არაფერი არ არებობს იმაზე დამთრგუნველი, ვიდრე თეთრი ფურცელია. რა მნიშვნელობა აქვს, ეს თეთრი ფურცელი რეალური ფურცელია, ვორდში გახსნილი ფურცელი, თუ ახალი პოსტის გვერდი. ისეთ დროს, როცა არ ვიცი, როგორ დავიწყო, ვიწყებ იმის დაწერით, რომ არ ვიცი, როგორ დავიწყო.
ხდება ხოლმე, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მოჭადრაკე ღრმად ჩაიძირება ფიქრებში, ითვლის ათობით ვარიანტს, ბოლოს კი როცა დრო აღარაა, იღებს შემთხვევით ხელში მოხვედრილ ფიგურას და აკეთებს სვლას, რომელიც არც ერთ გაანგარიშებულ ვარიანტში არ გაუთვალისწინებია. ჩემი ბლოგის ყველა პოსტი შემთხვევითი სვლაა, რომელიც ხან ამართლებს და ხან არა.
რატომ ვწერ კოსმოსზე?
იმიტომ არა, რომ კოსმოსზე ბევრი ვიცი. უფრო იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი ვიცი კოსმოსზე.
ვგრძნობ, კოსმოლოგი რომ ვიყო, ეს ოდნავ უფრო საინტერესოსაც არ გახდიდა იმას, რასაც ვწერ. მეტი ცოდნა ნაკლებ ადგილს ტოვებს იმპროვიზაციისათვის. ასე მაგალითად, მხატვრულ წიგნში აღწერილი ეროტიკული სცენა მე ბევრად მირჩევნია სექსოლოგების ასექსუალურ საუბარს სექსზე. მერე რა, რომ მწერლებმა ნაკლები იციან. აი, ლაშა ბუღაძემ არ იცის, რას ნიშნავს კუნილინგუსი (ახლა უკვე იცის, მაგრამ ცოტა ხნის წინ არ იცოდა) სამაგიეროდ ისე მაგრად აქვს დაჭერილი სექსის დროს საკუთარ მუხლზე კბენის მომენტი, რომ შეუძლებელია, არ მოგეწონოს. მერე ავკრეფ ამ სცენას, მეზარება ახლა. ასე რომ, ჩემი დევიზია: დავეწიოთ და გავუსწროთ პროფესიონალებს.
პოსტები, რომლებშიც დიდი დოზითაა კოსმოსი:
ვირჩევთ გალაქტიკის მერს
დღეს გუგლი ჩემიანია
ბელკა, სტრელკა და იური
გაიღიმე, მონა
მომავალი კასმანატკას დღიურები
რატომ ვწერ ლიტერატურაზე?
ვიღაცამ თქვა, მწერლები მაშინ იწყებენ წერას, როცა საკითხავი შემოაკლდებათო. წასაკითხი კიდევ ბევრია, მაგრამ გააჩნია წასაკითხსაც. აი, მე რომ უკაცრიელ კუნძულზე აღმოვჩენილიყავი, იქ წიგნის დანახვაზე მეტად ფურცლისა და ფანქრის დანახვა გამიხარდებოდა. წიგნები არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხასიათზე და როდის კითხულობ მათ. კარგა ხანს ჩემი ოცნება იყო, წიგნი ყოველ წაკითხვაზე განსხვავებული ყოფილიყო. მერე მივხვდი, რომ თუ რაღაც არ გყოფნის, თავად უნდა დაიწყო შექმნა. წერა, ცოტა განზოგადებულად რომ ვთქვათ, ისეთი ტიპის ლიტერატურის შექმნაა, როგორის წაკითხვაც ავტორს მოუნდებოდა. ბლოგზე ლიტერატურის შესახებ ვწერ პოსტებს იმიტომ, რომ მე თვითონ სიამოვნებით წავიკითხავდი ყველა პოსტს, სადაც ლიტერატურის შესახებ იქნებოდა მსჯელობა, თუნდაც დილეტანტური. სამწუხაროდ, ჩვენი ბლოგოსფერო გაჯერებულია ფილმის მიმოხილვებით. ბლოგერები ხარბად ესწრებიან ყველა ფილმის პრეზენტაციას. აი, წიგნის პრეზენტაციაზე კი არც ერთი ბლოგერი არ დამინახავს არასდროს, ჟალ..
