10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა

ამბობენ, რომ წერა იმაზე, თუ როგორ უნდა წერო,  მასტურბაციაა. პრობლემას ვერ ვხედავ, იყოს მასტურბაცია, თუ რაიმე ცოდნას მაინც გვაძლევს : )  ერთი ეგაა, ისეც ხდება ხოლმე, რომ  როცა სხვებს ვასწავლით რამეს, სწავლების პროცესშივე ვუშვებთ შეცდომებს: მაგალითად, პოსტი იმის შესახებ, რომ პოსტი მოკლე უნდა იყოს, ძალიან გრძელი გამოგვდის. ან ვამბობთ, რომ უსურათო პოსტები აბსურდია და სურათის მიბმა ამ  პოსტისათვის გვავიწყდება.

ვიცი, რომ ასეც ხდება, ხოდა, ვეცდები, იგივე არ დამემართოს.

შენიშვნა: შეიძლება ამ პოსტში ვერც ვერაფერი ნახოთ ახალი, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი ახლის თქმა კი არა,  სწორად ფორმულირებაა იმისა, რაც უკვე ვიცით.

მასაშე:

1)  ბიოგრაფიის გარეშე

ეს უბრალოდ ნდობის საკითხია. თუ გინდა, მკითხველები გყავდეს, მათ უნდა იცოდნენ, ვის ტექსტს კითხულობენ. ანონიმური ნაწერები ნაკლებად დამაჯერებელია იმ ნაწერებთან შედარებით,  რომლებსაც ხელმოწერა ახლავთ. ბლოგის შემთხვევაში მხოლოდ სახელი და გვარიც არაა საკმარისი. სულ მცირე, რაც მკითხველმა უნდა იცოდეს ბლოგის ავტორის შესახებ, არის  მისი ასაკი,  განათლება, მისწრაფებები და გამოცდილება იმ სფეროში, რომელზეც წერს. თუ ასეთი გამოცდილება საერთოდ არ არსებობს, სჯობს მკითხველმა ეს ავტორისაგან გაიგოს. ხოდა, თუ აქამდე არ მითქვამს, ახლა ვიტყვი: მე არასდროს ვყოფილვარ კოსმოსში : ))))

2)  პირადი ფოტოს გარეშე

კარგი, უკვე გვაქვს გვერდი ,,ჩემ შესახებ”, მაგრამ  ფოტო?  ფოტო აუცილებელია. ჯერ ერთი, სრული წარმოდგენის შექმნას უწყობს ხელს, გარდა ამისა,  მკითხველისათვის სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ავტორი სახეს არ მალავს.

ფოტო აკავშირებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროებსაც. ის ადამიანები, ვისთანაც რეალურად გქონია შეხება, შენს ფოტოს ადვილად იცნობენ და ვირტუალურად გამოგეხმაურებიან. მეორე მხრივ კი ისინი,  ვინც ფოტოთი გაგიცნობს, შეიძლება რეალურადაც გაგესაუბრონ ოდესმე. ბოლოს დაბოლოს, იქნებ ვინმეს ისე ძალიან მოეწონო, რომ შენი ყველაზე სულელური პოსტიც კი სიამოვნებით ჩაიკითხოს. რა იცი

3) გონებამახვილური, მაგრამ არაადეკვატური სათაურები

ბოდიში, ლანდიშ. აი, პოსტის სათაური: ,,ო, ღმერთო! სულ სექსი, სექსი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გათავება?” რაზეა ეს პოსტი? მე მაგალითად სათაური რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ პოსტი არის სიმთვრალეში გათავების პრობლემაზე და რაზე აღმოჩნდა?  აღქმით შეცდომებზე. კიდევ მრავალი ეგეთი პოსტის მოძებნა შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს ბლოგზეც იყოს ეგეთი რამე : )

მოერიდეთ თუნდაც  მაგარ სათაურებს, თუ მათ ცოტა აქვთ საერთო body-text-თან.

