პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი

ერეკლეს წიგნზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, თუმცა მე ერთი სტატიაც კი არ წამიკითხავს, სადაც ნორმალურადაა გაკრიტიკებული ეს კრებული. არადა რამდენი რამეა სათქმელი ლიტერატურული კუთხით, რა ადვილად შეიძლება ერეკლეს ლიტერატურული ხარვეზების დაჭერა და მსჯელობის განზოგადებაც. მოკლედ, ქართველმა კრიტიკოსებმა, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, მსუყე საკბილო გაუშვეს ხელიდან.

ერთ-ერთი პირველი გამოხმაურება კრებულზე ,,ტაბულაში” დაიბეჭდა. /ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ, თუ უკვე დამიმეგობრდით ფეისბუქზე/   ძალიან მომეწონა, დახვეწილი იყო, გონივრული, ინფორმაციასაც აწვდიდა მკითხველს.  ეს არ იყო რეცენზია, რა თქმა უნდა, ,,ტაბულას” ფორმატის გამო, თუმცა ჩემი აზრით, ამაზე უკეთესი არც არაფერი დაწერილა მას შემდეგ.

ამას მოჰყვა აზრები.გე-ზე  ლევან შატბერაშვილის სტატია. რომელსაც გამუდმებით მიციტირებდნენ და მიციტირებდნენ, ლინკი კი ყველგან გადმოჰქონდათ, სადაც კი კრებულის სათაურს დაინახავდნენ. არადა სტატია დილეტანტურად იყო დაწერილი და მე გავიფიქრე, რომ მსგავსი სტატიების განთავსება მკითხველის უპატიცემულობაა. ამაზე თვალს დავხუჭავდი, სტატიაში ტყუილები რომ არ მეპოვა.  თუ თქვენ ჯერ ამ პოსტში  განთავსებულ  პირველ ლინკს გაეცნობით, მერე კი _ მეორეს,  ტყუილების შემჩნევა არ გაგიჭირდებათ.

ხოდა, გადავწყვიტე საპასუხო სტატია დამეწერა და დავწერე კიდეც. ვცადე ვყოფილიყავი ლაკონიური და არ დამეშვა ის შეცდომები, რაც ლევან შატბერაშვილმა დაუშვა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი სტატია საერთოდაც არაა ერეკლეს წიგნის დაცვა, მხოლოდ გამოხმაურებაა ჩემი აზრით, ცუდად დაწერილ კრიტიკაზე.

რაც შეეხება ერეკლეს წიგნის დაცვას, ესეც მომიწია გუშინ. რადიო ,,მწვანე ტალღის” გადაცემაში,  რომელსაც , ,,სამართლო” ჰქვია და სადაც გუშინ ,,საიდუმლო სირობა” გავასამართლეთ. მე ადვოკატი ვიყავი, პროკურორი ლევან ცერცვაძე იყო (კოშკა, ანუ), მოსამართლე კი_ შოთა გაგარინი. ძალიან რთულია იყო ასეთი წიგნის ადვოკატი, თანაც მე ვცდილობდი მხოლოდ ის კი არ დამემტკიცებინა, რომ ეს წიგნი უნდა დაბეჭდილიყო, არამედ ისიც, რომ ამ წიგნს ლიტერატურული ღირებულებაც გააჩნია.  არადა გაცილებით იოლია, თქვა, ეს წიგნი სრული უნიჭობაა და მოაყოლო თუნდაც სუსტი არგუმენტები. ხალხი მაინც შენ დაგეთანხმება.  ამიტომ კოშკას ადგილას ყოფნის შემშურდა. ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი იყო  და ცოტას ვნერვიულობდი. ზარებიც საკმაოდ აგრესიული იყო პირადად ჩემ მიმართ, მაგრამ მგონი, კარგად გავართვი მოვალეობას თავი. განაჩენი  12-მა  მსმენელმა გამოიტანა. ეთერი ძალიან საინტერესო გამოვიდა და ნაცვლად ერთი საათისა,  საათ-ნახევარი გაგრძელდა.  ბევრი ისეთი რამ მიმოვიხილეთ, რაზეც ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა წიგნის მორალურ მხარეზე საუბარს მაინც ვერ ავცდით, ისევე, როგორც საუბარს ლიბერალიზმზე, ფუნდამენტალიზმზე, ფაშიზმზე და პატრიარქზე. კიდევ ქართული პროზის უახლოეს წარსულსა და მომავალზე, წიგნების მარკეტინგულ ასპექტებზე, სულაკაურის გამომცემლობასა და ლიტერატურულ მითებზე.

არ ინანებთ, თუ მოისმენთ. თან იმასაც გაიგებთ, როგორი ხმა მაქვს. : ))) ამიტომ არ გეტყვით განაჩენს მაგრამ გეტყვით, რომ შედეგმა  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უბრალოდ, იხილეთ ლინკი.

