ქათამი თუ კვერცხი?

კითხვა, რომლიც აწუხებდა არისტოტელეს, პლუტარქეს და კიდევ ბევრ წვერიან ფილოსოფოსს, მე გაღვიძებისთანავე დავუსვი ჩემს თავს_ ქათამი თუ კვერცხი? (ანუ რა ვჭამო) ხოდა,  ფიქრის პროცესში ავტომატურად შევწვი კვერცხი და ავტომატურადვე შევჭამე. მერე ამ საკითხის ფილოსოფიურ მხარეზე გადავედი.

,,which came first the chicken or the egg?”.

ვისაც ინგლისური სლენგი (თუ არცაა სლენგი) ესმის, მიხვდება, რა არის ამ სურათში სასაცილო.

ამ კითხვას მხოლოდ სამი პასუხი აქვს:

ა) ქათამი

ბ) კვერცხი

გ) ორივე ერთად

მოდი, კვერცხის თეორიას მივხედოთ ჯერ. 

/-რომელი იყო პირველად, ქათამი თუ კვერცხი?

– კვერცხი

_შენ თვითონ ხარ კვერცხი/

თუ დარვინის თეორიას დავუჯერებთ, პირველად იყო კვერცხი _კვერცხი, რომელსაც დებდა ქათმამდელი ფრინველი. როცა მუტაციის პროცესი მომწიფდა, ამ ,,ქათმამდელმა” დადო კვერცხი, საიდანაც ქათამი გამოიჩეკა. მერე უკვე ბევრი ასეთი კვერცხი დაიდო და ,,ქათმამდელები” გადაშენდნენ.

2) The chicken came first – God would look silly sitting on an egg. ~Author Unknown

თუ კი პირველად ქათამი იყო, მაშინ ის აუცილებლად უნდა შეექმნა ვინმეს.

დაბადება: 1.21:

და ღმერთმა შექმნა ყველა ფრთიანი არება…

დაბადებაში არსად წერია, რომ ღმერთმა შექმნა კვერცხების გროვა,  ,,“…God created…every winged fowl after his kind…” ასე რომ, ყველა ფრინველი ერთისაგან ნამდვილად არ განვითარებულა.

რაც შეეხება მესამე ვარიანტს: ორივე. ეს ის ხალხია, ვინც დავაში ხშირად იყენებს ფრაზებს : ,,გემოვნებაზე არ დავობენ ” და ,,ყველას თავისი სიმართლე აქვს”. ასეთ ხალხს უბრალოდ საკუთარი აზრი არ გააჩნია : )

ასე რომ, სულ უბრალო შეკითხვა: ქათამი თუ კვერცხი? ისეთ რთულ შეკითხვამდე მიდის, როგორიცაა: ევოლუცია თუ კრეატიონიზმი? (creationism)

და რისი გჯერა შენ?

17 thoughts on “ქათამი თუ კვერცხი?

  1. jaba

    კრეატიონიზმი ra jandabaa gogo? :O კღეასიონ aris frangulad da “t” saidan gaachine ar vici, mara shen xar filologi da uket ici albat 😛
    chemi azrit ki, gmertma sheqmna kvercxebi :O sheidzleba arc eloda, am kvercxidan qatami gamoichekeboda tu maimuni, prosta sheqmna ra, dedamiwa xo ukve sheqmnili qonda manamde, oda logikurad kvercxis sheqmna ufro advili iqneboda mistvis, vidre sruliad gansxvavebuli formis qatmisa :)) ase rom aq sakitxi ase unda daisvas: jer dedamiwa iyo da mere kvercxi tu piriqit 😐 qatami vabshe arafer shuashia, turme.

      1. jaba

        ravi to, mainc krecionizmia ra da momkali 😐 (germanuladac araa “t” da rusuladac da ravi aba, megrulshic ar ixmareba kreationizmi, progresuli megrelebi kreacionizms xmaroben).
        da shedegebi:
        1) dedamiwa
        2) kvercxi
        3) gmerti
        4) qatami
        5) sxv.danarcheni
        (es variantic unda ganixilos me mgoni)

    1. დარვინის მიხედვით, მუტაცია, რომელიც ახალი სახეობის წარმოქმნას იწვევს, ამ სახეობის წარმომადგენლის დაბადებამდე ხდება. ქათმამდელი ფრინველი კი თავისი წინაპრისგან შეიქმნა, რომელმაც ერთხელ ისეთი კვერცხი დადო, საიდანაც ქათმამდელი გამოიჩეკა. ყველაფერი კი წყლიდან დაიწყო : )

      1. ika

        mutacia romelic oragnizmshi xdeba misi cxovrebis mandzilze garemo faqtorebtan sheguebaa… bunebrivi gadarcheva ar gagigiat? organizmshi cvlilebebi yoveltvis xdeba da is populacia gadarcheba xolme romlis cvlilebac ufro xelsayreli iyo… da es cvlilebebi axlac xdeba da sxvata shoris adamianebshic… wyalze getanxmebi wyalshi gachnda pirveli organuli molekula… gaumarjos DARVINS :):) da shen romels emxrobi darvins tu kreativs?