სათაურებთან დაკავშირებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ სჯობს სათაური იყოს მოკლე და ბანალური, ვიდრე გრძელი და ორიგინალური. გარდა ამისა,  თუ ინგლისურად წერ სათაურს, მოერიდე ქაფსლოქით წერას, მთავრული ასოები  კითხვის სისწრაფეს 10 %-ით ამცირებს და გარდა ამისა, მკითხველებს ეჩვენებათ, რომ ბლოგერი მათ უყვირის : )))

4)  ლინკი არსაით

სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ ის არარსებული ლინკების გახსნაში გალიო. შეამოწმე, მუშაობს თუ არა ლინკი, რომელიც პოსტში ჩართე.  შეიძლება ლინკი მუშაობდეს კიდეც,  მაგრამ  ის არ იყოს მითითებული, სად გადის იგი.  ნუ დაწერ ასე: ამას ვუყურე და მომეწონა. ნაცვლად ამისა, მიუთითე ფილმის სათაური:  მკითხველმა  უნდა იცოდეს, ლინკს რომ გახსნის, იქ რა დახვდება.

5) დამარხული კლასიკა

ყველა ბლოგერს აქვს სავიზიტო პოსტ(ებ)ი, რომლითაც თავის დროზე ბევრს დამახსოვრეს თავი. მაგრამ  დრო გავა და  ამ პოსტებს ნამდვილად არავინ დაუწყებს ძებნას თარიღის მიხედვით. ნუ დამარხავ კარგ პოსტს ისეთ ადგილას, რომ მხოლოდ იმ მკითხველმა შეძლოს ამოთხრა, ვისაც ახსოვს, რომ პოსტი 3 მაისს, 2005 წელს დაიწერა.

გარდა ამისა,  დალინკე ხოლმე ახალ პოსტში ძველი პოსტები. დაე, ახსოვდეთ!

6) კალენდარი უსარგებლოა

ეს შეცდომა არაა, უფრო კლიშეა. კალენდრის ვიდჯეტი 9 მაისის დღესასწაულივითაა. მისი არსებობის აზრს ვერ  ხედავ, მაგრამ იყოს.. რას გიშლის.  თვეების მიხედვით  პოსტების საძიებლად არქივი არსებობს, ბოლო პოსტების გამოტანაც შესაძლებელია ცალკე. ერთადერთი, რასაც კალენდარი ჰფენს ნათელს ისაა, რომ ბლოგერს 5 დღეა ახალი არაფერი დაუწერია. ჰოდა, რად გინდა, ეს რომ მკითხველმა იცოდეს? ეს როგორც კი გავაცნობიერე, მაშინვე გავაქრე კალენდარი ჩემი ბლოგიდან.

7) არარეგულარულად წერა

მგონი, ამ პუნქტს უფრო ჩემთვის ვწერ, ვიდრე სხვებისათვის.  უნდა ვისწავლო რეგულარულად წერა  და ვსწავლობ კიდეც. მთავარი- მკითხველის იმედების გამართლებაა. ხოდა,  მკითხველი რომ  შემოდის ბლოგზე და ახალი არაფერი ხვდება,  შეიძლება ხელიც აიღოს შენი ბლოგის კითხვაზე.

ყველაფერს პახმელიით ვერ გაამართლებ.

მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს:  რა სჯობს, დაწერო თუნდაც სისულელე იმიტომ, რომ უნდა დაწერო, თუ თავი შეიკავო და ცოტა ხნის შემდეგ რამე აზრიანი შექმნა. ანუ როდის უფრო იმედგაცრუებულია მკითხველი, როცა ბლოგზე პოსტი არ ხვდება თუ როცა ცუდი პოსტი ხვდება?

8 ) თემატური დომხალი

რაც მეტ თემაზე წერ, მით მეტი მკითხველი ნაღდად არ გყავს. შეიძლება ბევრი შემოხეტებული გყავდეს, მაგრამ ერთგულ მკითხველებს მხოლოდ თემების სწორად შერჩევით შეიძენ. ჩემს ბლოგზე რომ შემოდიან, დაახლოებით იციან, აქ რა დახვდებათ და მიხარია, რომ ეს ასეა.

ასე რომ დაუმიზნე შენი ბლოგი რამდენიმე თემას, ან თემები დაუმიზნე შენს ბლოგს და გეყოლებიან ისეთი მკითხველები, რომლებიც საკუთარ ყოველდღიურ მზერას დაგიმიზნებენ.

ყველა თემის შესახებ პოსტებს მხოლოდ უსაქმურები კითხულობენ.

9)  ასჯერ გაზომე, ერთხელ დაპოსტე

სანამ რამეს დაწერდე, დაფიქრდი იმაზე, თუ ვინ შეიძლება წაიკითხოს შენი ნაწერი. მაგალითად, თუ დაწერ, რომ ყველა სამსახური ბოსთან კონფლიქტის გამო დაკარგე, არ გაგიკვირდეს, თუ შენი დაქირავება შენი ბლოგის მკითხველებიდან არავის მოუნდება. ასე რომ, სანამ დაწერდე, იფიქრე შენს მომავალ ბოსზე, მომავალ შეყვარებულზე, მომავალ მეგობრებზე.

