GOOD GIRLS GO TO HEAVEN, BAD GIRLS GO TO AMSTERDAM
არიან გოგოები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის კარგი გოგოები არიან. სკოლაში სულ წინა მერხებზე სხედან, არასდროს აცდენენ გაკვეთილებს. როცა კლასი შატალოზე დააპირებს წასვლას, ისინი უარს ამბობენ ხოლმე. ასეთი გოგოები მარხულობენ და არ ამბობენ ცუდ სიტყვებს. ხშირად იწევენ ხელს და ხანდახან ლაპარაკობენ კლასის სახელით.
შენიშვნა: სხვათა შორის, ასეთი გოგოები პირველნი იგებენ ინფორმაციას სქესობრივ ურთიერთობებზე, ბევრად ადრე, ვიდრე ყველაზე ,,მაგარი” ბიჭები.
მერე ისინი აბარებენ უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით, იქაც საუკეთესოები არიან. ლექტორებს თავს ამახსოვრებენ. დიდ დროს ატარებენ საჯაროში, კონფერენციებზე გადიან, სტიპენდიას იღებენ. ეს გოგოები ხშირად ბრუნდებიან სკოლაში მასწავლებლების სანახავად, არიან კლასის შეხვედრის ორგანიზატორები და საერთოდაც, ასეთი გოგოები წარმატებულები არიან.
შენიშვნა: ასეთი გოგოები, როგორც წესი, პირველ კურსზე პირველად სინჯავენ სიგარეტს.
კარგ გოგოებს სხვები ,,რაღაცნაირად” ექცევიან.
კლასში ასეთ გოგოებს გვარით მიმართავენ. დავალებების გასაგებად მათ ურეკავენ, საკონტროლოს დროს კი ყველას მათთან დაჯდომა უნდა.
მასწავლებლები მათ აქებენ. მათ ავალებენ ფულის აკრეფას და სიის ჩამოწერას.
უსიამოვნო შენიშვნა: ასეთ გოგოებს მასწავლებლები საპირფარეშოში შესვლის წინ პალტოს დაკავებას სთხოვენ .
კარგ გოგოებს აქვთ დიდი შანსი, რომ ,,ზუბრიაჩკები” შეარქვან სხვა გოგოებმა და ბიჭებმა, რომლებიც მათგან იწერენ გამოცდებს, კოლოკვიუმებს, საკონტროლოებს და ასეთ გოგოებს ხანდახან რცხვენიათ, რომ ბევრი იციან.
კარგ გოგოებს ვერასდროს გაუგებენ ოთხოსანი გოგოები.
კარგი გოგოს ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან მისგან ყველა რაღაცას ითხოვს. ბოლოს კი ყველაფერი იმდენად აუტანელი ხდება, რომ ,,კარგი გოგოობა” აღარც მდგომარეობაა და აღარც სტატუსი. ეს უკვე სინდრომია.
გოგო, რომლის ნაწერის გამოქვეყნებასაც ვაპირებ, უნივერსიტეტის კარგ გოგოთა შორის ყველაზე ,,კარგი გოგოა”, მაგრამ ამ ამბით კმაყოფილი არაა. უნდა, რომ ჩემნაირი ხულიგანი იყოს, მაგრამ ის ავიწყდება, რომ კარგი ამრევი ვერასდროს გახდები, თუ შტერი ხარ. ყველაზე მაგარი ხულიგნები კი წარსულში ,,კარგი გოგოები” იყვნენ.
ესეც ჩანაწერი:
,,შეიძლება ირგვლივ ყველას ჭკვიანი ეგონო; ფრიადოსანი იყო _ სტიპენდიასაც იღებდე და ამით აღფრთოვანებული ბებო ყოველ დღე გირეკავდეს რაიონიდან ვრცელი სახოტბო ტექსტით; შესაძლოა, მამა მეგობრებთან პერმანენტულად ტრაბახობდეს შენით, ყველას მზერას მიმართავდეს თაროზე შემოსკუპებული საათისკენ (რომელზეც ამოტვიფრულია “საქართველოს პრეზიდენტისგან”) და ათას მეერთედ აღნიშნავდეს ეროვნულ გამოცდებში მიღწეულ შენს წარმატებას; შესაძლოა… (მეზარება ჩამონათვლის გაგრძელება და იქიდან განვაგრძობ, სადაც ლოგიკურად “მაგრამ” უნდა ვიხმარო) მაგრამ გრძნობდე,რომ მაინც დებილი ხარ და ვერანაირი რეგალია (დიპლომ-სიგელებით დაწყებული და ზემოხსენებული საათით დამთავრებული) ამას ვერ ცვლიდეს.
