თუ გახსოვთ, იყო კაილი მინოუგის ერთი ეგეთი სიმღერა: I’m spinning around, move on my way, I know you’re feeling me, cuz you like it like this…ხოდა, ამ კლიპის ყურებისას ხშირად მიშტერდებოდა ხოლმე თვალი კაილი მინოუგის უკანალზე, საოცრება იყო. ახლა ამაზე წერას არ ვაპირებ, მაგრამ ვისზეც უნდა დავწერო, ის გოგოც ტრიალებს (spinning around), ის გოგოც არ უჩივის უკანალს და ის გოგოც მაშტერებს.
შეიძლება გინახავთ კიდეც, მე ადრეც მომიკრავს თვალი, მაგრამ ვერ მივხვდი, რა უნდოდა მის შემქნელს. ახლა კი სულ სხვა კონტექსტში წავაწყდი _ სტატიაში, რომელიც ოპტიკური ილუზიების მენტალურ მიზეზებს ეხებოდა. იქ, მაგალითად ეწერა, როგორ დავბრმავდეთ ცალი თვალით 30 წამის განმავლობაში, როგორ შევიმსუბუქოთ ტკივილი ბინოკლის მეშვეობით (თუ ჭრილობას ბინოკლის იმ მხრიდან შეხედავ, რომელიც აპატარავებს, ტკივილი გაგიყუჩდება, რადგან ტკივილიც იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ხედავ), ხოდა ამ სტატიაში ეს გოგო მეათე ნომრად იყო მოთავსებული და ტრიალებდა და ტრიალებდა.
როგორ გგონიათ, ეს გოგო საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს თუ საწინააღმდეგოდ? მე პირადად მომეჩვენა, რომ საწინააღმდეგოდ, თუმცა სინამდვილეში ბრუნვის მიმართულება აქ პირობითია.. ეს სურათი სამგანზომილებიანი სულაც არაა. ორგანზომილებიანი სურათია, რომელიც.. ჰმ. ეს როგორ ვთარგმნო… It is a two-dimensional image that is simply shifting back and forth.
ეს სურათი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ჩვენი ტვინი, შექმნას სამყაროს სამგანზომილებიანი მოდელი. როგორც კი ტვინი ორგანზომილებიანი სურათიდან სამგანზომილებიანს შექმნის, ირჩევს ბრუნვის მიმართულებას და ქმნის სრულყოფილ ილუზიას.
თუკი დიდხანს უყურებ ამ სურათს და ფოკუსირებას მოახდენ ჩრდილზე, ცოტა ხანში გოგო საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყებს ბრუნვას. მეტიც, შეგიძლია, თვითონ აკონტროლო როდის შეიცვალოს გამოსახულება. აი, უყურებ და ამბობ: იტრიალე, იტრიალე, გაჩერდი, ახლა პირქით დატრიალდი. და ცოტა ხანში ამჩნევ, რომ გოგო მართლაც საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებს ბრუნვას. ყველაზე დიდი კაიფი კი იმის შეგრძნებაა, რომ შენ მარტო გამოსახულებას კი არა, ტვინსაც აკონტროლებ.
თქვენც სცადეთ და მითხარით, გამოვა თუ არა. ისე, ნამდვილად არაა ადვილი.
ხოდა, აი, პოსტის ბოლოს ერთი სურათიც. იპოვეთ კაცის თავი ამ სურათზე.
თუ პოოვნას 5 წამი მოანდომეთ, ნამდვილად მოსალოცად გაქვთ საქმე. ამას ძალიან ცოტა ახერხებს.
თუ 5 წამიდან_ 30 წამამდე დაგჭირდათ, ყველაფერი რიგზეა.
თუ მეტი_ რავიცი, რა გითხრათ : ) თქვენი ტვინი არც ისე სწრაფად მუშაობს : )
2 wami :))))
ძალიან საინტერესოა, დავიწყებ თავიდან, კაილის უკანალზე რა გითხრა, აღარც მახსოვდა მაგ ქალს თუ უკანალი ჰქონდა, 😛 .მოტრიალე გოგო საინტერესო იყო, მაგრამ ყავის მარცვლებმა დახურა. ვიპოვე 10 wამში, რა საყვარელი იყო , რომ დავინახე.ყოჩაღ! ძალიან გავერთე, არადა, საშiნელ ხასიათზე ვიყავი. მადლობა! :)))
მგონი ყველაფერი რიგზეა, თავი ვიპოვე. 🙂 იმ მბრუნავ გოგოს რომ შევხედე თავიდანვე დავინახე, რომ საათის ისრის მიმართულებით ტრიალებდა, შემდეგ ერთ მომენტში თითქოს საპირისპოდ დატრიალდა, მაგრამ მერე ვეღარ მოვახერხე ჩემ ჭკუაზე მისი მართვა.