იმას აღარ ვამბობ, რომ , მკითხველების გარდა, არსებულ ბოსზე, არსებულ შეყვარებულზე და არსებულ მეგობრებზე უნდა იფიქრო. ეს ისედაც იგულისხმება.

10) გახსოვდეს სხვებიც

, ისე მოექეცი ბლოგერებს, როგორც გინდა, რომ ისინი მოგექცნენ. ამ ნაწილში საკმაოდ მოვიკოჭლებ, რაც არც სიზარმაცის ბრალია და არც ეგოიზმის. უფრო დაბნეულობისა და დილეტანტიზმის, არ ვიცი რა ვიკითხო და ახალი ბლოგების მოსინჯვას ნაცადი ბლოგების კითხვა მირჩევნია.

მოკლედ, ძალიან მცირეა შანსი, რომ მე შემთხვევით თქვენს ბლოგს გადავაწყდე. მაგრამ არის ერთი კარგი ამბავი:  კომენტარის გრაფიდან მე თითქმის ყოველთვის გადავდივარ კომენტატორის საიტზე

41 thoughts on “10 ყველაზე გავრცელებული ბლოგ-შეცდომა

  1. გუდ პოსტ, პროსტა მერვე ძაან სისულელეა :დ უსაქმურები კი არ კითხულობენ, როცა პირადი ბლოგი გაქვს და ერთ დღეს კატას როგორ აჭამე იმაზე წერ და მეორე დღეს განიხილავ საარჩევნო კოდექსის მესამე თავის 70-ე მუხლს, შენი მკითხველი ამას კითხულობს როგორც შენს ნაწერს, შენს პირად ბლოგზე. აინტერესებთ შენი სუბიექტური აზრი და იმიტომ კითხულობენ რაზეც არ უნდა დაწერო. ადამიანი ხომ ყველაფერზე ფიქრობს, შესაბამისად შეუძლია ყველაფერზე წეროს და მკითხველის მხრიდან ამ ყველაფრის წაკითხვა არ არის უსაქმურობა…

    უი კალენდარზე კიდევ, მე ვერ ვძლებ უკალენდროდ. იმიტომ, რომ მკითხველის არ ვიცი და მე კი მაჯანჯღარებს ხოლმე რომ შევხედავ და დიდი ხანი არაფერი მაქვს დაწერილი, მეხმარება))

    (კომენტარის დატოვება პოსტის დასაწყისში გადავწყვიტე და მეათე რომ წავიკიტხე, კინაღამ გადავიფიქრე : D )

    1. ჰეჰ : ))

      თუ ადამიანს შენ აინტერესებ, მაშინ შენს დაწერილს ყველაფერს წაიკითხავს. მაგრამ შენს ბლოგზე შემოსულთაგან რამდენია ეგეთი, ნებისმიერ პოსტს მხოლოდ იმიტომ რომ წაიკითხავს, რომ შენია? თუ ადამიანს აინტერესებს მაგალითად კინო., წაიკითხავს შენს პოსტს კინოზე, კიდევ სხვის პოსტს კინოზე და ასე შემდეგ. ანუ არსებობს მკითხველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც პოსტებს წასაკითხად თემების მიხედვით არჩევეს და არა პიროვნებების მიხედვით. ამიტომაცაა კარგი, როცა იცი, ბლოგერს რა თემები აინტერესებს ყველაზე მეტად. იცი, რომ თუ ლიტერატურა გაინტერესებს , უნდა იკითხო, ეს ბლოგი, ის ბლოგი და კიდევ ის ბლოგი. თუ ტექნოლოგიური სიახლეები_ რაღაც სხვა ბლოგები და ასე შემდეგ..
      რაც შეეხება მეათე პუნქტს, ხუმრობაა, გულითადი .. : ))

  2. ესე იგი, ვიწყებ პირადი გვერდის, თუ რაც ქვია გაკეთებას. წინა ბლოგზე იყო მაგდაგვარი. აღვადგენ.
    ხოდა ნუ კალენდარს მას მერე მოვსპობ, რაც “ერთი დღე-ერთი ფოტო” “პროექტს” დავამთავრებ.

