მმკ_ქრისტოფაშიზმი

სულ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ( იქ, სადაც გუშინ საშინელი მოვლენები ვითარდებოდა) საუბარი მორალის კანტისეულ გაგებაზე გვქონდა და რა თქმა უნდა, ვახსენეთ კატეგორიული იმპერატივიც: ,,თუ გსურს მიხვდე, არის თუ არა შენი ქცევა მორალური , ჰკითხე შენს თავს, ისურვებდი, რომ შენი მაქსიმა უნივერსალურ კანონად ქცეულიყო?” კანტს სწამს, რომ  ადამიანი ბუნებით გრძნობს, რა არის სწორი და რა_ არა, შესაბამისად როგორც კი საკუთარ ქცევას განაზოგადებს, მიხვდება, არის თუ არა  მისი საქციელი მორალური.  დასკვნის გაკეთების ერთადერთ წინაპირობად კანტი განათლებას ასახელებს. გაჩნდა კითხვა:  იქნებ არსებობს გამონაკლისებიც? ჰიტლერი არ იყო გაუნათლებელი, მაშინ რატომ ვერ მიხვდა საკუთარი პოლიტიკის ამორალურობას?  პასუხი კი ასეთი იყო: ჰიტლერს არც უცდია საკუთარი საქციელისათვის მორალის თვალით შეეხედა. იგი, ისევე როგორც ნიცშე, ფიქრობდა, რომ მორალი ამორალურია : ) მე მაინტერესებს, მიაჩნიათ თუ არა მორალურად მმკ-ს წევრებს საკუთარი საქციელი. ვფიქრობ, მიაჩნიათ. ამით განსხვავდებიან ისინი ჰიტლერისაგან.

ესეც ნაწყვეტი მათი ,,საპროგრამო” ტექსტიდან:

,,კავშირი თავის მთავარ მიზნად ისახავს წინაღუდგეს დიდ განდგომილებაში შესული დღევანდელი მსოფლიოს ფეხის ხმას აყოლილი ჩვენი ქვეყნის ზნეობრივ დეგრადაციასა და მისგან მომდინარე ქართველი ერის ფიზიკური განადგურების საფრთხეს”

ზნეობრივ დეგრადაციას შეიძლება სხვადასხვა გზებით ებრძოლო. თუ საზოგადოების ,,გაჯანსაღება” გსურს, მისი თითოეული წევრის გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნო. მმკ კი ირჩევს, ჯანსაღი საზოგადოება მათთვის ,,არაჯანსაღი” ადამიანების დისკრედიტაციით შექმნას. გუშინაც მუდმივად ისმოდა მოწოდებები:  თქვენი ადგილი აქ არაა, თქვენნაირები უნდა ამოხოცო და ასე შემდეგ.

რაც შეეხებათ ფაშისტებს: They identify violence and war as actions that create national regeneration, spirit and vitality. ისინი ძალადობასა და ომს იმ ქმედებებად მიიჩნევენ, რომლებიც უზრუნველყოფს ეროვნულ რეგენერაციასა და სიცოცხლისუნარიანობას.

არის რაღაც საერთო ფაშისტებისა და მმკ-ს წევრების ხედვას შორის.

ტერმინი_ ქრისტოფაშიზმი ჩემი მოგონილია არაა.  ასე მოიხსენიეს ერთ-ერთი ამერიკული რელიგიური მოძრაობა, კერძოდ_ ქრისტიანული რეკონსტრუქციონიზმი. ამ მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ ,,ქრისტიანულ წიაღში აღმოცენებულ ბოროტებას მხოლოდ მოძველებული დემოკრატიული წესების გვერდით ავლით შეიძლება დაუპირისპირდე” .

ამგავარად, ქრისტოფაშისტების პრინციპია, არ დატოვონ ადგილი განსხვავებული ხედვის, დემოკრატიული შემწყნარებლობისა და პიროვნული თავისუფლებისათვის.

