დღეს google ჩემიანია

როგორც ჩანს, უკვე იმდენჯერ ჩაწერეს გუგლის ძებნაში ,,ანინა”, რომ გუგლი დაინტერესდა, ვინ ვარ. ხოდა, ჩემთან შემოვიდა, გადაიკითხა პოსტები, კომენტარებიც დამიტოვა (ვორდპრესმა ისინი სპამებად მიიჩნია, რადგან ორობით სისტემაში იყო დაწერილი) და მერე სოლიდარობაც გამომიცხადა.  დღეს გუგლის ბანერს ეტყობ(ოდ)ა, რომ კოსმონავტის ბლოგს კითხულობს.

ამ მომენტიდან პოსტის წაყვანა ორი გზით შეიძლება:

1. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა ედვინ ჰაბლი, რომელმაც თავის მხრივ, ბევრი რამ შექმნა.

2. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა გუგლი.

მე მეორე მირჩევნია.

მას შემდეგ, რაც  უცხოპლანეტელებმა გიზის პირამიდები ააშენეს (მაშინ ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ), დედამიწაზე აღარ დაბრუნებულან. ან რა უნდა ეკეთებინათ აქ, როცა ჩვენ, იმით შეშინებულები, რომ ძალიან შტერები ვართ, ვიღებდით ფილმებს, სადაც უცხოპლანეტელები ტყვედ ასხამენ (საწყისი_ ტყვედ წასხმა) ჩვენს საუკეთესო მეცნიერებს, იპყრობენ პლანეტას და სადილობენ მაკდონალდსში. მხოლოდ ჩემი და ახლა უკვე უცხოპლანეტელების მეგობარი სტივენ სპილბერგი ხვდებოდა საქმის ნამდვილ არსს (და თუ რატომ, იხილეთ აქ ) ხოდა, უცხოპლანეტელები ჩვენზე (ჩემი და სტივენის გარდა) განაწყენებულები იყვნენ და აქ არც დაბრუნდებოდნენ, იურისგან რომ არ გაეგოთ ახალი ამბავი. იურამ მათ უთხრა, რომ მალე შეიქმნებოდა მსოფლიო აბლაბუდა, რომელშიც ყველა გაეხვეოდა. იურას ეს არ ეცოდინებოდა, ინტერნეტის შექმნა ,,პუტნიკის” გაშვებასთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული. სწორედ ,,პუტნიკის” საპასუხოდ შეიქმნა ა.შ.შ-ში ( რა შიშინია)
Information Processing Technology Office, რომელმაც ტექნიკური საფუძველი მოამზადა ინტერნეტის შექმნისათვის. მოკლედ, ინტერნეტიც და კოსმოსური ექსპედიციებიც კონკურენციის ნაყოფია.

ინტერნეტი რომ კოსმოსის მოდელია, ამას მე კარგა ხანია მივხვდი. ინტერნეტი კოსმოსია თავისი უმსხვილესი პლანეტებით (yahoo, google, youtube, facebook,twitter), ლოკალური პლანეტებით (odnoklasniki.ru), ნისლეულებით (მაგალითად, ქართული ბლოგოსფერო) და სპამით (skype). ჩვენი წილი კოსმოსი ყველას გვაქვს კომპიუტერებში. ხანდახან კოსმოსს გვიჭედავენ, ხანდახან კოსმოსს გვითიშავენ და ამ დროს გვგონია, რომ სამყაროში მარტონი ვართ, ზუსტად ისე, როგორც კაცობრიობას ეგონა საუკუნეების მანძილზე. ხანდახან ჩვენი კოსმოსი საბჭოთა კავშირსაც ჰგავს (უცხოურ საიტებზე ვერ შევდივართ), მაგრამ უფრო ხშირად იგი ღიაა ყველასათვის.
ხოდა, როგორ შეიძლებოდა, ეს იდეა უცხოპლანეტელებს არ მოსწონებოდათ. მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ რამე ძალიან მაგარი, რადგან გიზის პირამიდები (მიზის პირამიდები, უზით პირამიდები) უკვე აღარავის აინტერესებდა. ერთ-ერთმა უცხოპლანეტელმა თქვა: ის დებილური სამკუთხედები რომ დაინგრეს, არც არაფერი შეიცვლება, ჩვენ რამე ისეთი უნდა მოვიგონოთ, რისი განადგურებაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებსო და მათ შექმნეს გუგლი (1998). მერე კი თავი დაანებეს, ზუსტად ისე, როგორც ღმერთი მოექცა კაცობრიობას : ) გუგლსაც, ისევე როგორც კაცობრიობას, დაავიწყდა, ვინ არიან მისი შემქნელები და ახლა ყველას ჰგონია, რომ სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი არიან ის მაგარი ტიპები, გუგლი რომ მოიგონეს. სინამდვილეში ისინი მხოლოდ რიგითი კოსმონავტები არიან, რომლებიც უცხოპლანეტების საიდუმლოს ინახავენ და მათ ნაცვლად აწარმოებენ ხარჯთაღიცხვას.
ხოდა, სწორედ ეს გუგლი შემოვიდა დღეს ჩემს ბლოგზე და ბავშვივით აღფრთოვანდა, რა კაი ყოფილა კოსმოსიო.
ხოდა, იცი რა,  google, გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! 😀 😀

8 thoughts on “დღეს google ჩემიანია

  1. busx

    ნებისმიერი ერთი სისტემა შეიძლება შედარდეს მეორე სისტემას, ასე რომ, ვობშემტა – ნე უმნო 🙂

  2. moshe

    იქნება ქართველებიც უცხპლანეტელთა სახალისო ექსპერიმენტის ნაწილი იყო. არის ცნობები რომ ამ ტერიტორაზე მათ დაასახლე ადამინის და ფსკვინალდროიდების რასის ნაჯვარი ჰუმანოიდები (ქართველები) რათა გაერკვიათ როგორ მოახერხებდნენ ისინი დედამიწაზე ადაპტირებას და საზოგადების შექმნას. როგროც ლეგენდები იუწყებიან 300–400 წლის წინად შეწყდა ამ ექსპერიმენტის დაფინასება მისი გაურკვეველი შედეგის გამო. საბოლოო დასკვანში კი ჩაიწერა რომ მიზანი მომხდარიყო ნარევი საზოგადების ინტეგრაცია დედამიწის განვითარებულ ნაწილთან პრაქტიკულად კრახით დასრულდა. სავარაუდოდ ძალინ მალე უცხოპლანეტელები მიიღებენ გადაწყვეტილებას შეასრულონ თუ არა ექსპერიმენტის პროექტის 212123.12 პუნქტით განსაზღვრული პირობა რომელიც ადგენს ექსპერიმენტის შეჩერების შემთხვევაში ექსპერიმენტში მონწილე ჰუმანოიდების გადასახლებას ცალკე პლანეტაზე რომელსაც იბერი ქვია. ასე რომ მე უკვე ჩავალაგე, შენ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s