  3. კარგი პოსტია, ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ სისტებურობა კი კარგია, მაგრამ სისტემურობის გამო დაწერილი პოსტს ხშირად ეტყობა, რომ ვალდებულების გამოა დაწერილი და ეგ არ არის კარგი.

    და კიდევ, პოსტების წერას არ ეხება, მაგრამ ბლოგერობას ეხება, არაფრისმთქმელი და უაზრო კომენტარების დატოვებისგან თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, კარგი იქნება, მეტი მკიტხველის მოზიდვის ყველაზე ცუდი ხერხია.
    ვოტ 🙂

  4. დიმიტრი

    სტანდარტული ლაფშაა, რომელსაც ყურებზე გვკიდებენ. მგონი მთავარი რამ აკლია ამ კულინარიას: ასეთი ტიპის ბლოგი უნდა იყოს ორიგინალური. ანინა! რახან შეცდომებზეა საუბარი, სად დაიკარგა შენი ორიგინალობა?! :((( დიდი ხანია არ მინახავს “რიცხვების რომანტიკა” “წერა-დახევა-დაკუჭვა” “პეპის შებმა” და რამე ისეთი, რაზეც ვიტყოდი “ამას მე თავად რატომ ვერ ვწერ?” იმედია დროებითია : )))

      1. დიმიტრი

        კოსმოსური მაშტაბით მართლაც არაა ბევრი : ))) მე არ მითქვამს რომ არ მომწონს. მაგრამ კოსმოსური მარილი აკლია ცოტა : ))) ნუ გენანება, დააყარე ბლომად :)))

  5. დიმიტრი

    თუმცა შენი ბლოგი ჩემი უსაყვარლესი ბლოგია მაინც და მის კითხვას არ ვანებებ თავს. იმიტომ არ ვამბობ, რომ წინა დავარბილო : ))) მაინც მომწოს

  6. მიუხედავად იმისა რომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ უნდა წერო
    მშვენიერი რჩევებია
    მომეწონა 🙂
    ვეთანხმები ყველას
    აი დამარხულ კლასიკას რაც შეეხება ამას ყველაზ მტკივნეულად განვიცდი
    და ვფიქრობ გავაკეთო ლინიკი სადაც რჩეული პოსტები დაიდება

  7. მე

    ეს ყველაფერი სისულელეა და შენ უკეთ იცი ეს!:)
    კარგი ისაა, რომ ყოველდღიურ შრომას ეჩვევი, უფრო ,,დიდისთვის” მისწრებაა!

  8. დღეს-დღეობით 7-ე პუნქტის არსებობა ბოლო დონის მარაზმია, იმჰო, მაშინ როდესაც არსებობებს RSS ტექნოლოგოეიბი და შესაძლოა უამრავი დრო დაზოგო ბლოგზე და ზოგადად იმ საიტზე შესვაზე, რომელსაც აქვს ამ ერესესის მხარდაჭერა.. : )

    მთლიანობაში კარგი რჩევებია, მსგავსი პოსტის დაწერას უკვე რამდენი ხანია ვგეგმავ და ვერა და ვერ მოვაბი თავი.

    კარგია რო ჩემი პოსტიც ახსენე, გეთანხმები სრულიად შეუსაბამო სათაურია მაგ პოსტთან, თუმცა ჩემი იმდროინდელი მიზანი ის იყო, რომ შედარებით ორიგინალური სათაურით მკითხველის ყურადღება მიიპყრო, რაც შემდეგ უკვე კომენტარებზეც აისახა.. : )

  9. gijmaj

    ჩემს ბლოგზე პირადი ინფოს დამატებას და სხვა რადიკალურ ცვლილებებს სავარაუდოდ აგვისტო-სექტემბერში უნდა ელოდეთ 🙂 დანარჩენი, მეტნაკლებად, გზადაგზა 🙂

  10. მერვე პუნქტს ვერ დავეთანხმები. მე ვერ ვკითხულობ ერთფეროვან ბლოგებს. შეიძლება რამდენიმე პოსტი წავიკითხო, მაგრამ მალე მომბეზრდება.