ხედავთ მსგავსებას?

51 thoughts on “მმკ_ქრისტოფაშიზმი

  1. jaba

    დღეს ჩვენთან მორალი ანდერგრაუნდშია და ამორალობა კი რელიგიურ ორგანიზაციებში :)) შეიძლება სასაცილოა, პარადოქსია, გასაკვირია, მარა ასეა რა

  2. ქართველი

    ძალიან უპასუხისმგებლო პოსტია, ანინა ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ მარ, მარა აშკარად ბევრი რამ არ იცი და გეშლება, სანამდ ქრისტიანობაზე რამეს დაწერ ჯობია ჯერ დაიფრდე

    1. Ant

      ქრისტიანობაზე მგონი არცაა საუბარი. მის მახინჯ გამოვლენაზე მხოლოდ.

    2. თუ სახალხო “მართლმადიდებლური” მოძრაობა, ქრისტიანობის სახეა, მაშინ, დავესესხები ჩემი ნაცნობის გამოთქმას, საქართველოში ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა აღარ არსებობს. ისე კი, სანამ ეს “მართლმადიდებლები”, თავს ასე უწოდებენ, სჯობს ახალი აღთქმა წაიკითხონ. რამდენად ახლოს არიან ქრისტიანობასთან, საერთოდ.

  3. Ant

    ეს რა ჟესტია (მე-3 სურათი)? ყელს ხომ არ იჭრიან?😀 ფაშისტ მოზარდებს ხელი მხართან აქვთ აშკარად (მე-4 სურათი)

  4. ქართველი_ მე ზოგადად ქრისტიანობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რა თქმა უნდა. მის მახინჯ ფორმებზე ვსაუბრობ : )

  5. Ant

    არა, ესენი ფაშისტები არ არიან. სულ სხვა ყალიბია. ესენი პატარა ტერორისტები არიან. არა! ტერორისტებიც კი არ არიან. ამ სწრაფად შემცირებადი მწკრივის რომელიღაც უსასრულოდ მცირე წევრი არიან.

    და ძალიან, ძალიან ძალიან ახლოს დგანან ქრისტესთან, როგორც ისინი ვინც ის ჯვარზე აცვა.

  6. მე ეს შავრაზმული ფოტოები ხუმრობა მეგონა და თურმე სერიოზულად დგანან ეს ახალგაზრდები ამ წიტელ ფონზე . :-(((((((

    ორთავიანი არწივი და ჯვარი ერთ სიმბოლოში – მაგარია. :-))))

    სსრკ უნდათ ამ გზააბნეულებს მგონი ან რუსეთის იმპერია ან ამ ორისგან დიდად არგანსხვავებული ნაციზმი.
    სამარცხვინოა…

  7. ქრისტიანობა არ მოიცავს ძალადობას თავის თავში,პირიქით. ჯვრის თავში რტყმა კიდევ მართლმადიდებლობა კი არა,ხულიგნობა და დანაშაულია. და ქრისტოფაშიზმია,აბა რა არის,წიგნების დაწვაღა აკლდათ და ეგეც არ დააყოვნეს.

  8. იცი რა, შეიძლება ბევრ რამეს სწორსაც მოითხოვენ… მარა ექსტრემიზმი და ეგეთი ძალადობა ნამდვილად გაუმართლებელია. მითუმეტეს, როცა მართლმადიდებლობის სახელით მოქმედებ…….

