404-ს ვერასდროს იპოვი. შეიძლება მხოლოდ იმ გვერდს გადააწყდე, სადაც წერია, რომ 404 ვერ იპოვე. შეიძლება გადააწყდე მაშინ, როცა ცდილობ გუგლში ნაპოვნი სურათებიდან სრულ ზომაზე გადახვიდე ან როცა ერთი ნაბიჯი გაშორებს სანუკვარ პორნოს. ნერვები გეშლება. იხევ ერთი ნაბიჯით უკან (უკვე ორი ნაბიჯი გაშორებს პორნოს) და მერე ისევ ერთი ნაბიჯით წინ (თეთრი პაიკი, E4). 404 მაინც არაა ნაპოვნი და შენ ბრაზობ: გააგებინეთ ვინმემ სერვერს, რომ ფეხებზე გკიდია 404. შენ მხოლოდ მეტი სიშიშვლე გჭირდება და ნაკლები სამნიშნა რიცხვები. სამნიშნა რიცხვს შენ სამი თითის კომბინაციას უჩვენებ. ის კი ისევ იქაა, ორაზროვანი ერორი, 4-ის ჯერადი 404.
ამბობენ, რომ ეს ერორი ცერნის 404-ე ოთახში დაიბადა და მაშინვე გამოიყვანა წყობიდან სისტემა. ასე იბადებიან ერორები. თუმცა, ეს ქალაქური ლეგენდაა. სინამდვილეში სამივე ციფრს თავისი ახსნა აქვს. 4-client error, 0-syntax error, კიდევ ერთი 4 _ 40x ტიპის ერორებს ნიშნავს. მაგრამ ეს ვის აინტერესებს, მე ჩემი ახსნა მაქვს:
ქვემოთ ჩამოთვლილია HTTP სტატუს-კოდები:
400
Bad Request _ ეს იგივეა, რაც სექსის შეთავაზება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერორ-ში კიდევ ერორია, და Bad-ის ნაცვლად Bed უნდა ეწეროს.
ამ შეთავაზებას მოჰყვება ან ეს:
405
Method Not Allowed
Method specified in the Request-Line was not allowed for the specified resource
გოგონა სასტიკ უარს აცხადებს
ან ეს:
200
OK
Standard response for successful requests
გოგონა თანახმაა.
ანუ:
202
Accepted
Request accepted, but not yet processed.
დათანხმდა, მაგრამ პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
შეიძლება გოგონა თავხედი იყოს და წინასწარი ინფორმაცია მოითხოვოს: ანუ რამსიგრძე გაქვს?
411
Length Required
თუ ძალიან პატარა, მაშინ_
417
Expectation Failed
Expectation given in the Expect request-header was not fulfilled by the server.მაგრამ შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს:
414
Request URL Too Long
Request unsuccessful as the URL specified is longer than the one, the server is willing to process.
ბრძანება წარუმატებელია. თქვენი URL უფრო გრძელია ვიდრე პროცესის დაწყებისათვის იქნებოდა სასურველი.
ამიტომაც, პროცესი არ დაიწყება:
423
Locked
Resource accessed was locked.
არის სხვა ერორ-კოდებიც:
წითელი დღეები
500
Internal Server Error
Request unsuccessful because of an unexpected condition encountered by the server.
სიმთვრალე _
502
Bad Gateway
Server received an invalid response from the upstream server while trying to fulfill the request.
და კონფლიქტი სიმთვრალის ნიადაგზე
409
Conflict
Request was unsuccessful due to a conflict in the state of the resource.
თანახმა იყო, მაგრამ თქვენ ჩაგეძინათ:
408
Request Timeout
Client fails to send a request in the time allowed by the server.
დროებითი იმპოტენცია
306
No Longer Used
Reserved for future use
ხანდახან დროებით მიდიან სხვასთან:
301
Moved Permanently
Resource permanently moved to a different URL.
ანდა იკარგებიან:
404
Not Found
Document or file requested by the client was not found.
მერე კი პოულობ, მაგრამ … under a different URL :
302
Found
Requested resource was found under a different URL but the client should continue to use the original URL.
და შენც იღებ გადაწყვეტილებას:
303
See Other
სხვა რა გზაა.
სულ ესაა ამ კოდების თავი და ბოლო, მაგრამ მე მაინც 404 ერორი მიყვარს ყველაზე მეტად. მართალია, ხანდახან ხელს გიშლის, მაგრამ იგი სულაც არ ნიშნავს, რომ სერვერს ვერ სწვდებით. უბრალოდ, მოგვიანებით უნდა სცადოთ : )
კარგია. ხრრრ…. ღირდა მაგად!
შემდეგი ბლოგი როდის უნდა დაწერო?
mshvenieria, miuxedavad imisa, rom arc ertma chvenganma inglisuri ar icis da gaunatlebeli xixoa, mainc mogvewona es statia, ragaca gaviget mianc da… 😉
ლოლ, ახლა მაგას ურლ-საც ეძახიან? : ))
საღოლ, მაგრად ვიხალისე ამ პოსტზე : ))
რაღაც ძალიან გემრიელად წერს ეს კასმანავტკა… 🙂
ძალიან საყვარლობაა! თუ ეს ნააზრევი მხოლოდ შენია და სადღაც ინტერნეტის ჯურღმულებიდან არ აგიწებებია – შენი ფანი ვიქნები!
ჩემია