  2. jaba

    ვინ ან რამ შექმნა უჯრედი? ამ კითხვაზე არც ერთი პასუხი არ იქნება ‘სწორი” და პოსტში როა, ყველას თავისი სიმართლე აქვსო, მაგ დონეზე იქნება მაინც : )
    ჩემი აზრით, უჯრედზე სრულყოფილი ქმნილება, ჯერ ადამიანს კი არა, ღმერთსაც არ შეუქმნია მე მგონი. გაშიფრონ უჯრედი ბოლომდე, თავისი გენომით და ამბებით და გაიშიფრება სამყაროს გენეზი :O
    პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ‘კვერცხი” !!!

  3. დილით კვერცხი ჯობია. ისე კი, მე როგორც ვიცი ქათამი საპლანეტთაშორისო ფრენას ასრულებდა და როცა დედამიწის თავზე მიფრინავდა შემთხვევით კვერცხი ჩამოუვარდა. 🙂

  4. Ant

    ოფიციალურად კი თვლიან, რომ დარვინის მიხედვით, ჯერ “კვერცხი” იყო და მერე ქათამი. მაგრამ შინაგანად ეს არასდროს მესმოდა.

    მე დარვინისტივარ თავიდან ფეხებამდე, და ვერ ვიტან ბიბლიურ ზღაპრებს, მაგრამ ჩემებურად მესმის ეს ყველაფერი. თავად განსაჯეთ.

    რომ ავიღოთ ამება, [თითქმის] დასაბამი ჩვენი ევოლუციის. ამება არ დებს კვერცხებს, მაგრამ მას ერთი საინტერესო რამ ახასიათებს: ის თავიდან ბოლომდე კვერცხია. ანუ ამებაზე ვერ იკითხავ ჯერ ამება იყო და მერე კვერცხი თუ პირიქით. ამება კვერცხია, და კვერცხი ამებაა!!!

    მერე ამება ვითარდება და “კვერცხის” უჯრედები სულ უფრო მცირე ნაწილს იკავებს მასში. როდის მოხდა კონკრეტულად კვერცხის გამოტანა ორგანიზმის გარეთ, ეს უკვე მეტეორების, ქარების, ვულკანების, მზის და წყლის ბალანსზე იყო დამოკიდებული დედამიწაზე.

    თუ ასე შევხედავთ, კვერცხი და ორგანიზმი ყოველთვის ერთად ვითარდებოდა: ეს ფუნქცია თუ ვინმეს მოეშლებოდა (უნაყოფო ხდებოდა) ის იმავე თაობაში გადაშენდებოდა, რაგინდ ბევრი არ მოეხვეჭა ცხოვრებაში.

    ასე რომ, ა-ნინას კლასიფიკაციით, კი ვხდები “ვისაც საკუთარი აზრი არა აქვს” მაგათ რიგებში, მაგრამ რას იზამ, ესაა ჩემი აზრი და რომ არ მეთქვა არ შემეძლო: ქათამი და კვერცხი ერთად გაჩნდნენ!!!

    ისე ეს პოსტი ძალიან კი მომეწონა. ყველაფერზე ასე საინტერესოდ და ლაღად როგორ შეიძლება წერა ჩემთვის პირადად კვერცხი/ქათამზე უფრო დიდი ამოცანაა 🙂 .

  5. ika, მუტაცია სულ ხდება, მაგრამ შეუძლებელია კვერცხიდან ქათმამდელი გამოიჩეკოს და მერე გადაიქცეს ქათმად. ასეთი ტიპი მუტაცია კვერცხში ხდება, თუ ადამიანებზე ვისაუბრებთ კი_ მუცელში : ) მე კვერცხის მხარეს ვარ. ომლეტი მიყვარს : )(

    1. ika

      xo magashi martali xar 100%-it… rom erti qatmamdeli tavisi sicocxlis mandzilze qatmad ver gadaiqceva, magram garemo pirobebi romlebic qatmamdels qatmamde gadaaqceven qatmamdelze moqmedebs da ara mis kvercxze… anu darvinisti xar? 🙂

  6. არ ვიცი და მკიდია, ვიყო იმ კატეგორიაში საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიათ.
    რომ მქონდეს რა აზრი აქვს, დავამტკიცებ თუ რა 😀

  7. amenhot

    /-რომელი იყო პირველად, ქათამი თუ კვერცხი?

    – კვერცხი

    _შენ თვითონ ხარ კვერცხი/
    აი ეს ფრაზა რომ წავიკითხე კინაგან სიცილში გავიპარე 😀 😀 😀
    კარგი სტატიაა!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s