ანინა ცუდი გოგოა, ძალიან ცუდი. იმიტომ, რომ შეუძლია დიდხანს-დიდხანს გადაბმულად ილოთოს, იწუწუნოს პახმელიის გამო და არც კი იფიქროს ბლოგზე და მის მკითხველებზე, რომლებიც რაღაც თეორიებსაც კი თხზავენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა: ,,ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ ანინამ ვაკის საცურაო აუზში (რომლის აბონემენტიც მოიგო) ტრავმა მიიღო და ამ მიზეზის გამო ვერ ახერხებს ბლოგზე ახალი პოსტების გამოქვეყნებას”. ტრავმა არა ცელი. მშვენივრად ვარ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცოტა თავი მტკივა : )
ხუთშაბათ დილას ფხიზელი ვიყავი, ხუთშაბათს საღამოს_ არც ისე. ამის შემდეგ დღეები გადიოდა სავსებით ერთნაირად:_ დილა_ ნაბახუსევი, შუადღე_ სმა, საღამო_ თავბრუსხვევა, დილა_ ნაბახუსევი, შუადღე_ სმა.. მგონი, 2 დღის წინ ვთქვი, რომ მორჩა. სმა მორჩა, არსებობს სხვა რამეებიც, მაგალითად ბლოგი, მაგალითად წიგნები, მაგალითად_ აღლუმები და ჰელიკოპტერები ჩემს სახლს ზემოთ (დღეს გადამიფრინეს). 2 დღეში სამი წიგნი წავიკითხე (ლაშას ,,ლიტერატურული ექსპრესი”, ზურაბ ლეჟავას მოთხრობების (რაც არ მქონდა წაკითხული) და ლინდგრენის ,,მადიკენი”) და ახლა, როცა დრო მაქვს და წასაკითხი წიგნები _არა, გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა რამე.
აბა, ვის მოგენატრეთ? რა არი, რამდენი ხართ. გმადლობთ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ბევრია მოსაყოლი, მაგრამ მოკლედაც შეიძლება:
,,ჯერ სხვადასხვა ბრენდების წარმომადგენლებმა თავიანთი ფავორიტი გამარჯვებულები დაასახელეს. ესენი გახდენენ: “ჯი პი აი ჰოლდინგის” რჩეული: ნინო ტეფნაძე; “ქართული ღვინის” რჩეული: დავით გაბუნია, ბესო ხვედელიძე, გელა ჩქვანავა; ყვავილების სალონ “ფიორას” რჩეული: მარინა ნანობაშვილი; “33 და 6-ის” რჩეული: ნინო დარბაისელი; ვაკის საცურაო აუზის რჩეული: ნინო ტეფნაძე; “ნიკორას” რჩეული: გურამ მეგრელიშვილი; “ემ ჯგუფის” რჩეული: თეა თოფურია; რუსთაველის თეატრის რჩეული: მარიამ ბექაური, გურამ მეგრელიშვილი;
შემდეგ დასახელდა ინტერნეტ ფორუმებზე მიმდინარე გამოკითხვების ლიდერი, ეს აღმოჩნდა მარიამ ბექაური. ხოლო ჯეოსელის სმს ლიდერი ნინო ტეფნაძე. (ყველგან, სადაც ნინო ტეფნაძე წერია, ანინა იგულისხმეთ 😀 )
პრემიები კი ასე გადანაწილდა:
III პრემია – რატი რატიანი (300 ლარი)
II პრემია – ლაშა ბუღაძე (500 ლარი)
I პრემია – მიშა ბახსოლიანი (1000 ლარი)”
გარდა ამისა:
1)მეგონა, სანერვიულო არაფერი იყო, მაგრამ სულ რაღაც წამებით მაინც ამიწრიალდა მუცელი. არ გამკვირვებია, რადგან კარგა ხანია ვიცი: შიმშილი და მღელვარება მუცელში ცხოვრობენ, სიყვარული_ სისხლში, ორგაზმი_ ტვინში და სხვა.
2) ვგრძნობდი, რომ საპრიზო ადგილებს ვერ მოვიგებდი და ვგრძნობდი იმასაც, რომ მიშა ბახსოლიანი არ დარჩებოდა პრიზის გარეშე, იმიტომ რომ მიშა მაგარია : ) და იმიტომ, რომ ჩემი მოთხრობა უბრალოდ კარგია, მისი კი_ მართლა კარგი. მიშას მოთხრობები შეგიძლიათ აქ ნახოთ და დარწმუნდეთ.
3) სცენაზე სამჯერ ავედი. განსაკუთრებით ჯეოსელის პრიზი გამიხარდა: მობილური და ძალიან კარგი ნომერი. ჩემი სიხარული სავსებით ბუნებრივი იყო. მანამდე რა ჯაგლაგი მობილური მქონდა, ვერც წარმოიდგენთ. ფანარამდელი ნოკია : ) თან ეს ქართულადაც აგზავნის მესიჯებს.