მეოცე საუკუნის დიდი წიგნები
წიგნები აღარ მინდა, თაროები მაჩუქეთ
კრიტიკოსებო, სუ!
ვარდისფერი ავტობუსი, რომელმაც ჩაიარა
და რატომ ეროტიკა…
ეროტიკაზე არ ვწერ ხოლმე. ძირითადად, მხოლოდ ეროტიკული ,,დუხი” შემომაქვს ბლოგზე. ისიც მხოლოდ ღამის საათებში. ეს ის ნაწილია, რაც ჩემს ბლოგს +18 ბლოგად აქცევს. ეს ის ნაწილია, რაც, ჩემი აზრით, ქართულ ბლოგოსფეროს აკლია. თუ სადმე მაინც ვაწყდები ეროტიკულ ფოტოებს, ძალიან ხელოვნური მეჩვენება ხოლმე. მე პირადად მირჩევნია, ფოტოები ნაღდი იყოს, ვიდრე ლამაზი, თუ ორივე ერთად არ ხერხდება. სწორედ ამიტომ, ჩემს ბლოგზე გაგიჭირდებათ ნახოთ ,,უხრაქალია” სურათები. სამაგიეროდ, you’ll find something else more.
რა განსხვავებაა პორნოსა და ეროტიკას შორის? (+18)
რას ფიქრობ შენს სხეულზე? (18+)
ბოდიში ანინა მაგრამ თითქმის არასდროს ხდება ის შემთხვევა რომელიც მოჭადრაკეებზე გაქვს დაწერილი 🙂 რაც არ უნდა ბევრი ითვალო და მაინც ვერ მიაგნო ოპტიმალურს, ბოლოს ერთ-ერთ დათვლილ სვლას მაინც აკეთებ მხოლოდ იმის იმედითღა რომ მოწინააღმდეგე შეცდება…. არავითარ შემთხვევაში არ აკეთებ სვლას ვარაუდით ))) დიდი მნიშნველობა ეხლა ამ კომენტარს და შენიშნვას პოსტის გაგრძელებიდან გამომდინარე არ აქვს, მაგრამ უბრალოდ გამოცდილება მაქვს მაგ საკითხში და ბარემ დავწერ-მეთქი 🙂
კაი
თავიდან მეც ვიფიქრე, რომ ეს არ ხდება, მაგრამ მერე რაღაცეები გამახსენდა და დიახაც რომ ხდება : )
ასე, რომ ეს შეცდომა ნაღდად არაა 😉 მეც გარკვეული შეხება მაქვს ჭადრაკთან და იქიდან ვიცი 😉
@drurk, ცაიტნოტში უარესებიც ხდება
უარესები ხდება 🙂 მაგრამ არავინ აკეთებს სვლას თუ ოდნავ მაინც არ დათვალა… კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცოტა მაღალ დონეზე 😉
უმაღლეს დონეზეც ისეთივე შეცდომებია: კარპოვ-კასპაროვზე მამაჩემი მაჩვენებდა ხოლმე რა შეცდომებია: ყველა ცაიტნოტშია დაშვებული. ფეხბურთი აიღე, რომ უფრო გასაგები იყოს, როგორ შეიძლება ითამაშოს “ბოლო წუთს” ჩამოკიდებულმა გუნდმა: რისკზე : )))
ცაიტნოტში დაშვებული შეცდომები არ ნიშნავს იმას რომ ეს სვლები არ დაუთვლიათ და ვარაუდით გააკეთეს..
. არადა წვრილმან რაღაცაზე ვდაობთ მაგრამ მე ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ 🙂
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცოტა მაღალ დონეზე _ ra doneze xar aseti gagvagebinet batono garik : )
ar xar ra martali mokled.
me geubnebi rom aris shemtxvevebi, rodesac mowadrakeebi aketeben iset svlas, romelic ar aqvt gatvlili. steinicze da laskerze nu damelaparakebi axla shens gaxarebas, chveulebriv mowadrakeebze vambob me 😉 oda amtkice axla sapirispiro da iyavi, amis safudzveli ar gaqvs.
shen ambob, rom ase arasdros gagiketebia. me vambob rom gamiketebia, hoda ese igi me gamovdivar martali, radgan precedenti arsebobs turme : )
საიდან იცი,რომ ლაშა ბუღაძემ არ იცოდა რა იყო კუნილინგუსი??? ან სად აქვს მუხლის კბენის მომენტი???
