მომეცი ცოტა მეტი კოსმოსი

სიტყვა ,,კოსმოსს”  მე ისე ვხმარობ, როგორც მინდა. თუ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობთ ხოლმე, გეცოდინებათ, რომ ეს ასეა. ძალიან არ მინდა ამ სიტყვას ერთი კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდეს ჩემთვის:

1) კოსმოსში ვარ მაშინ, როცა საკმარისად ბევრი მაქვს დალეული (სულ ერთია, რა, ოღონდ არა ღვინო).

2) კოსმოსში ვარ, როცა ვუსმენ duft punk-ის ძველ და კეთილ ვეშებს.

3) კოსმოსში ვარ მოთხრობების წერისას და წერის მერეც.

4) კოსმოსში ვარ, როცა რეი ბრედბერის ვკითხულობ.

5) კოსმოსში ვარ, როცა მესიზმრება სიზმრები გაგრძელებებით.

ხანდახან მგონია, რომ სერიალები იმ გაგრძელებიანი სიზმრებიდან მოდის, უმეტესად ცაციებს რომ ესიზმრებათ. ოღონდ ღმერთმანი, მე ეგეთი სულელლური სცენარი ჯერ არ მომსვლია თავში.

/აი, მაგალითად, სერიალის გმირი დამწუხრებული ზის (უკან მოჩანს ფაზანდა, ანდა რომელიმე  გაურკვეველი მცენარის პლანტაციები). მან ამწუთას აღმოაჩინა, რომ საკუთარი თავის დეიდაა და საკუთარ ძმას ცოლად ვეღარ გაყვება, რადგან ის დისშვილად ერგება :D/omfg

საბოლოოდ, კოსმოსი ხან კაიფია, ხან სიამოვნება, ხან ნირვანა .. ხანაც…

თქვენ გაქვთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც გინდათ?  მე _ არა. ვერც მექნება, სანამ მშობლები მიყვარს და მათ ნერვიულობას ვერიდები. კლასიკური სცენარია: მე  მეგობრებთან ერთად ვარ. 2 საათი იმაზე ვმსჯელობთ, სად წავიდეთ  და 10 საათისკენ ვწყვეტთ, სადაც უნდა წავიდეთ. ამ დროისათვის გვაქვს სასმელი, მისაყოლებელი და ბევრი სასაუბრო თემა. ვსხდებით და მაშინვე ზარია მობილურზე. დედაა: მამა ნერვიულობს, სად ხარ აქამდე?პროტესტი და  სინდისი ერთად იღვიძებენ. მე ვიღებ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ 10 წუთში წავიდე. მეგობრები მეჩხუბებიან. ახლა დავსხედით. სად მიდიხარ. დაიკიდე რა. და 20 წუთი გადის მათთან და საკუთარ თავთან ჭიდილში. მერე გაჩერებასთან დგომა+ 10 წუთი. ბოლოს ტაქსით წასვლა სახლში. გზაში კი დედასთან საუბარი: არა, დე. ჯერ ვერა. ახლა წამოვედი. სახლში მხოლოდ დარეკვიდან 45 წუთში ვახერხებ მისვლას. მიბღვერენ. ხსნა არის ჩემს ოთახში, სადაც ბევრი წიგნია და საკმარისი მუსიკა. კარი უნდა მიკეტო კარგად.

მერე დედა შემოდის ჩემს ოთახში და მეჩხუბება. მე კი მახსენდება კოსმოსის კიდევ ერთი, ყველაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა და რაკი სიმთვრალის გამო მაქვს გამბედაობა, სისულელეები ვილაპარაკო, ვეუბნები: დე, მომეცი ცოტა მეტი კოსმოსი..

დედა იღიმება. მას არ ესმის.