4) დაჯილდოების მერე ვარიგებდი ავტოგრაფებს და ვიძლეოდი ინტერვიუებს. ვგრძნობდი არარსებულ წითელ ხალიჩას ფეხებქვეშ და უცნობი ადამიანების მზერას. სად გავიდა ეს ინტერვიუები, არ მინახავს. საერთოდაც, იმ დღის მერე კარგა ხანი მარტო ბოთლებს და ადამიანებს ვხედავდი.
5) გადავწყვიტე, ბევრი ვწერო და უკეთესად.
აქაც, სხვაგანაც, ზოგადადაც. გეგმა მაქვს: დღეიდან ბლოგზე 3 პოსტს მაინც დავდებ ისე, რომ ხარისხს არ გავაფუჭებ. თუ სიტყვას გავტეხ, damsa.ge-თ.
პ.ს. კოსმოსი მომეწოდება, როგორც არასდროს.
ესეც მე. სულ-სულ ბოლო ფოტო. დილა. hangover.
კი კი მოგვენატრე 🙂
გილოცავ მობილურს და აბონიმენტს 🙂 ჰოდა სანამ უცნობობისთვის წამშლიდე ფეისბუკიდან იქნქებ აუზზეც შეგხვდე და გაგიცნო 🙂
მანამდე გაგიცნობ, არ იდარდო : ))
ra pativia roca chemi “teoriit” iwyeben posts :O
ravi aba, gilocav kidev ertxel. es yvelaferi rom ar dagewera da marto surati dagedo, mainc mivxvdebodit ra dgeshic yofilxar bolo ori dge 😀
მიხარია რომ დაბრუნდი, ყოველ დღე ველოდებოდი ახალ პოსტს:)))) შენი მოთხრობა წავიკითხე და მომეწონა, საჩუქრებს გილოცავ. ეგ ერთი და სხვა მრავალი :)))))
ძვირფასოო,საყვარელოოო,ლამაზოო.შე ლოთო შენააა..:))გილოცავ ამ წარმატებას,ბევრი იქნებაა კიდეევ..:)ისე შავ ღვინოსაც თუ მიეძალები,კარგი იქნება,ოღონდ დღის 3სთ.დან ღამის 12სთ.მდე,თუ ამას იზამ,ლოთობის კანდიდატთა სიიდან ამოგიღეებ..:))გკოცნი ბევრს..უფ,”დალევდა ახლა კაცი”:))
gilocav yvelafers ertad 🙂
“3 პოსტს მაინც” momewona 🙂 armogvakldeba sakitxavi 🙂
გილოცავ!!!
ველოდებით დაპირებულ სამ ხარისხიან პოსტს რამეთუ მსურს დავაზუსტო ხარისხიანი პოსტის შენეული განსაზღვრება:)
იერევნიდან ჩამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი რომელსაც ვტოვებ ეგია 🙂 მიმიზიდა და მოვედი 🙂 გამიხარდა რო მარტო მე არ ვარ ,,ლოთი” ბლოგერი 🙂 ლოთი რა, დალევაზე რო უარს არ/ვერ ამბობს ისეთი რა 🙂
კიდევ ერთხელ გილოცავ 😉
მე კიდე მიხარია, რომ გიცნობ და მიკვირს, რომ ეგეთ რამეს ვამბობ : )
გიკვირს რომ ეგეთ რამეს ამბობ, იმიტომ რომ არ გჩვევია ამის თქმა? თუ გიკვირს რომ ჩემი ცნობა გიხარია? :))))
გიკვირს რომ ეგეთ რამეს ამბობ, იმიტომ რომ არ გჩვევია ამის თქმა_ ki
3 პოსტი დღეში? გარეკე????
1 დაწერე და რიდერს ნუ გადამიწვავ ;))
ეს მოანგელო სურათი რომ არ დაგედო ბოლოში, გაასწორებდა. აი, dagsa.ge! 😛
ჩემი სურათიც ვეღარ დამიდია ჩემს ბლოგზე : ))) let me be angelic : )
ე. ი. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გიცნობ, რაღაც საოცრად მომწონს აქაურობა. და შენ. კარგად წერ და ძალიან მომწონხარ.
სმას რაც შეეხება, ეგ არაფერი, მთავარია, ზედმეტი არ დალიო ხოლმე. :))
გამიხარდა შენი წარმატება და ისიც, რომ შენ გაგიხარდა ახალი ტელეფონი და ძალიან კარგი ნომერი.
მაინტერესებს შენი მოთხრობები.
წარმატებები ყველა ასპარეზზე.
gilocav, ki dagvianebit, magram ra mnishvneloba aqvs
bevr warmatebas gisurveb kidev
გილოცავ 🙂