ვეცდები ავხსნა, რატომ: 1) ჩემი ამჟამინდელი მიღწევები განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბავშვობიდან ჩამაგონებდნენ: ”ასეა საჭირო” და სხვათა შორის, პირველი ჩამგონებელი ბებო გახლდათ; 2) მე კი ბავშვობიდან ინერციით ვსწავლობ ყველაფერს, რასაც მიხსნიან და მერე დავალებად მაძლევენ იმის მიუხედავად, მაინტერესებს თუ არა; 3) გარდა ამისა, მშობლებს ყოველთვის ჩვეული მანერულობით ვუყვები ყველაფერს (ყველაფერში ყველაფერი იგულისხმება). ასე რომ, ყოველთვის ყველაფერი იციან, ისიც კი, როგორი სანაქებო ურთიერთობა აქვთ ჩემს დაქალს და მის შეყვარებულს; 4) ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ჯერ იმაზე ვფიქრობ, რა რეაქცია ექნებათ მშობლებს და ამის გამო ძალიან ხშირად ბევრ რამეზე თავს ვიკავებ; 5)საჯარო ბიბლიოთეკაში მარტო იმიტომ მივდივარ,რომ სემინარებისთვის მოვემზადო და კარგა ხანია, წიგნი აღარ წამიკითხავს; 6) ყველა სემინარზე პირველ მერხთან ვჯდები,რომ “ძალიან ბეჯითის” იმიჯი მქონდეს…
ბოლო ერთი თვეა, ამგვარი ყოფით დაღლილს, მოთენთილობის პიკი მაქვს, სულ მეძინება და ვხვდები, რომ უმიზნოდ ვცხოვრობ და იმისი ძალაც არ მაქვს, ვითარება შევცვალო _ მამა ისევ ამაყობს ჩემით, ბებო ისევ დითირამბებს მიკითხავს, საათი კი თავისთვის წიკწიკებს _ ცხოვრება ჩემ გვერდით (შესაძლოა პარალელურადაც) მიდის”.
ხო, აი პოზიორებზე და ფარისევლებზე ნებისმიერი პოსტი ჩემი სუსტი წერტილია : ) ამაზე უნდა ვიყვიროთ, ვიხრიალოთ და ასე შემდეგ, ეს არასდროს იქნება ბანალური.
ეს პოსტი კი კარგად იკითხება. არ ვიცი სუბიექტური ვიყავი კითხვისას თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად წავიდა. “მექანიკური ადამიანები” რა : ) მანერულები, პოზიორები, ათასი იმიჯით და ა.შ.
მე მომწონს და წინა პოსტს ბევრად მირჩევნია :))
ოხ, ნუ მოკლედ, ჩემო კარგო, ძალიან სანტერესო თემააა! მესმის შენი, თუმც: ჩამოთვლილ გოგონებში არსებობენ გამონაკლისები
1. მერხზე წინ სხედან, ხუთოსანები და კლასის “მხსნელები” არიან, მაგრამ პირველი კოცნის მუღამს სკოლაშივე გებულობენ,
2. სტუდენტობის დროს საჯაროში დადიან და იქ ბიჭებსაც იცნობენ
3. წითელ დიპლომსაც იღებენ, მაგრამ ლექციებსაც აცდენენ, სვამენ არაყს პირველი კორპუსიდან ზოოპარკის მიმავალ გზაზე. (მრცხვენია) და ქორწინებამდე სექსი მათთვის უცხო არაა.