პ.ს. დედ, დღეს არსად მივდივარ. გილოცავ დაბადების დღეს : )

12 thoughts on “მომეცი ცოტა მეტი კოსმოსი

  1. ნათია

    ,,მან ამწუთას აღმოაჩინა, რომ საკუთარი თავის დეიდაა და საკუთარ ძმას ცოლად ვეღარ გაყვება, რადგან ის დისშვილად ერგება”- ვაიმე როგორ ვიხალისე! მართლა ხდება ასეთები სერიალებში და უარესებიც! :)) დღეს ვუყურე მულტფილმს, ,,ცხოველების ფერმა” თუ რაღაც, არ მახსოვს ზუსტად; უკვე დიდი ხანია გადის რუსთავი 2-ზე, მთავარ როლში ოტისია, რომელიც ხარია თუ ძროხა ვერ გავიგე, რადგან მამრი ახმოვანებს, თუმცა გარეგნობა მიმანიშნებს იმაზე, რომ ის ძროხაა :))) მოკლედ ეს ოტისი კოსმოსითაა დაინტერესებული და გარდა იმისა, რომ მოლაპარაკე ძროხაა (ხარი), კოსმოსის მკვლევარიცაა. :)))))) მემგონი სახალისო პოსტი გამოვა კოსმონავტ ოტისზე :))

  2. “თქვენ გაქვთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც გინდათ? მე _ არა. ვერც მექნება, სანამ მშობლები მიყვარს და მათ ნერვიულობას ვერიდები. კლასიკური სცენარია: მე მეგობრებთან ერთად ვარ. 2 საათი იმაზე ვმსჯელობთ, სად წავიდეთ და 10 საათისკენ ვწყვეტთ, სადაც უნდა წავიდეთ. ამ დროისათვის გვაქვს სასმელი, მისაყოლებელი და ბევრი სასაუბრო თემა. ვსხდებით და მაშინვე ზარია მობილურზე. დედაა: მამა ნერვიულობს, სად ხარ აქამდე?პროტესტი და სინდისი ერთად იღვიძებენ. ”

    ნაცნობი სიტუაციაა! 😦 წუხელაც ზუსტად ეგრე მოხდა. 1-ზე მივედი სახლში. ასკანდალდნენ. არადა უბრალოდ პილმენებს ვხარშავდით მეგობართან. ისე მიყურებდნენ, თითქოს რამეს ვაშავებდე. 😦

  3. მე არასდროს მქონია მსგავსი პრობლემა,არც დრო დაუნიშნავთ და ყოველთვის იქ დავდიოდი,სადაც მინდოდა,მაგრამ არ ვიცი,დამიჯერებ თუ არა,ასეთი უსაზღვრო თავისუფლება უფრო დამთრგუნველია და მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს 🙂 არასდროს არაფერი დაუშლიათ,მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი მუხრუჭი ეგ იყო ყოველთვის. ასე რომ,ეგრე ჯობია 🙂

  4. Eka

    მადლობა, საინტერესო იყო. ასევე საინტერესოა რამდენი ახალგაზრდაა ჩვენში იგივე პრობლემით. მე რაღაც კომპლექსად თუ მუდმივ დანაშაულის გრძნობად ჩამომიყალიბდა და დღესაც ვერ ვაღწევ თავს. ცოტა დაგვიანდება თუ არა, ნერვიულად საათზე და ტელეფონზე ვიწყებ ყურებას და.. კაცმა არ იცის სად გავრბივარ 🙂 ცოტა მოგვიანებით მახსენდება ხოლმე საქართველოც და დედაც შორს რომაა და მეღიმება ტყუილად “გამოღვიძებულ სინდისსა და პროტესტზე” 🙂

  5. kopalla

    kosmoso kargi rames, me magis naxvlad sityva svxmarob samyaros, igive mnishvnelobit rac qtven kosmos. mec aseve movuxurex chems otaxis karebs da aq ukve yvelaferi sxavnairia,
    dadachemsac axastatebs es gamudmebiT rekvebi da dzalian xshirad sheuferebel dros :)))
    gancdit savse postebia, me dzalian momwons :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s