  9. ძალიან საინტერესო იყო, ვერ დავეთანხმები ერთ–ერთ წინა კომენტარს, რომელიც გვამცნობს, რომ პოსტის ავტორს “ბევრი რამ არ სცოდნია”. პირიქით, ანინამ იცის გაცილებით მეტი, ვიდრე საჭიროა, რომ იცოდეს 18 წლის ადამიანმა.. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე მეტი ნამდვილად სცოდნია. მე ახლა ვნახე მსგავსება, რომელსაც გულით ყოველთვის ვგრძნობდი და დავრწმუნდი პოსტის წაკითხვის შემდეგ.
    ორთავიანი არწივი ვერასოდეს ჩაიჭერს კლანჭებში ქართულ სულს, ხატონ კლანჭებში რამდენი ჯვარიც გაუხარდებათ, იმდენი. და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საკუთარი ჩამორჩენილი, ბრგვილი ზრახვების განხორციელება მართლმადიდებლობისა და სარწმუნოების საშუალებით.!!!
    P.S.არაფერი გვეშველება, სანამ არ გავიაზრებთ, რომ “ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიააა”! ეს მე არ მომიგონია. ნუ ჰქვიათ მართლმადიდებლობასთან თუნდაც ერთი სიტყვით მაინც დაკავშირებული სახელი, დაირქვან ის, რასაც რეალურად წარმოადგენენ, ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება მათი გამწესება იქ, სადაც ჯერ არს.!

  10. ქრისტიანობის ასე ვთქვათ “ნაკლი” არასწორად არ გამიგოთ… მის ორაზროვნებაშია… ანუ ნაკლი იმიტომ რომ ფსევდო ქრისტიანებს და ასე შემდეგ საბუთს აძლევს თავიანთი ქმედებების გასამართლებლად… ისტორიას გადახედეთ… ჯვაროსნული ომები ვითომ ქრისტიანობის, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების გასავრცელებლად მოეწყო… ამ ფარდის უკან კი სიმდიდრეს მოკლებული ეკლესია იმალებოდა… და ეკლესიაში მე ნამდვილ მორწმუნეებს არ ვგულისხმობ… რელიგია ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც ხალხის სამართავი საშუალება ამორალური ხალხის ხელში… და მათი გავლენის ქვეშ ყოველთვის ბრბო ექცეოდა და არა პიროვნება… ესეც იმაზე მეტყველებს რომ განათლება აკლია ქვეყანას…

      1. ika

        ხო რა ანუ ეგენი იყენბენ მაგას და ამიტომ შეიძლება “ნაკლი” დაერქვას… იდეალური არაფერია…

  11. ძალიან სწრაფად მივექანებით სიბნელისკენ. ხანდახან მეშინია კიდეც…
    “ვაის გავეყარე–ვუის შევეყარე” გახდა ჩვენთვის მასიური ურელიგიობიდან რელიგიისკენ მობრუნება.
    მალე ეზოებში ავიშენებთ ეკლესიებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მოვითხოვთ ხატების ჩამოკიდებას.

    1. იხ. ქ. რუსთავი, ანუ ახალი რუსთავი. ერთი კორპუსის ეზოში დგას დაახლოებით 8–9 მეტრის სიმაღლის (შეიძლება ვამეტებ) ეკლესია, გზიდანაც ჩანს.

      ხოლო მოგვიანებით შევნიშნე, რომ რამდენიმე კორპუსის მოშორებით კიდევ დგას ერთი – 12 წლის ბავშვის სიმაღლის “ეკლესია”.

      კომენტარი მგონი ზედმეტია.

  12. იუგენდების ფოტო საინტერესოა…
    უნდა ვაღიარო, არ ვიცნობ ეგრე კარგად ნაცისტურ ატრიბუტიკას.
    ჰაილის ჟესტი კი ვიცი და ეგეთი პირველად ვნახე.

    თუმცა, მთავარი არა ჟესტებია, რა თქმა უნდა, არამედ იდეოლოგია და ქმედება.

    და საოცარი კიდევ ისაა – ფეისბუქზეც დავსვი ეგ კითხვა – მმკ-ს უსტაბაში უნგიაძე ჯაზმენია… იყო ყოველ შემთხვევაში.
    როგორ შეიძლება აბსოლუტური თავისუფლების მუსიკა გიყვარდეს და უკრავდე კიდეც და ამ დროს ასეთი ქსენოფობი და ნეოფობი და სრული ფობი იყო.