  11. სასარგებლო პოსტია. სამწუხაროა, რომ ბევრ პუნქტს ვერ ვითვალისწინებ. ვერ ვითვალისწინებ კი არა, ბოლო პოსტი როდის დავწერე არც კი მახსოვს. სამაგიეროდ შენი ბლოგის წასაკითხად ყოველთვის ვიცლი. სულ მაინტერესებს ახალი რა დამხვდება ხოლმე. 🙂
    რაც შეეხება მეშვიდე პუნქტში დასმულ კითხვას: ”რა სჯობს, დაწერო თუნდაც სისულელე იმიტომ, რომ უნდა დაწერო, თუ თავი შეიკავო და ცოტა ხნის შემდეგ რამე აზრიანი შექმნა. ანუ როდის უფრო იმედგაცრუებულია მკითხველი, როცა ბლოგზე პოსტი არ ხვდება თუ როცა ცუდი პოსტი ხვდება?”
    ჩემი აზრით, სჯობს როცა არ გეწერება არ დაწერო. თუ მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერ მკითხველი უფრო განაწყენდება. 🙂

  12. იმდენმა ბლოგერმა დაწერა ამაზე…. თანაც, ძირითადად, პუნქტები მეორდება ხოლმე. ერთხელ 100 პუნქტიანი ტუტორიალიც გამოქვეყნდა სადღაც 🙂
    მე არ მომწონს, როცა პრიორიტეტები ასე გაწერილია და “თუ გინდა, რომ კარგი ბლოგი გქონდეს” – ამ პათოსით…

  13. mariakhsiashvili

    გავწამდი ერთი წელია, ვერც ჩემს შესახებ დავწერე და ვერც ფოტო ავტვირტე :-/ ფოტო იტვირთება მაი პროფილიდან, მაჩვენებს შეიცვალა ავატარიო, მარა ისევ რაღაც იასამნისფერი ანომალია მაქვს:-/

  14. Archilly

    ანი არ გეწყინოს მაგრამ ეს პოსტი სრული სისულელეა. მეც ბლოგერი ვარ და იმაზე არ დავწერ რაც ხალხს ძალიან მოსწონს არამედ იმაზე რაც მე ამ წუთას მაწუხებს,მახარებს თუ სხვანაირად მოქმედებს ჩემზე. მე მკითხველი არ მყავს მაგრამ მაინც ვწერ. ვწერ ჩემთვის.

  15. თუ მარკეტინგული მიზნებითა და გათვლებით აქტიურობს ბლოგერი, მაშინ ეს ყველაფერი (და კიდევ მეტიც) უნდა გაითვალისწინოს. სხვა შემთხვევაში დოგმებით წერა არაა აუცილებელი. ის უნდა წეროს, რაც და რაზეც ეწერინება 😉 😛

    და კიდევ ერთი – რადგან ყველაზე მეტად ის გაინტერესებს, რეგულარულად უნდა წეროს თუ არა ბლოგერმა, რომ მკითხველი არ დაკარგოს თუ მოგვიანებით რამე აზრიანი შექმნას და იმედგაცრუებული არ დატოვოს – გეტყვი, რომ მირჩევნია, შენს ბლოგზე რამდენიმე დღე ვერაფერი ვნახო და სამაგიეროდ, ცოტა გვიან მომნუსხველი შინაარსით ნაწერი (შენი წერის სტილს არასოდეს კარგავ) სულმოუთქმელად ჩავიკითხო ბოლომდე 😉

  16. საინტერესოა და გასათვალისწინებელი, მაგრამ ჩემს ბლოგზე რომ შემოგეხედა ალბათ შენი წესების სრულ დარღვევას იხილავდი ნუ ნაწილობრივ მაინც, გარდა ამისა ანონიმურობა ზოგჯერ უფრო აინტერესებს მკითხველს ვიდრე როდესაც ყველაფერი ცნობილია მწერალზე. მთავარია იმდენად არ შემოგემალოს ყველაფერი რომ გასაშიფრადაც არ ვარგოდეს და ტვინი არ იჭყლიტოს შენმა ვიზიტორმა. მაინც ერთ ჩარჩოში ვერ მოაქცევ სწორად მიმავალი ბლოგის წესებს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უმეტესობას საიდუმლოები უფრო მეტად მოსწონს, მითუმეტეს თუ ამ საიდუმლოებებში ისეთ თემებზეც საუბრობ რაც სინამდვილეში მათ არ უნდა იცოდნენ. ბევრ რამეს გავითვალისწინებ, ბევრი რამ კი როგორც შენ აღნიშნე მეშვიდე პუნქტს შენთვის უფრო წერდი და არამართო მეშვიდეს.

Leave a reply to zurazani კომენტარის გაუქმება