ლიტერატურული ექსპრესი და ლიტერატურული სიმულაცია

ეს სურათი დღეს არ გადამიღია, თუმცა ნამდვილად მე გადავიღე და ნამდვილად ლაშას გადავუღე

თუ გინდა, კარგი ლიტერატორი იყო, უნდა შეგეძლოს წიგნის შესახებ მის წაუკითხავად მსჯელობა, თანაც ისე, რომ ვერავინ შეგატყოს, რომ მხოლოდ ანოტაციას გაეცანი და ერთი-ორ მეგობარს ჰკითხე, ვარგა რამედ თუ არაო?.  და თუ კარგი მწერალი ხარ,  სერიალივით წიგნი უნდა დაწერო_ ანუ ისეთი, მკითხველს რომ ნებისმიერ დროს (ამ შემთხვევაში, გვერდზე)  შეეძლება ჩართვა.

ყველაზე საინტერესო რამეები იმ გვერდზე უნდა დაწერო, რომელზეც წიგნები იშლება ხოლმე ძირითადად.  დაწერე ეროტიკული სცენა ზუსტად იმ გვერდზე,  რომელზეც შენს წიგნს გადაშლის მაღაზიაში შემოხეტებული  პოტენციური მყიდველი და შენ  კარგად გაყიდი პროდუქტს.

ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს ,,ექს-ლიბრისში”  ლაშა ბუღაძის წიგნის, ,,ლიტერატურული ექსპრესის” განხილვაზე ვიყავი.

მომერიდა, ლაშასთვის მეთქვა, რომ წიგნი არ წამიკითხავს, რადგან  რომ არ წამიკითხავს, ეს  მხოლოდ სიზარმაცის ბრალი იყო. წიგნის შოვნა პრობლემა სულაც არ ყოფილა. ცოტა ხანს მათ ვუსმინე, ვისაც წიგნი წაკითხული ჰქონდა, დასკვნები გამოვიტანე და  რაც მთავარია,  დავიჯერე, რომ  ამაზე მსჯელობა უკვე შემეძლო. ხოდა, იმდენი ვქენი, რომ ცოტაც და ლაშა მადლობას გადამიხდიდა, რომ ასეთი ყურადღებიანი მკითხველი ვარ. არადა მე მხოლოდ ის გვერდები მქონდა წაკითხული, რომლებზეც იშლება ხოლმე წიგნი გადაფურცვლისას.

ახლა სინდისი  მქენჯნის, კიდევ ინტერესიც მკლავს, მართლა ისეა თუ არა ყველაფერი წიგნში, როგორც მე მგონია და საერთოდაც, უსაფუძვლოდ ხომ არ გავაკრიტიკე ლაშა. ხოდა, აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს, ხვალ ან ზეგ და  უბრალოდ გადავამოწმებ  ჩემი ლიტერატურული სიმულაციის უნარს.

შემდეგ ხუთშაბათს ბასა ჯანიკაშვილის წიგნის, ,,აბსურდისტანის” განხილვაა.  ანოტაცია უკვე წავიკითხე.  ახლა მეორე საფეხური, თქვენ, ვისაც ეს წიგნი წაგიკითხავთ, გეკითხებით: ვარგა რამედ? : ))))

8 thoughts on “ლიტერატურული ექსპრესი და ლიტერატურული სიმულაცია

  1. ki, me maqvs xsenebuli wigni wakitxuli.
    avtori (basa) ashkarad yveba tanamedrove qartuli literaturis tendenciebs: swrafvas absurdis “autvisebeli miwebis” damushavebisken da minda gitxra, rom es warmatebitac gamosdis. ravi aba, me momewona. wignshi aris bevri sasacilo da saxaliso momenti, ramac namdvilad sheidzleba chagitrios, ase rom girs wakitxvad 🙂

  2. კარგი წასაკითხი წიგნია . მე პირადად ძალიან ვისიამოვნე მის კითხვისას. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული და ახალი თუმცა სიუჟეტი ნამდვილად დამაინტრიებელია და არ გაძლევს საშუალებას მოიწყინო.

  3. როგორც ჩანს, ყველა ფილოლოგი ერთნაირი თვისებებითაა აღჭურვილი :))) ლიტერატურული სიმულაციები კარგი სახელია:D

  4. ბოლოს მივხვდი თუ რატომ ეწერა ლაშა ბუღაძის სურათის ქვეშ ის, რაც ეწერა. 🙂 რომელიღაც წიგნის, რომელიღაცა პერსონაჟი ამბობდა რომ წიგნის პირველ და ბოლო გვერდებს ვკითხულობდი და ამით უამრავ ავტორს გავეცანიო.
    ისე, კარგი გასართობია წიგნის შესახებ მსჯელობა, როცა ის არ გაქვს წაკითხული, მთავარია ისე დამაჯერებლად ისაუბრო, რომ საკუთარი თავიც მოატყუო. 🙂

  5. როგორ გვიყვარს საქართველოში წაუკითხავად და მხოლოდ გაზიარებული აზრებით წიგნებზე მსჯელობა ; ) : )

  6. მე “აბსურდისტანი”-ის პრეზენტაციას დავესწარი.
    ხოდა რომ მივხვდი რაზე იქნებოდა წიგნი, არ მიყიდია.
    მომბეზრდა სულ საქართველოს ტანჯული ისტორიის განხილვები.
    რომანები მირჩევნია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s