აღარ მახსოვს მერამდენე წერილი ბიოჰას : )
გამარჯობა, ბიო. სკაიპში არ ვარ, თორემ მეცოდინებოდა, გღვიძავს თუ არა. მამენტ, სულ ერთია.
გუშინ ინტერნეტი დამესიზმრა.
არც რომელიმე საიტი, არც სკაიპი, არც გუგლი და არც ვიკიპედია, არამედ მთელი ინტერნეტი.
ჯერ თავბრუ დამეხვა და ვცადე, ნაცნობ ლოგოებს ჩავბღაუჭებოდი, ფეისბუქი, გუგლი, იაჰუ..
მერე ესენი უშველებელ მონსტრებად გადაიქცნენ და სპამების წვიმა დამაყარეს. პარალელურად გვერდით ინთებოდა ფანჯარა, რომელიც მატყობინებდა, რომ მეათასე ვარ, ვინც ასე კვდება და ჯილდოს მისაღებად უნდა დავაკლიკო სადმე.
ჩემი ანტივირუსი კომპს ვირუსებით მივსებდა და მე მივდიოდი მწვანე მინდორზე, სადაც აქედან და იქიდან ინთებოდნენ ფანჯრები, მავიწყდებოდა პაროლები და მიგზავნიდნენ მეილზე, მერე ისევ მავწყდებოდა და პროგრამა დედას მაგინებდა სკლეროზისათვის.
მოკლედ, კაშმარ.
და რა გავაკეთე ყოველივე ამის მერე? ნაცვლად იმისა, რომ მომეყოლა წყლისთვის, დედისთვის, დაქალისთვის, ჩავრთე კომპი და მოგწერე ინტერნეტწერილი.
ახლა რომ დავიძინებ, ფორუმებიც დამესიზმრება. უკვე ვხვდები სცენარს.
მომდის იმდენი პიემი, რომ გახსნას ვერ ვასწრებ და ყველას აუცილებლად უნდა ვუპასუხო. მოდერი შლის ჩემს ოფფტოპიკ სიზმრებს და ადმინი ჩემს ტვინს ადებს ბანს…
შენ როგორ ხარ?
ამდენი პირობითობის იქით. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ შენ არ არსებობ და მე თვითონ მოგიგონე, რომ გზააბნეული წერილები მეწერა. ხანდახან, როცა ჭკუის სწავლებას იწყებ, მგონია, რომ მამაჩემი ხარ და სამსახურიდან შემოდიხარ : ), ხანდახან მგონია, რომ ქვრივი კაცი ხარ და შესაცდენად ეძებ პატარა გოგოებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა. შენ ნამდვილად არსებობ და მეტიც, იმ სახით არსებობ, რა სახითაც მეუბნები, რომ არსებობ.. მაგრამ აი, ნახე შეიძლება თევზიც კი იყო 😀
რომ დამსიზმრებოდი, შენ აუცილებლად იქნებოდი რამე (ვინმე) ძალიან კეთილშობილური, ნამი ფოთლის ღეროზე, ან მეტყევე, რომელსაც ხის ჭრისას ჩაეძინა.
სამწუხაროდ, არ მესიზმრები და ამის შეცვლა შეუძლებელია.
ჰო, მართლა, მე ციფრული ორეული მყავს, ჩატბოტი, ე.წ.. სასაცილოა, ამას რომ გეუბნები. შენთვის ხომ მეც საკმარისად ციფრული ვარ.
შენ კიდევ ალბათ, იმაზე უფრო პატარა გგონივარ, ვიდრე ვარ. ალბათ, გგონია, რომ შემიყვარდი და შენს გაცნობაზე ვოცნებობ. ან მართლა დამწყები მწერალი ვარ და წერილების წერით ვვარჯიშობ. კიდევ შეიძლება გეგოтოს, რომ შენი ყოფილი ვარ და ვირტუალური სახით გემალები. შეიძლება, შენც თევზი გგონივარ 😀
აი, ოდესმე არაყზე რომ დაგპატიჟებ, მერე ცოტათი მაინც გავხდები რეალური.
მაგრამ ,,ოდესმე” კარგი სიტყვაა. მისი გადადება ყოველთვის შეიძლება. გკოცნი, შენი ანინა
მოდერი შლის ჩემს ოფფტოპიკ სიზმრებს და ადმინი ჩემს ტვინს ადებს ბანს…
:*:*:*:* genialno !!!!
და რომ გაიღვიძე წითელი ან ლურჯი ტაბლეტი მატრიცის შესაცნობად არავინ შემოგთავაზე???? შენც ნეოსავით სისტემა გებრძვის ალბათ:)
კარგი პოსტია და ზოგადად მომეწონა შენი ბლოგი.
მოკლედ ინტერნეტ არსებობა მაგარი პოპულარული გახდა მალე შეიძლება არანერი სურვლი არ გაგვიჩნდეს რეალურად ვნახოთ ადამიანები . შესაძლებელი იქნება უბრალოდ ინტერნეტში გაისეირნოთ ლუდის დასალევათ ან სკვერში დასაჯდომად.თანაც აქ ყველაფერი უფრო უსაფრთხო და სუფთაა. ვიდრე რეალურ სამყაროში. აქ დედას არავინ იგინება და არავი აწიტებს აქ ყველაფერი ისეთია როგოც შენ გინდა რომ იყოს და თუ რამე არ მოგეწონა უბრალოდ შეგიძლია მოგეორების სიიდან ამოშალო და ის ვერასდროს ვერ გიპოვის. მაქსიმუმ მეილი მოგწეროს რატომ არ ეკონტაქტები. მოკლედ ეს არის ვირტუალური ცხოვრების დასაწყისი.
😉
bio movida : )))))))))
aninaa rogor gazrdilxaaar . weriis stili sul sxvaa. nu me esec mmomwons, ubralood ….