“There couldn’t be a society of people who didn’t dream. They’d be dead in two weeks.”
William S. Burroughs
მითხრეს, შენი წინა პოსტები გაცილებით უკეთესი იყოო. ხოდა, ძალიან მოვიწყინე. რამეს ვიზამ, რევოლუციას მოვახდენ თუნდაც და როგორმე ისევ ისეთი გავხდები, როგორიც ვიყავი. ისიც არ ვიცი, რისი ბრალია: იმის, რომ გადავიღალე, იმის, რომ ამ ბოლო დროს ვერც კი ვხვდები, სად მთავრდება სიმთვრალე და იწყება პახმელია, თუ იმის, რომ ისე აღარ მეწერება, როგორც ადრე. წერა კი ნამდვილად არ დამვიწყებია. უფრო პირიქით.
შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ სიზმრებს ისე ხშირად აღარ ვხედავ. მე მგონი, ყველაფერს სჭირდება სიზმრები. ბლოგერებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აი, მწერლისთვის სიზმარი ერთგვარი შიდა-სამწერლო ლაბორატორიაა. არა მგონია, სიზმარში იბადებოდნენ პოსტის იდეები, მაგრამ ზოგადად: რაც მეტ სიზმარს ხედავ, მით უფრო საინტერესო ხარ და უფრო საინტერესოდ წერ კიდეც.
ძალიან მიჭირს სიზმრებზე წერა, გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე წიგნის ანალიზი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიზმრებზე ცოტა ვიცი. სინამდვილეში ეს ცოტა არც ისე ცოტაა. წამიკითხავს ფროიდი, წამიკითხავს იუნგი, ძველი ჩინური სწავლება სიზმრების შესახებ, ვიცი ათობით ისეთი ადამიანის ნააზრევი, ვინც სიცოცხლე სიზმრებს მიუძღვნა. მაგრამ აი, ახლა ვფიქრობ, რომ მათთვისვე იქნებოდა უკეთესი, მეტი სიზმარი ენახათ და ნაკლები ემუშავათ, და რომ სიზმრებზე ჩატარებული ყველა კვლევა აბსოლუტური უაზრობაა, გარდა იმ კვლევებისა, რომელსაც თვითონ ატარებ.
ალბათ, ყველაზე ლოგიკურია, სიზმრებზე ისე წერო, როგორც მათ ხედავ. ვიცი, სიზმრებში სწორედ ის მიზიდავს, რომ მათ გააჩნიათ საკუთარი გეოგრაფია, სინტაქსი, დრო… ხოდა, თუ გვინდა, რომ სიზმრებისა რამე გავიგოთ, კვლევებიც სიზმარში უნდა იწერებოდეს, ან ისე უნდა იწერებოდეს, როგორც სიზმარში დაიწერებოდა.
როგორც ფიშერს უყვარდა ყველა, ვინც ველოსიპედით დადიოდა, მეც ზუსტად ისე მიყვარს სიზმრისმხედველი ადამიანები: ყველა, ვინც სიზმარს ხედავს მაშინ, როცა მეც ვხედავ, ჩემი მეგობარია. ყველა, ვისაც სიზმარში ვხედავ, ჩემი მეგობარია. ყველა, ვინც სიზმარში მხედავს, ჩემი მეგობარია. anyone, who dreams is a friend of mine
არიან ბრმებიც, რომლებიც ხედავენ ისეთ სიზმრებს, ჩვენ რომ ვერ ვნახავთ და ადამიანები, რომლებსაც სიზმრები გაექცნენ. ისინი თავს აფარებენ ინსომნიას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პასიური სიზმარი. ეს ყველამ იცის, ვისაც უძილობის ნიადაგზე ჰალუცინაციები უნახავს .