4. სახლში საათი წიკწიკებს, რომელსაც პრეზიდენტის კვალი ატყვია, მაგრამ ცხოვრებაში თავით არიან გადაშვებულნი, კვეთაა და არა პარალელურობა.
მე , პირადად, ოთხოსანი გოგონები უფრო მაღიზიანებენ.
ქუსლებზე კი გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ ვარ ხულიგანი, მე კარგი გოგო ვარ!
სათაური ღირს ერთ რამედ-კარგი გოგოს სინდრომი. მეგონა, მარტო ჩემ დროს(აუუფ, ჩემ დროს!) იყვნენ მარტო კარგო გოგოები, თურმე აქტუალურები ყოფილან ისევ 🙂
მე სხვანაირად ვიცი: good girls go to heaven, bad girls go everywhere
მეც სხვანაირად ვიცოდი, მაგრამ ასე მირჩევნია : ))
არ ვყოფილვარ კარგი გოგო. 😀
საინტერესო თემაა, მომეწონა პოსტი.
bravoo !! :D:D
kargi gogo kargia! tu mkerdi 4 nomeri aqvs sindromasc aitasn kaci.
ცოტა პირობითია ეს კრიტერიუმები, მაგრამ საინტერესო პოსტია : )
პირობითი უნდა იყოს კიდეც. მხოლოდ საერთო შტრიხები და ისიც_ გაზვიადებული : )
ზუსტად გაქვს ახსნილი ”კარგი გოგოს” სინდრომი. ეგეთები ხშირ შემთხვევაში ”ლაბორატორიის ვირთხები” ხდებიან, შინაბერები რჩებიან, ან უკეთეს შემთხვევაში, ვინმე ასევე მარტოხელა უროდს მიყვებიან, მარტო იმიტომ რომ ”ასეა საჭირო”. ”კარგი გოგოები” მაინცდამაინც დიდი სილამაზით არ გამოირჩევიან და თავგადაკლული სწავლით ცდილობენ ამ ნაკლის შევსებას……..
საინტერესო იქნება ”ცუდი გოგოს” შენეული ხედვაც 🙂
მომეწონა პოსტი ძალიან.. 🙂 რა თქმა უნდა ყველაფერში არ გეთანხმები და ეს ასე არც შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ იმის გამო რომ ეხლა საერთოდ არ ვარ წერის ხასიათზე 🙂 ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.. 🙂 ესეც უბრალოდ იმიტომ დავტოვე რომ მართლა სიამოვნებით წავიკითხე 🙂
“მშობლებს ყოველთვის ჩვეული მანერულობით ვუყვები ყველაფერს (ყველაფერში ყველაფერი იგულისხმება)”
ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ მსგავს განცხადებას 🙂
მიმართულება სწორადაა არჩეული, შესაძლოთაგან ყველაზე საინეტრესო )).. აი იმ ‘კარგი გოგოს’ ჩანაწერი კი პოსტის ავტორის ფანტაზიის ნაყოფიერების მორიგი დადასტურება მგონია; აბა რისი კარგი გოგოა, ასე თუ ფიქრობს ))
საინტერესოა,როგორი იქნებოდა პოსტი ,,ცუდი გოგოს სინდრომი”( ?)
ზუსტია.. : )
niiii dzaaan momewona da cota vixalise 🙂 bevria am yvelafershi cheshmariteba ! gansakutrebit ise momewona : pirvel kursze sinjaven sigarets ! ese xdeba kargi gogoebis 88 % shemtxvevashi !