  13. moshe

    ძირს მეფე! ძირს მღვდელი! გაუმარჯის ანარქიას!

  14. ანინა

    “კანტს სწამს, რომ ადამიანი ბუნებით გრძნობს, რა არის სწორი და რა_ არა, შესაბამისად როგორც კი საკუთარ ქცევას განაზოგადებს, მიხვდება, არის თუ არა მისი საქციელი მორალური. დასკვნის გაკეთების ერთადერთ წინაპირობად კანტი განათლებას ასახელებს”

    ანინა, კარგი გოგო ხარ მართლა, მაგრამ, ყველაფერს გაფიცებ, ასე დამახინჯებული კანტი სად წაიკითხე?🙂

    კანტთან ადამიანი სულაც არ გრძნობს “ბუნებით”, რა არის სწორი და რა – არა. ეს დებულება სპეციალისტმა რომ წაიკითხოს, სიცილით მოკვდება🙂 ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ, კანტთან სიტუაცია ასეთია: წმინდა გონება თავისი თავის კრიტიკის შემდეგ ადგენს საკუთარ საზღვრებს და პრაქტიკული გონების პრიმატს აღიარებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს კატეგორიული იმპერატივის მაქსიმა,რომელიც ნორმატიული ხასიათისაა.

    ქრისტოფაშიზმზე წერე რამდენიც გინდა, მაგრამ ნუ წერ იმაზე, რაც არ იცი.

    Noli dicere quod non sciis.

    კანტი იცი კანტი-კუნტად🙂

    1. ეს არაა წმინდა გონების კრიტიკა, ეს არის ,,Groundwork of the Metaphysics of Morals (1785)” პერიფრაზი კი ნამდვილად სწორია : )))

      1. გარდა ამისა, წმინდა გონების კრიტიკის გარეშე კანტთან არ ხდება პრაქტიკული გონების პრიმატის აღიარება.

  15. მაგათი ნება რომ იყოს, მგონია, საკონცენტრანციო ბანაკებს აგებდნენ და განსხვავებული აზრისა და შეხედულების ადამიანებს იქ გაამწესებდნენ. სარეველა უნდა ამოიძირკვოსო, ასე იმართლებენ თავს.😦

  16. Tornike

    “მმკ” არაა მაინცდამაინც სანერვიულო თემა – აბსოლუტური თავისუფლების და თვითგამორკვევის ეპოქაში ვართ (თუნდაც საქართველოში ეს ჯერ არ იყოს ისე აშკარა, როგორც სხვაგან) და ჯვრების მქნეველი ასმეთაურის კუდს გამობმული წიკვინა დიასახლისები ამასთან შედარებით ძალიან უმნიშვნელო მოვლენაა.

  17. მე ის ფოტო, წითელ ფონზე ბიჭები, ღადაობა მეგონა.
    მართლა მმკ თუ სმმ–ს აქტივისტები არიან???

  18. ანინა

    “ჰიტლერს არც უცდია საკუთარი საქციელისათვის მორალის თვალით შეეხედა. იგი, ისევე როგორც ნიცშე, ფიქრობდა, რომ მორალი ამორალურია”

    ან ეს საიდან ავლებ პარალელებს ნიცშესა და ჰიტლერს შორის? კარგი რა, ფილოსოფიის ასეთი აგდება არ შეიძლება🙂 შლეხტას, პოდახის, კოლისა და მონტინარის კვლევების შემდეგ დღეს ასეთი პარალელების გავლება აბსურდულია.

    მეორეც, ნიცშე მორალის არაბუნებრიობაზე მიუთითებს და არა მის ამორალურობაზე🙂

    Die widernatürliche Moral, das heisst fast jede Moral, die bisher gelehrt, verehrt und gepredigt worden ist, wendet sich umgekehrt gerade gegen die Instinkte des Lebens, – sie ist eine bald heimliche, bald laute und freche Verurtheilung dieser Instinkte.