უკვე დამიგროვდა რამდენიმე ყოვლად ალოგიკური კითხვა, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუსვამ თავს. მაგალითად, ახსოვთ თუ არა სიზმრებს ისინი, ვინც მათ ხედავს. რა მოსდით სიზმრებს, როცა ადამიანები მათი ნახვისას კვდებიან. მე თვითონაც არ ვიცი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვივარაუდო, არის ის, რომ სიზმრები ასეთ დროს წამწამებში იხლართებიან და ბოლოს მათ არარსებული მატლები ჭამენ.
ალბათ სჯობს, მაინც საკვანძო კითხვით დავამთავრო: იქნებ ცხოვრებაა სიზმრების ინტერპრეტაციაა და არა სიზმრები_ცხოვრებისა? ძნელია რამე დანამდვილებით იცოდე, როცა საქმე სიზმრებს ეხება, თუმცა მგონია, რომ ოდესმე ჩვენ ისე გავიქცევით სიზმრებში, როგორც ახლა გავრბივართ კოსმოსში. ამ დროისათვის გვექნება სიზმრის წიგნები, სიზმრის რუკები, რომლებზეც იქნება აღნიშნული ადგილები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვესიზმრება. სიზმარში ჩვენთან იცხოვრობენ გარდაცვლილი ადამიანებიც, რომლებსაც ხანდახან უფრო ხშირად ვხედავთ, ვიდრე ცოცხლებს. ეს მოხდება და არავის მოუვა თავში აზრად, იკითხოს: არის თუ არა სიცოცხლე სიზმარში? (არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?). გვექნება თუ არა ისეთი ატმოსფერო, როგორიც უნდა გვქონდეს და გვექნება თუ არა წყალი. ჩვენ დავიძინებთ და არ დაგვჭირდება მრავალსართულიანი სახლების აგება, რომ ყველა დავეტიოთ. ამ დროისათვის ისე კარგად გვეცოდინება სიზმრები და ერთმანეთი, რომ გვეყოლება სიზმრის მეზობლები. ანუ ადამიანები, რომელთა dream-space ჩვენსას ემთხვევა, ან კვეთს, ან ესაზღვრება. და ჩვენ ხელისცეცებით მოვძებნით ერთმანეთის სიზმრებს და შევალთ მათში.
წაიკითხე ამ ტექსტში ყოველი აბზაცის ყოველი მეცამეტე სიტყვა.
კაფკას კი არა, ჯუან-ძის.
როგორც ერთხელ უკვე მოგწერე, მეტი იკითხე. და ნაკლები სვი:)
ვიცოდი, რომ ჯუან-ძის : ) ertxel chjuan-cjous esizmra,rom pepelaamxiarulad dafafatebda,iyo bednieri da ar icoda,rom igi chjoua.uecrad gagvizdebuls gaukvirdakidec,rom igi chjoua da agar uwyoda:chjous esizmra,rom igi pepelaa,tu pepelas esizmra,rom igi chjoua.pepela da chjou xom sxvadasxvani arian.es xom ar aris is,rasac gardaqcevac ityvian.
აი, ესაა.
მაგრამ თავისუფლად შეიძლება, კაფკას თავი დაადგა ჯუან-ძის და პირიქით. სიზმრებზე ვწერთ ისე, როგორც სიზმრებს ვხედავთ : )
თანაც ხომ წერია, რომ ეს მე დამესიზმრა, რომ კაფკას დაესიზმრა. უკეთესად იკითხე : )))
მე ვჭირდები რევოლუციას ესე იგი 😛
კაი პოსტია მართლა ამ ბოლოდროინდელების მერე, მე მგონი კრიზისი ნელ_ნელა დაძლიე, მაგრამ საუკეთესო ნაღდად არაა ეს პოსტი, თუმცა იმედისმომცემი ნაღდად არის 😉
არა მარტო რევოლუციას, მეც მჭირდება და მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ სიზმრები! კარგი იყო. მომეწონა. :))))
ყოველთვის მახსოვს სიზმრები – ძალიან ძველებიც და ახლებიც. ღამის განმავლობაში უამრავ სიზმარს ვხედავ ხოლმე. ერთი პერიოდი აღარ მესიზმრებოდა და განვიცდიდი. მიხარია, რომ ახლა ისევ ვხედავ.
