ნაწყვეტები ჩემი ეროტიკული წიგნიდან

,,წიგნის პრეზენტაციაზე ერთად დავლიეთ, მერე კი მან, ოდნავ ჩასუქებულმა ნიჭიერმა, პერსპექტიულმა და (ვითომ) ახალგაზრდა მწერალმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: ,,შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, არც კი იცი, რა სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს მხოლოდ ერთმა ღამემ, თუ პასუხისმგებლობებზე თვალს დახუჭავ და მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრებ”. ჯერ ვიფიქრე, მეხუმრება -მეთქი, მაგრამ ყველაფერი მეტისმეტად სერიოზული ჩანდა. არ ვიცოდი, რა მექნა. ერთი მხრივ, მიზიდავდა ეს პერსპექტივა, ჩემი წიგნისთვის მშვენიერი მასალა იქნებოდა, თან ეს პიროვნება სულ ოდნავ იყო ჩასუქებული და პროფილშიც არა უშავდა (წინიდან დიდი ვერაფერი). ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ თავი ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე და ტაქსიში ჩავსხედით. ტაქსისტმა იცნო ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერალი და ჰკითხა: საით, ბატონო —-? უახლოესი სატუმროსკენ……._ უპასუხა მან.”
გაგრძელებას აზრიც არ აქვს, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ეს სიტყვები აუცილებლად იქნებოდა ჩემს წიგნში, იმ შემთხვევაში, თუ წიგნი, სახელად ,,ერო-ვნება” იარსებებდა.


პირველი აპრილი იყო და მოვიტყუე. ვაღიარებ, ამხელა ტყუილი, თან ასე კარგად მოფიქრებული მხოლოდ პოლიტიკოსებისა მახსოვს : )
დავწერე და ერთი ამბავი ატყდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიხვდა, რომ არანაირ ,,ასომთავარს” ჩემი წიგნი არ გამოუშვია (მეტიც, ასეთი გამომცემლობა არც არსებობს) და რომ ლალი მოროშკინაზე მხოლოდ ვიღადავე🙂
ვიღაცებმა დამირეკეს და მთხოვეს, გვათხოვეო, ვიღაცებს ჩემი ავტოგრაფის იმედი ჰქონდათ, ვიღაცებმა წიგნის მაღაზიაში იკითხეს ჩემი წიგნი და იქიდან გამყიდველებმა გაოცებული სახეებით გამოისტუმრეს. ვიღაცებმა მომწერეს მეილები, რომ ტუტუცი გოგო ვარ და ძალიან გარყვნილი, ვიღაცებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ თავს ვიღუპავ, კარიერას რომ ასე ვიწყებ და ასე კიდევ ბევრი… ნაცნობებიდან მხოლოდ ბაკურ სულაკაური ჩაწვდა საქმის არსს, რადგან იცის, თუ წიგნს გამოვცემ, მხოლოდ მასთან : )
და მეტიც, სტატია ნეტ-გაზეთში ჩემი ტყუილით დაიწყო : )
აჰა, ლინკი

მოკლედ, ახმაურდა ხალხი. ახლა უკვე წიგნის დაწერაც შეიძლება😀😀

მევასებით, თქვენი ანინა
პ.ს. special thanx to ბესო ხვედელიძე, ვინც მოიფიქრა წიგნის სახელი, გააკეთა ყდა და უბრალოდ მხარში დაუდგა სამამულო ტყუილს : )

2 thoughts on “ნაწყვეტები ჩემი ეროტიკული წიგნიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s