რა განსხვავებაა პორნოსა და ეროტიკას შორის? (+18)

ამას წინათ ერთი ამერიკელი მეგობარი მეუბნებოდა: არაბი ტერორისტები რომ პორნოს უყურებდნენ, ცხოვრების ახალ მოწოდებას აღმოაჩენდნენ და ომობანას შეეშვებოდნენო. მე კი ამის არ მჯერა, ბოლოსდაბოლოს ამერიკელი ბიჭუნებიც ხომ თამაშობენ ომობანას, მათ კი პორნო ნამდვილად არ აკლიათ.

ხანდახან მეჩვენება, რომ პორნო კი არაა შექმნილი ინტერნეტისათვის, არამედ ინტერნეტი_ პორნოსთვის. ასეა.  ინტერნეტში იმდენი პორნოა, რომ ძებნაც არ გჭირდება. ის თვითონ გპოულობს. ამ პოსტსაც ასე იპოვიან მავანნი, ბოლომდე ჩაიკითხავენ, გადააფურთხებენ (ის არ აღმოჩნდა, რაც ეგონათ) და სადმე უხერხულსახელიან საიტზე შეძვრებიან._ icuglute.ge)

და მაინც, რა არის პორნო? მიზეზი, რის გამოც გვჭირდება ახალი ჰარდ დრაივი, მიზეზი, რის გამოც 14 წლის ბიჭები სწავლას თავს ანებებენ, ქალების შესახებ სულელური მითებისა და ვირუსების წყარო, მიზეზი იმისა, რომ  ბრაუზერებს  აქვთ ჰისთორიც და მისი წაშლის საშუალებაც და კიდევ..

ერთადერთი სიტყვაა, რომლის დაგუგვლისასაც პირველივე შედეგზე ვიკიპედიას სტატიას არ გიგდებს.

ახლა სხვებს მოვუსმინოთ:  ,, I can’t define what is pornography, But I know it when I see it” Potter Stewart.

,,PORNOGRAPHY: A two-dimensional substitute for that which the consumer cannot accomplish in three”
Rick Bayan, The Cynic’s Dictionary

,,Pornography  is the DNA of male dominance”

Andrea Dworkin

რაც შეეხება განსხვავებას პორნოსა და ეროტიკას შორის:

ნუთუ განსხვავება მხოლოდ გენიტალიებშია? მაშინ ეს სურათი პორნოა თუ ეროტიკა?

,, Erotica: The depiction of naked men. Depictions of naked women are far less innocent and are known as “pornography”.
Richard Summerbell

,,Pornography is about dominance and often pain. Erotica is about mutuality and always pleasure”
Gloria Steinem

,,The difference between pornography and erotica is lighting”

What’s the difference between art and pornography… a government grant!
Peter Griffin (cartoon character).

მერე ჩემს ნაცნობებსაც  ვკითხე და საინტერესო პასუხებიც მივიღე:

1) ეროტიკა არის პორნო ქალებისათვის, პორნო კი_ პორნო კაცებისათვის

2) ეროტიკის ნახვის შემდეგ თავს კარგად გრძნობ, პორნოს ნახვის შემდეგ კი შხაპი გინდა

3) ეროტიკა არის ის, რისი ნახვაც ჩემს ძმასთან ერთად შემიძლია, პორნო კი ის, რაც აუცილებლად მარტომ უნდა ვნახო

და ბოლო…

ყველაზე კარგი:

ეროტიკა არის როცა ქალი შიშველია

პორნო კი_ როცა ტიტველია.

თქვენ რას იტყვით?

21 thoughts on “რა განსხვავებაა პორნოსა და ეროტიკას შორის? (+18)

  1. ტიტველი lol
    :)))))))))
    პორნოც და ეროტიკაც ორივე კომერციულია.
    უბრალოდ (კამერის) მიდგომაა სხვანაერი.😀

  2. ვაა რა კარგი ვიდეო იყო!🙂

    ეროტიკა არის – გზა ტკბილი ძილისკენ,
    პორნო არის – გზა ტუალეტისკენ!!! :))))

