ლექსთცვენა ქუთაისში

დილით ტელევიზორი ჩავრთე და დავინახე, როგორ ცვიოდა ფერადი ქაღალდები ვერტმფრენებიდან. თვალები მოვიფშვნიტე და გარეთ გასვლა მომინდა, მაგრამ სულ ტყუილად. თბილისში ეს არ ხდებოდა.

დღეს ორმაისობაა, შესაბამისად, ორი მაისია. ჩემი აზრით, ეს ძალიან სულელური სახელია ნებისმიერი დღესასწაულისათვის.   ამ პრინციპით, ხვალ სამმაისობა უნდა ვიზეიმოთ, მერე_ ოთხ-ხუთ-და-ექვსმაისობა. როცა თარიღი დაგვავიწყდება, იქნება ,,ნეტარარიცხვია მაისობა” და როცა გაგვახსენდება_ ,,უი, 15ყოფილა-მაისობა”. თუ ორმაისობა ქუთაისის დღეს ნიშნავს, ალბათ, ასეც უნდა დაერქმიათ ამ დღესასწაულისათვის.

რადგან მეტი საქმე არ მაქვს, გარეთ წვიმს, სახლში კი მოწყენილობაა, გადავწყვიტე, წარმოვიდგინო,რა მოხდებოდა, დღეს რომ ქუთაისში ვიყო. ხოდა, გადავხედე კულტურული ღონისძიებების პროგრამას.

მოკლედ, რა იგეგმებ(ოდ)ა დღეს ქუთაისში:

10.00- ყველა მოქმედ ტაძარში ზარების ერთდროულად რეკვა _ გმადლობთ, სამებასთან ვცხოვრობ ისედაც  და სმენას ვუჩივი 😀

11.00 დოღი – იპოდრომზე (მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორია) ცხენებიც ქუთაისელები არიან, ნეტა? ამაზე წავიდოდი

12. 00 ოთარ სულაბერიძის ძეგლის შემკობა (სამი ოთარის სკვერი) _ რამდენი ვისი? 😀 😀 😀 არა, მაპატიეთ, აქ არ მინდა

12.00: “ღვინის ფესტივალი” – ღვინის დეგუსტაცია და კონკურსი (ოქროს ჩარდახი)_ აქ ჯობია და იმიტომ.

13.00-16.00 კოსტიუმირებულ-თეატრალიზებული კარნავალისახალხო ზეიმი _ აკაკი წერეთელი ბრუნდება ქუთაისში 😀

14.00 ანიმაციური ფილმების ფესტივალი (“თოფუზი-ექო-2010) (კინოთეატრი “სულიკო”)_აუფ, რატომ ვარ თბილისში..

14.30 ქუთაისელი პოეტების ანთოლოგიის პრეზენტაცია (ი.ჭავჭავაძის სახ. სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკა)_ ხომ ვთქვი,  წერეთელი ბრუნდება-მეთქი.

15.15 დაძმობილებული ქალაქების “მიმართულების ბოძის” გახსნა _მდაჰ. ქუთაისს ვინ დაუძმობილდა? ალბათ, გატუზოს მშობლიური ქალაქი 😀

16.00 ფოტო გამოფენა “აღმოაჩინე ქუთაისი” ღია ცის ქვეშ ოქროს ჩარდახის ეზო _ძველი ბიჭების ფოტო-პორტრეტების გამოფენა.

18.00 თბილისელი მხატვრების გამოფენა ,,ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე
(დ.კაკაბაძის სახ. გალერეა)
_ამათ რუსთაველიც ქუთაისელი ჰგონიათ :O

18.30 კორტებისა და ტანვარჯიშის სკოლის გახსნა_ ეგღა აკლიათ ქუთაისელ ბიჭებს, ელასტიკები ჩაიცვან :O

21.30 ოფიციალური ვახშამი (სასტუმრო იმპერიალი)_ქუთაისელების კატეგორიული მოთხოვნით, ამ ღონისძიებამ ბიკენტიეს საქაბაბეში გადაინაცვლა.

ამის შემდეგ, 21.30- პლუს უსასრულობა_ ქუთაისელების გატყრობა ძმაკაცებთან ერთად 😀

ახლა  დავუბრუნდეთ ვერტმფრენებს, თურმე იმ ფერად ქაღალდებზე ის ლექსები ეწერა, რომლებიც ქუთაისს მიუძღვნეს პოეტებმა. აქ ნახავდით ლექსს ,,წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო..”, ,,ქუთაისო, ჩემო დედულეთო”, ერთ ფურცელზე შემთხვევით ესეც დაუტანიათ: ,,ზესტაფონო, ზესტაფონო გშორდები”. ხო, და რა თქმა უნდა, შავ ფურცლებზე თეთრად ეწერა ნაწყვეტები შავი პრინცისა და ჯერონიმოს შეუდარებელი ლირიკიდან.

პ.ს. ქუთაისში არასდროს ვყოფილვარ და რაც ვიცი, ვიცი მხოლოდ ზურიუსისგან. ასე რომ, თუ რამე არ მოგეწონათ, პრეტენზიები მასთან.

6 thoughts on “ლექსთცვენა ქუთაისში

  1. “18.30 კორტებისა და ტანვარჯიშის სკოლის გახსნა_ ეგღა აკლიათ ქუთაისელ ბიჭებს, ელასტიკები ჩაიცვან :O”

    საორმაისოდ აუზში წყალი ჩაესხათ, არ ჯობდა? 🙂

  2. jaba

    ის პატიოსანი ბავშვები, უაუზოდაც ისეთი მონდომებულები არიან, რომ მაგათ წყალს კაი ხანი არ ჩაუსხამენ 😐 ქუთაისი პირველი ქალაქი უნდა გახდეს მსოფლიოში, რომელიც ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონებს ისე გამოზრდის, რომ აუზში წყალი არ ექნებათ, ესაა პრეზიდენტის ახირება და ჰა

  3. ქუთაისელების სპორტული მონაცემები არ ვიცი, მაგრამ მართლა არაჩვეულებრივი ქალაქია(გასულ წელს ვიყავი პირველად მაგრამ საფუძვლიანად შემოვიარე), არც ერთი ძველი ბიჭი არ შემხვედრია, მგონი ეს უკვე კოლორიტად გადაიქცა(იმედია), ხო, კიდევ ქალაქის ის ნაწილი რომელშიც რეკონსტრუქცია ჩაატარეს ძალიანაც ევროპულია, თეთრ ხიდთან ერთი ისეთი ბარია, რო ყველას ვისაც ვაჩვენე (სურათში)საზღვარგარეთ გამგზავრება მოუნდა))) კიდევ ყველაზე მაგარი მანქანის ხელოსანი, რომელიც ოდესმე მინახავს, ქუთაისშია:) ასე რომ, ანინა ესტუმრე ქუთაისს:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s