ver dagetanxmebi,me ufro mgonia es animacia daprogramebuli da ragac periodi saatis siris mimartulebit trialebs da mere sawinaagmdegod:)
3 wami damchirda 😀
არა. თუ არ ეცდები, რომ მიმართულება შეუცვალო, დაინახავ, რომ სულ ერთი მიმართულებით ტრიალებს. ვიღაცებმა ვერ დაინახეს, როგორ იცვლის მიმართულებას : )))
mimartulebas icvlis,magram me ra shuashi var ver vxdebi 😀
უაფფ.. :(( თავი ვერ ვიპოვე. 😦 …და იმ გოგოს კიდე ჩემს დაკრულზე დატრიალებ.. =))
2 წამი მოვუნდი კაცის პოვნას 🙂
თავი პირდაპირ ჩანს! თუმცა თუ ყურადღებით შეხედავ, დაინახავ სხვა კაცის სახეს და კიდევ ერთი კაცი ”აიწყობა”
ხო, მეც ჯერ იმ “სხვა ” კაცის სახე ავაწყვე, ძალიან მაგარი იყო და უცებ დავინახე ის, მომზირალი პატარა თავიც. :)))
optikuri iluzia vabshe magari temaa, mevaseba
ადრე ბევრად კარგი პოსტები გქონდა. 😦
:(((( ვეცდები, გამოვასწორო
me deisadzis ambebis aqauri gashuqeba momwonda yvelaze metad. axla ragaca gvrevs avtori me mgoni 😐
ე.ი. მოსალოცად მაქვს საქმე : )
პირველი მომეწონა – როცა ტრიალის მიმართულების განსაზღვრა სურვილის მიხედვით შეგიძლია – მართლა უცნაური შეგრძნებაა..
კაცის თავი ვიპოვე, არ ვიცი რამდენ წამში, რადგან თავისნ ვცდილობდი 3D გამოსახულება გამეკეთებინა თვალის გაშთერებით, რატოღაც მეგონა რომ ასე უნდა გამოსულიყო კაცის თავი, რომ დამეზარა და გავასწორე თვალები, მერე კი მაშნვე დავინახე 🙂
აი გოგო კი თავიდანვე საათის ისრის მიმართულებით ტრიალებდა და ასე ტრიალებს, ვერანაირად ვერ შიეცვლება დარწმუნებული ვარ. დავიღალე ტყუილი მცდელობით ;(
ალბთ, ვინც თავიდან პირიქით დაინახა, ისინი ასწორებენ მერე მზერას, მე კიდევ იმ “პირიქით”–ს ვერ ვხედავ ვერც თავიდან და ვერც მერე: (
აუუუუ
დატრიალდა პირიქითაც
რა წესია 😀
ჩრდილზე რომ გააშტერებ თვალს, მერე იცვლის მიამრთულებას.
და კიდევ მეორე კაცი ვიპოვე იმ ყავებში, ოღონდ უფრო დიდი თავი, თვალი აქვს ამოჭყეტილი მარცვლებიდან და ძაან საშიშად გამოიყურება.
შემეშინდა მე, წავედი დავიძინე .O
რა საყვარელი ხარ….
shevxede tu ara mashinve vipove kaci dabla ufro marcxniv vidre marjvniv da arc shuashi 🙂 ..rac sheexeba gogos….martla…ise iyo rogorc shen wer..vambob itriale trialebs,..sapirispirod-sapirispirod…magaria dzalian :))) momewonaaaaaaaaa
გაჩერებით ვერ გავაჩერე მაგრამ მეორე მხარეს დავატრიალე… 🙂
გაჩერბით ვერც მე გავაჩერე,ეგაც შესაძლებელია? მაგრამ ტრიალით,მართლა რომელ მხარესაც ვუბრძანებდი, იმ მხარეს იწყებდა მოძრაობას, ლამის გავაფრინე.თავის პოვნა არ გამჭირვებია,ეგრევე აღმოვაჩინე, მომილოცეთ:)
გილოცავ : )))
მე კიდე იმ მარცვლებისან შედგენილ კაცის თავსს ვეძებდი და დავიგრუზე რო ვერ ვიპოვე… ახლა კი ვნახხე მეც მომილოცეთ რა… :):)
gogos trialze mtavaria daamughamo sxeulis romel nacils unda shexedo, rom is mimartuleba daichiros romelic ginda. kavebshi sami saxea, erti tavia, boroti, oric upro freskasavit naxatia (think). tumca tavidan ratomgac megona mozaikasavit tavi iko shesadgen-dasanaxi, sanam boroti tvali shemomabnelebda kvemodan 😀
momecona sheni blogi 🙂
დაახლოებით 2 წამში ვიპოვე კაცის თავი მაგრამ იმ ტრიალა გოგოს ვუყურებ რამდენი ხანია და მალე მგონი საგიჟეთში მოვხვდები.!!!!!!!!