დღეს დილას ბლოგების შემოვლა მქონდა. ზოგს კომენტარი დავუტოვე, ზოგის პოსტები გადავათვალიერე. ზოგთან რაღაც ლინკებს დავაკლიკე და ასე შემდეგ. ხოდა, იმაზე დავფიქრდი, როდისაა პოსტის კითხვა ყველაზე სასიამოვნო:
1. როცა მას წერს ადამიანი, რომელმაც ქართული იცის.
2. როცა წერს ღია ფერით მუქ ფერზე (შავით თეთრზე) და არა პირიქით (ამიტომ შევცვალე დიზაინი და ნუღა მეწუწუნებით).
3. როცა პოსტი დაწერილია პრანჭიაობის გარეშე. ალალად. გარდა ამისა, როცა პოსტის ავტორი არ წუწუნებს, არ იგინება, არაა დაბოღმილი. მოკლედ, არ წერს ,,ცხელ გულზე”.
4. როცა პოსტში არის ერთი ხუმრობა მაინც.
5. როცა პოსტი დაწერილია მოკლე წინადადებებით.
6. როცა პოსტი არ ჰგავს სამეცნიერო ნაშრომს (თუმცა ჩემი პოსტი_ ენის როტაცია(?) მაინც კარგი პოსტი იყო :p).
7. როცა პოსტი ნაცნობის დაწერილია და ნაცნობ ხალხზეა.
8. როცა იცი, რომ პოსტი ლამაზი გოგოს დაწერილია.
9. როცა პოსტში კარგი სურათებია.
და
10. როცა პოსტის ავტორი არ ხმარობს უამრავ მრავალწერტილს.
შევჩერდეთ ბოლო პუნქტზე.
იცით, ზოგადად, როდის სვამენ მრავალწერტილებს? როცა უნდათ, გადმოსცენ, რომ სიტყვა ან წინადადება წყდება და ამის იქითაც უნდა ვიგულისხმოთ რამე. ხო, კიდევ როცა სასაუბრო დეფექტების მქონე ადამიანის საუბარს გადმოსცემენ.
/ოპერაციაზე:
_ ელექქქქქ…ქქ..ტროშოკი მო..მომ…მო..მო..მო…მომომო..მომაწოდე
-რა?
-იიიიი..იიიყოს, უკკვე მმმმ..მმ…მოკვდა/
სხვა შემთხვევაში სამწერტილის გამოყენება ისეთივე უაზრობაა, როგორც მაგალითად, ყველა წინადადების შემდეგ ძახილის ნიშნის დასმა. აქვე უნდა დავამატო, რომ ფილოლოგის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ ამას (განათლებით კოსმონავტი ვარ), უბრალოდ, ცუდად იკითხება და მორჩა.
სამწერტილომანიის ასახსნელად წესით, ფროიდის შეცდომების თეორიას გადავხედო, მაგრამ არ მცალია, ყავას ვსვამ და თან ვწერ. ამიტომ, ანინას თეორიას მოვიხმობ: სამწერტილს მაშინ სვამ, როცა ფიქრობ, რა დაწერო ამის შემდეგ. ისინი, ვინც გრძელ წინადადებებს იყენებენ, არასდროს სვამენ ზედმეტ მრავალწერტილებს. ეს ისეთივე ფსიქოზია, როგორიც წერა ერთნაირი ასოების განმეორებით (ძაააააააალიან მიყვარხაააააარ!). და რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული საქციელია. აბა წარმოიდგინეთ, მრავალწერტილები უხვად რომ გამოიყენო კოლოკვიუმზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების თემაში, სამოტივაციო წერილში ან CV-ში. იქ მრავალწერტილებს არ დაწერ, რადგან კარგად ფიქრობ, რას წერ. პოსტებში კი იმდენად ხშირად მხვდებოდა, რომ ხომ ხედავთ, შემაწუხა . ესე იგი, პოსტებზე ცოტას ფიქრობენ. მოუფიქრებელი პოსტი კი სულაც არაა სასიამოვნო საკითხავი.