    “Götzen-Dämmerung”, Moral als Widernatur, 4

    არაბუნებრივი მორალი, ანუ თითქმის ყველა მორალი, რომელიც აქამდე ისწავლებოდა, რომელსაც აქამდე თაყვანს სცემდნენ და ქადაგებდნენ, მაინცდამაინც სიცოცხლის ინსტინქტების წინააღმდეგაა მიმართული

    “კერპების მწუხრი”, მორალი როგორც არაბუნებრიობა, 4

    და ასეთი მაგალითი კიდევ უამრავია.

    ადგილები დააზუსტე ხოლმე სხვა დროს🙂

    1. ნუ მაცინებ, ჰიტლერი ნიცშეს ფილოსოფიის დიდი თაყვანისმცემელი იყო, არ იცოდი?
      ვიცი, რომ მორალის არაბუნებრიობაზე მიუთითებს, ხოლო ფრაზა ,,მორალი ამორალურია” მხოლოდ სიტყვათა თამაშია, ვარიაცია მორალის არაბუნებრიობაზე : )

      1. “ჰიტლერი ნიცშეს ფილოსოფიის დიდი თაყვანისმცემელი იყო, არ იცოდი”
        😀

        da sheni azrit sadac podaxi, shlexta, Colii da Moninar, Miuler-lauteri vici, es ar mecodineba? Gadaob shen🙂

        da shen kidev shecdomit gaige chemi komentari. me davtsere, rom hitleri ar fiqrobda nicshesavit. es SHEN getsera, rom hitleri nicshesavi fiqrobda. es kidev sisulelea. Hitleri ar fiqrobda nicshesavit da arc tsesierad icnobda nicshes. Nacistebisatvis nicshes gakalbebuli saxis “mirtmeva” nicshes dis – Elizabe Fiorster-Nicshes damsaxurebaa.

        rac sheexeba sikvata tamashs: filosofia sikvebit zhonglioroba, araa, anina. Literaturashi shegidzlia itamasho sitkvebit, filosofiashi ki ara. nu, tu itamasheb, es filosofia ar iqneba🙂

        P.S. ara, mainc dgis fraza iko chemtvis “ნუ მაცინებ, ჰიტლერი ნიცშეს ფილოსოფიის დიდი თაყვანისმცემელი იყო, არ იცოდი?”🙂

        kantze kidev pasuxi ar gagicia, me adgilis dazustebas velodebodi shengan da ara pasuxisagan tavis aridebas🙂

      2. ნუ პოზიორობ და მეორეც, მე შემიძლია ვიჟონგლიორო სიტყვებით, ნიცშეს სიტყვების უტრირება მოვახდინო, ან კიდევ ვითამაშო მათით, რადგანაც მე პოსტს ვწერ ბლოგზე და არა ფილოსოფიურ ნაშრომს. ჩემი ბოლო გამოხმაურებაა ამ თემაზე. მაპოატიე, არ მცალია იმისთვის, რომ ფილოსოფიურ ასპექტებზე გედავო. ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია ამჟამად. დავიღალე უკვე

  19. ახლა თქვენს დისკუსიას კანტზე მმკ-ელები თუ კითხულობენ, მაგრად ვიხალისებ.

    არა, პრინციპში მეც ვერაფერი გფავიგე, მაგრამ მაინც😉

    1. მგონი არასწორი ბმული დავდე
      ესენი ანუ: “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”

