამ ჩემი მდგომარეობა
საბოლოოდ არ დაემთხვევა ამ ხის მდგომარეობას.
* * *
ბავშვმა ბურთი გამოაგორა ჩემსკენ
და მისკენ გამორბის.
მომიახლოვდა და ბურთი დაავიწყდა,
თვალებში მიყურებს –
ჩემი ხედქცევა ახლა ისეთი აშკარაა
მისი გამოხედვიდან.
ერთ ფოთოლს ვუწვდი მას.
ისიც მართმევს.
* * *
ვუსმენ სემინარს მემარცხენე ქრისტიანობაზე
და ვფიქრობ როგორ გაგრძელდება ჩემი
ხესთან იდენტიფიკაციის უწყვეტი პროცესი.
მღვდლები, რომლებიც არ წამოვიდნენ ქარხნებიდან
განკვეთა ეკლესიამ – არ ვიცი
რა აქვს ამას საერთო ფოთლების შრიალთან.
* * *
არავინ ელოდა ბარ “დუბლინში” ხის გამოჩენას,
მაგრამ არავინ შეიმჩნია.
ძველი მეგობრებიც ძველებურად მიღიმოდნენ.
მედიდურად ვიჯექი მაგიდასთან
და ვცდილობდი გაადამიანურებას
ლუდის სმითა და მოსაწევით.
* * *
მეტროს ბოლო მატარებლით
ვბრუნდები მე – ხე.
ჩემს ჩრდილქვეშ თავი მოუყრიათ
დაღლილი სახის ადამიანებს.
ვდგები და ვყვირი:
“ფეხები ცეკვის ფრთებია”
ყველა გაკვირვებული მიყურებს,
არავის მოუსმენია ეს ფრაზა ხისგან.
ექსკალატორით ავდივარ ღამეში.
* * *
მიღებ კარს და ხედავ შენს წინ ხე ამოზრდილა.
თითქოს არაფერიო, მთელი დედამიწის ზურგზე
შენს ერთადერთ და განუმეორებელ ზურგს მაქცევ
და ოთახში უჩინარდები. უკან მოგყვები,
ვიცი საწოლში მაგრძნობინებ:
გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას.
სიზმარში ვხედავ უღრან ტყეს
და თავს კი ვეღარ ვცნობ.
პ.ს. ერლანდსონის კიდევ ერთი შედევრი
facebookze ise iyo es posti wardgenili, vifiqre axla amas ra wamakitxebstqo, magram cnobismoyvareobis gamo mainc wavikitxe da momewona.
kargi postia, cotati poeturi “duxis” matarebeli, mara mainc kargi 😉
erlandsoni ar vicodi vin iyo da gamisworda misi shedevrebi (da vabshe am blogze meramdene aset strann masts gadavawydi ukve da madloba avtors : ) ).
da erti damateba: bibliidan is sawyali legvi unda gagxseneboda, nayofs ro ar isxamda da ro sherisxa iesom da xe misi nayofit icnobao (me mgoni es fraza tqva iq) rom warmotqva 😐
მე ფიჭვები მიყვარს და მუხები. საერთოდ ყველა ხე, მაგრამ ესენი უფრო.
კითხვის დროს თავი ხე მეგონა (არ ვიცი რატომ), მაგრამ ბოლოს მივხვდი რო მე არ ვარ ხე (ვერც ამას მივხვდი რატომ)… :S
შესაყვარელო 😀
საერთოდ, ამ დროს (blush) ხო? მარა დღესდღეობით ყველა ისეთი საყვარელია, რო მგონი უნდა მწყინდეს ეს შეფასება 😀
ხო კაი არ იფიქრო: რა უმადურიაო 🙂 Just ვიფილოსოკვერცხე ძილისწინ 🙂 :*
და რატო იძინებ ვაფშე ჯერ? 😀 :ბუ:
ვერ ვქაჩავ მეტს ვერა 😦 თითქმის 3 იყო რო დავწექი და ეგ კიდო ბევრი იყო… ისე 1-ზე მზზინავს უკვე… მაგრად მიყვარს ძილი და რაი ვქნა? 🙂
gogo, me ar mekutvnoda xeoba? :p