Momcons:)
ბევრი სიმართლეა აქ..ზოგჯერ კარგი გოგოები ბევრ ცუდ გოგზე ცუდად იქცევიან..ხო სიე რაგაცნაირად ჩემი თავი ამოვიკითხე აქ,ანუ კარგი გოგო ვარ?:დ მარა ჩემი აზრით კარგი გოგობა არ გზღუდავს,რომ იყო ხანდახან გიჯი :X:დ:)
MetaGamma:აბა რისი კარგი გოგოა, ასე თუ ფიქრობს ))
getanxmebi )
მომეწონააა :):)
haahh DD:D:DD me mkavs klasshi egeti kargi gogo : ))) miuxedavad imisa roarasdros arcert gakvetils ar tovebs da ainteresebs tu ara kvelaers mecadineobs , arasdros araoeru ar ezareba da kvela gakvetilze koveltvis dauzareladaa chartuli da aktiruia mainc ragac ver vitkvi rodidi ganatlebit gamoirchevaa an skolis garet vinmeze meti icis rame DD nu exla vinmeze meti rogor aricis magraam me mirchevnia xuligani gogo viko : ) me veravin veraprit shetamagonebs prazas : es sachiroa da unda gaaketo : ) saertod es “unda” ver vgebulob ras nishnavs … mirchevnia vaketebde imas rac momwons … vkitxulobde da vswavlobde imas rac mainteresebs da im kitxvisgan daswavlisgan .im bibliotekashi yuryutisgan da a.sh siamovneba mivigo … swored isetia is chemi klaseli rogorc shen agwere da icit raari ? titkos ragac dapogramebulia … marionets daemsgavsaa ,,, mudam gadaglili dakanculi da usicocxlo gaxda … unda ti cxovrobsss ,,, kvela gamoshterebul maswavlelebs usmens da samagierod dedikos axarebs tavisi warmatebebit ,, : ) me piradad ar visurvebdi mis adgilas kopnas … sharshan rodesac me daimas titkmis ertaniri warmatebuli nishnebi gamogvkva ,vipikree neta raari exlaa am bavshvis cxovreba metki … oradori megobari da skola … : (( sashinelebaa
da bolos arc me var cudi gogo : ))) ubralod karg da cud gogoobas shoris zgvaria 😀 da im zgvars unda miagnoo …a nu vetanxebi wina damkomenatarebels : kargi gogooba ar gzgudavs rom iko xandaxan giji : ))
ese igi… daviwyeb imit, rom pirvelad gewvie da momewonee!!! -)) (albat realurad ufro sainteresoc xar). momewona rogor wer, martalia bevr rameshi ar getanxmebi (da es bunebrivicaa…) da chemgan gansxvavebul musikas usmen :d magram mainc miige chemi komplimenti.
rac sheexeba posts. mgonia rom es tema aqtualuri iqneba yoveltvis. vfiqrob, rom karg gakvetilebze pirveli merxebi aravis ar unda dautmo (me ase viqcevi :d), sheudzlebelia mshobels mouyve “yvelaferi”, tambaqo sashinelebaa da sexi aucilebelia. 😀
dzalian momewona
სუბიექტურია ავტორი ამ პოსტის წერის დროს, 1 გოგოდან გამომდინარე წერს და თანაც შთაბეჭდილება დამრჩა რომ რაღაც მომენტში შურს მისი.
თქვენ ეგ არ დაგრჩებოდათ, მაგრამ ეგ არაფერი 🙂
chemi daqali vicani :D:D:D tumca is maleve mixvda tu ramden rameze uwevda uaris tqma da droze ”shecherda” :D:D:D ar vici sxvebi rogor afaseben magram me dzaan momewona yvelaferi zustad sheesabameba realobas… da saertod dzaan momwons sheni weris maneraa:)
kargi gogo var 😀 zustadac rom pirvelad skolashi vakoce, sigareti pirvel kursze gavsinje, smitac ar damiklia 😀 da a.sh. :))))
ეს კარგი გოგო იმდენაც კარგად მიმხვდარა თავის პრობლემას, რომ ამასაც გაართმევს თავს:))))))))))) ასე, რომ ეს მისთვის ნამდვილად დროებითია და აშკარად ცჰანს, რომ უბრალო ,,ზუბრიაჩკა” კი არაა, უბრალოდ, პასუხისმგებლობიანი ადამინია. დრო მოვა და გაწყვეტს ფსიქოლოგიურ ჭიპლარს თავის მშობლებთან და ახლობლებთან, დადგება დამოუკიდებელი და შემდგარი ადამიანი:))))))))
მეც ესეთი ვარ
ჰმმმ კარგი გოგოები მედლებით და სტიპენდიებით, თავში ეშმაკუნები რომ
ჰყავთ და არცმთლადნორმალურების რეპუტაცია აქვთ ^___^ :მე: