ვკამათობთ. მე და ჩემი ძმა. კარგი რა, კარგი რა, ამბობს ლევანი_ ყველაფერი, რასაც ხედავ, კაცის შექმნილია. სოფელში ვართ. ვუყურებ მთებს, ხეებს, ბალახს. ესენი კაცის შექმნილი არაა. ერთადერთი, რაც შეიძლება კაცის შექმნილი იყოს, ჰამაკია. ლევან, ჰამაკი კაცის შექმნილია? _ ვეკითხები და მიკვირს, რატომ არ შეიძლება ქალმა შექმნას ჰამაკი. ძალიან მარტივი რამეა. ლევანი მაკვირდება და მეუბნება, ჰამაკი რომ შექმნა, ერთი–ორი ფიზიკური კანონიც უნდა იცოდე, მარტო ქსოვა ვერ გიშველის. მე მწყინს და ვიბუტები. ლევანი მამშვიდებს_ მერე რა, იყო ერთი ფიზიკოსი ქალი, მარია კიური, ბევრ მამაკაცს სჯობდა. მაგრამ მარია ერთი იყო_ დასძენს აქვე. ტფუი, ვფიქრობ მე და მინდა, რომ რამე გამოვიგონო იმ წამსვე. რამე ძალიან მაგარი და ლევანი გავაჩუმო.
არ შემიძლია.
სამაგიეროდ, სხვებს შეუძლიათ.
1) პოლონიუმი და რადიუმი
მარია კიური პირველია, რადგან მარია ძალიან მაგარია. მარიამ იცოდა ქიმია და ფიზიკა, მარიამ აღმოაჩინა პოლონიუმი და რადიუმი. მარია პირველი იყო, ვინც ორჯერ მოიგო ნობელი და.. მარია ერთადერთი ქალია, რომლის ინტელექტზეც ჩემი ძმა არ დავობს.
2) კორექტორი
კორექტორი ბეტი გრეჰემმა გამოიგონა. ბეტის სასიყვარულო წერილების წერა არ ეხერხებოდა. წერდა, კუჭავდა, ნაგვის ურნაში ისროდა, მერე ისევ წერდა, ისევ კუჭავდა, ისევ ისროდა… ხოდა, ძალიან რომ მოსწყინდა წერა–კუჭვა–სროლა, გამოიგონა კორექტორი და თავის საყვარელ მამაკაცს თეთრი ხაზებით სავსე წერილი გაუგზავნა. მამაკაცი, რომელსაც მანამდე ბეტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, დაინტერესდა, როგორ გაჩნდა წერილში თეთრი ხაზები, ზედ გადაწერილი სიტყვებით. ბეტიმ მას თავისი აღმოჩენა გაუზიარა და ამით სატრფოს გული სამუდამოდ მოინადირა.
3) საქარე მინის საწმენდი
საქარე მინის საწმენდი მერი ანდერსონმა გამოიგონა. მას ძალიან ეშინოდა, რომ მისი ქმარი წვიმის გამო გადაეყრებოდა უბედურებას.
4) ჯავშან–ჟილეტი
ჯავშან–ჟილეტი გამოიგონა სტეფანი კვოლეკმა. ის რომ არა, ამერიკული ბლოკბასტერების გმირები გაცილებით ადრე დაიხოცებოდნენ : )
ეს კი ნამდვილად ქალების გამოგონებაა. ჟოსეფინა კორანი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, მერე თვითონაც უამრავი შვილი შეეძინა. ჟოზეფინა სულ რეცხავდა და რეცხავდა ჭურჭელს, ხოდა ყელში რომ ამოუვიდა, თქვა: დავიღალე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა გამოვიგონოო.. და გამოიგონა კიდეც. გმადლობ, ჟოზეფინა : )
6) ნაგვის ყუთი ფეხის პედლით
ლილიან მოლერ–ჯიილბერტმა გამოიგონა ნაგვის ყუთი ფეხის პედლით, მიქსერი და თაროები მაცივრისათვის.
7) შაშხანები და შუშხუნები
შაშხანებიც და შუშხუნებიც გამოიგონა მარტა კოსტონმა. მთელი სასინგალო პიროტექნიკა ქალის მოგონილია.
8 ) ბარბი
ბარბი რუთ ჰენდლერმა გამოიგონა, რუთს დიდ პლუსად ამას ვერ ვუთვლი, მაგრამ კარგად კი გამოუვიდა.
რუთის ქმარი სიცილით კვდებოდა, როცა მისმა ცოლმა თოჯინებით თამაში დაიწყო. რუთი ხშირად თამაშობდა თავის პატარა გოგონასთან ერთად და შეამჩნია, რომ ბავშვს ძალიან სჭირდებოდა სათამაშო, რომელსაც მოზრდილი ადამიანის სახე ექნებოდა. რუთი კარგი დედა აღმოჩნდა და შვილს სათამაშო გამოუგონა, მისმა ქმარმა კი ბარბებზე იეჭვიანა და ცოლს მალევე გაშორდა.
mteli samyaro qalebis kiserze yofila 😀
ის ფაქტი, რომ შეგიძლია ქალების მიერ გამოგონილი რაღაც რუღაცეები ამ ერთ (თუნდაც არასრულ) პოსტში მოათავსო, თავადვე პასუხობს შენ ფემინისტურ განწყობას :))))
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებებია, დანარჩენის გადმოტანა დამეზარა : )
პ.ს. ფემინისტური განწყობა არა ის : )
არ მიცნობდე მაინც : )
მარია და მისი ქმარი პიერ კიური თავიანთ აღმოჩენებზე ერთად მუშაობდნენ. ასე რომ ლითონური რადიუმის მიღებაში კაცსაც მიუძღვის წვლილი. უბრალოდ, არ გაუმართლა და სრული შედეგის მიიღწევამდე ცოტათი ადრე გარდაიცვალა. 🙂
პიერს რომ ერეცხა თეფშები და სადილი ემზადა საერთოდ არ შემორჩებოდა მისი სახელი ისტორიას 🙂 .
მაგრამ მარიამ აღმოაჩინა. ეგრე აინშტაინსაც ეხმარებოდა ცოლი, მაგრამ ალბათობის თეორია მაინც ალბერტისაა : )
ფარდობითობის თეორიას გულისხმობთ ალბათ.
ისე, ა-ნინა, სამტკიცებელი არაფერია იმაში რომ ქალები უფრო მაგრებია (ყველაფერში) კაცებზე.
მართალია ამ ზღაპრის არ მჯერა (უბრალოდ პერსონაჟებია სწორად შერჩეული), მაგრამ ადამი დღემდე იჯდებოდა მოსაწყენ სამოთხეში ევას ვაშლის ჩაკბეჩა რომ არ (გა)მოეგონა. ასე რომ ასჯერ მართალიხარ! ქალის გარეშე კაცი იგივეა რაც თოფი ტყვიის გარეშე.
ეს ბოლო წინადადება ვეცადე რამე ა-ნინას წვეტიანი ფრაზასთან რამენაირად ახლო ყოფილიყო, მაგრამ აშკრად შორსაა. თუმცა არ წავშლი. ნახოს ყველამ კაცები რა შაბლონური არსებები არიან!
გაუმარჯოს ქალებს!
შემიძლია თამაშის ლინკი დავდო Sexual Wars
ამგვარი ინფორმაციის მიღებისთვის არსებობს უამრავი საიტი. მათ შორის ქართულიც: უცნაური.ქომ. სჯობს ისევ შენი წერო… = )
კორექტორის შექმნის ამბავი მომეწონა 🙂
ნმდა …
ჩემთვის სულერთია უკვე…. ჭკუას არ აქვს სქესი, ვისაც უნდა სჯეროდეს, ვისაც უნდა არ…
მასე, მაგალითად, რომ დაიწყებენ საუბარს: ქალის ადგილი სამზარეულოშია, მერე გავასხსენებ ხოლმე კაცების საყვარელ ფრაზას: გურმანობა და შეფ–მზარეულობა კაცების საქმეაო,
ხოდა ასე: “კაცი ვიცი მე კუხნაში”
ვაიმე, რასა ვწერ შვილებო :დ
Zalian momewona, saintereso iyo wasakiTxad 🙂
gmadlob aninchik, sul mainteresebda koreqtori, romelic chemi cxovrebis tanmdevi da aucilebeli sagania da romlis gareshec ubralod ar shemidzlia, vin gamoigona! gmadlob, rom vici, visac unda vumadlode! gmadlob! cotati avjitirdi da bodishi ra, magram rom icode ra grdznoba dameufla, rodesac ბეტი გრეჰემი shesaxeb shevityve, ar gagiwirdeboda chemi gageba.
momwons es kosmonavti 🙂
anina! ainshtaini ar dagavickdes ,misi pirveli coli iyo misi tanaavtori da nobeli premia mas gadasca ainshrainma.
ვაჰ რა ცოტა რამე გამოუგონებიათ ქალებს 😀
მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, მაგრამ ამაზე დავას ძირითადად ისევ ქალები იწყებენ 😀