წიგნის პრეზენტაციაზე ბლოგერის დასწრებას რაც შეეხება, გეტყობა, რომ არ მიცნობ, თორემ ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანი”-ის პრეზენტაციაზე აუცილებლად მნახავდი.
შენი პოსტები ისე მომწონს, რომ სულ ველოდები ახალ ნაწერებს. ძალიან კარგად წერ. ყოცაღ, ასე გააგრძელე.
წიგნში აქვს კუნილინგუსი სხვა მნიშვნელობით ნახმარი : ) მუხლზე კბენაც იხილეთ იქვე : ) ხო, მე ვისაც ვიცნობ ბლოგერებიდან, ისინი არ მინახავს წიგნის პრეზენტაციებზე. სხვებზე არ ვამბობ : )
პირად გამოცდილებიდან ვამბობ მე, რომ რაც არ უნდა არ მოგეწონოს დათვლილი ვარიანტები, შემთხვევითი, ხელში მოხვედრილი ფიგურით სვლას მაინც არავინ აკეთებს :)) აბსურდია. შეიძლება სამოყვარულო პარტიაში, ფეხებზე რო გკიდია და ბირჟაზე თამაშობ გააკეთო მასე, მაგრამ იქაც არა.. ხოდა ცოტა სერიოზულ დონეზე გამორიცხულია 🙂 8 წელია ჭადრაკში ვმოღვაწეობ და მსგავსი არაფერი შემხვედრია
შენი არ ვიცი და მე ცაიტნოტში ვერ ვაზროვნებ ხოლმე და კაკ რაზ რაღაცეების დათვლას ვცდილობდი ხოლმე და ზოგჯერ სიეთ სვლას ვაკეთებდი, რაც არ მქონდა გონებაში 😉
მეც კაი ხანი “ვმოღვაწეობდი” ჭადრაკში და არც თუ ურიგოდ, სტარი და გენიოსი არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ რაღაცა გამეგებოდა რა : )
ანინა, მე მგონი არ ხარ მართალი. თუ არ იცი რაზე წერ, ვერ დაწერ ამაზე კარგად. ყველა შენი “მტკიცებულებით” დაგიმტკიცებდი ამას, მაგრამ დისკუსია ბლოგის ფორმატში მაინც არ გამოვა, ამიტომ მხოლოდ აზრის დაფიქსირებით შემოვიფარგლები 😐
ცოტა მაღალ დონეში ასე 2000+ რეიტინგს ვგულისხმობ (იმედია რეიტინგი იცი რა არის)
ხოდა ჩემს დონეს რაც შეეხება, ესე ლაპარაკით როგორ გითხრა, თუ გნებავს გეთამაშები რომელიმე ინტერნეტ სერვერზე )
დონის დასადგენად რეიტინგი გვითხარი : )))
gmerto chemo :O
ver gavkadnierdebi da tamashisgan tavs shevikaveb, amxela reitingiantan widili ra chemi saqmea 😐
>2300
გროსმეისტერი არ ხარ. ჩვენი ნაკრების საშუალო >2600 : )))
მაინც სასიამოვნოა, ასეთი მაღალი რეიტინგით რომ შეხვდები ვინმეს : )))
რა დღეში ხართ თქვენ აქ : )) ტურნირს მოგიწყობთ ერთხელ და ვიხალისებ : )
მეგუბეულს — პითაგორას შარვალი : ))
winaswar mitxari ro gavixseno, kak minimum jobavas an azmaifarashvils gamovedave mgonia da vnanob ukve : |
ხო ნუ ნაკრებამდე ჯერ არ ვარ, სამწუხაროდ…
მორჩა დისკუსია ) გაურკვეველი შედეგით
მე რომელ კატეგორიაში ვარ? :)))))
ლიტერატურული კოსმონავტიკა : )
შევეშვი მე ფსევდო-ბიოობას 😉
:))))
ფრედერიკ ბეგბედერი წერდა სადღაც, როცა აღარ მოგწონს სხვისი წიგნები, იწყებ შენის დაწერას. და ეს შენი ისეთი უნდა დაწერო, რომ თავად მოგინდეს წაკითხვაო 🙂
არ ვიცი, მეც მგონი იმას ვწერ, რასაც მინდა, რომ თავად ვკითხულობდე(შეკვეთილი სტატიების გარდა) ჰო, მგონი კი არა, ასეა 🙂