სწრაფი და ეროტიკული პოსტი

სწრაფი იმიტომ, რომ 7-ზე სადღაც უნდა ვიყო, ეროტიკული კი იმიტომ, რომ რაც კოსმოსი ჩამიჭრეს, მხოლოდ ეროტიკული ფოტოების თვალიერებით ვერთობი (სხვას, რასაც ვაკეთებ, გართობას ვერ დავარქმევ). ეკო უკვე საზღვარგარეთაა, ვიღაცები _ უკვე ციხეში და ჩვენ  გვაქვს სტაბილურობა, თუმცა ეს სტაბილურობა კომაში მყოფი ადამიანის სტაბილურობას უფრო ჰგავს, ვიდრე მეთევზისას. ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე უკეთ ვარ(თ) და შემიძლია, ცოტა გავერთო(ც).

ცხოველები უფრო გიყვართ თუ შიშველი ქალები? იმისთვის, რომ ეს პოსტი მოგეწონოთ, ერთ-ერთიც საკმარისია. მთავარია, შიშველი ცხოველები არ გიყვარდეთ. უფრო სწორად კი_ გატყავებული.  სასტიკად დახოცილი ცხოველები იმისთვის, რომ სელებრითები წითელ ხალიჩაზე უფრო საინტერესოდ შეიფუთონ.

რაც უნდათ, ის ჩაუცვამთ. სანამ ოსკარზე ყველა მსახიობი, რეჟისორი და წამყვანი შიშველი არ იქნება, მაგის თავიდან ბოლომდე მნახველი მე მაინც  არ ვარ.

როგორია,  იჯდე და 6 საათის განმავლობაში უყურო, როგორ უხდიან აბრჭყვიალებული მსახიობები მადლობას ყველას, ვინც კი გაახსენდებათ, გაზეთების ჯიხურის გამყიდველებიდან დაწყებული  ამერიკელი ინდიელებით დამთავრებული. ეს  ყველაფერი კი ისეთი იუმორითაა შეზავებული, რომელიც მარტო მათ ესმით და კიდევ თარჯიმნებს, რომლებსაც რეპორტაჟი მიჰყავთ.

საკმაოდ ბევრი ცხოველი ეწირება იმას, რომ ვიღაცებმა გლამური შეიძინონ. ჩაიცვან ბეწვის ქურქები და არასდროს იფიქრონ იმაზე, რა იქნება,

მათი კანისგანაც რომ შეიქმნას ვინმემ გლამური. მეტს აღარ დაგგრუზავთ. ფოტოები კი მოგეწონებათ, უფრო სწორად, უნდა მოგეწონოთ.

,,I’d rather go naked than wear fur”

,,მირჩევნია, გავშიშვლდე, ვიდრე ბეწვი ჩავიცვა”

10 thoughts on “სწრაფი და ეროტიკული პოსტი

  1. wow
    ძალიან მაგარი რეკლამა თუ ანტირეკლამაა!

    ჩემს ვეგეტარიანელ მეგობარს ეცვა ხოლმე ხელოვნური ტყავის ტანსაცმელი, უგემოვნებიანესი ადამიანია და მისთვის რისი ტოლფასი იყო ხელოვნური ტყავის ჩაცმა, წარმომიდგენია, მაგრამ, სამაგიეროდ ამაყი იყო.

    მაგრამ, ჩვენთან ვის ადარდებს ეგ.

      1. aris mteli rigi “mavani” avtorebisa, romelebic iziareben :O shemeshinda ucbad es wiri, chems ertert usayvarles da gamorcheul bloger avtorsac ar daemartostqo da magitom vtqvi ra :O

  2. *facepalm*…qalebi romlebtac ubralod gashishvleba undat edzeben sababs rom gashishvldnen..da mat (rac unda gasakviri iyos) azrovnebis natamali jer kidev shercheniat..xoda rogori gashishvleba warmoachent ufro magar da gulantebul tipebad? chveulebrivi,samsaxureobrivi gashishvleba tu ager mamulishviluri saqme rom ketdeba ..daewvat silikoniani mkerdi gatyavebuli cxovelebis codvit..tyidan gamovardnili pitikantrofivit rom ar irbinos am xalxma bewvis garda materia dailia tu usashvelo swirt? ..gamodi da tqvi rom am sisastikis winaagmdegi xar,ra sawiroa es yovlad ubadruki da sasacilo pornografiuli gverdshi dgoma..tu brakonieri monadireebis yuradgebis miqcevas cdiloben? nuuu..egrea tua saqme..gavchumdi vsio…:))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s