მეოცე საუკუნის დიდი წიგნები

თუ წიგნების კითხვა გიყვარს, დღევანდელობა შენთვის სამოთხეცაა და ჯოჯოხეთიც. სამოთხე იმიტომ, რომ ყველა წიგნი მაუსის გაწვდენაზე გაქვს, ჯოჯოხეთი კი იმიტომ, რომ არ იცი, ამდენი მაუსისგაწვდენა წიგნებიდან რომელი ამოარჩიო. თუ ამის გამო წიგნების კითხვაზე საერთოდ უარი არ თქვი, მაშინ ვინმეს უნდა სთხოვო დახმარება. თუ მრჩეველებს სწორად შეარჩევ (უნდა არსებობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მრჩევლებს შეგირჩევენ), მერე ის მრჩევლები სწორად შეგირჩევენ ლიტერატურას.

მეც შემიძლია, თქვენი მრჩეველი ვიყო, მაგრამ რადგან ახლა არ მცალია სიის ჩამოსაწერად, უკვე ჩამოწერილ სიას გთავაზობთ, თანაც ძალიან მაგარი ხალხის არჩეულს.

ეს  ათეული 125 ამერიკელი და ბრიტანელი ავტორისა და გამომცემლის გამოკითხვის შედეგად შემუშავდა. ხოდა, ეძგერეთ:

მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნები:

  1. Lolita by Vladimir Nabokov
  2. The Great Gatsby by F. Scott Fitzgerald
  3. In Search of Lost Time by Marcel Proust
  4. Ulysses by James Joyce
  5. Dubliners by James Joyce
  6. One Hundred Years of Solitude by Gabriel García Márquez
  7. The Sound and the Fury by William Faulkner
  8. To the Lighthouse by Virginia Woolf
  9. The Stories of Flannery O’Connor by Flannery O’Connor
  10. Absalom, Absalom! by William Faulkner

არსებობს წიგნების სხვა ათეულებიც: ყველა დროის 10 საუკეთესო წიგნი, 10 საუკეთესო მოთხრობების კრებული და ასე შემდეგ. მათ თანდათან გაგაცნობთ.

12 thoughts on “მეოცე საუკუნის დიდი წიგნები

      1. jaba

        vuivui momitevet, ar mivaqcie yuradgeba rom meoce saukuneze iyo laparaki, mea culpa 😉
        “dublinelebs” verchi ra, kak raz “sadzgeri” wigni araa eg. vinme vdrugta magas ro edzgeros pirvelad, sxvas arc arafers waikitxavs mere 🙂

  1. დოსტოევსკი ვერ შევა ამ ათეულში,იმიტომ,რომ მე-19 საუკუნეში მოკვდა 🙂 იდეალური სიაა,მაგრამ ვირჯინია ვულფის მისის დელოუეი უფრო მგონია ამ სიაში მოხვედრის ღირსი,ვიდრე ლაითჰაუზი 🙂

  2. “ლოლიტა” ათეულში? 🙂 სად არის კაფკა? ან სარტრი? ან ჰერმან ჰესე? ან მუზილი? შოუ და სტრინდბერგი ცუდი დრამატურგები იყვნენ? წიგნებზე თუა ლაპარაკი, ჰაიდეგერის “ყოფიერება და დრო” სად არის? ოჰ, ეს ხისთავიანი ამერიკელები, დანჯღრეული ინგლისურის გარდა არაფერი რომ არ იციან! 🙂

  3. kukluk

    rato germaneli araa arcerti? ra tomas manis erti wigni ro yofiliyo tundac folkneris erti wignis magivrad ar sheizleboda?an kafka da kamium ra daashaves?an iaponelebma?an bulgakovma, es ignliseramerikelebi tavis garda verafers ver xedaven mgoni

  4. არცერთი ჩემი საყვარელი წიგნი არაა ამ სიაში : (

    რა კრიტერიუმით აფასებენ ეს გამომცემლები, ყველაზე მეტად რა ეყიდებათ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s