ამისგან განკურნების გზა:
შეეცადე, წინასწარ იცოდე წინადადების ბოლო, როცა წინადადებას იწყებ.
პაუზებში ხელი აიღე კლავიატურიდან.
რომ დაწერ, დაუბრუნდი და სანამ გამოაქვეყნებ, მრავალწერტილები წაშალე, რადგან მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამით წუხდება.
გკოცნი მრავალწერტილებში : )
ლოლ
აღფრთოვანებული ვარ შენი პროდუქტიულობით, კონვეიერივით წერ, ოღონდ კარგად 🙂
ძალიან კარგი ბლოგი გაქვს, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობ, ნან. მინდა, რომ ჩემი ბლოგი მალე გახდეს პოპულარული და ბევრიც იყოს წასაკითხი. რადგან ბლოგი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომაც სხვა რა დამრჩენია, ბევრი უნდა ვწერო : )
შენი ბლოგი პოპულარულია უკვე, ყოველ შემთხვევაში მე რაც ერთხელ მოვხვდი, მას შემდეგ ყველა პოსტის სანახავად შემოვდივარ, მახსოვს ეს ბლოგი და ველოდები რას დაწერ. ასე რომ პროგრამა მინიმუმი წარმატებითაა შესრულებული :))
ჩემი ვარაუდით ამ ბლოგს აქვს ყველა შანსი საუკეთესო გახდეს 🙂
ტრადიციულად – მომეწონა!
მოკლედ, შენი ბლოგის ფანი ვარ.
ალბათ მიცანი კიდეც. როდის გამოივლი?
გიცანით და გამიხარდა : )
რა სისულელეა:))))) ეს იმ შემთხვევაში თუ განზოგადებას ცდილობთ!:)
ხოლო თუ პირადი შეხედულებაა წერის და კითხვის, მაშინ საკმაოდ ორიგინალურია…
მოკლედ წარმატებებს გისურვებთ “სასიამოვნო პოსტების” წერაში და კითხვაში!
xo, samwertilebi sazizgrobaa, roca ar iyeneben danishnulebis mixedvit. ase, rom mxolod isga damrchenia, dagetanxmo.
es mec mexeba…:))
კარგია ძალიან …… (ექვსი წერტილია , დათვალე) 🙂
გეთანხმები ყველა პუნქტში , ერთის გარდა………. (არ ვიცი რამდენია , თვალე)
მესამე პუნქტში დასახელებული მიზეზი არ მომეწონა………
ცხელ გულზე დაწერილი პოსტებიც მაგარია ზოგჯერ…..
დარწმუნებული ვარ, შენ თუ დაწერ, ეგეც მაგარი იქნება………
სათაური:სამ და მეტწერტილომანია. 🙂
ჩემი გენიოსი : )
me aghar gamoviyeneb samwertils danishnulebis gareshe,gpirdebi!
(amastan dakavshirebit ertxel ise gewuwune,am posts ro werdi,shesadzloa gagaxsenda)
shen qebas ar movyvebi,magram dznelia ar vtqva,rom dzalian kargad wer!
uyvarxar tatias :*
სამწერტილს მხოლოდ ჩატში, სკაიპში ვიყენებ ხოლმე : )))
უბრალოდ პრივიჩკა მაქ და მორჩა : ) მგონი ვერ გადავეჩვევი..
პოსტებში კი, ბოლოს როდის დავწერე სამი წერტილი არ მახსოვს : ))
და მრავაწერტილიანობაზე მეტად ძახილის ნიშნები მაღიზიანებს.
ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს პოსტი ავტორი გვიყვირის, გვიბრძანებს და არა გვთხოვს ან ხაზზ უსვამს ამა თუ იმ ნათქვამს, და მიჩნება ხოლმე შეკითხვა, რაღაც პროტესტის სახით, “რას მიღიალებ?” :))