  3. jaba

    ბავშვობაში ერთადერთი რამით განსხვავდებოდა ჩემთვის ეს ორი რამ ერთმანეთისგან:
    ეროტიკა არ მევასებოდა იმიტომ, რომ ბოლომდე არ ჩანდა არაფერი :))
    ახლა ამათ განსხვავებებზე მართალი გითხრა არ მიფიქრია, არცაა მე მგონი საინტერესო თემა. ხელოვნებაში ორივეს აქვს ფეხი გადგმული და ორივე უკვე “ლეგალიზებულია” მეტნაკლებად და რაც შეეხება იმ ეროტიკას და პორნოებს, რომელბსაც 14 წლის ბიჭები გუგლავენ, მაგათი განსხვავება პოხუემ🙂

    1. პორნოს არ აქვს ხელოვნებაში ფეხი გადგმული : ) ეგეც ერთ-ერთი განსხვავებაა. თემა კი მართლა საინტერესოა. ნახე, ამ პოსტს რამდენი ადამიანი წაიკითხავს : )))

      1. jaba

        რატომ არ აქვს ხელოვნებაში გადგმული?
        ის ძველი გამოსახულები გენიტალიების თამამი დემონსტრირებით, პორნოში არ ითვლება? თუ პორნო მარტო ბილიარდის მაგიდაზე ან ბუხრის წინ ქერა ქალის გაჟიმვაა?🙂

  4. ბევრი იმიტომ წაიკითხავს რომ სათაური აქვს რაღაცნაირი ისეთი :)… ზოგი კიდე ზუსტად მაგიტომ არ წაიკითხავს… :):)

  5. ihugrobots

    http://avoe.ge/movies/

    აქ ნახე ოცეული და მიხვდები, რომ ნახევარზე მეტმა არ იცის განსხვავება პორნოსა და ეროტიკას შორის. გადმოწერილი ფილმებიდანაც ძალიან ბევრი ჩანს.

    1. უიი, თბილისიო, მართლა თბილისელი გოგოები ამომიყარა საიტმა ვითომ? კი გვანან ისე …

  6. სხვათაშორის სისხლის სამართლის კოდექსში იყო პორნოგრაფიის საინტერესო დეფინიცია: ”მამაკაცის ან ქალის სასქესო ორგანოების ჩვენება სექსუალური აღგზნების მდგომარეობაში” – ზუსტი ციტირება არაა, მეზარება მოძებნა მაგრამ დაახლოვებით ფორმულირება ასეთი იყო. შინაარსი ზუსტია თავს ვდებ :))))))))

  7. Tornike

    დახასიათებები ფრიად საინტერესოა, თუმცა, არა მგონია აბსოლუტური დეფინიცია არსებობდეს. ჩემი აზრით, პორნო არის მამაკაცისა და ქალის (და დანარჩენ ინტერპრეტაციებში) სასქესო ორგანოების ურთიერთქმედების (:D) დემონსტრირება.

    P.S. ის მაგარი სურათია

  8. ერთადერთი – გვარი ყდაზე ან ტიტრებზე ან ხელმოწერა… მოკლედ – ავტორი.
    ერთი და იგივე ნაწარმოები თუ მას ტოკლიკაშვილი დაწერს – პორნოგრაფიაა და თუ დე სადი – შედევრი.

  9. ეროტიკა არის როცა ქალი შიშველია

    პორნო კი_ როცა ტიტველია.
    ამას ვეთანხმები.

    პორნო რაღაც უხამსია, ეროტიკა კი – ლამაზი.

  10. არანაირი განსხვავება ჩემთვის, ხელოვნური დაყოფაა. რატომ – დიდი თემაა🙂

    1. Tornike

      საშინელება არა კატასტროფა კიდე :))) პროსტა პორნოს პრაქტიკული დანიშნულება აქვს და უნდა გამოიყენო მერე. ქართველი გოგოები რო პორნოებს უყურებდნენ, თვითონვე მიიღებდნენ ისეთ შედეგს რო აღარ ექნებოდათ საწუწუნო პირად ცხოვრებაზე .

  11. Tornike

    “მე კი ამის არ მჯერა, ბოლოსდაბოლოს ამერიკელი ბიჭუნებიც ხომ თამაშობენ ომობანას, მათ კი პორნო ნამდვილად არ აკლიათ.”
    სხვათა შორის, ომობანების მერე უფრო ეძლევა მნიშვნელობა პორნოებს და ზოგადად ქალებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s