ხუმრობა, რომელსაც Nintendo 25 წელი გვიმალავდა

თუ თქვენ 90-იან წლებზე მხოლოდ ძველი ბიჭები გახსენდებათ, მაშინ ქართველი რეჟისორი ხართ, თუ_ მხოლოდ ანაბრები და გადატანილი ომები, მაშინ ქართველი პოლიტიკოსი. თუ ამ ყველაფერთან ერთად( და უკეთესადაც)  გრენდაიზერი,  მაცივარზე დასაკრავი ,,ნაკლეიკები”, ,,ტეტრისი” და რაც მთავარია.. ,,მარიო” გახსოვთ, მაშინ თქვენ ჩვეულებრივი  ადამიანი ხარ. ჩემნაირი, მიდრეკილი ნოსტალგიური კოსმოსისაკენ : )

ხოდა, მარიო ყველას გვითამაშია. ვისაც არ უთამაშია, ახლა ძალიან გვიანია, მგონი. მახსოვს, როგორ გავბრაზდი, როცა გავიგე, რომ  მარიოს 3-d ვერსია გააკეთეს. მაშინ მივხვდი, რომ არის რაღაცები, რაც არ უნდა შეცვალო.

მე არ მჭირდება სამგანზომილებიანი მარიო პოლიფონიური მუსიკით. 8 ბიტი მიყვარს და იმიტომ. მოკლედ, თქვენი 8ბირთვიანი კომპიუტერით თუ შეუდგებით მარიოს თამაშს, მიხვდებით, რომ ეს ის არაა, რაც ბავშვობაში გიყვარდათ და ის ვერც იქნება.

როცა 90-იან წლებზე ჩამოვარდება საუბარი და ჩვენს თაობაზე, ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ ომის თაობა ვართ. კი, ჩვენ ომის თაობა ვართ, ოღონდ ნამდვილი ომის კი არა, კონტრასი : ) მე არ მახსოვს აფხაზეთის ომი, სამაგიეროდ მახსოვს ჩემი აღტაცება, როცა პირველად დავჯექი კომპიუტერთან : ზელდა, მეგამენი, კიდევ ის თამაში, ბომბებს რომ დებდი და თავქუდმოგლეჯილი გარბოდი : )  ეს ყველაფერი მახსოვს და ვფიქრობ, ეს არის ჩემთვის 90-იანი წლები, რა თქმა უნდა, სახლში ნავთის სუნთან ერთად : )

რაც შეეხება ნინტენდოს ხუმრობას, ერთ საიტზე წავაწყდი და მგონი, მართალია. მე მინდა, რომ მართალი იყოს.

ახლა ცოტა ახლოდან..

8 thoughts on “ხუმრობა, რომელსაც Nintendo 25 წელი გვიმალავდა

  1. გეთანხმები! პირადად მე იმდენად ცუდად ვთამაშობდი მარიოს (მესამე ორმოს თუ ადავახდეტობდი, მიხაროდა), რომ ჩემს მეზობელს მოვისვამდი და იმას ვათამაშებდი. მე კი სიხარულით ვუყურებდი, როგორ იმარჯვებდა :))

    1. მარიო არ მქონია. მამაჩემს არ ევასებოდა და არ მყიდულობდა _ დებილობააო…
      აი ტანკები რულავდა –)))
      ქაუნთერის დედაც –)) ტანკებზე მაგარი არცერთი არაა

  2. გუშინდელივით მახსენდება ის დღე “ტერმინატორი” (ასე ერქვა ჩემ კომპიუტერს) რომ მაჩუქეს… მარიოში ეგ არსება სულ ნერვებს მიშლიდა, პრინცესა არ იყო და იმიტომ… მაინც ვერ დავხურე ეგ თამაში, სადღაც მიწისქვეშ ვხვდებოდი ჩიხში და დრო მთავრდებოდა.. 😦

  3. ეე კონტრა…
    კონტრაც მქონდა და სუპერ კონტრაც.. სუპერ კონტრაში ბევრი სიცოცხლეები იყო და მევასებოდა… მერე ბოლოში მაგარი მუსიკა იყო ტიტრების დროს… ეხლაც მახსოვს და გულში ვმღერი ხოლმე 🙂
    ბომბებს რო დებდი, ბომბერმენი ერქვა..
    სულ მაგას ვთამაშობდი ერთი პერიოდი იმ იმედით რომ დავხურავდი.. მარა თურმე არ იხურება ეგ თამაში –)))
    აუ რამდენი თამაში მქონდა…
    მთელი სამეზობლო ჩემთან იყო ხოლმე. ჩემზე მეტი კასეტა არავის ჰქონია. ხოდა ვუბერავდით…

  4. Michelangelo

    არ ვიცი რატომ გინდა რომ, ეს მართალი იყოს, მაგრამ გეტყვი რაც მოხდა სინამდვილეში 🙂
    კომპიუტერული თამაშის შექმნისას ჯერ მხატვრები აკეთეენ პერსონაჟის ესკიზებს ფანქარით ფურცელზე, შემდეგ უკვე საბოლოო ვარიანტს ისევ ფურცელზე (ახლა უკვე ციფრულ პლანშეტზე), შემდეგ სურათს გადააციფრულებენ (აციფროვკა :)) ასკანირებენ, ხოლო შემდგომ იმის მიხედვით თუ რამდენი კადრი უნდა ჩაეტიოს მოძრაობაში სპრაიტებად ყოფენ, უთითებენ თუ რამდეი ბიტი უნდა იყოს და რამდენი ფერის პალიტრა მოიხმაროს, ეს ავტომატურად ხდება 🙂 , ადამიანის ჩარევის გარეშე, (მაშინ ასე იყო ყოველ შემთხვევაში) ასე რომ, როდესაც პიქსელებად დაყო კომპიუტერმა ნახატი, სულაც არ უფიქრია შუათითი დაენახვებინა ჩვენთვის 🙂 ეს იყო და ეს. “ნინტენდო” ჩუმადაა ამ საკითხთან დაკავშირებით მას ეს აწყობს, უფასო ლეგენდა რეკლამაა ისევე როგორც “კოკა კოლას” მითები. სულ ეს არის, თუმცა ხიბლი რომ არ დაიკარგოს დავიტოვოთ იმედი – რა ვიცით იქნებ კომპიუტერმა რომელიც ნახატს ამუშავებდა სულაც გაიხუმრა? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s