notespost_ შენ გადამაწყვეტინე ამ პოსტის დაწერა : )
მიხარია რომ ძალიან მაგარი გამოვიდა 🙂
კარგი პოსტია : )
კითხვა მაქვს გამოცდილ ბლოგერებთან… ან ნაკლებად გამოცდილ მაგრამ რომ ესმით ბლოგისს რამე… პოსტები რო ნაწილი ჩანდეს როგორც აქაა… ანუ დასაწყისი და მერე თუ წაკითხვა მოგინდება მთლიანად რო ნახო… ეგრე როგორ გავაკეთო…
აუფ, აქედან ვერ დაგეხმარები 😦
ძალიაბნ ცუდი,,, და ძაან ძნელია? ჩემით ვერაფერს გავხდები? :(:(
…Не имеет значения, что кто-либо говорит или делает…
Т_ы_ с_а_м_ должен быть безупречным человеком…
…Нам требуется _в_с_е _н_а_ш_е _в_р_е_м_я _и _в_с_я
н_а_ш_а _э_н_е_р_г_и_я, чтобы победить идиотизм в себе. Это
и есть то, что имеет значение. Остальное не имеет никакой
важности…
Дон Хуан
(К. Кастанеда “Второе Кольцо силы”)
დაიკიდე ვინ რა გითხრა,
და დაიკიდე ისიც, რომ ამის გამო მოიწყინე
მე იმიტომ დავაკომენტე, რომ მინდა შანსი გამოვიყენო ჩტობ – პაუმნიჩატ.
ჩემი დამოკიდებულებაც ამ პოსტის მიმართ დაიკიდე :LOL:
შენი ბლოგი მევასება : ))
სიზმრების საჭერი გაიკეთე. ეგებ გამოგაგდეს 🙂
არ არსებობს ადამიანი რომელიც სიზმრებს ვერ ხედავს… უბრალოდ ავიწყდებათ… საერთოდ ადამიანს სიზმრების 90% ავიწყდება… სიზმრებს ვხედავთ სწრაფი ძილის ფაზაში რომელიც 90-120 წუთი გრძელდება… ვინმეს გახსოვთ ორსაათიანი სიზმარი? არა… ხო თან სიზმარში შეიძლება ის განიცადო რაც ცხოვრებაში არ განგიცდია… უფრო ვრცლად ჩემს ბლოგზე… 🙂
revolucias chirdeba mxolod is adamianebi romlebsac axsovt sizmrebi…sainteresoa dzalian…. 🙂
me vici rom am nawershi kafkas magaliti rom aris moyvanili paskaltanacaa… magram iq cota gansxvavebulia. mefis da glexis magalitia iq..
p.s kargi iiyo wasakiTxad.
p.p.s. adre bevrad uketesi iyo xolme
ყველაზე მაგარი პოსტია, რაც კი ოდესმე წამიკითხია 🙂
ბრმების სიზმრები მართლა საინტერესოა. არასდროს რომარ უნახავთ არაპერი ალბათ მარტო ხმოვანი სიზმრები აქვთ.
ხო, ასეა. მაგისი გამოკვლევა აქაა: http://psych.ucsc.edu/dreams/Library/hurovitz_1999a.html
გმადლობ. რაც მაინტერესებდა დასაწყისშივე ეწერა. “There are no visual images in the dreams of those born without any ability to experience visual imagery in waking life” მერე წაკითხვა დამეზარა 🙂 თვალებს უფრთხილდები თორე მეც მომიწევს უცნაური სიზმრები.
მიყვარს სიზმრები ^_^ რა მეშველებოდა მათ გარეშე…
მომეწონა პოსტი
გამოხმაურება: სიზმრის მანიფესტი « ბლოგზმანება