დაცემული პრინცესები

პრინცესების ცხოვრება არც ისეთი მარტივი და ვარდისფერია, როგორიც ჩვენ გვგონია.  პრინცესა თუ ხარ, ესე იგი უსაშველოდ მოსაწყენ ადგილას იზრდები, დედა დაბადებისთანავე გიკვდება, მამაშენს  ქალი რომ მოუნდება,  მოჰყავს  ცოლი, რომელსაც სასტიკად არ მოსწონხარ და მისი დავალებით მთელი დღე რეცხავ, წმენდ და ალაგებ. ხო,  ხანდახან ვაშლის ნამცხვარს აცხობ და ჩიტებთან ერთად მღერი. დიდი ვერაფერი შეღავათია. მამაშენი ნამდვილი ჩვარია, ხმას არ იღებს, შენ კი იმდენად სულელი ხარ, რომ  სახლიდან ფეხსაც არ იცვლი, თუ ვინმემ არ გაგაძევა.  ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ნამდვილად იცი, შენი პრინციც გამოჩნდება  ოდესმე, მაგრამ.. You can’t always get what you want.


ზღაპარია უზარმაზარი სასახლეები, ზღაპარია ფერიების შეკერილი კაბები, ზღაპარია დაუსრულებელი მეჯლისები, სიმართლე ისაა, რომ 7-ვე ჯუჯას ფიფქიას გაჟიმვა უნდა,  კონკიას პრინცს ფეტიში აქვს ბროლის ფეხსაცმელზე, ჯადოსნური ჯოხი კი, შენი ყველა ოცნება რომ უნდა აასრულოს,  მხოლოდ და მხოლოდ ვიბრატორია : )
დინა გოლდსტეინმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, როგორია ზღაპრები თანამედროვე რეალობაში და რისი გადატანა მოუხდებოდათ ზღაპრის გმირებს, ახლა რომ ეცხოვრათ. ამ ფოტოებს რომ უყურებ, ალბათ, იმაზეც უნდა იფიქრო, თუ რამხელა უფსკრულია სამყაროზე ჩვენს ბავშვურ წარმოდგენებსა და რეალობას შორის. ამ უფსკრულს კი ყველა ერთად ქმნის, მშობელი, ძიძა, მასწავლებელი, ზღაპრები, მულტფილმები, სათამაშოები ..  ქმნის იმისთვის, რომ ერთ დღესაც თავზე დაგექცეს ყველაფერი, პრინცისგან გულნატკენი დაემხო ბალიშზე და გულამოსკვნით ატირდე. დისნეის პრინცესები კი არასდროს ტირიან : )

11 thoughts on “დაცემული პრინცესები

  1. taia

    dzalian mometona, gansakutrebit is surati: fifkia uamravi sakmit, gatamebuli saxit, bavshvebis gnavilit gulshetuxebili da es chveni sanakebo princi tamomjdara, fexi-fexze gadadebuli , usakmuri … namdvili kartuli realobaa. kargia zgaprebi: gombeshos akoceb da ulamazes princad gadaikceva, realoba ki sul sxvaa: ggonia princs kocni da sashineli gombesho shegrcheba xelshi. eh…

  2. მგონი თემა არ დარჩენილა შენი ყურადღების გარეშე. ისე დღეს რამე ასეთის კითხვის ხასიათზე ვიყავი. თავიდან თითქოს არაფერიაო ეს პოსტი ვიფიქრე, მაგრამ მერე რომ გამახსენდა, რამდენი რომანტიკოსი მინდა გაუშვა ხოლმე ერთ ადგილას, აზრი რადიკალურად შემომიტრიალდა. ახლა მათთვის ადვილად გასაგები ქართულით დაწერილ პოსტზე მიუთითებ.

    ნელ-ნელა ვხდები რა მომწონს ამ ბლოგში ყველაზე მეტად: საოცრად კარგი ენციკლოპედიაა ყველა “ცხოვრებისეულ” საკითხზე 🙂 . მაგარი მატიანეა, თუ გინდა მომკალი.

  3. გამოხმაურება: პრინცესები და ნაშები « ანინას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s