გახვრეტილი დონატების ამბავი, ,,მარიაკული” საკითხავი

რა ვიცი დონატებზე:

1.დონატი არის ჰოლანდიური, მაგრამ უყვართ ამერიკელებს.

2.პესიმისტმა რომ შეხედოს დონატს, მარტო ხვრელს დაინახავს.

3.დონატი არის სასუსნავი, რომლისთვისაც ჰომერ სიმპსონი სულს გაყიდის.

და სასუსნავი, რომელიც მე არასდროს გამისინჯავს. ათასჯერ მთხოვეს მეგობრებმა, წამო, დონატი გაგასინჯოთო, მაგრამ რამე ტკბილსა და ძვირიანს მე ისევ რამე იაფი და მარილიანი მირჩევნია, ანუ დონატებს_ ბატიბუტი. ბატიბუტი შეგიძლია ჭამო ცივიც, თბილიც, ცხელიც (:o) ბატიბუტი შეგიძლია გაუყო ერთდროულად ბევრ ადამიანს. ბატიბუტი არის თეთრი, როგორც ღრუბლები და ბატიბუტი არ გისვრის ხელებს.

დონატები კი არც ღრუბლებივით თეთრია, არც იაფია, ცივი არ იჭმება, მალე მთავრდება და ხელებს სვრის, მაგრამ დონატს მეტი ფანი ჰყავს : )

ისე, დონატსაც  ჰქონია თავისი ძალიან მაგარი ისტორია, რომელიც იწყება ასე:

მერე რა , რომ დონატები ჰოლანდიელებმა მოიგონეს, სამაგიეროდ შუაში ხვრელი ამერიკელებმა გაუკეთეს.

იყო ერთი მეზღვაური, ჰენსონ გრეგორი. ახალგაზრდა იყო, უკვე საზღვაო ძალებში მსახურობდა და სხვა მეზღვაურებივით, ესეც ბევრ ლუდს სვამდა. ლუდის შემდეგ კი ყველაზე მეტად დონატები უყვარდა. ერთხელ საჭესთან იჯდა, ცალ ხელში დონატი ეჭირა და მეორეთი თავს იქექავდა. უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და ჰენსონსაც ორივე ხელი დასჭირდა საჭის დასამორჩილებლად. ერთი ხელი თავიდან სასწრაფოდ ჩამოიღო, მაგრამ მეორე.. მოკლედ, ისეთი  საყვარელი ვინმე აღმოჩნდა, რომ არც უფიქრია დონატის ზღვაში გადაგდება (ან დონატის სისუფთავეს გაუფრთხილდა, ან_ ზღვისას, ან უბრალოდ ძალიან შიოდა) და იქვე, საჭეზე წამოაცვა.

აი, ალბათ, ასე.

მერე კი, გემი რომ დაიმორჩილა, საკუთარი მიღწევით კმაყოფილი მიუბრუნდა დონატს. შესანსლა და დაასკვნა, ასე გაცილებით უკეთესია, ის შუა ნაწილი საერთოდ რად უნდაო (შუა ნაწილი კარგად ვერ ცხვებოდა ისედაც). ხოდა, იმ დღიდან მზარეულს სულ სთხოვდა, გახვრეტილი დონატები გამიკეთეო.

ასე დაიწყო ნამდვილი ამერიკული დონატის ისტორია. მერე გახვრეტილმა დონატმა იგორა ბევრი და საქართველოში ჩამოგორდა. ამოიგანგლა ქართულ შაქარში და ჩემს მეგობრებს დაელოდა. ამბობენ,  გახვრეტილ დონატს ყურზე თუ მიიდებ, ძლივსგასაგონი ხმით ჰენსონ გრეგორის ამბავს მოგიყვებაო. მაგრამ მე  რაღაც არ მჯერა, რომ ამ ამბავს ჩემზე უკეთესად ყვებოდეს. ისე, ამის გადამოწმებაც შეიძლება, ოდესმე : )

3 thoughts on “გახვრეტილი დონატების ამბავი, ,,მარიაკული” საკითხავი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s