  20. stranger

    სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ავადმყოფ მიმდევრებს (ბოლო 15 წუთის განმავლობაში ვფიქრობდი სხვა რა სახელი შეიძლებოდა მეწოდებინა თქვენნაირი ამაზრზენი, ნაცრისფერი ხროვისათვის და ცენზურის ფარგლებში მხოლოდ ეს სიტყვა ჩაჯდა) მინდა დავუსვა რამდენიმე შეკითხვა: ვინ მოგცათ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ ადამიანს, რომელიც არის სამყაროს ნაწილი და თავის თავში გულისხმობს ღვთიურ საწყისს?! ნუთუ თქვენი ზომბირებული აზროვნება ვერ საზღვრავს იმდენს, რომ ამ საქციელთ საკუთარ, ნამდვილ სახეს უპირისპირდებით?! რატომ ცდილობთ ისედაც დაბეჩავებული და განადგურების პირას მისული ერი, კიდევ უფრო ღრმად ჩაძიროთ თქვენს განავალში, რომელიც ესოდენ გულისამრევად ყარს?! ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამანს, თვითონ კი განუწყვეტლივ არის მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისგან. თქვენ, როგორც ჩანს, კალამი და ამაზრზენი სიტყვები არ გყოფნით, ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც არ ამბობთ უარს, ამასთანავე, სინდისი არ გქეჯნით, თუმცა, რომელმა სინდისმა უნდა შეგაწუხოთ, თქვენ ხომ “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” საცოდავი წევრები ხართ, გეკადრებათ? სანამ სხვას განსჯიდეთ, საკუთარ სულში ჩაიხედეთ, ისწავლეთ სიმშვიდე და გონიერება, შემდეგ, ალბათ შეძლებთ, სხვასაც ასწავლოთ რამე. “მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა” – საინტერესო დევიზია მასის მოსაზიდად, ვერაფერს იტყვი. დავუშვათ, თქვენი ორგანიზაციის მთავარი ძალა ქრისტიანული საწყისია, აქვე ერთი კითხვა მიჩნდება: და თქვენ იცით რა არის ეს საწყისი? უფალი თავად არის განუზომელი სიყვარული, ქრისტიანობის საწყისიც სწორედ ეს არის, მე კი მგონია რომ ეს ნიჭი თქვენ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგეთ და დღეს ცოცხალი მცვალებულების მყრალი ხროვა უფრო შეიძლება გეწოდოთ, ვიდრე ადამიანები. რატომ ხედავთ ბეწვს თქვენი ძმების თვალში, საკუთარშ კი მორს ვერ ამჩნევთ?! თქვენი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს სიტყვები უნდა გეცნოთ. ყოველ ადამიანს, დაბადებიან აქვს მინიჭებული ნება, აირჩიოს თავისი გზა, თქვენ კი ბინძური ფეხებით უცვივდებით სულში ხალხს და აიძულებთ ისმინონ თქვენი გულისამრევი გამოსვლები, დაბნელებული გაქვთ გონება ბოღმით და აღარ იცით ვიზე გადმოანთხიოთ. არამგონია, თქვენი გადასაწყვეტი იყოს ვინ და რომელ საათზე გავა კუჭში. ისწავლეთ პატიება და სიყვარული, იქნებ როგორმე გადარჩეთ

  21. ვაიმე, აქ რა ხდება!:/ სხვა საქმეს რატო ვერ უძებნის ხალხი თავის თავს? არ შეიძლება რომ რამე ცოტა მაინც ნორმალურში ჩაერთონ?

    ამ საზოგადოებას სულ გაკავება ჭირდება, ხან ცეცხლში ხტება და ხან წყალში. რა სჭირთ, ვერ ვხვდები.

  22. Pingback: Tweets that mention ai es ramdenime posti naxe. -- Topsy.com

  23. ანინა

    “ნუ პოზიორობ და მეორეც, მე შემიძლია ვიჟონგლიორო სიტყვებით, ნიცშეს სიტყვების უტრირება მოვახდინო, ან კიდევ ვითამაშო მათით, რადგანაც მე პოსტს ვწერ ბლოგზე და არა ფილოსოფიურ ნაშრომს. ჩემი ბოლო გამოხმაურებაა ამ თემაზე. მაპოატიე, არ მცალია იმისთვის, რომ ფილოსოფიურ ასპექტებზე გედავო. ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია ამჟამად. დავიღალე უკვე”

    რა თქმა უნდა, ფილოსოფიურ ნაშრომს შენ ვერ დაწერ, რადგან იღლები🙂 აი, უტრირება და სიტყვებით ჟონგლიორობა, ნამდვილად გეხერხება🙂

    პოზიორობას კიდევ რაც შეეხება: მე არ ვპოზიორობ.