პ.ს. ჩვენ ბოლოს გავიგეთ, რომ თურმე ინტერნეტში ვიდეოვერსიაც გადაიცემოდა და სამივეს შეგვრცხვა, რომ ერთმანეთს ვეჭყანებოდით და ვაცინებდით. თუმცა,  აუდიოვერსიაში ამას ნამდვილად ვერ  შეამჩნევთ : )

11 thoughts on “პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი

  1. ნან

    ვნახავ აუცილებლად. დეისაძე ხომ მღერის? როგორც ვიცი პატრიარქზე ჰქონდა რაღაც სიმღერა, ვეძებე, ვერ ვიპოვე და ბოლოს მომიყვნენ 😀 :D:D თუ სხვა ადამიანში არ მეშლება, იქნებ ამ სიმღერის ლინკიც დადო, თორემ მოყოლით სიმღერა რაღაც არ აღიქმება მაინცდამაინც 😀

  2. saatnaxevari midioda imis mcdeloba ro yopiliyo mxatvruli analizi.. ra marazmia ra.. ar sheidzleba ubralod ro gavatarot es wigni ? meti saqme ar gvaq ra… saxalxo mogalated sheracxes is ubeduri… sheeshala da ar vapatiot ? ki ar vaginot , vutxrat ro ese araa swori da esea martali.. ara mainc da mainc deda unda vaginot da wixlebi unda vurtyat..

    ise saxelma dagupa es wigni, tu dagupa saertod.. aba rqmeoba “ambavi moxuci qalisa,tu rogor moxuqa sami botli tyemali” … araperic ar moxdeboda…

    is motxroba mec wavikitxe, “mama” , mara arc sheuracxyopili vyopilvar da arc gavlenis qvesh movqceulvar da arc patriarqi gamilandzges da arc araperi ra mokled.. erekleze patara var da me vxvdebi amdens am xalxs raga daemartat…

    xo kide vitxov bodishi momixadot imastan dakavshirebit ro 90 wuti gismendit da ver gavige veraperi.. (chemi bralia, ram gamadzlebina amdeni xani)

    madlobt yuradgebistvis.. :))

  3. კარგად ბლოგავ, ნინ :)) ამ წიგნის ამბავსა და, ზოგადად, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთი “მრწყევალი” პოსტი დავწერე და ვფიქრობ, სწორადაც. მაგარ სირობად მიმაჩნია ეგ წიგნი, მაგრამ მახათს არ ვსაჭიროებ 🙂

  4. Paco

    ნინო გისმინეთ და სამივენი ძალიან კარგები იყავით. შენი სიმშვიდე და კონცენტრირებულობა ნამდვილად სასიამოვნო იყო და ვფიქრობ შედეგიც აედან გამომდინარე იყო. როდესაც ზარები დაიწყო სწორედ მაშინ გაღიზიანდა პროკურორიც და ალბათ მსაჯულებიც. მგონი დაფიქრდნენ იმაზე, რომ მხატვრული ღირებულებების მიუხედავად ეს წიგნი არსებობას თუნდაც იმიტომ იმსახურებს, რომ ეს ყველაფერი ამოატივტივა. ანუ მისი დაწერისას დასახული მიზანი შეასრულა.

    ისე, საწყენია სწორედ ლიტერატურული კუთხით, რომ აკრიტიკებენ. მე თვითმფრინავისთვის ვიყიდე და ისე ჩავფრინდი ვერც მივხვდი. ძალიან ბევრიც ვიცინე. ყველაზე მეტად საიდუმლო სირობის ფინალში “მხილებულმა” “ცისფერთა შეთქმულების” მზაკვრული გეგმის რეალიზაციაზე გავერთე. ეს სწორედ ის არის რაც იმ ბნელი ხალხის ტვინებს ჭმუჭნის. მგონია, რომ სულაც არ არის ცუდი წიგნი და მისილიტერატურული კუთხით კრიტიკაც გარკვეული დისტანცირებაა იმ კონტექსტიდან, რომელიც ამ წიგნმა შექმნა. ჩემი კომპლიმენტი ავტორსაც და რედაქტორსაც.

  5. :))))

    აი ჩემი ძმა ყველაზე ბედნიერი ადამიანია… :))) მაგ თემის ბუმის პერიოდში, როცა ერთერთმა ჩვენმა სტუმართაგანმა ამ ”წიგნზე” წამოიწყო საუბარი, ჩემმა ძმამ გაოცებული სახით ორჯერ გაამეორებინა სათაური.. ”საიდუმლო სირობააო”??!! მაგას ”საიდუმლო სერობა” ქვიაოო… :))) აზრზე არ იყოო საერთოდ, არადა მაშინ ყველა და ყველგან დეისაძეზე ლაპარაკობდა.. :))):))):)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s