    1. ჰო, კიდევ: ციტატა დამიზუსტე-მეთქი, გთხოვე, კანტიდან და ეგრევე დაიღალე🙂 ამიტომ, როცა არ იცი ფილოსოფია, ნუ წერ ფილოსოფიაზე, ანინა🙂

      აბა, კარგად იყავი. დასანანია, რომ ჩემი სტუდენტი არ ხარ, კარგი მონაცემები გაქვს🙂

  24. kolxidec

    ნათქვამია: ”ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდიან ქრისტეს ეკლესიას” იგი მარადიულია რაც შეეხება მართლმადიდებლურ მოძრაობებს,ისინი პატრიოტულ პოტენციებზეა აგებული და ხშირ შემტხვევაში უცხო ქვეყანატა სპეცსამსახურებისგან თავიანთ ინტერესთა სასარგებლოდ გამოყენებული,მართლმადიდებლობის დისკრიმინაციისთვის,მართლმადიდებლობა დოგმატური რელიგიაა ,მასში არსებული ტოლერანტიზმი სულაც არ ნიშნავს ვინმეს ხათრით თუ პატივისცემით საკუთარი პრინციპებისა და შეხედულების დათმობას,მაგრამ ასეტი დამოკიდებულება არაა საბაბი რომ ფაშისტურად ან შოვინისტურად განვსაზგვროტ იგი, რადგან ქრისტეს ეკლესია ღვთის შემეცნების საკუთარ აზრს ამტკიცებს და თუ შენ ეს აზრი არ გინდა გაიგო ეს შენი საქმეა,ამავე დროს უნდა გვახსოვდეს რომ ქართული დახელმწიფობრიობის დედა არსი ამ რელიაგიაზეა დაფუძნებული,და ფაქტობრივად ვინც სხვა შეხედულებითი უნივერსალიით მოდის,ნაციონალური თვითშეგნების იდენტიფიცირების მსოფლიო სივრცეში სმოწინააღმდეგეა,განასხვავება მხოლოდ ამაშია და დავაც,გვინდა თუარა ვიყოთ ქართველნი,რადგან ქართველობა მართლმადიდებლობას ნიშნავს და არა მსოფლიო მოქალაქეობას,თუმცა თუ დანარჩენი მსოფლიო მიიღეებს ქართულ რელიგიურ კულტურულ თვითშეგნებას შეიძლება ვიყოთ კიდევაც ქართველი მართლმადიდებელი და ამვე დროს მსოფლიო მოქალაქე,მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს რატომღაც არ აწყობს ეს და გვთავაზობს განსვავებულ მოდელს სადაც ერი თვითმყოფადი ნიშნით გამორჩეული არ იქნება არასდროს,გვმართებს დაფიქრება ქართველებს და რა გზას ვეწიოთ,ამვდროს პროვოკაციებს ნუ წამოვეგებით ცრუ ტოლერანტისტული რეპლიკებით,რადგან ჩვენ როგორც ერი გლობალურ სივრცეში ფაქიზად და უწყინრად მავალი ერი ვართ არვის არ ვმტრობთ არცვინმეს რამეს ვართმევთ მხოლოდ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება გვსურს კაცობრიობისთვის,რასაც ათასი წლებია ვაკეტებტ ღირსებიტ და მრავალი განსაცდელთა დაძლევით,კეთილი მომავლის რწმენით და მსოფლიოში მშვიდობის და სამართლიანობის ეპოქის დადგომის მომლოდინეობით .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s